Saturday, May 24, 2008

ხათო ხათო :love:


ხათ, გილოცავ დაბადების დღეს, ყველაფერ ლამაზს და საუკეთესოს გისურვებ, მთელი გულით და სულით.. :kiss:


Sunday, May 18, 2008

--


"მე ვცხოვრობ წყალთან,


მარტო.


ცოლისა და შვილის გარეშე.


რამდენნაირი გზა მოვსინჯე,


ვიდრე აქამდე მოვიდოდი:


ჩვენ არ ვირჩევთ ასეთ რამეებს, მაგრამ ის ვართ, რაც გამოგვდის ჩვენი თავისგან.


ჩვენ ვიტანჯებით, წლები მიდიან; ვერევით ტკივილს, მაგრამ არა მოთხოვნილებას ტკივილისა....


სიყვარული კი – ქვაა, რომელიც გდია ზღვის ფსკერზე;


ზემოთ წყალია, ნაცრისფერი წყალი.


მე უნდა გავხდე უგრძნობელი, დავივიწყო ჩემი ნიჭი.


რაც, შეიძლება, ბევრად მეტიადა ბევრად ძნელიც, ვიდრე ცხოვრება – ვიდრე რასაც თვლიან ცხოვრებად....."


სათნოება


"უმაღლესი სათნოება --- მორჩილებას მიელტვის.

სათნოება დუმილისა --- სიღრმეს მიელტვის.

სათნოება გაცემისა --- სიყვარულს მიელტვის.

სათნოება დამოძღვრისა --- სიწრფელეს მიელტვის.

სათნოება ხელმწიფებისა --- წესრიგს მიელტვის.

სათნოება ქმნისა --- სიბრძნეს მიელტვის.

სათნოება მოქმედებისა --- სიმშვიდეს მიელტვის"

--=-----=--=


მიწას ჯერ კიდევ სუნი აქვს ზაფხულის,

და სხეულს ჯერ კიდევ სუნი აქვს სიყვარულის.

მაგრამ ბალახი უკვე ყვითელია შენს თავზე.

ქარი ცივია და ნარშავის თესლით სავსე.

და იმ სიზმარს, რომ გედევნება, ჩრდილფეხოვანი,

შენს სიზმარსშემოდგომის თვალები აქვს

88888888


ნეტავ მეც დამეხმარებოდეს ვინმე ამის თრევაშიმარტო ვღლილვარ..

ჩააქრე შუქი. ჩემს ძარღვიან ხელებს დააკვირდი


დაღლილი ქუჩა. დაღლილი მანქანები


ურთიერთობა ეგვიპტელების პირამიდაა.


ყველა იმ სურვილს რომელსაც მე და შენ


ოდესმე ჩვენი სხეულიდან ვასახლებდით


კაფეში მოგიტანს გამყიდველი,


მოგიტანს ლანგარზე დადებულ სევდას.


როდესაც ზიხარ და უბრალოდ ზიხარ დაუბრალოდ იღიმები.


უამრავი იდეა სიკვდილს გავს.


-------------------0-0


"მე კი იმდენად დიდხანს გელოდეროცა მოხვედივეღარ გიცანი..........."



"..მე კი ვეტყოდი, რომ თბილ ქვეყნებში გადაფრენილ წეროებს


ყოველ წელს მიაქვთ იმედი,


რომელიც აპრილში წვიმის და ყვავილების სახით გვიბრუნდება....."


-------000--000---------


ჩემი ცხოვრების გზა - სიზმარია................

-------------------


დაე იყოს დღეს მზისფერი ყველაფერი და დავძახოთ ძველებურად


ჰერიჰერი


მეკარგხასიეთება და მეცხოვრება და მეწვიმება დამეყავება...................................



ზემოდან ქალაქები ჭადრაკის დაფას გვანან.

ადამიანები აკეთებენ მორიგ სვლას...

ზემოდან დედამიწა ერთი დიდი ტაძარია.

ადამიანები ლოცულობენ ან ლოცულობენ არ...

ამ ტაძარში ადამიანები ჭორაობენ ერთმანეთზე, სექსზე,

იტყუებიანდა ინანიებენ ცოდვებს...

მე შიშველი შევდივარ ზოგჯერ ამ ტაძარში.

ჩემს სიშიშვლეს ამჩნევენ ან ამჩნევენ ვერ...

ჩვენ ყველანი ერთმანეში განვზავდებითდა ვიქცევით ერთ დიდ გლობალურ ადამიანად…გლობალური ადამიანის ნერვული სისტემა ჩვენი სისხლით იმღვრევა და

ჩვენ ვკარგავთ სახელებს...

ტაძრის გუმბათში კი კეთილი ღმერთია,


რომელიც გვიმზერს...

