Friday, February 27, 2009

wavbodialdi :c:c:c


ერთი საათი
ღა
და
წავალ...
წავსამეგრელოვდები და წავმატარებელდები
წავკარავდები და წავბოდიალდები
წავკოცონდები და წავღამდები
ვივლი
ვივლი
ვივლი
ვივლი
ვივლი
ვივლი
ვივლი
გადა
ვივლი
და
ისე მე ვიქნები
ისევ ჩემი ფიქრებით
ისევ ჩემი საწუწუნსაბუზღუნოთი
ისევ ჩემი პატარა სიხარულებით
ისევ ჩემი გულგრილსულერთობით
მაგრამ
რატომღაც
სხვაგან
მე
უფრო
მე
ვიდრე აქ
მე
კი არა და
ყოველ წასვლაში დევს დაბრუნება
ამიტომაც....
:ტან :ტან :ტან
ჩამოვალ და ყველას
თქვენს წინ
გაზაფხულს ჩამოტანთ




მე
თავგადას
ავ
ლებ

-----




ჰხოდა ისა...
რა ცუდია, როცა ყოფიერება ჰქმნის ცნობიერებას
და
არა
ცნობიერება ყოფიერებას
და
მაგაზე უფრო ცუდია
როცა
ცნობიერება ასეთ ყოფიერებას ვერ სცდება...

კი არა და

ჩემი მწუნე სახლი დგას ახლა რომელიღაც მწუნე მინდვრის თავში, მწუნე ტბის ახლოსმ მწუნე ტყის დასაწყისში
და
არც კი იცის
რომ
ჩემი სახლია
ჩემი

Thursday, February 26, 2009

^/^


თავო ჩემო
ხომ გაგაფრთხილე
არ მომწონხარ მეთქი
ასეთი
დადუმებული
არაფრის მომლოდინე
და
არაფრის მსურველი
გა
სულ1ებული
განელებული
და
შედედებული
ამოძრავდი
ამოძრავდი რა
გეხვეწები, ამოძრავდი...
გა
იღ
ვიძ

2 დღეში გაზაფხული მოვა
ასე ხომ არ შეხვდები
ვაჰხთ

Wednesday, February 25, 2009

შემოხარება


გავლით ყველას გაუვლის
ადრე თუ გვიან
ყველას!!!
მუღამი იმას აქვს
გავლას რომ დაასწრებ
და
სანამ თვითონ გაგივლის, შენ რომ გაუვლი


ო - ვსთქუი მე.....



კი არა და


ახალი მუღამები მინდა
ახალი
სი
ლა

ჟვა
რდე
ები.....




დღეს თმა შევიჭერი
არადა
თმას მხოლოდ მაშინ ვიჭრი
როცა
რაღაც მნიშვნელოვანი ხდება
დღეს კი ისეთი დღe იყო, როგორც გუშინ და გუშინ კი ისეთი დღე იყო, როგორც გუშინ წინ და იმის წინ და იმის წინ და....

ჰხოდა
ამიტომაც
გადავწყვიტე, რომ
ხვალ სხვანაირი დღე იქნება
ხვალ თუ არა
ზეგ მაინც
ნუ ზეგ თუ არა მაზეგ მაინც...

ჰხოდა ასე


ყველაფერი უკეთესობისაკენ მიემართება!

ყველაფერი!



რა მნიშვნელობა აქვს მართლა თუ არა
მთავარია
რომ
შენ გჯეროდეს!
შენ კი არა მე
ო....



უფრო მეტი და უფრო მეტად მეტი და მეტზე უფრო მეტი.......


დიდი ბოდიში პრობლემებო
სამწუხაროდ თქვენთვის
ჩემ
ში
ადგილი არ აღმოჩნდა
ზამთარს უნდა გაგატანოთ თან
ისიც ცოდოა
ერთი წლის სავალი აქვს
მარტო ხომ არ ივლის




იყავით ბრძენნი ვითარცა გველნი და უმანკონნი ვითარცა ისაო,.... რა ჰქვია......



