Saturday, May 30, 2009

ფკ

ჰხახ
გაზაფხულს სამეგრელოში შევხვდი
და
დღეს ჯავახეთში გავაცილებ....

ეს კი ფაქტობრივად
იმას
ამტკიცებს,
რომ
დედამიწა
მრგვალია
და
მაგრამ
უბრუნველი


კი არა და


გიხაროდეთ!

სულსულსულსულ
რაღაც
9 თვე
ღა
და
გაზაფხული მოვა


:ც



თოვლი მელის ჯავახეთის მთასა
ზე
და.......
წავფოკავდი

:ც

Friday, May 29, 2009

შდ


შესადარები შედარებები
შედარებითი შედარება



კი არა და

შედარებითია ყველაფერი!

ეს წელი იმ წელს ედარება
და
ვერ
შეედარება
ის იწელი
კიდევ იმ წელს
კიდევ იმ წელს
და
ასე 25 ჯერ
კი არა და
გავიზარდე..
უფრო სწორად კი არ გავიზარდე
შედარებით გავიზარდე
და
შევიცვალე
ანუჰხთ კი არ შევიცვალე
იმასთან შედარებით შევიცვალე რაც ვიყავი.......
ცვლილებები იწვწვენ უცვლელობას
მოძრაობა უძრაობას
მუდმივი შიმშილი გულის ქვეშ
კუნჭულში
მშია...
სურათები დავათვალიერე
ვერ ვბედავდი
და
გავბედე
ანუ კი არ გავბედე
შდარებით შემომებედა...
მოკლედ სურათები დავათვალიერე
სურათები - გაქვავებლი წამები
მერე ეს გაქვავებული წამები ერთმანეთს გადავაბი
და
წარსულის ცოცხალი ერთი წუთი მივიღე
ცოტა მეტი
ან
ცოტა ნაკლები...
გავაცოცხლე
და
გაგაცოცხლე
შენ - შედარებითი
და
მე - შედარებითი
და
შეგადარე
და
შევდარდი
და
თურმე... ისა...
ბედნიერებისაგან გასუქებული სახეეები.......
კმაყოფილება
სახეზე აღბეჭდილი შედარებითი კმაყოფილება შემომეცოცხლა
არ მინდოდა
კი არა და
ვერ გავუძელი ამდენ კმაყოფილებას
და
ისევ გაგაქვავე
და
გავქვავდი
და
ისევ ავამშიე გულის კუნჭულში მგელივით შიშმშილი
ხანაც ცხვარივით...
ჩემი სურვილები - ჩემი ბეკეკოები
გული ვერ გავიმწავემნიდვრე
ჩემს გასურვილებულბეკეკოებს ჯერაც ვერ ვმწყემსავ
გონება ისევ ქოფაკი ძაღლივით მადგას სადარაჯოზე
და
ჭიშკარს დარაჯობს...
დაკლიტულ ჭიშკარს - დამუწულ პირს...







დღეს შედარებით კარგად ვარ
და
შედარებით ადრე ვიძინებ
რადგან
შედარებით უფრო მეძინება
და
შედარებით უფრო მესიზმრიანება
და დღეს
შედარებით უკეთ სიზმარს ვნახავ
ან
შედარებით უარესს
და
ხვალინდელი დღე

იქნება შედარებით უფრო კარგი
ან
შედარებით უფრო ცუდი
შედარებით,
ვიდრე.............




კი არა და

ოღონდ ჯერ იმას ვერ მივხვდი
მე
შესადარებლად შეუდარებელი ვარ
თუ
შეუდარებლად შესადარები.......




ვდარდები

Thursday, May 28, 2009


საიდუმლოს სიტყვებში ვმალავ
და
ისე
გესვრი...


სიტყვა არ გატეხო!
საიდუმლო არ გამიმხილო

Wednesday, May 27, 2009

ზნაკვა






ისა... ამხელა რამეს რომ ვერავინ წაიკითხავს
მჯერა
მაგრამ
უკვე დაწერილია
და
სხვა გზა არ მაქვს
უნდა
გადმოვაბლოგო

: }}


ხლა როგორ იყო ეს ამბავი....

ქრისტეს შობიდან 2009 წლის 22 მაისს 17 საათზე შევიკრიბეთ სამთო ქიმიასთან... უფრო სწორად 17 სთ ზე უნდა შევკრებილიყავით, თუმცა გვარსა და სახელს არ დავასახელებ, იმიტომ რომ არ ვიცი მათ გამო ანზორის სამარშუტო ტაქსში კი არა და მარშუტკაში მხოლოდ და მხოლოდ 6 საათისათვის აღმოვჩნდით..ისიც იმიტომ, რომ ცამ შეიკრა წარბები და სად მიდიხართ დაეტიეთ თბილისშიო და დაიგრუხუნა და წამოვიდა წვიმა...მაგრამ ყველა წვიმა წვიმა ხომ არ არის... ჰხოდა ესეც იყო წვამაზე უფრო უწვიმესი..მაგრამ მთავარი ჯერ კიდევ წინ გველოდა...თუურმე...

ჰხოდა ასთრე

კარაველების 90%-ს ერთხელ მაინც უმგზავრია ალბათ ანზორის "მარშუტკით" ( მარშუტკა უფრო მემარშუტკება და მომკალით თუ გინდათ, ვაჰხთ ), რომელიც 20 კაცზე კი არა და 20 ადამიანზეა გათვლილი...
მაგრამ უცებ :სიურპრიიიიიზ: და მოულოდნელად თავზე დაგვადგნენ ლოლა და სმაილი ნუ ჩვენ ხომ გავიხარდა და გაგვიხარდა, მაგრამ ტრულის განსაკუთრებით თან ჩვენმა უშველებელმა ჩანთებმაც ტრანსპორტში ყველაზე საპატიო ადგილები დაიკავეს..ასე რომ რაჭისაკენ ჩაჭედილგადაჭედილ ნახევრად ფეხზე მდგომარენი გავემგზავრეთ..მაგრამ მაგას კარაველი რის კარაველია თუ სიმაღლეები არ დაიპყროო და მალე ზოგიერთი ჩანთების ზემოთ სამარშუტო ტაქისის შერზე აკრული აღმოჩნდა.... ჰხუხ ... (აქ უნდა იყოს ახლა ფოტომტკიცებულებანი, რომელიც მე სამწუხაროდ მე არ აღმომაჩნდა)

ვიარეთ, ვიარეთ, ცხრა მთა კი გადავიარეთ მაგრამ ცხრა ზღვა კი არა ერთიც არ შეგვხვედრია...

ჰხუხ

მერე დღე შეცვალა ღამემ...წვიმა ნისლმა...ლოლას და სმაილის წივილ-კივილი "მაისების" წივილ-კივილი მსუბუქფორმებში ნათქვამია... მმმ...ზეაღმატებითმა ხმაურმა... ( ჰხოდა ვინც არ იცის "მაისები" თავადი და მისი სამი პლუსია, აი ისინი 1 მაისს კაცთა საერთაშორისო დღე რომ გამოაცხადეს )

მოკლედ, რაჭას რომ მივუახლოვდით და სისხლმა და ფესვებმა ერთხმად რომ დაიწყო ყივილი კი არა და კივილი მშობლიურ მიწაზე დაბრუნების გამო ერთ დროს ჩემი წინაპრების მიერ მოკლული თავადის სულმა შეკრიბა შავი ძალები და ჩამოანისლა გზა და ჩვენი ზნაკვაში ასვლა შეუძლებელი გახადა....

ჰხოდა გადავწვიტეთ ის ღამე შაორზე დავბანაკებულიყავით და მეორე დღეს, მზის შუქზე გვეხილა რაჭა .... ღამით დასაბანაკებელი ადგილის პოვნა არც თუ ისე ადვილი აღმოჩნდა... სამჯერ დავარტყით წრე შაორს და ბოლოს ერთ მოშიშვლებულ ადგილას გავშალეთ კარვები...მალე კოცონიც დაინთო და სუფრაც გაიშალა.... არც გიტარა და ცხელი ტაში დაგვკლებია..მითუმეტეს, რომ ტამტამიც თან გვქონდა, რომლის ხმაც შემდგომში ჩემს სიზმრებს ფონად გასდევდა, მაგრამ ეს მერე....

გადაშავებულ ცაზე მოციმციმე 2-3 ვარსკვლავი გვაიმედებდა,
რომ
ღამეც გავლადია
და
ღამეს შეცვლის მზე
და
თან მზიანი



მგზავრობისგან დაღლილებს მალე ჩაგვეძინა,
თუმცა
როგორც ჩანს, დაღლამ ყველაზე არ იმოქმედა...

შაპრის ნაპირას სიცილხარხარტამტამხმაურგიტარსიმღერა დილამდე გაგრძელდა,
რასაც შედეგად ის მოჰყვა
რაც მოჰყვა
კი არა და
ეს მერე...
მეორე სერიაში.........


ჰხოოოოდა
სად გავჩერდი?
აა, ჰხო... რომ დავიძინეთ...
მოკლედ დავიძინეთ ღამე სახელდახელოდ გაშლილ კარავში მე, ელიოზამ იგივე ჩემმა დამ და იგივე სამხედრინამ და მაიკომაიკომ იგივე პერწკლიმ იგივე ნაკვერჩხალამ და სალომემ იგივე ოდნავ მაღალმა გოგომ

დავიძინე და სიზმარდ ვხედავ, რომ ომია, რომ ისვრიან და ხალხი დარბის კივლით და იმალება (არადა თურმე გარეთ "მაისები" ხმაურობენ") ვხედავ რომ ავტომატიდან ისვრიან (არადა თურმე ტამტამს აბრაგუნებენ) და ვიმალები და ამ დროს სიზმარში გამოჩნდა ტანკი და უცებ გაისროლა... და ეს გასროლა სიზმარში ისეთი ხმაურიანი იყო, რომ გულგახეთქილი წაოვხტი და რა ტანკი... რა ბომბები...რა ომი.... თურმე "მაისების" ხმაურისგან შეწუხებული ტრული, "მაისების" კარავს დააცხრა..... ჰხუხ.... ომში დამალვა მონაგონი იყო ისე ვიმალებოდით ტრულის ყვიტილისგან შეშინებულები.....



