Tuesday, March 13, 2012
tcaetet
არც თუ ისე ხშირად
ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ისე კარგად ხარ,
რომ
შეგიძლია იტირო...
არა სიხარულისგან
არა მწუხარებისგან
არამედ იმის გააზრებისგან
თუ
ვინ ხარ
სად ხარ
რა გინდა
საიდან მოდიხარ
და
საით მიექანები..
და ეს ყველაზე კარგი ტირილია ტირილთა შორის
რადგან მხოლოდ ძალიან კარგად მყოფ ადამიანს
თუ ძალუძს
იყოს ისეთი ლაღი
რომ
ემოცია
არ დააშროს თვალისკენ მიმავალ გზაზე..
13.03.12
საუკუნეა არ მიტირია
ანუჰხთ
თუ P მაშინ Q
სტეხს
Tuesday, February 21, 2012
ნჰკჯბნკჯ
ორი დღის წინ 5 წლამდე ბავშვების სათამაშოების მაღაზიაში შევიარე
და
ვიყიდე სათამაშო ჩემთვის : )
საშუალო ზომის გამჭვირვალე ბურთია,
შიგნით ორი თევზი დაცურავს - მწვანე და ლურჯი
და ერთი ყვითელი ბურთი გდია...
თევზები რომ ზემოთ არიან, ეს ყვითელი ბურთი ქვემოთაა
და
თევზები თუ ქვემოთ ჩადიან - ბურთი ზემოთ ამოდის...
კიდევ ბევრი, ძალიან ბევრი წვრილწვრილი ვარსკვლავებია ჩაყრილი
რომ აურევ ფიფქებივით იფანტებიან...
სახლში რომ მოვედი, სათამაშო ხელიდან გამივარდა
და
ჰხოი საოცრებავ, განათდა : )
თურმე იმ პატარა ყვითელ ბურთში რაღაც განათებაა და ძლიერი დარტყმისას ნათდება...
მერე უფრო ლამაზი და საუცხოო ხდება თევზების ცურვა
და
ყვითელი ბურთის ტრიალი...
ვზივარ და ვფიქრობ: ყველაფერი პირობითია
რატომ?
თავადაც მიხვდებით ....
პ.ს
21 თებერვალი 2012 წელი
დღეს ერთმა 30-33 წლის ბიჭმა მამის გარდაცვალება გაიგო
და
ისეთი სახე ჰქონდა, მეგონა ერთჯერადი პარკი გასკდათქო..
არადა არ უტირია...
საღამოს ვისხედით და ვილაპარაკეთ მომავალ ქორწინებებზე და გაყრებზე..ერთდროულად...
გზაში მივხვდი, რომ ორი დღის წინ ნაყიდი სათამაშო შემიყვარდა და ძნელად დავთმობდი.. არადა ოდესღაც ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ არაფერს შევეჩვეოდი ისე, რომ მასთან განშორება გამჭირვებოდა...
მახსოვს და ვიკიდებ..
ეს რაღაც ახალია

Sunday, February 12, 2012
ეპისტოლური ჟანრის ზეიმი
სახლი, სადაც მე ვცხოვრობ!
უკომენტაროდ....
კი არა და
ცოტა კომენტარებით : )
მისამართი: დედამიწა, სართული მე-5, კარი 88... ზარის დარეკვა აუცილებელია, მაშინაც კი, როცა დარწმუნებული ხარ რომ სახლში არავინაა.. უფრო სწორად, მაშინაა აუცილებელი სწორედაც რომ... მორალი: სახლში მარტო დარჩენილმა უსულო საგნებმა, რომლებიც პატრონის სახლში არ ყოფნით სარგებლობენ და დახტიან აქეთ/იქით, ჰხომ უნდა მოასწრონ საკუთარ ადილებზე დაბრუნება და უსულო სახის მიღება :|
ჰხო, გავაგრძელეთ გზა...