კი არა და

ხვალ არა და ზეგ
ჩავ
ბარგ
დები
და
ვივლი
ვივლი
ვივლი
ვივლი
ვივლი
და
გაზაფხულს შევხვდები
და
მოგიტანთ
სულსულსულსულსულ
რაღაც
3
დღეში







არაფრიდან მოსულმა სიხარულმა არაფერში წასვლა იცის

ახალი ქართული ანდაზა

ჰხოდა
სანამ წასულა
შემომიხარდა

Tuesday, February 24, 2009

========


არ ვიცი სად იბადება ემოცია და სად კვდება
რისი ნაზავია ემოცია
რა ზრდის
რა ბადებს
რა კვებავს
რა კლავს
რა რჩება მისგან
რა არ რჩება
არ ვიცი
ვინ არქმევს სახელს
ვინ არ არქმევს
მე
ვერ....
არადა
მინდა
დავასხელემოციავო
გავასახელო
ალბათ იმიტომ რომ
უსახელო ემოციები
უსახელო კვალს ტოვებენ
და
უსახელო შეგრძნებას
კი
უსახელო მეთოდები ვერ მკურნალობენ

სახელ



რამდენი ხანია მინდა ამ შეგრძნების დასეივება
რომ მერე
უკვე
ემოციისგან დაცლილმა
გავიხსენო
და
ვიფიქრო, ვიფიქრო, ვიფიქრო, ვიფიქრო, ვიფიქრო
და
დასკვნა გამოვიტანო

კი არა და

არ ვიცი...


რა შეიძლება ერქვას სიხარულის, მწუხარების, ტკივილის, სინანულის, იმედის, იმედობის,აღფრთოვანების, დაღფრთოვანების, აჟიტირების, ჩამოჟიტირების, სიცილის, ტირილის,წარსულის და მომავლის ნაზავს?


უბედურებით განცდილ ბედნიერებას
გულამოსკვნილ ქვითინამდე მისულ სიცილს
არარაობის გახორცსულიერებას

არ ვიცი
არ ვიცი
მაგრამ
ვიცი
რომ
შემიძლია ამ ყველაფერს ვიემოციებდე
და
შე
ვიგრძნობ
დე
თან მხოლოდ მაშინ...
მხოლოდ მაშინ...

Monday, February 23, 2009

Memento Mori


Friday, February 20, 2009

,


მგონი თავი ჩემი გამებუტა
სამი დღეა ჩუმადაა
ხმას აღარ მცემს
გუშინ ისე შემოვიარეთ მთელი თბილისი
ხმა არ ამოუღია
მმმმ
საეჭვოდ
დუმ

ვეჭვობ,
დიდი ხმაურია მოსალოდნელი
და
ემზადება....
კი არა და
თავო ჩემო
ნუ
და
მუნ
ჯდები
ასეთს ვერ აგიტან
იქ
სა
დაც ასატანი
ხარ

Thursday, February 19, 2009

---------


------------------------------------------------------
------------------------------------------------------
-------------------------------------------------------
----------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------
-----------------------------------------------------
--------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------
---------------------------------------------
-----------------
--------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------






სიტყვები ხანდახან სათქმელს ვერ ამბობენ


კი არა და

და მე დავრჩი, როგორც სიტყვა ”კი არა და.........”

Wednesday, February 18, 2009

ციები


ემო
ცი
ები

ნუ
მე
ემო
ცი
ები

ნუ
მე
ცი
ები


და

მე
ცილ
ები

და
მაცა
ლე

და
მაცა
დე

და
მა
ცა
ვდი

და
მა
ზე
ცავდი

და
მი
ცა
ვი

და
მი
ცა
დე

მა
ცა
ლე
და
მა
ზეცა
ლე


მა
მზე
ვე
და
მა
მთვარე
და


გამაზაფხულე

Tuesday, February 17, 2009

დახატული დახათოლი

ჰხოდა ისა...