ჰხოდა თანდათან ინათა კიდეც, ხმაურიც ჩაცხრა და კარვის კალთა ჩახლართულიც ჩავჭერ ჩავაკარაბაკე კი არა და გამოვაღე კარავის ფანჯარა
და
აიი თურმე სად ვყოფილვართ დაბანაკებული.........

(სურათების ხარისხისთვის ბოოოდიში - მე უფრო მინდა კარგი აპარატი მქონდეს )






მზე იყო მწველი, მწველი, მწველი
ჰხუხ....

დავსხედით შაორის პირას
და
იდეაში ვირუჯებოდით ...არადა თურმე წყალთან ვიდექით, ცეცხლი გვეკიდებოდა......











ამასობაში "მაისებმაც" გაიღვიძეს და შეცვივდნენ შაორში.......



არა
ყველას არ გაუღვიძია... თავადს ჯერ კიდევ ეძინა....


მალე ავშალეთ კარვები, მივაწექით ანზორის "მარშუტკას"



და ჰერჰერი ნიკორწმინდისკენ....


ჰხოდა ისა....
ნიკორწმინდაში პირველად ვიყავი
და
ისე აღვშფრთოვანიდი,
რომ
ქვა

კი წამოვიღე.......



ნიკორწმინდაში, ტაძარში სანთლებს ერთი ძალიან საყვარელი ბებო ყიდიდა ჰხოდა იმან გვკითხა, ვინ ხართ, აქ რამ მოგიყვანათო და ზნაველი ვართქო წარმოშობით, რომ ვუთხარი, ისე დაგვლოცა ყველა..... ზნაკვა ძალიან კარგი სოფელიაო... აი ახვალთ და ნახავთ როგორ მოგეწონებათო...
ჰხოდა
ავედით....

გზად ყველა შემხვედრს ევკიტხებოდით, როგორ მიგვეღწია ზნაკვამდე.....






[img]http://s61.radikal.ru/i174/0905/ec/a0caf004603f.jpg
[/img]
და აი...როგორც იქნა....
არის
აღსრულდა
20 ნება

კი არა და


მე ზანკვაში ამოვყავი თავი

ჰხუხ



მართალია როგორც "ფესვებში" ისე არ დამხვედრია მთელი სოფელი ქოლგებით ხელში, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ზნაკვაში ზამთარ-ზაფხულ მოსახლე მხოლოდ 4-5 ოჯახიღაა შემორჩენილი... დანარჩენები სოფელს მხოლოდ ზაფხულობით უბრუნდებიან... არადა ზნაკვა ისეთ ლამაზ ამწუნებულ ტყემინდვრებშია მოქცეული, რომ ვუსაყვედურე ჩემს წინაპარს რა მოგარბენინებდააა, რა გეჩქარებოოდაააა, ცოტაა მოგეცადაა სეენ - საწყალოო შეეენ, უბედუროოო შეენ - მეთქი, ვაჰხთ.....



სანამ დასაბანაკებელ ადგილს მოვძებნიდით, გადავწყვიტეთ სოფელში გავევლო და ჩემი მოგვარეები - კვახაძეები მოგვეძებნა





როგორც გვითხრეს, ზნაკვაში კვახაძეების 17 ოჯახი ცხოვრობს,,, თუმცა, ამჟამად სოფელში მხოლოდ ორი ბებო იმყოფებოდა

საკარვე ადგილების საძებნელად წასულებს გზად მაქაანა შემოგვხვდა, რომელმაც არ დაიზარა და ერთ აგშლილ მინდორთან მიგვიყვანა, საღამოს ბანაკამდე წყალიც გამოიყვანა და ზნაკვაში აუცილებლად სანახავი ადგილებიც ჩამოგვითვალა...

რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო
მან
ჩემი წინაპრის ზნაკვადან გამოქცევის ისტორიაც გვიამბო


თუუურმე, ზნაკვაში ყოფილა თავადი წულუკიძე, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა.. აბა კვახაძე მაგას მოითმენდა??! :ჰმ... ჰხოდა ერთხელაც, როცა ამ თავადის საქციელი უკვე აუტანელი გახდა გლეხებისთვის, ამ ჩემს წინაპარს დაუჭერია ეს თავადი წულუკიძე, ფეხზე ჯაჭვი მოუბია, ტანზე თაფლი წაუსვია და კლდის ქიმზე გადმოიკიდავს... თავად კი შიო მღვიმეს მონასტერში გამოქცეულა....

აი ასეთი სადისტის სისხლი მიჩქეფს ძარღვებში, ასე, რომ მიფრთხილდით!!!






ჰხოდა ისა...
ტრადიციების გაგრძელებას შევეცადე,
მაგრამ ისა.......



ჰხოოდა მას შემდეგ, რაც მალვოლიომ ფეხი იღრძო და ჩანჩქრეციხესიმაგრეუნახავები ბანაკში დავბრუნდით დათამ იგივე ჰანიბალმა იგივე 1-1მა "მაისებმა" შუაგულ რაჭაში , იმ წყალუხვმრავალმდინარიან მხარეში ცოცა-ცოლის ანუჰხთ კოკა-კოლის დალევა მოინდომა,
რის გამოც ბანაკიდან მოშორებით
სოფლის მაღაზიისაკენ გაეშურა თავის მაისებთან ერთად
მაგრამ
ჩვენ
გოგოები
როგორც ნამდვილი ჯენტლვუმენი გოგონები ბიჭებს მარტო ხომ ვერ გავუშვებიდთ
ასე რომ
მე
ელოიზა
პერწკლი
სალომე
თებრო
რუსკა
თავადი
დათა
რეზი
და
კაკი
ცოცა-ცოლის საყიდლად გავეშურეთ....

რაღა თქმა უნდა სამოჯახიან სოფლის მაღაზიაში კოკაკოლა არ აღმოჩნდა
თუმცა
მაღაზიაში დაგვამშვიდეს
აგერ
სულ რაღაც 5-6 კილომეტრში
კიდევ ერთი სოფელია
ცოტა უფრო მეტსულმოსახლიანი და იქ შეიძლება იშოვოთ თქვენი ნანატრი კოკაკოლაო
მერე რა რომ უკვე საღამო იყო
და
ტყეში მგელი დათვი ტურა მელა დაიარებოდა
გავეშურეთ გაურკვეველი მიმართულებით...

ჰხოდა ამ თავგადასავლისას რამდნიმე ნაწილი უნდა გამოვყო


პირველი: - საწყალობელი გველის გარდაცვალება

მივდივართმივდივართ, ტყე და ველი დიდია
კი არა და
უეცრად გზაზე
თავისთვის, საწყლად
გამოისრიალდა პატარა გველუკა...
საცოდავი
მოსრიალებდა სევდიანი თვალებით
ამ ქვეყნის ამაოებაზე ჩაფიქრებული
არაფერი ცუდის წინათგრძნობა არ აწუხებდა
და
ამ დროოოს
მას უეცრად თავს დაესხნენ
მტარვალი რეზი და კაკი
რომლებმაც წამის მეასედში
გამაოგნებელი ყვირილით
"მოკვდი გველო! მოკვდი გველო!"
გველუკა ჰაერში შეათამაშეს.....

ჰხუხ...

საწყალი გველი იქვე გულის შეტევით გარდაიცვალა.....


ამბავი მეორე - როგორც წვიმს, ისე წვიმს....

ჩვენი მოგზაურობა კოკა-კოლის საძებნელად
გაურკვეველი მიმართულებით
იქამდე გაგრძელდა
წვიმის
ცხრა სახეობა
ერთად არ დაგვატეხა თავს...
გალუმპულგაჟუჟუნშხაპუნწვიმებულები გზად მიმავალმა სატვირთო მაქანამ შეგვიფარა
რომელსაც საბარგულზე სახურავის ნაცვლად უბრალო ტენტი ჰქონდა გადაფარებული
და
სადაც იმაზე გაძლიერებულად წვიმდა
ვიდრე გარეთ......
თურმე მანქანის საბარგულში თავად ზნაკვის გამგებელი იმყოფებოდა..
რა სახე ექნებოდა მას და კიდევ დანარჩენ ორ ადამიანს
როდესაც გაიგეს
რომ იმ წყალდიდობაში
კი არა და
წვიმადიდობაში
კოკა-კოლის საყიდლად მივდიოდით
თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ....

სხვათაშორის, ზნაკვის გამგებელს
ჯიბეში ციფრული ფოტოაპარატიც აღმოაჩნდა'მაგრამ ვეჭვობ
ოდესმე ვნახო
მის მიერ გადაღებული სურათები




ამბავი მესამე - აქა ამბავი ჩვენი ლოთაობისა....

დიდსაბარგულიანმა მანქანამ ბევრი იარა თუ ცოტა იარა რაღაც გაურკვეველ სოფელში ჩაგვიყვანა...
გადასველებულგალუმპულგაწვიმარებულები სოფლის ცენტრში დებარე
მოსაცდელში შევცვივდით
სადაც წვიმას თავს ჩვენს გარდა კიდევ სამი ადამიანი აფარებდა...
ნუ ალბათ მიხვდებით მათ გაოცებას
როცა
ასეთ მდგომარეობაში გვიხილეს...
კი არა და
მთავარი: კოკა-კოლა არც იმ სოფლის მაღაზიაში აღმოჩნდა
სამაგიეროდ, მოსაცდელში შეხვედრილი ადამიანების წყალობით
მალე მოსაცდელში არაყი
და
თხილი გაჩნდა...
ნიამნიამ...