მოხდა სასწაული და თქვენს ზარზე კარი ვინმემ გაგიღოთ?
ვინმემ?
სახლში მარჯვენა ფეხის გადადგმისთანავე ცხვირწინ კედელზე გაკრული წარწერა მოგითხროვთ ვინ შეიძლება დაგხვდეთ ამ სახლში
ცნობისთვის, კარლსონი მე ვარ : )
ამ წარწერის წაკითხვისთანავე, პირველი რასაც შეიგრძნობთ, განსაკუთრებით ზამთარში, ზეაღმატებითხარისხში აყვანილი სიცხეა.... სახლში უდაბნოს ეფექტის შექმნა ჩემი პრეროგატივაა, თუმცა ჩემს იდეას მტრები ჰყავს... აი თუ არ გჯერათ ბოლო დონეზე აწეული კარმის თავზე მიკრული წარწერა წაიკითხეთ
ვაგრძელებთ გზას..
შემოსასვლელში დიდი დაბრკოლების გადალახვა მოგიწევთ, საძინებლის კარს უშველებელი ზურგჩანთები იცავენ, გადატენილი ბევრბევრი ტანსაცმლით...დამეთანხმებით ძნელია შაბათ-კვირის მანძილზე ტყე-ღრეში ჩანთამოუხსნელად სიარულის მერე სახლში დაბრუნებულს 1-2 თვის მანძილზე მოსთხოვო, ამოალაგე შენი ზურგჩანთაო... ვის აქვს ამის ნერვები... მაგრამ ყველა ასე არ ფიქრობს
დღე იწყება დილით და მთავრდება ღამით... შუალედში არის საცობი... ტანსაცმლის დალაგება-დაწყობა-თაროზე ლამაზად ჩამოკიდებისათვის დრო ჯერ კონსტიტუციით არ გამოუყვიათ... და მე რას მერჩიან ნეტავ??
გეწყინა? ისღა დაგრჩენია აბაზანაში შეხვიდე, ცივი წყალი მოუშვა და სახეზე შეისხა...მაგრამ ხანგძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა ო თუ რაღაც...ისევ განცხადება!
სხვა მხარეს აღარ ვიყურები, თვალებს ვხუჭავ და გამოვდივარ სახლიდან...
ანუჰხთ პოსტი იმაზე, თუ რატომ ვატარებ მინიმალურ დროს სახლში
: D
Friday, February 3, 2012
ბჟღრსტქყ
ყველაფერი თითქმის სამი წლის წინ დაიწყო
აგვისტო იყო, ყველა რომ მხოლოდ დასვენებაზე ფიქრობს ის მომენტი...
წავედით ბეშუმში, იქიდან ზღვაზე
კარგად დასვენების მეტი არაფერი დამჩენოდი
სამსახური მე აღარ მქონდა და არაფერი....
უცბაშად დამირეკეს და მითხრეს
ან სამსახური, ან დასვენებაო..
ყოველთვის ჰხომ ასეა, რაღაც უნდა დათმო, რაღაც რომ მიიღო..
პრინციპში ბევრი არ მიფიქრია, ისე ავირჩიე სამსახური..
თუმცა ბევრი ფიქრი მერე მომიწია, მეორე დღეს უკვე ახალ სამსახურში რომ ვიყავი
და
ვეცნობდოდი რა და როგორ უნდა მეკეთებინა იმ შემთხვევაში სამახურს თუ დავთანხმდებოდი...
მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, პროფესია შევიცვალე
შევიცვალე მთელი 100 გრადუსით..
არა, იმიტომ არ შემიცვლია, რომ სამსახური მინდოდა და ყველანაირ სამუშაოზე მზად ვიყავი
უბრალოდ, ცვლილებები მსურდა უსასტიკესად
ცვლილებები და სხვა სიტუაციასა და გარემოში საკუთარი თავის გამოცდა...