აღმოვაჩინე, რომ არაერთი მხატვრის თუ ვერ მხატვრის თუ არ მხატვრის მუზა ვარ : )))

:რათავმდაბლობააღმერთოჩემო:

: ))

ძირითადად ფორუმელების დამსახურებით უკვე არაერთი პორტრეტი დამიგროვდა


ჰხოდა მადლობა და ვუი როგორ მიხარია და რა კარგები ვართ ნეტავ არ დავიხოცენნით და ნეტავ ორ-ორნი მაინც ვიყოთ

კი არა და


აი ნახეთ რა საყვარელი ვარ სხვების თვალით დანახული და ფანქრით დახატული

: ))))


(აქ ვინმე კეთილმა ადამიანმა უნდა მისურვილოს, შენ რეალში რა გინდა, შენ მხოლოდ ქაღალდზე უნდა იყოვო)

კი არა და


აი......:ც

1)




2)

3)

4)

ჰხოდა ისა...
ამ ორი სურათჳს ავტორმა კიდევ
დღემდე არ იცის
რომ
სინამდვილეში მე მხატავდა და არა იმას...რა ჰქვია...
:უსერ:

1)

2)




ასე იყო ეს ამბავი

კი არა და

თუ კიდევ გყავართ ვინმეს დახატული მითხარით..არ მოგერიდოთ.... : ))))))))))


ან იქნებ ამ სურათების ნახვის შემდეგ გაგიჩნდათ სურვილი დაგეხატეთ? : )))

არა ხო?

:უსერ:

კაი

Monday, February 16, 2009

ბლაბლა


ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
კი არა და
კუსტურიცას ფილმის პერსონაჟი ვარ
და
არ ჯერ ვიცი...
უბრალოდ
გუშინ
ვი
ეჭვ


:)



პარა
ლე
ლე
ლე
ლე
ლე ბი
შემო
მე
პარა
ლელ
ლელ
ლელ






ურთიერთგამომრიცხავი ცხოვრება

Saturday, February 14, 2009

რამე



რამე მინდა დავწერო
ჰხოდა დავწერ
რამე რამე რამე რამე რამე რამე რამე რამე რამე რამე რამე
კი არა და
მახსოვს
4 წლის წინ
ფორუმ.გე -ზე ახალი დარეგისტრირებული ვიყავი
1 კვირის ალბათ
და
შუაღამისას, ასე 2-3 საათზე
ვიღაცამ დაპოსტა, წავედი დავწექი, თორემ ხვალ ჩემი დის ქორწილია

და
და ისა...
უბრალოდ გამიკვირდა
რომ როცა მეორე დღეს შენი დის ქორწილია, შეიძლება კომპიუტერთან ჯდომის სურვილი გქონდეს
მეთქი




:)







პ.ს. არაფერია ისეთი, რისი ჩადენაც მე არ შემიძლია

თუ როგორ არის ეგ?
ჰხოდა ეგრე
:)

Friday, February 13, 2009

სულსულელე


და
სიცხ
ული
წინადადებები
სიტყვებად დაწერამდე
ორთქლდებიან
თითებიდან

კი არა და

ყველაზე ბედნიერი წამი ჯერ არ დამდგარა
ყველაზე დიდი უბედურება ჯერ არ მომხდარა
ყველაზე დიდი სისულელე ჯერ არ თქმულა
ყველაზე დიდი სიბრძნეც ჯერ არ თქმულა
მე
მეშინია
არა იმისი რაც უკვე მოხდა
რაც არ მომხდარა
არასოდეს
მე
ის
მაშინ
ებს

და მე უნდა გავხდე
ქვაზე უფრო
ქვა
ზღვაზე უფრო
ზღვა
ქარზე უფრო
ქარი
ჩემზე უფრო
ჩემი
შენზე უფრო
ჩემი
და
მასზე უფრო
ჩემი

და
ცხელი წინადადები გრილდება
ნუ გაგრილდები
თბილი სიტყვები ცივდება
ნუ გაცივდები
მესასვენნიშნება
ვეღარ...
რამე ახალი
ამ
ხალი
დაგიმახსოვრებ
არ დამავიწყდე
ყელ
საბამი ალის ფერი
სპილოს ძვლის ფერი
ვის უნახავს სპილოს ძვალი
ანდა
ფერი
ანდაც
არა
ფერი...
მწვავს...მამძიმებს...მეტვირთება
მეტვირთმძიმება
და რატომ არ...
არ ვიცი...
რამე ახალი.....
სულსულ
ახალი
ახალთახალი
გაზაფხულო
15 დღეში
ამამწუანე
ამამზევე
ამაცოცხლე
გამაცოცხლე
სრულიად უცნობი ადამიანები მტკივა
უნდა მოვირჩინო