არა ნუ სამი-ოთხი ჭიქა არაყი
დიდი არაფერია
სულ არ ვართ ლოთები
სულ არ

ჰხოდა ისა...
ამბის კულმინაცია ის იყო, რომ
იმ გაურკვეველ სახელიან სოფელში
კინაღამ
თებრო გავათხოვეთ

მოსაცდელში მყოფი ერთ-ერთი პიროვნება
თებროს გამოუტყდა
რომ
ცოლგანაშვები იყო
და
მერე სიამოვნებით გადაიღო მასთან ხელგადახვეული სურათი......

ამბავი მეოთხე : დაბრუნება ბანაკში

წვიმამ რომ გადაიღო
და
არაყიც გათავდა უკვე ღამდებოდა
ჩვენ კი წინ 5-6 კმ იანი გზა გველოდა
ტყეტყე სასიარულო...
მაგრამ
არყის წყალობით გადალაღებულებს ეს გზა სულაც არ გვაშინდება..
მერე რა
რომ
მოსახლეობამ გაგვაფრთხილა
ტყეში
დათვი
და
მგელი
და
ტურები
დაიარებიანო....

ჰხუხ ისა...
სიმართლე რომ ვთქვა
ეს გზა ბუნდოვნად მახსოვს...
მახსოვს
რომ
ყველაფერზე ვიცინოდით
კიდევ მახსოვს
რომ
წვიმდა
კიდევ მახსოვს
რომ
ბნელოდა
კიდევ მახსოვს რომ არ ვიცოდით სად მივდიოდით........

როგორც იქნა მივაღწიეთ ზნაკვამდე
აღმოჩნდა
რომ
წვიმის გამო
დანარჩენებს თავი რომელიღაც შენობისთვის შეეფარებინათ...
ჩვენ
შენიბაში ღამის გათენება აღარ ვისურვეთ
და
იქვე
ზნაკვის შუაგულში
ზნაკვის გამგეობის ეზოში გავშალეთ თავადის კარავი
სადაც
6 გოგო უმშვენიერესად მოვთავსდით....

ნუ მართალია წინაპრების ტრადიციები ვერ გავაგრძელე
და
თავადი ვერ მოვკალი
სამაგიეროდ
მისი
კარვიდან გამოვაძევე
:ბოლი


კი არა და



საშინლად დაღლილევს მალე ჩაგვეძინა და იმედი გვქონდა რომ დილამდე ჩვენი ძილის სიმშვიდეს ვერავინ დაარღვევდა
მაგრამ
ხანგძლივ ეს სოფელი გაახარებს ვნმეს განა
კი არა და
იმაზე მეტად ახარებს თურმე
ვიდრე მოსალოდნელია....


ვინ სთქუა რომ რაჭველებს დროის შეგრძნება შენელებული აქვთო...ჰმ...
რაჭაში ჩემი დაბდღე ზუსტად 24 საათით ადრე მოვიდა..
დიახაც...

ტკბილად ჩაძინებულები უეცრად ჩვენს კარავთან შექმნილმა ხმაურმა გამოგვაძვიძა

ზუსტად 5 წუთი დამჭირდა გონზე მოსასვლელად...
ვუყურებდი ჩვენი კარვის წინ მყოფ არჩილს, მალვოლიოს, თავადს და მაისას
რომელთაც ხელში უამარვი ფერადი ბუშტები
და
შუშხუნებით ანთებული ტორტი ეჭირათ
და
რა ლამაზიი დღეააა
რა მზიანიი დღეა

მიმღეროდნენ.....


სიურპრიზმა მართლაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა

მართლა ვერასდროს წარმოვიდგენდი
რომ
შესაძლებელი იყო
ვინმეს
ჩემი დაბდღის წინასწარ მოსალოცად
თბილისიდან
პატარა ტორტი
და
ბუშტები
და
სუშხინები
და
საპნის ბურთები წამოეღო


ისე დავიბენი
მადლობა
წესიერად ვერც ვსთუი
და
ისა

მადლობა

ჰხოდა ბარემ მესამე დღის ამბებსაც მოვყვები
და
მოვიხდი ვალს
კაცობრიობის წინაშე
კი არა და
მე - კაცობრიობა....:ბოლი



ჰხოდა ასთრე...
ზნაკვის გამგეობის ეზოში დაბანაკებულები ძროხის ზანზალაკის ხმამ გამოგვაღვიძა.. სანამ რაჭველი ძროხუკა მიხვდა, რომ კარავი არ იჭმეოდა,
ჩვენ უკვე გამოფხიზლებულები ვიყავით...
გადავწყვიტეთ სანამ დანარჩენ კარაველებს შევუერთდებოდით, ზნაკის სასაფლაო დაგვეთვალიერებინა... იქნებ და ჩემი რომელიმე წინაპრის საფლავიც აღმომეჩინა...
20ნებას კაცი არ მოუკლავს, მითუმეტეს ქალი

ჰხოდა გოგონები გავეშურეთ სასაფლაოს საძებნელად... ჩვენი მეგზურობა გზაზე შემთხვევით შეხვედრილმა ერთმა ზნაკველმა ითავა, რომელმაც ახლახანს აღდგენილი ეკლესიის ეზოში მიგვიყვანა..
თურმე ეს ეკლესია 1904 წელს აუგიათ ბერძენ ოსტატებს.. თუმცა კომუნისტების დროს კლუბად ყოფილა გადაკეთებული...
ეკლესიაში წირვა-ლოცვა მოსახლეობსი ნაკლებობის გამო სისტემატურად არ მიმდინარეობსო..
ეკლესიის ეზოში არც თუ ისე ახალი სასაფლაო იყო, მაგრამ არც ისე ძველი, რომ 200 წლის წინანდელი წინაპრების საფლავები მეპოვნა...
ჰხოდა ისა...
რაღაც განსაკუთრებით დამამახსოვრდა პატარა გოგონას საფლავი.... დიიდიი სურათჳ იყო ფერადი და ბავშვი ინვალიდის ეტლში იჯდა...მმ..
ჰხოდა სასაფლაოზე ვიპოვნე ჩემი ნათესავები , ოღონდ, საბედნიროდ, ცოცხლები......
ნათელა ბებია და მმმ ...მეორე ბებიის სახელი აღარ მახსოვს - (ვაიმე, სირცხვილო სად არის სიწითლე შენი) თავიანთი მეუღლეების (კვახაძეების) საფლავებს ასუფთავებდნენ... შევპირდით, რომ მოგვიანებით კიდევ ვნახავდით და მეორე, უფრო ძველი სასაფლაოს სანახავად გავეშურეთ...
ძველი სასაფლაოს ეზოში მე-7 საუკუნიდან შემორჩენილი ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევები დაგვხვდა... ზნაკვაში ღვთისმშობლობა - 28 აგვისტო განსაკუთრებულად აღინიძნება... სასაფლაოები სამწუხაროდ ვეღარ ვნახეთ, რადგან
არ ვიცი, რრატომმ
მოსახლეობას საფლავის ქვები ერთად შეუგროვებია
და
ერთ დიდ მიყრილ გორაკს წარმოადგენდა...

ზნაკვის გამგეობის ეზოში დაბრუნებულებმა თითქმის უმი ქათამი მივირთვით.... საწყალი ქათამი, რომ ვჭამდი
ვგრძნობდი
როგორ
დაფრთხიალობდა......
კი არა და
ამასობაში წვიმამ ისევ გაგვახსენა თავისი არსებობა...
ელიოზა, არჩილი და მაისა დანარჩენი კარაველების მოსაყვანად წავიდნენ, ჩვენი კი ნათელა ბებო გვესტუმრა ცხეეელ-ცხეეელი ხაჭაპურებით.....
ნათელა ბებომ თავის სახლში წამიყვანა... კვახაძეების ძირძველი სამოსახლო სწორედ ჩემს სახლში იყო და აუცილებლად უნდა ნახოვო.... ისეთი საყვარელი ბებია იყო, ისეთი, ისეთი, როომ...... თან ისა... დანარჩენებთან ღვინო გამომატანა... ბიჭები არიან, ვიცი სასმელი ენდომებათო... რა იცოდა, რომ გოგოებიც არანაკლებად ვსვამდით...