ჰხოდა რატომ გავაკეთე ამხელა შესავალი
უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ იმ სფეროში სადაც ახლა ვარ
ჯერ სულ 2 წლის ვარ
და
ბევრი რამ ვისწავლე, მაგრამ ბევრი რამ სასწავლი მაქვს ჯერ კიდევ..
ანუჰხთ, შენიშვნებს ჯერჯერობით მშვიდად ვიღებ
და
პრეტენზიას არ გამოვთქვამ , რომ ისა...
ანუჰხთ, როგორც ვთქვი, გავიდა 2 წელზე მეტი
და
სულ რაღაც 1 თვის წინ აღმოვაჩინე
რომ
ჩემს სამსახურში, სადაც 100 ზე მეტი ადამიანი მუშაობს
ამ 2 წლის მანძილზე
პირველად დაორსულდა და დეკრეტში გავიდა ვიღაც : ))
ამ ფაქტს ვერც შევნიშნავდი რომ არა ერთი მომენტი: თურმე თანამშრომლის დეკრეტში გასვლის ფორმალური მხარეები ჩემი მოსაგვარებელი ყოფილა..
ჰხოდა როგორც ვთქვი, პირველად მომიხდა ამ საკითხთან შეხება და დავიწყე სწავლა ნულიდან...
მოქმედება პირველი: დავრეკე შემოსავლების სამსახურში, სადაც მიტხრეს, რომ უნდა მივსულიყავი მათთან და ადგილზე შემევსო რაღაც პატარა განცხადება და სულ ეს იყო...
ამ ზამთარში როგორი სასიამოვნოა დიღმის მასივიდან მარჯანიშვილზე გასვლა ჰხომ წარმოგიდგენიათ - ავდექი, გავედი, მივედი
ამათვალიერეს, ჩაამთვალიერეს - არა, ეს ჩვენ არ გვეხება, სოციალურ სუბსიდიების სააგენტოს მიმართეთო
ვეძებე, ვეძებე და მივაგენი - პატარა ფოიე, 3 ოპერატორი და ხალხი, ხალხი, ხალხი
აი რომ შეხედავ და გამოქცევა რომ მოგინდება
დავდექი რიგში, ვიდექი, ვიდექი, ვიდექი, როგორც იქნა მოვიდა ჩემი რიგი და რომ ავუხსენი საქმის ვითარება, რა განცხადება გენაცვალე - ახლა უნდა წახვიდე და ყველა ეს საბუთი მოიტანოვო - გამომიწოდეს 9 პუნქტიანი ფურცელი..
ჰხუხ
ნუ რას ვიზამდი - სწავლა მსხვერპლს მოითხოვს, კენწეროში გატკბილდებისთქო ვიფიქრე
დავბრუნდი სამსახურში - 3 დღე მოვუნდი იმ ჭღრ - პღრ საბუთების მოძიებას
მე-4 დღეს მივედი ისევ ამ სოციალური დახმარების სააგენტოში
ჩავდექი ისევ რიგში
და
თავი უხერხულად ვიგრძენი, რომ ამდენ სოციალურად დაუცველ ადამიანში სოციალურად დაცული ვიყავი...