Thursday, February 12, 2009

ნაფოტნაფოტ

იქ მინდოდა, მაგრამ მე ხომ ის ვარ,
რა ჰქვია
ძალად მოკრძალებული
ჰხოდა აქ იყოს
სახეემოციურფოტოვანება












მიცქირე თვალში,
შენ დადუმდი?
იგრძენი განა?

იყავი ჩუმად
და ბინდიან
თვალში მიყურე.

ნურაფერს მეტყვი,
მე არ მინდა
არავის ნანა.

მიცქირე თვალში,
ო, ჩემს თვალში
საშინელება იგრძენი განა?!


Wednesday, February 11, 2009

+/-


დედაო მიწავ,
მამაო ზეცავ




მადლობა
და
ბოდიში!!!


მეტი არაფერი.........

კი არა და


რატომ უშვებს ადამიანი შეცდომებს?
იმიტომ რომ მერე უფრო დიდი შეცდომა დაუშვას?
შეცდომა რა არის?
ხელის ჭუჭყია..
თუ ეგ სხვა რამეა
რა მნიშვნელობა აქვს..
ჰხუხ
რამდენ რამეს შევეჩვიე
ბევრს
ბევრს
ბევრს
წარმოუდგენელს
შეუჩვეველს
და
საკუთარ თავს ვერ ვეჩვევი.......
სა20არია
ჯერ კიდევ მაქვს
მო
ლოდი
ნი,
რომ.....
არადა..
ჰხუხ
განსხვავდებიან ჩვენი სიზმრები
ალბათ ასევე განსხვავდება ტორეადორისა
და
ხარის სევდა

რამ გამახსენა..ალბათ სიზმარმა...
მაგასაც შევეჩვიე, რომ ყოველ ღამეს სიზმრები ჩემში ქვებს ყრიან და მამღვრევენ, მამღვრევენ, მამღვრევენ
მერე
მღელ დღეს ვცდილობ დავიწმინდო, დავიწმინდ, დავიწმინდო
და
ისისის არის
უკვე თევზის ჭერაც შეიძლება ჩემში, რომ
ვიძნებ და..ისევ თავიდან....
კარგად შეფუთული ცუდი საჩუქარი
ამომაჩემდა
სიმარტოვეში ყველა სიდიადეს დაეძებს
და
რატომღაც არ ოციან, რომ შეიძლება
სიმარტოვეში მარტო სიმარტოვეც იყოს
მეტტი არაფერი..
მერე მოდის იმედგაცრუება..
გაცრეცილი სახეები
ამასაც შევეჩვიე
მაგრამ
თავო ჩემო
შენ კი
როს
ღა
ჰხა
როს
ღა
ვაჰხთ..........






პ.ს. ამ წუთას მართლა გულით თჲ არა კბილით მაინც მეშურიანება იმ ადამიანებისა, რომლებსაც თავიან პრობლემებზე ჩვეულქართულდალაგებულობით და გასაგებმისაღებპრობლემგადასაჭრელად შეუძლიათ საუბარი.... :)

Monday, February 9, 2009

გკგკ.ჯგ.კჯგ.ჯკ

ჯერ უნდა შეიცნო სამყარო
რომ
შეიცნო თავი შენი
თუ
ჯერ უნდა შეიცნო თავი შენი
რომ
შეიცნო სამყარო?

კი არა და


რაც უფრო უახლოვდები სხვა ადამიანს,
რატომ
კარგავ საკუთარ თავს
და
რაც უფრო პიულობ საკუთარ თავს
რატომ კარგავ ადამიანებს
თავო ჩემო
რომელსაც
ბედი არ ვიცი გიწერია თუ არა
მარა
ახლა ნამდვილად ნამეტნავად გეძილისშინება....
მითუმეტეს
როცა
ბევრი კლიტის გასაღები
სწორედ სიზმრებში ინახება
მოიასწარი დაძინება
თორემ
შენს წილ სიზმარს სხვა ნახავს

უთხრა მან თავსა თვისსასა და გადაბრუნდა და დაიძინა!

