Tuesday, December 29, 2009


მოდის, მოფრინავს

ახალი წელი

მე არაფრისგან არაფერს ველი



:ბის:




Thursday, December 24, 2009


შეიძლება აიმანი ჩამოვიდეს თბილისშიო

დაურეკავს და უთქვამს

რომ

ისაო...

ამ ზამთარს ვფიქრობ გეწვიოთო...

ჰხო

აიმანი ისაა

რა ჰქვია...

მოკლედ ეგვიპტეში რომ ვიყავით ეგ ხომ უკვე ყველამ იცით

და

იმ ეგვიპტეში რომ სასტუმროში გავჩერდებოდით ეგეც ხომ ცხადია

და

მოკლედ ეს აიმანი

მაგ სასტუმროს მენეჯერია...

იქვე დაგვპირდა  ჩამოვალ და ვნახავ რა არის და სად არის ეგ თქვენი საქართველოვო

ჰხოდა იქ ცოტა დაუჯერებლად კი ჟღერდა

მაგრამ რახან დარეკა და თქვა

ჩამოვალო

ე.ი. ისა.... :ც


ჰხოდა აი ხომ ამბობენ რომ

სახელმწიფო იგივე ოჯახიაო

კი არა და პირქით

ყველა ოჯახი პატარა სახელმწიფოაო...

ჰხოდა ეგ გამახსენდა ზუსტად

აი სტუმარს რომ ელოდები და 

თან საპატიო სტუმარს

ისეთს

თავი რომ გინდა მოიწონო

და

სახლს რომ ალაგებ

და

საჭმელს სულ ნაირნაირს ამზადებ

და

ასთრე და ისთრე

ასე მოხდა ახლაც...

უცებ დავიწყეთ ფიქრი

”ასე ხომ არ დავხვდებით აიმანს”

” ასეთ თბილისს ხომ არ დავახვედრებთ”

”რით შეიძლება მოვაწონოთ თავი”

მართლა და რა შეიძლება მოეწონოს ამ ზამთარიან ატალახებულ ნისლიან წუიმიან განაცრისფერებულ თბილისში

მზის და სითბოს და მუდმივად მილიარდი ადამიანებით სავსე ქალაქიდან წამოსულ კაცს

ხოდა ბევრი ვიკამათეთ

ზოგმა ის სთქუა

ზოგმა ეს

”სირცხვილია””

”პირიქით”

”აღფრთოვანდება”

”დაღფრთოვანდება”

”გული გაუსკდება და ორ დღეში უკან გაიქცევა”


ჰხოდა  ისა

მოკლედ



ჯერ ჩამოვიდეს და ვნახავთ...

კი არა და

დილით ავტობუსით ვიმგზავრე... ჩვეულებრისამებრ...

და აი ყავის დალევამდე ხომ განსაკუთრებით ბუნდოვნად ჩანს სამყარო

ხოდა ვიჯექი და ვფიქრობდი

რომ

მივალ სამსახურში და დავწერ

როგორი

ვერსაახალწლო და ვერმზიანი ქალაქი გვაქვს

როგორი

ჭუჭყიანი

და

მსოფლიოში ყველაზე უფრო სევდიანი ხალხი..

ყველაზე უფრო

უღიმილო....

ვფიქრობდი

და

უცებ ინკასატორი კი არა კონტროლიორი ამოვიდა ავტობუსში

და

ერთ ამაყ კი არა და კარგად თავმოყვარე ქალს ჩხუბი დაუწყო

ბილეთი რატომ არ გაქვსო..

ეს ქალი სულ უკან იჯდა და გაოცებისგან და შურაცხყოფისგან ხმას ვერ იღებდა

გაწითლდა,

გამწვუანდა

და

უცებ სულსულ წინა რიგიდან

ერთი სრულიად უცნობი გოგო წამოდგა 

და

ინკასატორს კი არა და კონტრლიორს  უთხრა

”რა გნებავთ კი მაგრამ, მე და ეს ქალბატონი ერთად ვართ და მე წინ იმიტომ გაადავედი რომ ორივესთვის ბილეთი ამეღოვო”

არადა პირველად ხედავდა ამ ქალს...

ჰხუხ

მოკლედ ისა...