ჯერ ცხელცხელი ხაჭაპურების ჭამა არ გვქონდა დამთავრებული, რომ უეცრად მეორე ბებოც გამოჩნდა - (ირცხვილი, სირცხვილი, როგორ არ მახსოვს მისი სახელი ) ამჯერად ცხეეეელცხეეელი ლორიანი ლობიანებითა და არყით : ))) აი ასეთი მასპინძლობა იციან ჩემს სოფელში
:ბოლი

მარა წინ თურმე კიდევე რთი სტუმარ-მასპინძლობის გამოვნელა მელოდა... : ))
თან რატომღაც, ყველაზე უფრო დასამახსოვრებელი
ალბათ იმიტომ, რომ
წვიმაში, ტყეში სამი დღის მყოფებს
ყველაზე მეტად
ყავა გვენატრებოდა....
ჩემი სამარშუტო ტაქსში ჯდომის დროს ტრულის ცემი კიდევ ერთი ბიძაშვილი გაუცნია და ჩვენც- მე, პერწკლი, სალომე და ტრული სწორედ მისი სახლისკენ გავეშურეთ...
ჰხო..იმ სახლში მივხვდი, რომ
ფესვები
და
გენები
დროსა და სივრცეს არ ეგუებიან
და
ყველა კვახაძ
მთაში, ბარში, ტყეში, ღრეში
ერთნაირია.....
ჩემი ბიძაშვილის ოჯახი თურმე ფუტრებს ზრდის... ეზოში 100 მდე სკა იდგა...
ჰხოდა ისა...
ფუტკრები თურმე ძალიან ჰგვანან ადამიანებს,,,
მითუმეტეს ქართველებს
ჰხო, ქართველიც ადამიანია თქვენ წარმოიდგინეთ,,,,,,,,, : ))]
ჰხოდა, თურმე მთელი წლის მანძილზე მამალი ფუტკარი ზის და არაფერს აკეთებს,
სხვები კი მთელ დღეს შრომობენ, რომ არჩინონ
ჰხოდა ზამთარში
როცა განსაკუტრებით აუტანელი და ძნელი ხდება საკვენის მოპოვება
ფუტკრები შეიკრიბებიან და ამ მამალ ფუტკარს სკიდან აგდებენ...
ჰხუხ, როგორ მოგვინდა ზოგიერთჳს გადმოგდება მარშუტკიდან
კი არა და
რაც მთავარია,
კვახაძეების ოჯახში ცხეეეელცხეელი ნალექიანმოდუღებული ყავა მივირთვით

უუუგემრიელესი...

რაღა თქმა უნდა
რომ
ზნაკვადან
ქვებს წამოვირებდი

თან ერთს კი არა და
სამს


სმაილს დიიდი მადლობა ერთი ლამაზუკა ქვის ჩუქებისთვის...

ჰხოდა ასთრე...

ზნაკვას არ დავმშვიდობებივარ
უბრალოდ
დროებით გამოვეთხოვე

ახლა ნამდვილად ვიცი
რომ
ზნაკვა
ჩემი სოფელია





ჰხოდა აქ ტიტრები უნდა ავიდეს
სევდიანი მუსიკის ფონზე


კი არა და

ჭირი იქა
ლხინი აქა

Monday, May 25, 2009

1/4


გავერთმეოთხედდი
და
გავმეოთხედსაუკუნოვდი.....


100 წელს ვიცოცხლებ
ალბათ




კი არა და


ემოციები ჯერ კიდევ
ჰაერში დაფრინავენ
ვერ ვკრიბავ
და
ჯამი ვერ გამომყავს
შევაერთჯამებ
მერე
ოღონდ მერე
ოღონდ მერის მერე....




ჯერ
იუბის ლარი ვარ

you + :bis: + ლარი



კი არა და

ისა....
რა ჩავიფიქრო, რომ შევუბერავ... ჰხუხ

Thursday, May 21, 2009

ზნ


გადაწყდა!
მივემგზავრები
მადრიდს
არა და
რაჭას..
უფრო სწორად ზნაკვას...
ჰხო
ნუ თქვენთვის ზნაკვა ერთ-ერთი იმ სოფლეთაგანია, რომელთა მრავასახეობებიც საქართველოში მრავლად მოიპოვება
მაგრამ
ჩემთვის ისაა.... რა ჰქვია....
დიდი დაბრუნება!
200 წლის შემდეგ.
ჰხო, ყველაფერი ისე მოხდა
როგორც ხდებოდა ხოლმე
და
ყველაფერი ახლაც ისე ხდება
როგორც ხდება ჰხოლმე...
200 წლის წინ ჩემი ბაბუის ბაბუის ბაბუის ბაბუამ
ნუ ან ერთი ბაბუით მეტმა
ან ნაკლებმა
მოკლა თავადი
და
ჰერიჰერი შიომღვიმესაკენ...
სულ ესაა რაც მე ჩემი წარმომავლობის შესახებ ვიცი
მას შემდეგ
იმ ბაბუის არც შვილიშვილი
და
არც იმის შვილიშვილი
და
არც იმის შვილიშვილი
ზნაკვაში აღარ დაბრუნებულა
ჰხოდა ისა...
მისია ნომერი 92832
დაბრუნება..
ფესვები
სისხლის ყივილი
და
სხვა გულის ამაჩუყებელი ფრაზები...
როგორც ყოველთვის - როცა ისედაც უნდა მოხდეს, რაც მოსახდენია
როცა გადაწყევტილება უკვე მირებულია
როცა 24 საათით ადრე იცი სად იქნები 24 საათის შემდეგ
( ნუ მიახლოებით მაინც)
ყველაფერი ისე მარტივდება და უბრალოვდება და ისეთ მოიასამნისფრო ფერს იღებს
რომ
თითქოს
არასდროს
თიითქოს
სულსულსულსულ
არასდროს
გე20ნებოს
ახლა რომ ავდგე და მოივინახულო ჩემი ძირძველი სოფელიო
თითქოს არ დაგსიზრებოდეს, როგორ მიდიხარ ზნაკვაში
და
როგორ პოულობ მათ
ვინც
რომ
არა
შენც
არა!
თითქოს ყველაფერი სიედაც ასე უნდა მომხდარიყო...
ჰხოდა ასთრე...
მე ვიცი რომ ახლა ვერაფერს ვგრძნობ
არანაირი გამძაფრებული ემოციები
მე ვიცი, რომ ხვალ როცა ზნაკვაში ჩავალ
ჩვეულებრივ დავადგამ ფეხს ზნაკვის მიწას
და
ცრემლები არ წამომცვივდება
არც მიწას ვაკოცებ
როგორც ჩემს ფიქრებში წარმომედგინა..
ვიცი, რომ 100 წლოვანი ხეების დანახვისას ვერ გავითავისებ
რომ
ამ ხეებს ჩემამდე ჩემი ის ბაბუა უცქერდა,
რომელმააც ვინ იცის რატომ
ვინ იციცს რატომ მოკლა თავადი
და
ვის გამოც, ჩემში 1 გრამი მაინც მკვლელის სისხლი სჩქებს
და
ვის გამოც, მე ასეთი ვარ როგორიც ვარ!
ვიცი
ვიცი რომ ეს არაფერი იქნება
ვიცი
მაგრამ
ისიც ვიცი,
რომ
გაივლის
1
2
3
4
5
ან თუნდაც
7
8
9
დღე
ან
თვე
და
კვირა
ან და
წელი
და
მე შევიგრძნობ
შევისსხლძარღვებ
და
შევიძვალვებ
რომ
სადღაც შორს
შორს
შორს
შოოოოოორს
ჩემი ბაბიუს
ბაბიუს
ბაბუის
ბაბუის
ბაბუა
სულ ცოტათი მაინც
ბედნიერია
რადგან
მისმა შთამომავალმა
მისი
მოგონება ზნაკვაში 200 წლის შემდეგ ჩაიტანა.........

: )







200 წლის შემდეგ





მე რაჭველი ვარ!!!

Wednesday, May 20, 2009

ვხ

ჰხოდა ისა..... :უსერ


აი პატარა ბავშვებს რომ ფანქრებს აძლევენ ხოლმე
ფსიქოლოგები
და
დახატეთ რაც გინდათო
და
მერე იმის მიხედვით
თუ რომელი ფერის ფანქრები გამოიყენეს
დასკვნებს რომ აკეთებენ ხოლმე
ეგრე გავუკეთე დღეს ჩემს თავს

:უსერ

სადღაც შემთხვევით აღმოვაჩინე
ფერადფერადი საღებავები
და
მერე ერთი დიდი პლაკატიც
ოდესღაც ჩემი ოთახის კედლებს რომ ამშვენებდა
და რატომღაც ამჟამად უჯრაში დაკეცილ მდგომარეობაში რომ ამოჰყო თავი
და ერთ მხარეს რომ დიდი შავი პეპლები ეხატა და მეორე მხარე რომ სულ თეთრი იყო
ისე გავშალე იატაკზე
და
მერე სარებავებსც ძლივს მოვხსენი თავი
და
დავიწყე
ხატვა ნაკლებად
ჯღაბნა...
უბრალოდ მაინტერესებდა
ასე დაუფიქრებლად
რას დავჯღაბნიდი
და
რა ფერებით
და
როგორ
და
რანაირად
და
აი ეს გამომივიდა..........



ჰხოდა ისა....
ნუ ეს რა არის
და
რას ნიშნავს
და
რატომ ეს
და
არა ის
სხვა საქმეა
მთავარია, რომ
ჩემდა გასაოცრად
სულ მწუნეწითელყვითელმელნისფერი საღებავები გამოვიყენე
მერე რა რომ გული შავი აქვს

და ისა....
არ არიან აქ ფსიქოლოგები?
ძალიან კი არ განვსხვავდები იმ პატარა ბავშვებისგან
იქნებ ამიხსნათ
რა დავხატე
და
რატომ?

:უსერ

Tuesday, May 19, 2009

გჩ


” ..... რაც შეეხება ”გაჩეჩილ ხორცს” - მე არ ვამბობ, რომ ცუდი ადამიანია და ა.შ. ( ყველას აქვს რწმენის თავისუფლება, მთავარია მისმა რწმენამ სხვას არ მოუტანოს ზიანი), ხო, მოკლედ არც მისი რწმენის საკითხი მაწუხებს, მაგრამ სისულელეა შენი მხრიდან მაგ ადამიანზე ფიქრი და სხვანაირად ლაპარაკი და მორჩა!

საინტერესო ადამიანია და უბრალოდ ნაცნობი და გეყოფა სისულელეების ბჟუტური”

2005 წლის 3 მარტი






პ.ს. ..................