50 მდე ადამიანს ემსახურებოდა 2 ოპერატორი - ამ ადამიანების უმრავლესობა იმ კატეგორიას მიეკუთნებოდა, ღამე ცუდი სიზმარი რომ ესიზმრა, იმასაც რომ მთავრობას აბრალებს და პასუხს ამ სააგენტოსგან მოითხოვს და ამიტომაც ერთი ადამიანის გასტუმრებას დაახლოებით 20 წუთი მაინც უნდა... ჰხოდა ვიჯექი კუთხეში ატუზული და ველოდებოდი ჩემს რიგს და აი როგორც იქნა მოვიდა ჩემი დრო და მივაწოდე ეს ფურცლები ოპერატორს გადახედა და შენ რატომ მოიტანე, ვინცაა დეკრეტში იმან უნდა მოიტანოსო :||
წამოვედი ისევ უკან, დავურეკე ამ თანამშრომელს, ჯერ ხომ არ გიმშობიარია, გეხვეწები 1-2 საათი მოითმინე და ეს საბუთები წაიღეთქო.. მოგორდა ეს თანამშრომელი სამსახურში, ვუხადე ბოდიშები ყველა სააგენტოს სახელით, გავაგზავნე და მირეკავს ცოტა ხანში, მივედი და ასე მეუბნებიან შენ არა ბუღალტერმა უნდა მოიტანოსო O_O
ბჟღღღღღღღღღღრრრრრრრრრრჰჰჰჰჰჰჰჰჰხხხხხხხხხხხ
დააახლოებით ასეთი რეაქცია მქონდა :|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
წავედი ისევ, ჩავდექი ისევ რიგში
უკვე ხალხს ვცნობდი სახეზე
და
იმასაც მივხვდი, რომ ამ სოციალურად დაუცველების უმრავლესობა ამ რიგში ერთმანეთთან დამეგობრდა და აქ მოსვლა როგორც განტვირთვის საშუალება ისე აქვთ... მომწონს ხოლმე როცა სიბრალულის გრძნობა გამივლის და ჩვეულებრივობაში რომ ვუყურებ რაღაცეებს.. სიბრალულს ალბათ ყველაფერი სჯობს...
მოვიდა ისევ ჩემი რიგი 2 საათის შემდეგ
დავჯექი განრისხებული და ვუთხარი ოპერატორს, ფეხს აღარ მოვიცვლი აქედან, სულ ზუუსტად თუ არ გამარკვიეთ რა და როგორ უნდა გავაკეთომეთქი
საყვარელი ქალი იყო, ან პენსიის თხოვნით რომ არ მივედი ეგ ესიამოვნა და მაგიტომ დამიწყო ახსნა
წახვალ ახლა შენ და ამას და ამას და ამას გააკეთებო
ანუჰხთ სულ სხვა რაღაცეებს, ვიდრე იმ დანარცენებმა მითხრეს..
ამ ყველაფერს იზამ და კურიერს გამოატანე, შენი მოსვლა აღარ იქნება საჭიროვო
დავბრუნდი უკან
დავიწყე ისევ ამ საქმის კეტება
სამასხურში კატეგორიულად ავკრძალე ვინმეს დაორსულება და დეკრეტში გასვლა:||
ამასობაში იმ გოგომაც იმშობიარა ბედნიერად
გააჩინა შვილი - არ მახსოვს ან გოგო, ან ბიჭი
კურიერმაც დამირეკა
დაიტოვეს საბუთებიო
და
გავაგრძელე ცხოვრება ბედნიერად..
მაგრამ ხანგძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა
ო
თუ რაღაც
გუშინ დილის 10 საათზე მორიგი საბედისწერო ზარი გაისმა ჩემს ტელეფონზე
სოციალური რაღაცის სააგენტოდან გირეკავთ, დიდი ბოდიში მაგრამ მაშინ შეცდომით შეგავსებინეთ საბუთები და იქნებ თავიდან მოიტანოთო O_O
ჯერ პირი დავაღე
მერე ვიცინე
მერე ვიჩხუბე
მერე ნერვები მომეშალა
და
მერე რა თავიდან გავაკეთე საბუთები და წავიღე
მივედი და მაშინღა აღმოვაჩიინე რომ იმ საბედისწერო ფოიეს და ორი ოპერატორის გარდა კიდევ მეორე სართულიც ყოფილა ამ შენობაში, სადაც დამაწინაურეს და პირდაირ იქ ამიშვეს..