ბჟუტურ-ბჟუტურ


წასვლა სჯობს წარმავალისა
არ დაყოვნება
ხანისა

დილო დელა

კი არა და

როდის დგება წასვლის დრო

როცა ყველაფერი კარგადაა
თუ
როცა უკვე ყველაფერი ცუდადაა?

ნუ იცრიცები
გავიცრიცები
გავნაცარდები
ვერ ავალდები
ვერც გავცეცხლდები
გავკოცონდები
ვერ
არ
ნურ


ჯერ მწუხარე ვარ
შავით მოსილი
ან არც მოსილი
და არც მწუხარე

უბრალოდ
მაინც
ჯერ დუმილია
დიდი დუმილი
მერე იქნება
ფიქრი
მსჯელობა
მითქმა
მოთქმა
მიდგმა
მოდგომა
ჩემი მოგომა....
ნაკურთხია
ან
დაწყევლილი....


ყოველი წუთი ყოველი დღე ყოველი წამი
მარწმუნებს
ანდაც ვერ მარწმუნებს
თუმცა კი სურს რომ დამარწმუნოს
დაურწმუნები
რომ
ყველაფერი
ყველაფერი
ყველაფერი
ყველაფერი
სულ
ერთი ფერია
და იგივეა
და დედამიწა წრეზე კი ბრუნავს
მაგრამ ყოველი წარმავალი
გაყინულია
გაქვავებული

ქვა
ქვა
ქვა


ჭეშმარიტად ქვა უნდა იყო!

არადა ჯერ კენჭი ვარ
პატარა მწუნე კენჭი

გავქვავდები
და
გავლოდდები

მანამდე კი
მანამდე კი
მანამდე კი


როდის დგება წასვლის დრო
როცა ყველაფერი
თუ
როცა არაფერი?
როდის...

Friday, February 6, 2009

ჰხოდა ეგრე

გაივლის კიდევ 21 დღე
და
კედელთან დასახვრეტად მიყენებულ აურელიანო ბუენდიას
კი არა და
მე
გავზაფხულდები

ავმწუუუანდები

ავყვავილდები

ავალუჩდები

ავიასამნდები

ავჟუჟუჟუნაწვიმდები

ავატმისყვავილდები

ავმრცხლდები

ავსუფთაცივჰაერდები



გაივლის კიდევ 21 დღე...

უფრო მეტიც გაივლის
უფრო ნაკლებიც
უფრო სწრაფად
უფრო ნელა
გაივლის....
გამივლის...
გაგვივლის....

ყველაფერი არაფერი ყველაფერი

წარმავალია ყოველი

გაზაფხული
ზაფხული
შემოდგომა
ზამთარი
და
ისევ..... ისა....




თავისუფლებაშია თავისუფლება
ლამბაშია ლამბისუფლება
ჩემშია ჩემიუფლება

"მე უფლება მაქვს ვიყო მკვდარი და აღარასდროს ვინატრო დაბადება"




კი არა და



ფერები ფერები მწუნე ფერები
მონაფერები
ფერებმა დაიპყრო მთელი გარემო
მე კი
უფეროდ
ვარ

ერთფეროვან სინაცრისფერეს ორფეროვანი სიშავთეთრე სჯობიაო

http://www.link.ge/file/209391/10---Outsider---Upero.mp3.html

კი არა და

ვიყავი - არ იყავი - სად იყავი?

....

ყოჩაღ, ხათო!
ყოჩაღ!
შენ ეს შესძელი.....

:)

ერთი საფეხურით ზემოთ გადაინაცვლე....