Monday, May 18, 2009

:წჭ


ადრე ამდგარსა კურდღელსა

ვერ დაეწევა მდევარი

ო - ძველი ქართული ანდაზა...

რაც უფრო ადრე გაიღვიძებ

მით უფრო ადრე ჩაგაფურთხებენ სულში

ო - ახალი ქართული ანდაზა

ეს იყო ძველისა და ახლის შედარება

ზე აღმატებით ხარისხში

გამარჯობა

: |

კი არა და

 დასაწყისშივე...

დიდი მადლობა Tbilisi *Open Air* -ს

რომელმაც გუშინ  მიმახვედრა

რომ

თუ 1000 ადამიანიდან 900 გეცნობა

ან იცნობ

ან გიცნობს

ე.ი.

ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ.......

ისა... მადლობის ანტონიმი რა არის? :სპყ

ბოდიში კი არა და..

მმმ...

ჰხოდა დიდი მადლობის ანტონიმი Tbilisi *Open Air* 

-ს

რომელმაც გუშინ კიდევ ერთხელ მიმახვედრა,

რომ

არაფერი იცვლება..... : \

მე ჯანდაბას

იგივე ვარ

მარად და მარად

მაგრამ თქვენ რაღა დაგემართათ ვაჰხთ.... :უსერ

შიში შექმნს შიშს

ვსთქუი მე.

შიშის შიშს ფობიაფობია ეწოდება?

მმმ

ჰხო 

მეშინია რომ მეშინია

ან უფრო სწორად

მეშინია

არ

შემეშინდეს...

ჩემი შიში  მუნჯია და დიდი ხელები აქვს

რომ მომეპარება

პირზე მაფარებს ხელს,

რომ

არაფერი ვსთქუა

:უსერ:

უკვე 1 კვირაა აქტიურად დავიწყე მუშაობა, რომ მე თვითონ დავწერო ჩემი სიზმრის სცენარები....

ჰხოდა ამისათვის

ჯერ შიშთან ბრძოლაა საჭირო..

ჩემმა არც თუ ისე დიდი ხნის

მაგრამ

არც თუ ისე პატარა ხნის გამოცდილებამ

უჩვენა

რომ სისხლით წართმეულს მხოლოდ სისხლით დაიბრუნებ

კი არა და

შიშით შეშინებულს მხოლოდ შიშის დამარცხებით გამოაშიშებ..

არ დაემალო შიშს

ჩეეჯახე თავით

და

დამარცხდება....

მთავარია თვალი არ დაახამხამო...

ჰხოდა ასთრე...

გუშინ ისე შემეშინდა, შიშს დავუწყე ძებნა

მაგრამ

ვერ ვიპოვნე

ჰხოდა

მერე სიზმარში იძია შური : |

არადა ასეთ სისულელეებს ვფიქრობდი და ვლაპარაკობდი და ვწერდი

10 წლის წინაც..  : |

და მაშინაც  ვფიქრობდი

რომ

ყველაფერი სულსულსულ

იგივეა

და

აი 10 წლის მერე მაინც იქნება რამე ახალი

და

აი დადგა 10 წლის მერეც და ახლაც იგივე სისულელეებს ვფირობ და ვწერ დავამბობ

და

ახლაც მგონია

რომ

10 წლის მერე მაინც იქნება რამე ახალი...

მაგრამ

ეწყობა დედამიწა ისე დაძველდა

რომ

სიახლეები აღარ არსებობს..

ყველაფერი ძველია

ჰხუხ

1 საგზური მარსამდე თუ შეიძლება

მარსზე აღარ გაქვთ?

კაი იყოს სატურნზე...

ჯანდაბას

იუპიტერზე..

ჰხუხ

მომბეზრდა დედამიწა...... : |

Friday, May 15, 2009

მგ



"მხოლობადობა მარად ზედმეტის ჩემთვის" - 
ესე ბჭობს განდეგილი.
"მარად ერთხელ ერთი - ჟამთა სვლით ორსა ჰქმნის".

"მე" და "მე" მარად ფარულად ბეჯითნი არიან ბაასში - ვინ აიტანდა, რომ მეგობარი არ ჰგიებდეს?

განდეგილისათვის მეგობარი მარად მესამეა,
მესამე საცობია,
რომელიც 
ხელს უშილის,
რათა 
ორთა ბაასი წიაღვლიდეს




-ასე იტყოდა ისა....მმმ...

ჰხო

Thursday, May 14, 2009

ჰხ


ბავშვობაში

ჩვენ,

ყველას

საუკეთესო მომავალი გვქონდა

ალბათ,

ამიტომ უფრო მტკივნეულად განვიცდი

ბავშვობის

მე

გობრების

წარუმატებლობებს...

ალბათ

:)

და ჩემი თავიც ხომ ბავშვობაში

ვე

დავიმეგობრე............

რაც უფრო..... მით უფრო........

Wednesday, May 13, 2009

ბჟ


12 დღით ადრე.......

”როდესაც იყო სუსტი, პატარა
მკითხავმა უთხრა - იყავ გმირია..
24 წლამდე დრო გაატარა
და
25-ზე გადაირია”




კი არა და
ჩემი ნომერი 1 პრობლემა
დროსთან
უთანხმოებაა...
ერთად, ფეხდაფეხ ვერ მივდივართ
ხან მისწრებს
ხან
ვუსწრებ..

დღეს გავასწარი..

მთეეელი 12 დღით!
ჰხოდა ასთრე...

ყურადღება! ყურადღება!
თქვენის წინაშეა 12 დღით ადრე დაწერილი პოსტი!



ჩემი დაბადების დღე ჩემი დაბადების დღეა!
ანუ ჩემია...
სულსულსულ ჩემი
მე - საკუთრე
მე- საკუთარდღევე
მე -საკუთარდაბადებისდღევე..
რაც ჩემია ჩემია

ჰხოოდა
ვე
ლი...

მე ვიცი, რომ ჩემი არ დაბადებით არაფერი შეიცვლებოდა,
დედამიწა ისევ იტრიალებდა
მიწა ისევ ქვემოთ იქნებოდა
და
ცა ისევ ზემოთ..
მე ვიცი, რომ მე რომ არ დავბადებულიყავი
სხვა დაიბადებოდა,
ვიცი
მაგრამ ვერ ვგრძნობ,
იმიტომ რომ
სამყარო, რომელიც ჩემი თვალებიდან ჩანს
და
თქვენ
რომელთა ნაწილიც ჩემს გულში ხართ
ნაწილი ტვინში
და
ნაწილი, მაპატიეთ და ფეხებში
მხოლოდ იმიტომ ხართ
რომ
მე
ვარ!
რა თქმა უნდა,
მე რომ არ დავბადებულიყავი
თქვენ ყველანი მაინც იარსებებდით
მაგრამ
არა!
ჩემი წილი სამყარო თავისი ”მე”-ებით და ”შენ”-ებით არ იარსებებდა,,.
ამიტომაც
ჩემი დაბადება , მარტო ჩემი დაბადება არ არის
ეს არის ჩემი წილი გალაკტიკის დაბადება...
მერე რა რომ
ბევრი არ მერგო,,
არც ცოტა!
ჰხოდა ასთრე...
ეს იმიტომ
თუ
რატომაა, ჩემი დაბადება მნიშვნელოვანი
: }|


მე ვიცი, რომ
ვიცი კი არა
დარწმუნებული ვარ,
რომ
25 მაისს რომ არ მოვლენოდი ქვეყანას
და
მაგალითად, 26 მაისს დავბადებულიყავი,
ან 24 მაისს
მე ამ ”მე”-სგან 100 თუ არა 80 % ით განსხვავებული ვიქნებოდი
ვიცი,
რადგან

ეს თარიღი ზუსტად ასახავს იმას, რაც ვარ..


აი ისე, ასოციაციობანას თამაშისას
რომ
იკითხავ
რომელ რიცხვსა და თვეს ჰგავსო
და
რომ იტყვი რა თქმა უნდა 25 მაისსო
და
მაშინვე რომ გამოიცნობ..
25 მაისს მხოლოდ ხათო ჰგავსო
ლოლ

ჰხოდა მე მიყვარს 25 მაისი
მაგრამ
არა 25 მაისს : )))

აქაც - დროთა კავშირის დარღვევა


მე მიყვარს 25 მაისი
25 იანვარს,

6 თებერვალს,

8 აპრილს,

12 აგვისტოს

მაგრამ
25 მაისს რატომღაც ჩემს კალენდარზე სხვა თარიღია ხოლმე
და
მართალია, დილიდან მოყოლებული ჩემს თავს ვახსენებ
ხათო ხათო ხათო
დღეს შენი 25 მაისია
ის 25 მაისი, ყოველ წელს, 26 მაისიდან მოყოლებული რომ
ელი
და
ელი
და
მო
ელი,
სწორედ ის 25 მაისი..
მაგრამ...
ჰხუხ..

25/25

მე არ მაშინებენ რიცხვები

უბრალოდ,

მაფიქრებენ...

საფიქრალად კი წინ მთელი 12 დღეა..

ამაზე მერე

იმაზეც მერე, რომ...

რომ...

ჰხო

ეს საფიქრალი მოიცდის

ის საფიქრალიც

და

ის საფიქრალიც

მოიცდის...სად წავა...

ყოველ წუთს

ყოველ დღე

ყოველ წამს

”იფიქრო..

არ იფიქრო..

იფიქრო..

არ იფიქრო..

იფიქრო იმაზე რაც ფიქრად არ ღირს”

ახალი ბლოგი მინდოდა გამეკეთებინა,

სადაც

ყოველ დღეს

დავწერდი

ჩემს სიზმრებს...

დავაფიქსირე, რომ

სიზმრებში ბევრად უფრო ჭკვიანი ვარ

და

სიზმრები ბევრად უფრო საინტერესოა, 

ვიდრე..ისა..

