Sunday, April 21, 2013

:)

აბა დაძაბეთ გონება და გაიხსენეთ
ყველა ის
სახლი,
სასტუმრო,
ჰოტელი,
ოტელი,
სადაც კი ოდესმე
ღამე გაგითევიათ...
გაიხსენეთ?
რამდენი?
ერთი თუ ორი
სამი თუ ჰხაჰხა ოთხი..
მაგრამ ყველა არა
არა კი არა ვერ.....
არადა იყო დრო,
კი დრო ნამდვილად იყო
და
სახლიც იყო
და ზაფხულიც იყო
ან ზამთარი
ან შემოდგომა
ანდაც გაზაფხული
და თქვენ იარეთ ბეეეეევრი ან ცოტა
ფეხით ან თვითმფრინავით
მატარებლით ან გემით
იარეთ, იარეთ
და
დამალვად არ ღირს,
დაიღალეთ..
მერე ინატრეთ
სახლი
ხო, სახლი
ჩვეულებრივი
მყუდრო
და წყნარი
და
რაც მთავარია საწოლი
და ძილი
და
დასვენება
და
სახლმა მიგიღოთ
კარი გაგიღოთ
და შეგიფარათ როგორც სახლის მოვალეობაა
ერთ დღეს
ან ორ დღეს
ანდაც ეერთ კვირას
შესაძლოა მეტიც
კი, ნამდვილად შესაძლოა...
თქვენ კი ერთ დილით ჩაალაგეთ ბარგი
უკანასკნელად შეხედეთ ამ სახლს
ჩასხედით ისევ თვითმფრიბნავებში
ან მატარებლებში
ანდაც გემში
თუ ფეხით იყავით?
ხო, შესაძლოა...
და წამოხვედით იქ
საიდანაც დაიწყო ყველაფერი
რადგან სახლი,
საკუთარი,
თუნდაც
უმყუდრო
ყველა იმ სახლზე მაგარია
სადაც კი გძინებიათ
და ამ სახლებმა, დანარჩენებმა
სასტუმროებმა
ვარსკვლავიანებმა თუ უვარსკვლავოემა
ოტელებმა თუ ჰოსტელებმა
ყოველთვის, ყოველთვის, ყოველთვის იციან
რომ ოდესმე წახვალ
და
დაივიწყებ
იმ კედლებს,
იმ ფანჯარას
იმ კარებს
სადაც გეძინა...
იქნებ სიზმარში დაგესიზმროს კიდეც
იქნებ სიზმარში უფრო რეალური იყოს ყველაფერი ვიდრე რეალურად იყო
მაგრამ სიზმარი სიზმარია
სიზმარს პასუხს ვერ მოსთხოვ


ხოლო ჩემი სიზმრისეული რეაობებიდან

1) პირველი იყო ბაკურიანი
სახლი ხის
თანაც რუსული თუ უკრაინული
კედლებს შორის იყო ღუმელი დიდიდი, მოგიზგიზე
გარეთ იყო თოვლი
და
მე ორი კვირის განმავლობაში ყოველ დღე მივდიოდი ამ სახლში
დაღლილი
გადაქანცული
მივდიოდი და ვიძინებდი
თანაც ტკბილად და თბილად...
მერე ერთ დილით გავიღვიძე, გავხსენი ჩემი დიიიდი ჩანთა
და
ჩავალაგე ყველაფერი რაასაც ამ უცხო სახლში ჩემი ერქვა
და
კარების გამოხურვისას, მივხვდი რომ........
მერე შევბრუნდი ამ სახლში
დიდხანს, დიდხანს ვაკვირდებოდი მის კედლებს და შევპირდი
რომ არასდროს
არასდროს დავვივიწყები
ამ განლაგებას ფანჯრებისას..
ამ იატაკს და ამ ჭერს
და
რაც მთავარია, ყვავილებს, რომელიც ამ სახლის შპალერზე ეხატა....


2) მეორე იყო ალვანი..
თუშეთი ხომაა ახლაც სიზმარივით
და
ოცნებასავით
და
მოგონებასავით...
მაშინ იყო სამმაგად სიზმარივით და სამმაგად ოცნებასავით და სამმაგად მოგონებასავით..
მივდიოდით, მივდიოდით მივდიოდით
და ამ დროს დაღამდა
და
ღამე გავჩერდით ალვანში,...
ჩაკეტილ სახლში
და კარავში და ტალახში ძილისთვის მორალურად გამზადებულებმა
თბილ და რბილ საწოლებში დავიძინეთ..
და მეორედ მაშინ მივეცი პირობა სახლს, რომ არასდროს დამავიწყდებოდა...

3) მესამე ტაოკლარჯეთი
სასტუმრო მდინარის პირას..
მდინარის ხმით
და
შემწვარი თევზის სურნელით..
მაშინ ჩემ თავს პირობა მივეცი რომ სახლში დავრუნებული
აუცილებლად დავწერდი
სასტუმროებისა და მეძავების შედარებით დახასიათებას
მაგრამ შეპირება შეპირებად დარჩა...


სახლები კი დგანან და დგანან
უძრავად
უხმოდ
და მთელ დღეს ელიან
როდის მივა მათთან ვინმე
უფრო
მგზავრი
სტუმარი
როდის გააღებს კარებს
და
შევა და დასახლება
სახლებს არ შეუძლიათ სიხარულით ხტუნვა სტუმრების დანახვისას
სალებს არ შეუძლიათ ყვირილი ადამიანების დანახვისას
სახლებს მხოლოდ შეუძლიათ კედლები გაათბონ
და
აურა , ხო მყუდრო აურა უსახსოვრონ ადამიანებს,
რომლებიც წავლენ და დაივიწყებენ,...
და დგანან სახლები დღეები და თვეები
წლები
და
წლები
და
წლებზე უფრო წლები
ანუ საუკუნენი
და ელოდებიან ადამიანებს ფართოდ დაჭყეტილი ფანჯრებიდან
და აივნებიდან
ისევე როგორც ბებიაჩემი,
ხო ბებიაჩემი,
ახლა მწოლარე
წევს და მელის და მელის და მელის
ორშაბათიდან შაბათამდე
მე კი არ მივდივარ
ანდაც მივდივარ
და
მალევე მოვდივარ
როგორც მგზავრი, დროებით შეჩერებული...
ბებიას კი არ შეუძლია შემაჩეროს,
ისევე როგორც სახლებს, რომლებიც ყველაფერს დათმობენ, რომ ადამიანები მათთან დარჩნენ,
მაგრამ ადამიანი ხომ მოძრაობისთვისაა გაჩენილი.....
მოძრაობისთვის და მხოლოდ მოძრაობისთვის
და
კიდევ იმისთვის,
რომ ამ მოძრაობასა და მოძრაობას შორის
წამით ჩამოჯდეს
და
მოიგონოს
სახლები,
ყვავილებიანი შპალერები
და
რაც მთავარია
ბებიები

:)