Thursday, October 30, 2008

დლადჯადჯა

ბრძნული აზრების შემოტევებს როცა განვიცდი ან ძალიან კარგად ვარ ან ძალიან ცუდად

მგონი

ჰხოდა მიხარია

რომ

ძალიან ვარ........

რა მნიშვნელობა აქვს კარგად თუ ცუდად

მთავარია, რომ ძალიან....

გავარაადეკვატურდი

ალბათ იმიტომ, რომ ეს სიტყვა მომწონს

ანდა იმიტომ რომ

მოვლენათა არაადეკვატური აღქმა მოვლენათა არაადეკვატურ განვითარებას იწვევს....

ჰხოდა მასთრე.......

ღირებულებებს ჩამოვაფასებდი

რომ

მქონდეს.........

მაგრამ აღარ მაქვს.....

უბრალოდ

სულ

უბრალოდ

არ მინდა ვინმეს ბედნიერი ვეგონო

არ მინდა ვინმეს უბედური ვეგონო

არ მინდა ვინმეს ვეგონო

რა მნიშვნელობა აქვს რა

ან

ვინ

არ მინდა!

ამიტომაც................

Tuesday, October 28, 2008

ხამუშ ხამუშ დოს მარილი აკლიაო

აპრილი იყო თუ მაისი

ანდა ივნისი

თუნდაც ივლისი.....

წვიმდა თუ არ წვიმდა

საათი

დრო

არ ვიცი.....

ღამე იყო

ან მეგონა რომ ღამე იყო...

მახსოვს ფანჯარა

და

მოსახვევი

და

მერე ფიცი

რომ

აღარასდროს

რომ

აღარასდროს

რომ

აღარასდროს........

ერთი გროში მაინც დატოვე, უკან მოსაბრუნებელი გზა

მაგრამ

ფიცი

მტკიცი - რომ არ........რომ აღარ.......

უძღები თავის დაბრუნება საკუთარ თავთან...

მე ხამუშ ება

Thursday, October 23, 2008

თავისუფლებიდან მონობამდე

ერთი

არა და

ერთ-ნახევარი ნაბიჯია

ზღვვიდან რიმდე....

ზღვა

რი

სხვის მიერ დაწესებული შეზღუდვები უფრო ცუდია

თუ

როცა საკუთარ თავს უკრძალავ, 

რომ....

რა მნიშვნელობა აქვს...

შეცდომა არ მოსდის დროს

მაგრამ შეცოდება დიდია

ვინ სთქვა

რატომ სთქუუა

ძალა და სიმსვიდე

ძალა და სიმშვიდე

ძალა და სიმშვიდე

Friday, October 17, 2008

ჰხოდა მასტრე

სა20რია

გინდოდეს

ადამიანმა შენში ის დააფასოს

რაც

არ გაგაჩნია

ამიტომაც.......

Wednesday, October 15, 2008

ბბბ

აქ უნდა იყოს

დიდი პოსტი

ძააააალიან დიდი პოსტი

ძააააააალიან ძაააააალიან დიიიიდი პოსტი

მაგრამ

ნეტის

გაჭედვის გამო

აქ მხოლოდ ის წერია, 

რომ

აქ უნდა იყოს

დიდი პოსტი

ძააააალიან დიდი პოსტი

ძააააააალიან ძაააააალიან დიიიიდი პოსტი

კი არა და

იმედი ბოლოს კვდება

მაგრამ

რა მნიშვნელობა აქვს

მთავარია

რომ კვდება...............

აქ უნდა ეწეროს ის

რაც დავწერე,

მაგრამ წავშალე.........

Monday, October 13, 2008

ლალალა

13 ოქტომბერი...

ორი წლის წინ ეს დღ

მახსოვს...პარასკევი იყო....

ჰხეჰხეჰხე

ორი წლის მერე ეს დღე თუ გამახსენდა, ვიტყვი, რომ ............

ორშაბათი იყომეთქი

სხვას არაფერს

და

მერე ჩავიღიმილებ.........

მერე რა რომ პირველი ვინც ჩემს დასკვითდებულებებპრინციპებში ეჭვი ვინც შეიტანა, მე ვიყავი......