მაგრამ ისა...

იმდენი შეკითხვა დამისვა ბლოგის ადმინისტრაციამ

რომ

დარეგისტრირება გადამაფიქრდა

ჰხოდა გამივლის

ან გადაფიქრება

ან სიზმრისეული ბლოგის გაკეთების სურვილი....

პ.ს. დღეს ის დღე იყო 2 თვეში 1ელ რომ დგება და რომ ვამბობ, რომ აი ორი თვის წინ ამ დროს და ნეტავ 2 თვის მერე ამ დროს რა იქნება და მერე უცებ რომ გავა ხოლმე ის 2 თვე და ისევ, რომ ვამბობ, აი 2 თვის წინ ამ დროს რომ ვამბობდი, ნეტავ 2 თვის მერე ამ დროს რა იქნებაო და აი ეს 2 თვეც ასე გავიდა და ნეტავ 2 თვის მერე ამ დროს რა იქნება ან საერთოდ, 2 თვის მერე ამ დროს თუ ვიქნები ისევ

კი არა და

თმა შევიღებე.........

Tuesday, May 12, 2009

ბრრრ


არაფერი......

უბრალოდ, დღეს
დედამიწამ
ჩემს თვალში
მორიგი ინფლაცია განიცადა
და
აქუციონზე
მისმა ფასმა
0
შეადგინა....


ბუნებრივი შეკითხვა ხელოვნური სიმშვიდით:
ვინ იქნება შემდეგი
მე
თუ
შენ
თუ
ის...............


პ.ს.
წევედი მე აფთიაქში



ამონარიდი:
დღეს თუ გადავრჩი ცხოვრებაში აღარ მოვკვდები სავარაუდოთ



ამონარიდი:
უუუუუუ ისევ ამტკივდა



რა უბედურებაა რა

არაც გამაყუჩებელი მშველის უკვე

სახსრების ტკივილზე მურტალი არაფერი ყოფილა

sad.gif


არცერთი გამოხმაურება არ ჰქონდა ამ პოსტებს..........................

Monday, May 11, 2009

დრ


ძიილს...ამდენ ძიიილს...
თავს ვანებებ ძლიიივს
და
ისეეევ
სიზმრეეეებს ვხედააააავ......... :ტან :ტან :ტან

ფიიქრს...ამდენ ფიიიქრს...
თავს ვანებებ ძლიიივს
და
ისეეევ
ფიქრეეებს ვბედაააავ.......... :ტან :ტან :ტან

ძირს!

კი არა და
კვირის ამოჩემებული სიმღერა

:ვაშა :ვაშა

http://bin.ge/file/36772/01-dzirs-mephe.mp3.html

ძირს!
ძირს! ძირს! ძირს!
ძლივს....

ნუ მეფიქრისშინათები ფიქრო
წადი
იფიქრე
იფრინე
იფქლი ღვარძლად ადინე
წადი
ჩემთან ნუ დასახლდები
ნუ
გამაფიქრიანებ
წადი
წადი
და
მიფიქრე,
იფიქრე,
რომ
ძირს!
ძირს!
ძირს!
რომ
ძირს რაც ყრია
ყველაფერი
გადასაგდები არ არის
ზოგიერთს უბრალოდ
ისევ ზევით აგდება უნდა
სიტყვასავით
ბანზე....
კი არა და
მმმმ
”წლების მანძილზე არ ვწერდი, რადგან
იყო
ეჭვი
რომ
ჩემს წერილებს ვიღაც კითხულობს”

ჰხოდა
მეზვიადრატიანება
ისევ

”დროა, დავისაჯო მეც.
თუნდაც შენს გამო.
როგორ გაგაღვიძე.

შენ ცხოვრობდი სიზმარში,
სიზმარი იყო კოშმარული.
იქ ყველას კლავდნენ,
სიკვდილი გდევნიდა შენც

და შენ გარბოდი,
გზას მიიკვლევდი მკვდრებში,
თავზე გენგრეოდა სამყარო,
მე კი გაგაღვიძე.

და შენ შეგაძრწუნა შეუჩვეველმა სიმშვიდემ,
დილის ოთახმა, თეთრმა კედლებმა,
ჩემმა ღიმილმა.

ვერ დაიჯერე ცხადი,
ვეღარც ძილი შეიბრუნე
და მოკვდი,

მოკვდი ისე სწრაფად,
საეჭვოა, რომ მოგესწრო ჩემი შეძულება.
ისე მოკვდი, ჯერაც გიყვარდი.

იყო სხვა ცოდვებიც. უფრო მძიმე. უფრო მსუბუქი.
მძიმეები, რომლებიც არ მახსოვს.
მსუბუქები, რომლებსაც ვმალავ.

და ალბათ დროა, დავისაჯო მეც.

დროა, დავისაჯო მკაცრად.

დროა, გამაღვიძონ მეც.”




დროის დრო მოვიდა,
მაგრამ
დრო
არ ჩანს
ჯერ კიდევ.......
მერე რა
რომ
ცხოვრება ფანდია და მიკროსკოპული მელა.........



პ.ს. გაკვეთილი 321337 : დროის მანქანის გამოგონების შემთხვევაში, არასოდეს იმოგზაურო წარსულში!!!

Friday, May 8, 2009


მადლობა კავკაზუს

კი არა და
გლობალს
რომელმაც დაინდო
ჩემი თითები
და
თქვენი თვალები
და
საერთო
ნერვები
და
არ მომცა საშუალება დამეწერა
ის
რაც დღეს მეწერინებოდა....
არადა
მართლა მეწერინებოდა
თან არა 1 ელ
არც 2 ჯერ
და
მითუმეტეს არც 3მჯერ
4-5-6-7-8
ჯერ
შემომაფიქრდა რომ ახლა ამას ბლოგზე დავწერ
მეთქი
მაგრამ სადაა ბლოგი...
ჰხუხ
ჰხოდა ჯერ კინაღამ კონკურსი ჩავატარე ბლოგზე
სევდიან ლექსთა შორის
ყველაზე სევდიანის გამოსავლენად...
გუშინ ამომაჩემდა ეს აზრი..
დავაფიქსირე, რომ არსებობს რამდენიმე
არათუ ლექსი
არამედ თუნდაც 2იოდე პწკარი
რომელთა წაკითხვაც,
უკვე წლებია
ჩემში საშინელ სევდას აღძრავს...
აი მაგალითად,
”ავად ზუზუნებს მაცივარი ცოლის დუმილში.
რა შორია ჯერ სიკვდილამდე...”,
ან თუნდაც
”"სხვები თუ წლობით ბერდებიან,
ჩვენ საათობით
და წუთობით ვბერდებით
და ასობით წელი გავიდა,
რაც ჩვენთვის ყველაფერი უკვე სულ ერთია,
თუმცა საღამოთი,
როცა შინ ვბრუნდები,
მე მაინც ვამბობ –
ადამიანის სუნი მცემს
და მპასუხობ _
ალბათ შენ მოგყვა......"
ეს ხომ საერთოდ,
”განსხვავდებიან ჩვენი სიზმრები
ალბათ ასევე განსხვავდება
ტორეადორისა და ხარის
სევდა”
ჰხუხ
ბევრია...
ახლა აღარ ღირს
სხვა დროს იყოს...
ჰხოდა ,მეორე საბლოგერსაწერო ფიქრი რატომღაც სამზარეულოში დაიბადა
ალბათ იმიტომ რომ
მე და სამზარეულო
ერთმანეთს ახლოს არ ვიცნობთ
სამზარეულოში დაიბადა
და
რატომღაც
ადამიანებისა და ფერების შედარებას ეხებოდა...
ჰხო
შემოამფიქრდა, რომ
ყველა ადამიანი
რაღაც ფერია
წითელი
ყვითელი
მწუნე
ლურჯი
თეთრი
ნაცრისფერი
და
ბლაბლაბლა
ათასცისარტყელასფერი
ჰხოდა რატომღაც ადამიანთა ურთიერთჴბაც ამ ფერების მიხედვით ეწყობა ალბათ
მეგობრები, სავარაუდოდ, კარგია თუ ერთი და იგივე ფერის იქნებიან
მაგრამ
აი
სიყვარულს რაც შეეხება..
აქ ცოტა სხვანაირადაა საქმე...
ერთნაირი ფერის ადამიანებს, რომელთაც ერტმანეთი უყვარდებათ
ალბათ მალევე ბეზრდებათ ერთმანეთი
რადგან
მათი ცხოვრება
1ფეროვანი ხდება
მერე რა რომ ერთნაირები არიან
1ფეროვნება მაინც სასტიკად მოსაბეზრებელია
ჰხოდა
ალბათ სიყვარული
სწორედ
ფერთა სწორი შეხამებაა
სხვა არაფერი...
ჰხო..
ჰხოდა მუდმივი უცლვლელობა
და
წერტილში დაბრუნება
და
აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა

მაგრამ სადღაა მომავალი
ან წარმავალი
ან საიდან უნდა მოვიდეს მომავალი
როცა...
აჰხა კიდევ ერთ-ერთი
ყველაზე
უფრო სევდიან ლექსპწკართაგანი
”მომავალი უკვე დაიწყო!”

პ/ს ხათო, დღეს შენ 2იანი..... დადექი კუთხეში............