--------


"არ გინდა, არა, შეეჩვიე დედამიწას, მიწას შეეჩვიე, ნუ ეჯიუტები, თორემ ერთხელ იქნება, ღმერთი სურვილს აგისრულებს და წახვალიმ პლანეტაზე, რომლის სახელიც არ იცი, და არც არაფერი ჰქვია, რადგან ჯერ არ აღმოუჩენიათ"


------


ყოველთვის საპირისპირო მიმართულებით რატომ მიწევს სიარული, ვახ,,,,


სიტყვებს გიგზავნი


"სიტყვებს გიგზავნი, საშენფერო ფორმა მიეცი, შეკვეც-შეკუმშედა რუბიკის კუბიკივით ხმებად ააწყე.


გიგზავნი სიტყვებს:


ფერება,


შეხება,


სხივი და...


დანარჩენი შენით შეავსე........"


------


"როცა მომაგნებ, არ შეიმჩნიო ჩემი სიბერე... ეს ისე, უბრალოდ ღამე გადამცდა... "

თუ სწორად მახსოვს,

ჭიქაში უნდა იყოოოს 4 კოვზი ყავაააა....

ყავაში უნდა იყოს 2 კოვზიიიი შააააქარიიიიი......

ყავისათვის უნდა იყოოს დიიიიიდიიიი ფინჯანი..........

ფინჯანი უნდა იდგაააას ფანჯრის რაფასთან.....

ფანჯრიდან უნდა ჩანდეს მოლურჯო-მოყვითალო-მოვარდისფრო-მოგანთიადისფრო ცა.....

ცაზე უნდა ამოდიოდეს მზე...

მზე უნდა გვათბობდეს ჩვენ...

ჩვენ უნდა ვავსებდეთ ერთმანეთს....

დედამიწა უნდა იყოს მრგვალი,

მაგრამ სწორი.....

ზეცა უნდა იყოს უსასრულოდ სასრული.....

გზა უნდა იყოს მეგობარი ჩვენი

და ჩვენს გულებში არ უნდა ილეოდეს აღტაცება,

ისევე როგორც ფინჯანში ყავა......

ხომ სწორად მახსოვს?

ალბაათ....


მშვიდობა დილისა მე

მშვიდობა დილისა შენ

მშვიდობა დილისა მას

დღე მშვიდობისა..


"გზა არ მთავრდება არც ტიბეტში,


არც კატმანდუში ....


ჩვენი სვლის ვადა ქვიშის საათით განისაზღვრება,


რომელიც ერთმა მოხუცმა ქალმა


უადგილოდ დატოვებული ნივთების ალაგებისას შემთხვევით გადმოატრიალა"



დედა


მე დედა მყავს ფუნთუშების გამყიდველი.


ფულს აგროვებს – ჩემი სიხარული უნდა რომ იყიდოს.....


დედა დამისხამს გაბზარულ ჭიქაში ბინდისფერ ჩაის და თავის ცრემლებს თან ჩააყოლებს.


და ამ ჭიქიდან ამოიზრდება სევდის ტოტები.


აყვავდება სისხლისფრად ასკილი.


მე დედა მყავს და ხომ შეიძლება ის ყველას ჰყავდეს – სადღაც შეჩერებულო, დაღლილო უფალო?"


ეგოისტების მიწა


ყველას ჩვენი გვაქვს მოსაგონარი....................


და


საფიქრალი


და


სატკივარი


და


სიხარული


და


სიყვარული


და


ბედნიერება


და


უბედურება


და


ისტორია


და


მეტორია


და


შენტორია


და


დადის მსოფლიოში


ასი


და


ათასი


და


ასი თასი


და


მილიონი


და


მილიარდი


მე და მე და მე და მე და მე და მე და მე და მე და მე და მე და მე


ეგოისტების მიწა


ყულაბა


"გულის ყულაბაში ვაგროვებ შენს ყველა ღიმილს, ყველა შემოხედვას და სისხლძარღვებში შენი ნათელი მიედინება"

ანგელოზების პოლიტიკა


"ანგელოზებს დიდი და ფაფუკი ფრთები აქვთ

მაგრამ იცი,შენ ხედავ,რომ ის ანგელოზია

მაშინ როცა ზურგს შეგაქცევს

როცა უკვე გვიანია



ესაა ანგელოზების პოლიტიკა"


გაღვიძებულებს უჭირთ ადგომა


"გაღვიძებულებს უჭირთ ადგომა როგორც სიტყვებად დარჩენა სიტყვებსსიყვარულზე ნათქვამსწამოკიდებულს ერთს მეორეზეროგორც სხეულებსროგორც ჩვენ ყველასამ დილის გადატანა......."