ავედი და ბლაჰ
ერთი ოთახი, დაახლოებით 30-40 კვადრატული
და
მაგიდები მაგიდები მაგიდები
და
კომპიუტერები
სულ ერთმანეთში ახლართული
დავითვალე
ერთ საშუალო ზომის ოთახში იდგა 17 კომპიუტერი
შესაბამისად
17 მაგიდა
და
17 ქალი..
სულ სხვადასხვა ასაკის და გარეგნობის
17 ვე ერთად ლაპარაკობდა
2 რაღაც საჭმლის რეცეპტზე
3 ქმრებზე
1 პაკლოვნიკზე
2 ქალი ერთმანეთს ეჩხუბებოდა
და
დანარჩენი ტელეფონზე
ჰხო კიდევ ერთი იყო ეტყობა ყველასთან გაბუტული...
ჰხუხ
სამჯერ ვთქვი დამირეკეს და მითხრეს ბლაბლაბლაო
ვინ დარეკაო
და არ ვიცი მამაკაცის ხმა იყოთქო
და
ატყდა ხორხოცი ჩვენთან მამაკაცს რა უნდაო
ჰხახ
აი მაგ მომენტში მივხვდი რომ ყველაზე მეტად კომპიუტერი მინდოდა იმ წამს
რომ
ეს ყველაფერი რამენაირად მომეთხრო..
კიდევ მინდოდა
რომ
ჯადოსმური ჯოხი მქონოდა,
ჯადოსნური სიტყვები მეთქვა
და
რამენაირად სულ გადამესხვაფერებინა
ჩემი სამშობლო
რომელსაც მოფერებით
ხანდახან
საქართველოსაც ვეძახი
:შ
დასასრული

Tuesday, January 31, 2012
01:45
შუა შუაღამე
ხვალ ალბათ სიცხე მექნება
ან სურდო
არა, გაციებული არ ვარ, უბრალოდ ვზივარ სველი თავით და ვგრძნობ როგორ მიტევენ მიკრობები
ნებას ვაძლევ
დაე, შემომიტიონ
არ ვიმჩნევ..
ჰხო ანუ შუაღამეა
და
რატომღაც ვუყურებ გადაცემას შუადღე...
არა თუმცა არ ვუყურებ
ვუსმენ
უფრო სწორად მესმენინება...
დეფი რაღაცგვარი ლექსს ამბობს
უფრო კონკრეტულად რომ ვთქვა
რაღაც გაურკვეველ და ერთმანეთთან დაუკავშირებელ სიტყვათა თანმიმდევრობებს გამოთქვამს..
თვალი გამეპარა ტვ სკენ
ოჰხთ როგორი თვითდაჯერებული და კმაყოფილი სახეა...
ტაში დასჭექეს
ეტყობა ამათაც მოეწონათ..
კიდევ ერთხელ ვრწმუნდები ჩემს თეორიაში: ადამიანი ზუსტად იმდენი ღირს რამდენსაც თავს იფასებს..
ჰხო, ეს ნამდვილად ასეა..
ასეა
მაგრამ არც ამას ვიმჩნევ...
ჰხო, ეს არ შემჩნევის პოლიტიკა ჩემი თანდაყოლილი თვისებაა
თუმცა რატომ მარტო ჩემი
უმრავლესობის
სამი დღეა თოვს
ხალხი იძულებული გახდა შეემჩნია თოვლი
ჰხოდა აღშფოთდა საზოგადოება
თოვლი კი თოვს თავისთვის თეთრად..
ალბათ არის ამ სითეთრე - სიმყინვარეში
რაღაც ამაღელვებელი
მაგრამ არ ვიმჩნევ...
მეძინება, მაგრამ არ ვიძინებ
ზუსტად ვიცი რატომაც
მინდა, რომ შემამჩნიოს, მაგრამ არ მიმჩნევს..
მეღიმილება..
ახალი თვისება დამჩემდა
ასე მგონია სხვების ფიქრები მესმის
მესმის არა, ვკითხულობ,..