ჰხუხ


ცხოვრება სხვა არაფერია თუ არა ვარიანტების გათვლა
და
რეალობა სხვა არაფერია
თუ არა
სხვაობა ამ გათვლილ ვარიანტებს შორის


კი არა და


რაცა არ გინდა იგი ჰქმენ

”არ მინდა”-ც ”მინდა”-ს ნაირსახეობაა?
აბა ისაო
დაგმე ყველანაირი მინდაო
და
შენ ამაღლდები 2 თუ არა 3 სმ -ზე მაინც



ჰხუხ


საომრად ვემზადებოდი მთელს სამ თვეს
იარაღის სროლა შევისწავლე
ხმლის ხმარება...
ისრის ტყორცნა
და
დღეს გაივე
რომ
ბრძოლა ცარიელი ხელებით გაიმართება





განწირული ვარ
ფაქტობრივად
: ))



მაგრამ არაუშავს
მე ხომ კატა ვარ - 9 სიცოცხლე მაქვს
4 უკვე ვიცოცხლე
დღეს მე -5 - ჯერ მოვკვდები
ან არც....


რატომ მძიმდება ადამიანი ყველაზე ძალიან მაშინ, როცა საშინელ სიცარიელეს გრძნობს
უცნაურია

:)

Thursday, February 5, 2009

დასკვნა 327312873412


მარტივი ჭეშმარიტებიდან:

რაღაც უნდა დათმო, რომ რაღაც მიიღო!


ადამიანიც ხომ ჭურჭლის ნაირსახეობაა
რა მნიშვნელობა აქვს რისი ჭურჭელი ხარ, სულის, ხორცის, ამაოების, ვნების, გრძნობების, სიყვარულის, ბოროტების....
ჭურჭელი ჭურჭელია...
ჰხოდა,ვთქვათ ჩვეულებრივ ჭიქაში, რომელიც სავსეა წყლით, ძალიანაც რომ მოვინდომოთ, კიდევ ხომ ვერ ჩავტევთ სხვა სითხეს, თუ უკვე სავსეა?
საჭიროა გადაღვარო და ისე გაავსო თავიდან...

ჰხოდა სულ ესაა რა

თუ შევსება გინდა, ჯერ უნდა დაიცალო...
უბრალოდ, დაცლის მომენტი არც თუ სასიამოვნოა
ბევრი რაღაც გადაჰყვება თან
სამაგიეროდ....
ისაო...
ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია

კი არა და
ნუ კრეფ მაგ ვარდებს, ნუ, დაჭკნება ლარნაკში, გაუშვი, იყოს, იხაროსო....
რა ვარდი
სად ვვარდი
ჩავვარდი
თოკი!
მოიცა...
სად გავჩერდით?
ჰხო..ავსება, შევსება, გავსებაზე...



უბრალოდ ისა....
ისა...
ჯერ ის არ ვიცი
იმაზე მეტი მივიღე, ვიდრე დავკარგე თუ იმაზე მეტი დავკარგე, ვიდრე მივიღე........


კი არა და


ჩანაცვლების მეთოდი!
ჩამანაცვლე
ჩაგანაცვლე
ჩავანაცვლე
ვერ
მე
ნაცვალე
თუ
გე
ნაცვალე
ნაცვლად
მის



:)

Wednesday, February 4, 2009

დასკვნა ნომერი 382328362863




ყველანაირი დასკვნა ცრუ არს
დავასკვენი
კი არა და
დავასკვენი რომ აღარაფერი აღარ უნდა დავასკვნა
იმიტომ რომ
იმიტომ
რომ
იმიტომ რომ
იმიტომ......











ყველა ჩემმა დასკვნილმა დასკვნამ აღასრულა ვერა და დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით

თუუუუუურმე....
ისა...






უბრალოდ


10 აგვისტოს მერე გუშინ არა და გუშინ წინ პირველად გავვიარტრასავე გორი
და
გამახსენდა :

ჩემი ყველაზე ხანდაზმული დასკვნა სწორედ გორში აგვისტოს შავბნელის რა გითხრათ მზიანმცხუნვარე დღეს რუსულ ბომბებს ემსხვერპლა...
არადა, მანამდე როგორ მჯეროდა, რომ...

რომ
რომ
რომ


აღარფრის....
ვეღარაფრის....