რაღაცნაირად...

მმმ...

 საქართველოოო....უუუუჰხთ......


:ც



Sunday, December 20, 2009

დასკვნა # 5438295832582


სიყვარული  წარმოუდგენელია თავისუფლების გარეშე

თავისუფლება წარმოუდგენელია უსაზღვროების გარეშე

ყველაფერი უსაზღვრო აბსურდია

ანუჰხთ

სისულელე....

მარტივად რომ ვსთქუათ

გავლადი

ანუჰხთ 

სიყვარული გავლადია


:ბის:




პ.ს შემეკამათეთ, მე მაინც არ შეგეკამათებით.... :ც


Friday, December 18, 2009


გოგი გვახარიას ყველა სტატია წავიკითხე

საიტზე

www.tavisupleba.org


და არ ვიცი რატომ...

მაგრამ ვგრძნობ, 

რომ

ვკანკალებ................ : )



Tuesday, December 15, 2009


იყო და არა იყო რა

იყო ერთი გოგო

ნა

ანდაც ბიჭუნა

ან სულაც იყო ერთი ადამიანი

ანუ არსება

მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს ვინ იყო

მთავარია რომ იყო..

იყო და თანაც ისე იყო რომ

არა მარტო

იყო

არამედ

ფიქრობდა კიდევაც

ხანდხან არა...

სულსულსულ

ფიქრობდა ფიქრობდა ფიქრიბდა

და

ეს ფიქრი მას აძლევდა ფორმას და ფერს

მისი ფორმა იყო ყველასაგან განსხვავებული

არც მრგვალი

არც ოთხკუთხედი

არც სწორხაზოვანი

არც ჰეპტადეკაგენური, რომელიც კარლ გაუსმა ააგო 1796 სელს

ფარგლისა და სახაზავის დახმარებით

:როლ:

მისი ფერიც არაერთფეროვანი იყო

და

თანაც ერთფეროვანი

როგორიცაა

მწუნის მრავალგვარი განშტობა

ტონებისა და შეფერილობების მიხედვით

თუმცა ამ ყოველგვარ ფორმაფერით განსხვავებულ არსებას

ერთი  უცნაურად ვერაკარგი თვისება სჭირდა

როგორც კი მისი ფიქრი  სხვა თავისნაირ

ანდაც სრულიან განსხვავებულ ადამიანებს გადასწვდებოდა

მისი ფორმა და ფერი იშლებოდა მარტივ მამრავლებად

და

სრულიად არაფრად იქცეოდა

ამიტომ  იგი ცდილობდა არასოდეს ეფიქრა სხვაზე

რათა

თავისი ბევრმწუანჰეპტადეკაგენურობა შეენარჩუნებინა

მაგრამ სხვების ვერ ნაფიქრი ფიქრები 

მას

ისე ძლიერ აწამებდა

რომ ერთხელ ფიქრში ისეთი რეალობა იხილა

რომელიც მანამდე მხოლოდ სიზმრად ენახა...

ის მიდიოდა მაღლა, სულ მაღლა

ისე მაღლა

რომ ყველაზე დიდი მწუერვალებიც კი 

მასთან შედარებით მხოლოდ ასანთის კოლოფები იყვნენ

მის ირგვლივ იყო

სივრცე

სივრცე

სივრცე

და

მის გვერდით ენთო 

მზე

კაშკაშა

მერე  იყო რყევა

და

ჯერ 

ნისლი ნისლი ნისლი ნისლი ნისლი

და

შემდეგ

ბევრი სინაცრისფრე

მან კი იცოდა რომ

მაღლა

სულ მაღლა

მზე დატოვა

და

გაზაფხული

ამიტომაც მისი ფიქრები ზოგჯერ ამ ნაცრისფერ ნისლსაც არღვევდნენ

და

გაზაფხულზე მიდიოდნენ

მაღლის მაღლა...


სულ ეს არ იყო

კიდევ იყო

მაგრამ

რაც იყო

იყო

ანუ

წარსული........






Thursday, December 10, 2009

=


აი კიდევ რას მივხვდი

ცოდნა = სიცოცხლეს !