სულ მარტივია'დასვი შეკითხვა "რატომ"
და
სამ წამში პასუხსაც გაიგებ რატომაც
უბრალოდ დაელოდე და მოუსმინე საკუთარ თავს..
არც ამას ვიმჩნევ..
არც იმას ვიმჩნევ, რომ ბევრ რამეს არ ვიმჩნევ...
----------------------------------------------------------------------------------------------------
ოდესღაც ყველა დაფარული განცხადდების ო თუ რაღაც
ანუჰხთ
ყველა არ შემჩნეული შეიმჩნევის
და
ოდესმე მაინც დაიბლოგება აქ ის რისი დაბლოგვაც მინდა

Friday, January 6, 2012
უ09უ0უ
ოთახში იდგა სამი საწოლი.
სამივე ერთმანეთზე მიდგმული და სამივე ერთი ზომის,
მაგრამ მე მეგონა ხოლმე, რომ საწოლები სიდიდის მიხედვით იყო დაწყობილი
ყველაზე დიდი, მერე საშუალო და მერე პატარა..
ჩემს წარმოსახვაში პატარა, მაგრამ დანარჩენი საწოლებისხელა საწოლში მე მეძინა
საშუალოში ჩემს დას და დიდში ჩემს უფროს დას..
ისევე როგორც დედა დათვის, მამა დათვის და შვილი დათვის ზღაპარშია
პატარა გოგო რომ შეიპარება და ფაფას რომ შეუჭამს...
დაგვაწვენდა დედას სიმაღლის და ასაკის მიხედვით,
თვითონ ჩამოჯდებოდა ჩემი საწოლის კიდეზე
და
ხმამაღლა გვიკითხავდა წიგნს
ხან რომელს, ხან რომელს...
მერე ჩაგვეძინებოდა ხოლმე...
ერთ დღეს დედამ განსხვავებული წიგნი მოიტანა
არა განსხვავებული არ იყო პრინციპში
ჩვეულებრივი სისქის ჩვეულებრივი ფორმის წიგნი იყო
მაგრამ შიგნით ეხატა ყველაზე ბევრი და ყველაზე ფერადი ნახატები
წიგნს ერქვა "იესო ქრისტეს ცხოვრება"..
ჰხოდა ეს წიგნი განსაკუთრებულად შეგვიყვარდა სამივეს
შეგვიყვარდა თავისი ისტორიით და ამ ისტორიის შესაბამისი ნახატებით
რომელიც თითქოს ცოცხალი იყო
და
ძილის წინ ყველა ზღაპარს სჯობდა...
ამ წიგნში გვქონდა განსაკუთრებულად საყვარელი ეპიზოდები
შობა და ფერისცვალება..
ფერისცვალება მგონი იმიტომ, რომ ყველაზე ძალიან ამ ეპიზოდის ნახატი მომწონდა
შობა იმიტომ, რომ
იმიტომ...
ყველაზე რეალური მეჩვენებოდა
აი ისეთი, დედა რომ კითხულობდა და მე რომ მეგონა კი არ კითხულობს, ვუყურებთქო...
ჰხოდა საბრალო დედაჩემი
მილიარდჯერ ვაკითხებდით ყოველ დღეს...
დაამთავრებდა კითხვას
და
მერე ვეხვეწეობოდით თავიდან დაეწყო
მერე ისევ
და
ისევ
და
ისევ...
ასე დაიბადა ჩემს გულში ქრისტე
ყველაზე ფერადად
ყველაზე ზღაპრულად
და
ამავდროულად, ყველაზე რეალურად.... : )
მას შემდეგ, როგორც ხდება ხოლმე, გამოხდა ხანი :)
თანაც ბევრი
დღეს მორიგი 6 იანვრის საღამოა
2 საათში შობა დადგება : )
ჩემთვის ყველაზე განსხვავებული შობა, რადგან ამ ხნის მანძილზე
პირველი შემთხვევაა, როცა ამ დღეს
იქ არ ვხვდები
სადაც აქამდე ვხვდებოდი ჰხოლმე
სახლში ვარ მარტო
სრულიად...