23 წლიანსტაჟიანმა დასკვნებმა პრაქტიკაში გამოცდა ვერ ჩააბარეს
და
გაირიცხნენ ჩემგან


ჰხო...ისა...
მმმმ
სამწუხაროდ, გამონაკლისები ყოველთვის არსებობს
ამ შემთხვევაშიც
ერთმა დასკვნამ მგონი გამოცდაზე საქმეები ჩააწყო და გადალახა კურსი
კი არა და
ჩემი ტვინის ხვეულხუჭუჭები
მერე გამეფდა
და
დაამყარა დიქტატურა და აკრძალა ყველა დასკვნა, მის გარდა...

ჰხოდა ასე...

კი არა და
არ მკითხოთ ეგ დასკვნა რომელი დასკვნააო
არ მკითხოთ ვაჰხთ
არა

Tuesday, February 3, 2009

vot!

[03.02.2009 22:46:01] sofo says: xat
[03.02.2009 22:46:06] sofo says: ratom ar bechdav arafers?
[03.02.2009 22:46:06] ME-XATO says: (wasntme)
[03.02.2009 22:46:09] sofo says: sakaifod wer shen
[03.02.2009 22:46:09] ME-XATO says: (rofl)
[03.02.2009 22:46:14] sofo says: (y)
[03.02.2009 22:46:15] ME-XATO says: kai ra
[03.02.2009 22:46:18] sofo says: ra kai raaaaaaaaaa
[03.02.2009 22:46:19] ME-XATO says: sad unda davbechdo
[03.02.2009 22:46:20] ME-XATO says: :D:D
[03.02.2009 22:46:27] sofo says: chemi natlia ambobda mase
[03.02.2009 22:46:35] sofo says: is literaturis kritikosia
[03.02.2009 22:46:43] sofo says: da me sul dzalit miviyvane redakciashi
[03.02.2009 22:46:49] sofo says: exla iket exvewebian
[03.02.2009 22:47:01] sofo says: cxel shokoladshi midi
[03.02.2009 22:47:05] sofo says: shaverdashviltan
[03.02.2009 22:48:25] ME-XATO says: : ))))))
[03.02.2009 22:48:29] sofo says: :)
[03.02.2009 22:48:31] sofo says: nu icini shen
[03.02.2009 22:48:35] ME-XATO says: ai gind daijere gind
[03.02.2009 22:48:36] ME-XATO says: ara
[03.02.2009 22:48:39] ME-XATO says: roca
[03.02.2009 22:48:41] ME-XATO says: vici rom
[03.02.2009 22:48:46] ME-XATO says: vinmem sheidleba waikitxos
[03.02.2009 22:48:49] ME-XATO says: is rasac vwer
[03.02.2009 22:48:55] ME-XATO says: ai saertod ver vwer mere
[03.02.2009 22:48:56] ME-XATO says: :D:D
[03.02.2009 22:49:05] ME-XATO says: axla gamikvirda chemi tavis
[03.02.2009 22:49:09] ME-XATO says: es rom mogwere misamarti
[03.02.2009 22:49:09] sofo says: vaaa
[03.02.2009 22:49:12] sofo says: ra ucnauria
[03.02.2009 22:49:19] sofo says: arada dzaan magrad wer martla
[03.02.2009 22:49:22] sofo says: seriozulad
[03.02.2009 22:49:23] ME-XATO says: eg rom vicode rom daibechdeba da vinme waikitxavs
[03.02.2009 22:49:24] ME-XATO says: xo
[03.02.2009 22:49:27] ME-XATO says: saertod verafers davwer
[03.02.2009 22:49:28] ME-XATO says: :D:D
[03.02.2009 22:49:35] sofo says: fsevdonimit unda wero
[03.02.2009 22:49:35] ME-XATO says: (blush)
[03.02.2009 22:49:38] ME-XATO says: (rofl)
[03.02.2009 22:49:44] ME-XATO says: ara ar akvs saxels mnishvneloba
[03.02.2009 22:49:49] ME-XATO says: ubralod azriovnebis momentshi
[03.02.2009 22:49:51] sofo says: vaa
[03.02.2009 22:49:51] ME-XATO says: roca vwer
[03.02.2009 22:49:56] sofo says: ra ucnauria
[03.02.2009 22:49:58] ME-XATO says: erti adamiani mainc romw warmomidges tvalwin