სამაგიეროდ რა

რაც შევიტანე ისევ უკან გამოვიტანე

კი არა და

წავედი

დავეყრდნო თავსა ჩემსა

რათა

არ დავეცე!

Thursday, October 9, 2008

ჩემი დრო მინდა!
არც სამსახურის დრო
არც ძილის დრო
არც სიარულის დრო
არც ჯდომის დრო
არც მეგობრების დრო
არც ოჯახის დრო
არც გართობის დრო
არც ფიქრის დრო
არც რამის დრო
არც ვინმეს დრო
არც ყველაფრის დრო
არც არაფრის დრო

ჩემი დრო
ჩემი
ჩ ე მ ი

არა არ მინდა უბრალოდ მჭირდება!

მე საჭირო ება

Monday, October 6, 2008

მომავალი უკვე დაიწყო!

ძალიან მარტოვად

გვიცადა გვიცადა გვიცადა

ვერ მოგვიცადა

და

ჩვენ, წარსულში ცალფეხხელსახე ჩარჩენილებისათვის

მომავალი დაიწყო....

სასაცილოა

ან პირიქით....

არადა სატირელი სულაც არ არის სასაცილოს ანტონიმმი

და

საერთოდაც

ჩვენ, პირობითად ადამიანებბი

ძალიან ბევრის უფლებას ვაძლევთ ჩვენს თავს

აი მაგალითად ანტონიმი

ჩვენ ვინ გვეკითხება....

კი არა და

წინადადებების მრუდე გზით გადახვევა

მომავალს ვერ შეაჩერებს

- ვსთქუი მე და არ გავიარე

დავრჩი ნახევარგაწარსულებულგამომავლებული

მომავალი უკვე დაიწყო!

ვინ მითხრა და დამაჯერა იმაში, რაც არავის უთქვამს და არავის უცდია დაეჯრება

არადა მჯერა

ასჯერ და ატასჯერ და ათიათასჯერ

ნათქვამზე ძლიერ

მჯერა

რომ 

რაღაცეები

ბევრი რაღაცეები

ძალიან ძალიან ბევრი რაღაცეები

ჩემთვის უბრალოდ

არ შეიძლება..............................

არც მომავალში!

Sunday, October 5, 2008

შეჩვევა უფრო ადვილია თუ გადაჩვევა

თუ უფრო ძნელი

თუ უფრო უფრო

თუ........

რაც გასავლელია ყველაფერმა გაიარა, 

ამიტომ

ახლა

რასაც არ უნდა გაველო

იმანაც გამიარა

გვერდზე

დავინახე- არ შევაჩერე.....

იაროს, იაროს

სად წავა

დედამიწა მრგვალია

ცა ირიბი

ცხოვრება არაადეკვატური

სიკვდილი

ისა....

რომ არ მერატოვებოდეს

შეიძლება

უფრო......

რა უფრო ცუდია - როცა იმსახურებ

თუ

როცა არ იმსახურებ.........

ორი ცხვარი

ერთჳ ძაღლი

ერთიც ქოხი

ოთხი მთა

ერთ - ნახევარი მიდინარე

მაღლა ცა

დაბლა მიწა

და 

ბევრი მწუაანე...............

ყველაფერი კარგია, რასაც ასრულება არ უწერია?

Wednesday, October 1, 2008

კარგად ყოფნის დროს ადამიანი ძირითადად მომავალზე ფიქრობს - მომავალი კი ბუნდოვანია და მრავალკითვისნიშნიანი...მრავალკითხვიანობა კი მშვიდად ყოფნის უკუპროპორციულია

ცუდად ყოფნისას ადამიანად წოდებულ არსებას მხოლოდ იმ წამიერი ტკივილი და უწარსულო-უმომავლო აწმყო ახსოვს და შესაბამისად.......

ამიტომაა 100%-იდან 99% ისე, როგორაც არაა 1%

დაიჭირე წამი!

მაგრამ სადამდე...მოგეზრდება ხელში ჭერა და გაუშვებ ბოლოს.........