სიახლისგან ცოტა არ იყოს გულაძგერებული
და
თან უცნაურგრძნობიანი...
ვზივარ
და
მინდა
გულით მინდა,
მოვიშორო სულიდან
ამ შობა ღამის ალქაჯობანი
და
ისევე ნათლად,
რეალურად
და
ფერადად
იშვას
ჩემს გულში
ქრისტე
როგორც მაშინ....

Monday, December 26, 2011
ერიწპოროქწ
6-7 წლის წინ მე ვიჯექი სამარშუტო ტრანსპორტში
რეისით
საბურთალო-ავლაბარი..
იყო დილის 10-11 საათი..
ვიჯექი ფანჯარასთან და ვფიქრობდი: გამარჯობა ღმერთო,
ახლა დილაა და მე მივდივარ გასაუბრებაზე, რათა დავიწყო სამსახური..
თუმცა შენ ეს ჩემზე კარგად იცი...
ისიც კარგად იცი, რომ ეს ჩემი მეორე მცდელობაა სამსახურის დაწყების..
პირველი ტრაგიკულად დასრულდა
ტრაგიკულად კი არა უარყოფითად...
ჰხოდა ახლა მემივდივარ გაუსაუბრებაზე და გეუბნები შენ ღმერთო,
რომელმაც ყველაფერი იმაზე კარგად იცი ვიდრე მე, რადგან შენი მახსოვრობა ჩემზე ბევრად დიდია და შენ კი ყველგან ხარ სადაც მე ვარ და ანუ ჩემზე კარგად გახსოვს ყველაფერი,რაც მე მეხება..
მაგრამ მაინც ღმერთო.. მე მინდა ამ წუთად ზუსტად აგიხსნა, რის გამო მინდა ამ სამსახურის დაწყება
ეს არ არის მარტო კაპრიზი
ან უბრალოდ ამოჩემება
მე ეს სამსახური მჭირდება!
მჭირდება ამიტომ, ამიტომ, ამიტომ, ამიტომ, ამიტომ
და
კიდევ ამიტომ...
მე ვიცი, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ამ სამსახურს
ვიცი რას მივიღებ და რას დავკარგავ,
ვიცი და ვფიქრობ რომ ამ შემთხვევაში პლუსი აღემატება მინუს..
დანარჩენი შენი გადასაწყვეტია
დანარჩენი ისე იყოს როგორც შენ გინდა..."
ამასობაში მივედი დანიშნულების ადგილზე
გავაჩერე და ჩამოვედი
და სანამ გასაუბრებაზე შევიდოდი, მივხვდი, რომ მთავარი გასაუბრება მთავარ გამომცდელთან წარმატებით ჩავაბარე.....დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი არგიმენტები ძლიერი იყო, რომ კარგად ავუხსენი ღმერთს, რა მინდოდა და რატომ მინდოდა და რისი მომტანინ იქნებოდა ეს ყველაფერი...
გასაუბრების შედეგს არც დავლოდებივარ
უკვე ვიცოდი, რომ მეორე დღეს ჩემი პირველი სამსახური მელოდა...
ჰხოდა ასეც მოხდა...
ახლა ვზივარ და ვფიქრობ, როგორ ვიპოვნო ჩემში ის ძალა
რომელიც
ჩემს ღმერთს დააჯერებს, რომ რაც ამ წუთას მინდა,
უბრალოდ კი არ მინდა
არამდ მჭირდება...
ვიცი, რომ ჩემზე უკეთ იცის, მაგრამ დასაბუთებული არგუმენტები ყოველთვის საჭიროა...
ჰხოდა ვიწყებ
მისურვეთ წარმატებები : )

Subscribe to:
Posts (Atom)