Thursday, May 7, 2009

მე - სახელმწიფო


დაიღალა გული,
მინდა
რომ
მოვიდეს წვიმა - ვსთქუი მე
და
მოვიდა
წვიმა
და
შევცქერი ახლა წვიმისგან დასველებულ ჩემ ცხვირწინ აშოტილ კორპუსს...
სხვა არაფერი ჩანს მაინც ჩემი ფანჯრიდან...
თითოეული თვილის
რომ
სწორედ მისი ფანჯრიდან მოჩანს ყველაზე მოსაწყენი პეიზაჟი

და რა უფლება მაქვს არ დავთანხმობილდე...
კვლავ


წელიწადში
სულ მცირე 2 ჯერ
ჩემი პრინციპშეხედულებები გადახალისებას საჭიროებენ
წელიწადში
სულ მცირე 2 ჯერ
იკრიბება საბჭო ჩემი 20 ”მე”-ს შემადგენლობით
და
მერე ის ხდება რაც დაახლოებით 10 წლის წინ
საქართველოს პარლამენტში ხდებოდა
ჰხო..ისე ამ ბოლო დროს ხშირად ვავლებ პარალელებს
ერთ მე-სა
და
ამდენ მე-იან ქვეყანას შორის..
კი არა და
ყველა ადამიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა
თავისი კონსტიტუციით,
საკანონდებლო ორგანო
თი,
აღმარულებელი ხელისუფლებით
და
სასამართლო/მედია/ხაბაზ/ყასაბ/დოქტორ/ექიმებით..
ჰხოა
მე
როგორც განვითარების გზაზე მდგარი ერთჳ ადამიანის სახელმწიფო
ჯერ კიდევ გაურკველობაში ვარ
როგორ ქვეყნად ჩამოვუყალიბდე...
ამ ეტაპზე
აშკარაა რომ ჩემ-ში გაძლიერებულია პარლამენტი
ანუ
რამდენიმე მე რომელიც დიდი მსჯელობის შემდეგ იღებს გაადწყვეტილებას
ჰხო...
ისე ვფიქრობ რომ ჩემი საკანონდებლო ორგანოს ძალაუფლება ცოტა შესამცირებელია
მართლა

და არ არის საჭირო ყველაფერზე ამდენი ფიქრი და სჯა/ბაას/დახტადუმბარა
ვაჰხთ..
ვამჩნევ იმასაც
რომ
საშინლად უკმაყოფილო ვარ ჩემი აღმასრულებელი ხელისუფლებით..
ჩემში არსებული
თეორიულად დამტკიცებული პრინციპები
პრაქტიკულ გამოცდებს ვერ უძლებენ
კი არა და
ერთს ვფიქრობ
მეორეს
ვაკეთებ
რაც შეეხება პრეზიდენტს
აქ ყველაზე რთულადაა საქმე..
ჩემი
როგორც სახელმწიფოს დაარსებისთანავე
გადამწყვეტი ძალაუფლების მოპოვებას
გული
გრძნობა
და
გონება
ერთნაირი სისასტიკით ცდილობენ...
მაგრამ
ჯერჯერობით
ვერანაირი შედეგი
რამდენიმე თვის მანძილზე
დაწინაურდება გული
მერე მას დაამარცხებს გონება
გრძნობა სეპარატისტულ მოძრაობას იწყებს და...
ჰხო
ამის თქმა დამავიწყდა..
ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა
დაკარგული ტერიტორიებია.
მას შემდეგ
რაც
გრძნობა გასეპარატისტდა
ჩემს გარკვეულ
ტერიტორიაზე
ჩემი კონსტიტუცია-პრინციპები
აღარ ვრცელდება
უკონტროლო
სიტუაციაა
ჰხუხ
და
თუ მალე არ აღვადგინე დაკარგული რეჟიმძალაუფლება
ვეჭვობ
მე როგორც სახელმწიფო
ისევე ტრაგიკულად დავასრულებ ჩემს არსებობას
როგორც
ისა..
რა ჰქვია...
კი არა და
გავაგრძელოთ..
ჩემს სახელმწიფოს განსაკუთრებული სიასტიკით შეეხო
პიროვნულსახელმწიფოებრივი ფინანსური კრიზისი
რის გამოც
ბოლო პერიოდში იძულებული გავხდი
სხვა ადამიანსახელმწიფოებისაგან დახმარება მეთხოვა
რაც
ჩემს დამოუკიდებლობას
საფრთხეს უქმნის...
პრობლემებია ეკონომიკის მხრივაც - ჩემში არსებული კაპიტალი
ჯერ ერობით
არ მაძლევს საშუალებას
ჩემი გონებრივი თუ ფიზიკური ნაწარმწარმოებები
მსოფლიო ბაზარზე გავიტანო
ანუ
სხვა პიროვნება სახელმწიფოებს შევთავაზო...
ბუნდოვანია ჯანდაცვის სფეროც
უფრო სწორად
ამ ეტაპზე
მე ჯერ კიდევ არ ჩამომმიყალიბებია ჩემს სახლემწიფოში ჯანდაცვვის სამინისტრო
რადგან ვშიშობ
რომ
ჩემში არსებული მე ების უმრავლესობა
სიცოცხლისათვის სახიფათო
იქნებიან
: |
პრობლემებია განათლების სფეროშიც
რომელიც
განსაკუთრებით საჭიროებს რეორგანიზაციას
ჩემში
მაგრამ
ჩემს სახლემწიფოში საამისო სურვილი + ეკონოიკურ/ფინანსური შესაძლებლობა
ჯერ საკმარისად მომწიფებული არ არის....

ჩემი სახელმწიფოს დევიზია - ”ყველაფერი გავლადია”
გერბსა და კონსტიტუციაზე ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა
სახელმწიფოს ჰიმნია - ”გაგივლის”http://bin.ge/file/34695/01---GAGIVLIS.mp3.html
თავად სახელმწიფოს სახელწოდება - ”კი არა და”


ჰხოდა ასთრე
ჩემს მსოფლიო ბლოგრუკაზე არსებულ სახელმწიფობლოგერებს
შესაძლებლობა აქვთ
თავად ადევნონ თვალყური ჩემი სახელმწიფოს
შემდგომ
გან
ვითარებას
თუ
ჩამო

ვითარებას
და
აღშფოთდნენ
შეშფოთდნენ
და
დაგმონ....



კი არა და


ამას
ობა
ში
წვიმამ
თავისი წილი
უკვე იწვიმა

ბჟუტურ ბჟუტურ
სახელმწიფოს
განვვითარება
აკ
ლი




პ/ს დღეს კადრებში ვიყავი...ხელი მოვაწერე განთავისუფლების ბრძანებას და გამოსვლისას რატომღაც მადლობა გადავიხადე და გაეცინათ.....:უსერ

Wednesday, May 6, 2009

+

წაშლილი პოსტის სასაფლაო

Tuesday, May 5, 2009

ჰხ

გუშინ ჩემს თავს შევპირდი, რომ

დღეიდან

ანუჰხთ

2009 წლის 5 მაისიდან

დიდ დეპრესიას გამოვაცხადებდი... 

ჰხო,

დაგეგმილი დეპრესია!

პრინციპში თუ შეიძლება

2 თვით ადრე დაგეგმო საპროტესტო აქცია

და

თქვა, რომ

აი

ორი თვის შემდეგ მე აღვშფოთდები

შევშფოთდები

და

დავგმობ

დეპრესიამ რა დააშავა...

მითუმეტეს,

რომ

ზოგადად დეპრესიის მიმართ ჩემი დამოკიდებულება მაქვს

კი არა და

აბა თქვენი დამოკდიებულება როგორ მექნება,

მაგრამ

მაინც...

მოკლედ, იმის თქმა მინდოდა,

რომ

ჩემი აზრით, დეპრესიაში ყოფნას დრო სჭირდება

უფრო სწორად 

თავისუფალი დრო სჭირდება...

თავისუფალი რა

სადეპრესიო დრო!

აი, რამდენჯერ მიფიქრია, რომ

ახლა რომ დრო მქონდეს

ერთ კარგ დეპრესიაში ჩავვარდებოდი და იქიდან ვერანაირი თოკი ვერ ამომიყვანდამეთქი,...

ჰხო, აი მართლა,

გაიღვიძე დილით

და

არაფერი გინდა

ცხოვრებაში

არანაირი მუღამი,

არანაირი შემართება,

არანაირი სურვილი,

არანაირი ფაქტორი,

რის გამოც

დილით გაღვიძება ღირდეს

და

ფიქრობ, რომ

აი ახლა ვიწვები ასე

და

არ ავდგები

და

მთელ ცხოვრებას ასე საწოლში გავატარებ

და

ბლაბლაბლაბალაბლა

და

ამ დროს კიდევ სადაა მაგის დრო...

სამსახურში გაგვიანდება!

იძულებული ხარ დეპრესია გადადო გვერდზე..

ჰხო, ზუსტად ასე ვფიქრობ

დი

და

გუშინ

ჩემი უსამსახუროდ დარჩენის ცნობის შემდეგ

გადავწყვიტე,

რომ

დადგა დრო დიდი დეპრესიისა!

ახლა აღარაფერი მიშლის ხელს!

გადავწყვიტე

მაგრამ რა...

დილით ისევ ჩემით გავაღვიძე თავი ჩემი 

და

ვაიძულე წამომდგარიყო

და

ყავა დაელია..

ნუ დიდი იძულება არ დასჭირდა მაგრამ მაინც...

ჰხო, კიდევ ის

რომ

ძილი იქამდე,

სანამ

არ გამეღვიძება და არ ვიფიქრებ,

რომ

აი, მორჩა

აღარ მეძინება

და

ჩემი გამოძინების შკალაზე 100% დაფიქსირდამეთქი

ჩემი ერთ-ერთი აუხდენელი 20ნებაა..

დაახლოებით 12 საათისათვის

სიზმარში შემოდის ჩემი 20 მე დან

1-1

და

ძალით მიხელს თვალებს

-

მეუბნება, რომ

უნდა გავიღვიძო!