ანუჰხთ

ადამიანი მაშინ კი არ იბადება, როცა იბადება

არამედ მაშინ როცა  სხვა ადამიანი იგებს, რომ არსებობს... :როლ:

აი, ახლა მსოფლიოში რამდენი ადამიანი ცოცხლობს?

ტრილიონრაღაცა?

და მათგან ჩემთვის ცოცხალი რამდენია?

როგორ შეიძლება ცოცხლად ჩაივთვალო ადამიანი

რომლის არსებობის შესახებ საერთოდ არაფერი ვიცი?

როგორ შეიძლება მომინდეს ხილი

თუ ის სადღაც უღრან ტყეში ხარობს

და

მისი გემო  არასდროს, არავის გაუსინჯავს?

ყოველი ახალი ადამიანის გაცნობა

ხომ

იმ ადამიანის შენში დაბადებაა...

აი თუნდაც ღმერთი

როცა სრულიად მარტო იყო სამყაროში

და

მის გარდა მხოლოდ ქაოსი იყო

ცოცხალი იყო??

კი არა და

ღმერთი ხომ მაშინ გახდა ღმერთი, როცა მისი არსებობის შესახებ შეიტყვეს?

ანუ 

ცოდნა, რომ ვიღაც სადღაც რაღაც იგივე არსებობაა?

თუ ასეა

რამდენი ადამიანი დაიბადა ამ ათ დღეში ჩემ ში

რააამდენი

და

ყველაზე ცუდი

ყველაზე გულის დასაწყვეტი

კი ისაა

რომ

ასევე რამდენი ადამიანი გარდაიცვალა  ჩემს გონებაში..

გარდაცვალება გარდაცვალების გარეშე

ანუხთ

ცოდნის შეწყვეტა = გარდაცვალებას...

მე ვერასოდეს

ვერასოდეს

ვერასოდეს გავიგებ

ვეღარაფერს მათ შესახებ...

უბრალო, მეორადი ეპიზოდური როლის შემსრულებელი ადამიანების შესახებ

”ჩვენ ვერ დავუხადეთ ერთმანეთის გარდაცვალებას

და

ამიტომ ერთმანეთი გამოვიტირეთ დიაგნოზის დასმისთანავე”

თუ რაღაც  მსგავსი...

გვამებით ვარ დატვირთული

ანუ

მოგონებებით..... : )


პ.ს. ბევრი უნდა გავიცნო, რომ ცოტამ მაინც იცოცხლოს ...


Wednesday, December 9, 2009


თქვენ გგონიათ მე არ მინდა ყველაფერი დაწვრილებით მოვყვე?

ძალიანაც მინდა

ძალიან

იმიტომ კი არა რომ

თქვენ მოგიყვეთ

იმიტომ რომ არასოდეს, არასოდეს არასოდეს

მიეცეს დავიწყებას

ის რისი დავიწყებაც ყველაზე ნაკლებად მინდა

მაგრამ ადამიანებს ხომ

ყველაზე პირველად ის ავიწყდებათ,

რაც

არ უნდათ რომ დაივიწყონ

ამიტომაც აგერ უკვე რამდენი ხანია

მინდა დავწერო

მინდა

მინდა

მინდა

მაგრამ

მარტო სურვილი რას უშველის თუ ბუნებამც არ უშველა

კი არა და

ალბათ ასე დავიწყებდი წერას

მე

რომ წერა შემეძლოს

”ღამის 12 საათზე ორმა არაბმა გამოგვიარა და უდაბნოსკენ ავიღეთ გეზი...”

მაგრამ მე წერა არ ვიცი

და ამიტომ 

ვწერ მხოლოდ იმას

რომ

ყველაფერი დაიწყი ისე

როგორც იწყება 

ძილი...

ჯერ დუნედ დუნედ დუნედ მივგორავდით

მერე სხეული უწონობის მდგომარეობაში გადავიდა

და

რამდენჯერმე შეხტა

მაგრამ მიხვდა რომ

გამოფხიზლება შეუძლებელი იყო

და

დაიძინა 12 დღიანი ძილით....


პ.ს. ცხოვრება ეგვიპტის გზებს ჰგავს

მიდიხარ მიდიხარ მიდიხარ

უდაბნოში

და

როცა გგონია, რომ მიხვედი

უცებ 

უხვევ....(ც) ნადია