[03.02.2009 22:50:01] ME-XATO says: rom waikitaxvs
[03.02.2009 22:50:04] ME-XATO says: saertod evegar davwer
[03.02.2009 22:50:07] ME-XATO says: :D
[03.02.2009 22:50:10] ME-XATO says: ai magalitad
[03.02.2009 22:50:13] ME-XATO says: werilebs ver vwer
[03.02.2009 22:50:14] ME-XATO says: roca
[03.02.2009 22:50:17] ME-XATO says: :D
[03.02.2009 22:50:17] ME-XATO says: adresati hyavs
[03.02.2009 22:50:27] sofo says: :D
[03.02.2009 22:50:33] sofo says: dzalian ucnauria
[03.02.2009 22:50:36] sofo says: |-(
[03.02.2009 22:51:47] sofo says: arada ra kai ikneboda
[03.02.2009 22:51:50] sofo says: rom dagebechda
[03.02.2009 22:51:59] sofo says: da originaluri ilustraciebi konoda
[03.02.2009 22:52:29] ME-XATO says: :D:D
[03.02.2009 22:52:33] sofo says: xo martla
[03.02.2009 22:52:43] sofo says: an literatura geze dade
[03.02.2009 22:52:50] ME-XATO says: ararara
[03.02.2009 22:52:54] ME-XATO says: ai shefasebebs ver vitan
[03.02.2009 22:52:57] sofo says: :D
[03.02.2009 22:52:59] ME-XATO says: rom vigac metyvis
[03.02.2009 22:53:01] ME-XATO says: rom kargad vwer
[03.02.2009 22:53:03] ME-XATO says: an cudad
[03.02.2009 22:53:04] ME-XATO says: hxux
[03.02.2009 22:53:06] ME-XATO says: :D
[03.02.2009 22:53:09] sofo says: mokled shen sheni "kaifis" dasacherad wer xo?
[03.02.2009 22:53:12] sofo says: :D
[03.02.2009 22:53:12] ME-XATO says: : )))
[03.02.2009 22:53:15] ME-XATO says: xo ra tkma unda
[03.02.2009 22:53:19] ME-XATO says: ertxel vigacam momwera
[03.02.2009 22:53:24] ME-XATO says: sul vkitxulob shens nawerso
[03.02.2009 22:53:26] ME-XATO says: erti tve
[03.02.2009 22:53:28] ME-XATO says: vegar vwerdi
[03.02.2009 22:53:30] ME-XATO says: :D:D
[03.02.2009 22:53:30] sofo says: (wasntme)
[03.02.2009 22:53:34] ME-XATO says: (rofl)
[03.02.2009 22:53:39] ME-XATO says: mere iman ifikra
[03.02.2009 22:53:42] ME-XATO says: shewyvita werao
[03.02.2009 22:53:46] ME-XATO says: gavagrdzele mere
[03.02.2009 22:53:47] ME-XATO says: : ))))
[03.02.2009 22:53:53] sofo says: shen im moswavleasvit xar, gakvetili rom icoda da tu kutxeshi ar daayenebdnen ver yveboda
[03.02.2009 22:54:08] ME-XATO says: kutxeshic ara
[03.02.2009 22:54:13] ME-XATO says: ise skolashic mchirda egre
[03.02.2009 22:54:17] ME-XATO says: gakvetili rom vicodi
[03.02.2009 22:54:20] ME-XATO says: ufro sworad rame ra
[03.02.2009 22:54:22] ME-XATO says: da'
[03.02.2009 22:54:25] ME-XATO says: maswavlebeli ityoda
[03.02.2009 22:54:27] ME-XATO says: da
[03.02.2009 22:54:27] ME-XATO says: aba vin icis
[03.02.2009 22:54:34] ME-XATO says: aravin rom ar icoda da me vicodi
[03.02.2009 22:54:38] ME-XATO says: ar vambobdi rom vicodi
[03.02.2009 22:54:40] ME-XATO says: (rofl)
[03.02.2009 22:54:41] sofo says: |-(
[03.02.2009 22:54:43] sofo says: vaa
[03.02.2009 22:54:45] ME-XATO says: chemtvis vicodi ra