და მეც...

ვმორჩილებ

ჰხუხ...

კი არა და

არ გამოვა ჩემგან დეპრესია : ))

და

სწორედ ეგ მაგდებს დეპრესიაში

ვაჰხთ

ცხოვრებამ მომცა

ყვეეეელანაირი შესაძლებლობა იმისათვის

რომ

ვიყო დეპრესიაში

აბსოლუტურად ყველანაირი

და

მე მაინც ვერ ვარ...

ვერ ვარ

რადგან

როგორც სიზმარების სიუჟეტებში,

როგორც ათასჯერ წაკითხულ წიგნში

როგორც მილიარდჯერ ნაანხ ფილმში

იცი როგორი იქნება დასასრული

იცი

მაგრამ

გუშლი მაინც არის უუუპატარავესი იმედი

რომ

იქნებ ახლა მაინც

იქნებ ამ ჯერზე მაინც

რაღაც შეიცვალოს

იქნებ ამ წაკითხვისას მაინც დასრულდეს ეს წიგნი ცოტა სხვანაირად

და

ყოველ ჯერზე იმედგაცრუება იმ იმედისა

რომელიც

პრინციპში არც გქონია,

ასევე ამ შემთხვევაში

იცი რომ გაივლის

გაივლის

1

2

3

შეიძლება

4

5

6

7

8

დღე

თუ არა

კვირა

და

კვირა თუ არა

თვე

და

თვე თჲ არა

წელი გაივლის

და

ამ სადეპრესიო მიზეზებიდან

1-ც კი აღარ შეგრძება

გაიცრიცებიან

და

გაწყალდებიან

და

მზეზე გაშრებიან

და

პატარა უმნიშვნელო ლაქას დატოვებენ

მხოლოდ...

მოგზაურობა დროში!

გაასწარი დროს

1 ნაბიჯით

2 ნაბიჯით გასწრება

განდგომას ნიშნავს

და

მე კიდევ ნაბიჯებს ვეღარ ვითვლი

კი არა და

რაღაც საეჭვოდ ხშირად ვუღებ

მოხუცებს სურათებს

ბოლო დროს.....








Monday, May 4, 2009

მნ


ჰხო..

ყოველთვის ასეა

როცა რაღაც ძალიან ძალიან ძალიან

მნიშვნელოვანი ხდება

უეცრად თავში არაადეკვატური აზრების კონა გეწვევა

და

შენს თავს ისეთ ფიქრებში გამოიჭერ

რომელიც

სინამდვილესთან პერპენდიკულაურულად

თუ არა

ჩრდილო-დასავლეთით მაინც მდებარეობს...

აი ახლაც,

პირველად ჩემი თითქმის მეოთხედსაუკუნოვანი ცხოვრების შემდეგ

უსამსახუროდ დავრჩი....

სულსულსულ

ერთი ზარი 

საკმარისი აღმოჩნდა ამისათვის...

უსამსახურობა თავისთავად რომ ცუდი რამეა,

თან ძალიან ცუდი...

ამას ალბათ არავინ უარყოფს,

მაგრამ

ამ სიცუდეს ყველასსათვის კიდევ ინდივიდუალური პატარპატარა ცუდი მხარეებიც ახლავს,

რის გამოც

სამსახურის უქონლობა ცუდი რამიდან შეიძლება ტრაგედიაში გადაიზარდოს..

ჰხოდა

მე უკვე ვხვდები ახლო მომავალში

როგორი შავი ღრუბელი მომიახლოვდება

და

თუ არ გადამფარა

გადამივლის მაინც...

მაგრამ

დღეს ამაზე ფიქრის თავი არ მაქვს

სულ სხვა აზრები მეაზრება,

აზრები,

რომლებსაც რეალობა ისევე აკლია

როგორც

ჩემს შემწვარ კარტოფილს მარილი...

მმმ

ჰხოდა ასთრე

მე

სიახლება

მე

ახალფურცლება

მე

ახალ სისხლება

ახალი აჟიტირებები

ახალი  თემატური ჩაჭედვები

მანამ

სანამ

გამივლის

კი არა და

მანამ

სანამ

უსამსახურობა

მხოლოდ თავისუფლებასთან ასოცირდება

და

არა

უფულობასთან

ჰხუხ

პ.ს. არადა ამის წერა, რომ დავიწყე, იმის თქმა მინდოდა

რომ

სულ ვფიქრობ

ნეტავ რას გავიფიქრებ უკანასკნელად

სიკვდილის

წინ

და

რატომღაც 

დღეს დავრწმუნდი

რომ

ალბათ უკანასკნელი ფიქრიც ისეთივე არაადეკვატური იქნება

როგორიც

სულ რამდენიმე წუთის წინ,

უსამსახურობის შეტყობის მომენტში

შემოფიქრებული წინადადება

რომ

კადრების მაიას ნეტავ არ უჭირს ასე მჭიდროდ ჯდომა, გამოსწიოს წინ ცოტა მაგიდა

მეთქი

ჰხუხ

 )))

Sunday, May 3, 2009

ძაღლუკა



გამარჯობა: )

გაიცანით : - აი ჩემი ოჯახის კიდევ ერთი ახალი წევრი

:ც:ც:ც

ჰხო ვიცი, რომ საყვარელია..

მითუმეტეს

ახლა რომ ნახოთ

წვიმისგან და ჭექა-ქუხილისგან შეშინებული

რა საყვარლად წევს

თავის ბუნაგში.... : ))

ჰხოდა ასთრე...

გუშინ გაიღო კარი

და

ერთმა ბიძიამ, რომლის წარმომავლობაც დღემდე არ ვიცი

და

სახლში ისეთი დიდი სითბოთი და სიყვარულით მიიღეს

რომ

ეტყობა უნდა ვიცოდე ვინაა

და

ამიტომ შემრცხვა მეკითხა, 

და

არ ვიკითხე...,

ეს ძაღლუკა შემოგვიყვანა...

არადა ძაღლი

უფრო სწორად კავკასიური ნაგაზი

ჩემი  25 წლიანი ცხოვრების 50 წლიანი 20ნება იყო

ჰხოდა შეიკრიბა გუშინ ოჯახში სახალხო კრება

მამაჩემის თავმჯდომარეობით

და

ჩემი მდივნობით

და

დაიწყო მსჯელობა სახელის არცევაზე..

ჰხუხ

რა ძნელია საერთო აზრის გამონახვა როცა ოჯახში 6 ადამიანი ცხოვრობს

და

6 ივეს ფანტაზია

საზღვრებს სცდება  წამში 180 კმ სიჩქარით..

საქმე იქამდეც კი მივიდა

ჩემმა ძმამ მოდი "ჯიგარო" დავარქვათო

და

მეც ხომ მეტი არ მინდოდა

რა კარგია მე "ჯიგრიკუკუს" დავუძახებთქო : )))))))

ჰხუხ

მერე აქ დედაჩემი გამოვიდა სიტყვით

ბოლოს და ბოლოს მეც მეცით პატივი

დღეში 138907 ავადმყოფი რომმ მოვა

"ჯიგარო გადი იქით "-ს ხომ ვერ ვიტყვი

ასე რომ  "ჯიგარო" გამოირიცხა...

ჰხო...კიდევ ერთი დეტალი....

6 წლის ბობი, აზიური ნაგაზი უკვე გვყავს სახლში...

ჰხუხ

ერთი პირობა ისიც კი ვიფიქრე

აი ძაღლისთვის სახელის დარქმევა რა ძნელი ყოფილა

და

აბა ახლა კიდევ გამიკვირდება ჩემმა მშობლებმა მესამე გოგოს

ხათუნა

რომ

დამარქვესმეთქი...

ასთრე თუ ისთრე

აი თითქმის უკვე 24 საათია

ახალი არსება ჩემს სახლში დაბაჯბაჯებს

და

მე ჯერ მხოლოდ ისეთი ზოგადი სახელების დაძახებით შჶმოვიფარგლები

როგორიცაა

"ისაა..." და "კი არა და"

:
))

ჰხოდა მიშველეთ ახლა რამე,

დამეხმარეთ

კი არა და





Friday, May 1, 2009

მა ის ი


მოვიდა მაისი

მოვიდა

მო

ვიდა

მოვი

და

შენი

ატმის სურნელით

არ

ვერ

ვერ

შენი

ფერი

ყვავილებით

უფერო ხარ

ლაჟვარდო

მოვიდა მაისი

მოვიდა

მოვი

და

შენ კი

აღარ

ვეღარ

გან

მეორდები

გა

ცოდნისდედავდები

და

მე კი ვიცი

რომ

მეშველება

იმიტომ

რომ

არაფერი

მეშველება

მოვიდა მაისი 

მოვიდა

მოვი

და

შენი მოსვლა

კი

მზის ამოსვლა

მგონია

რადგან

მზე

საღამოობით ჩაიდის

და

შენი ქება ზღაპრად გამიგონია

რადგან

ზღაპარები არ მართლდება

და

მოვიდა მაისი

მოვიდა

მოვი

და

და

ვერც გაზაფხული ვერ მიშველის

ვერ 

ვერ

ვეღარ

უშენოდ

ჩემთვის

შენთვის

მისთვის

მაისი კი კვლავ იმაისებს

და

ვარდობის თვეს

როს მის ნაცვლად

ამ გულს

გამოცლილს

შენზე უძირო

სევდით

ამივსებს

ან

ვერ 

ვერ

ვეღარც

ამივსებს

რადგან

სავსეა

სავსე

ისედაც

და

ასედაც

და

ასედაც

და

ისედაც

მოვიდა მაისი

მო

ვიდა

მოვი

და.....................