Tuesday, January 31, 2012

01:45
შუა შუაღამე
ხვალ ალბათ სიცხე მექნება
ან სურდო
არა, გაციებული არ ვარ, უბრალოდ ვზივარ სველი თავით და ვგრძნობ როგორ მიტევენ მიკრობები
ნებას ვაძლევ
დაე, შემომიტიონ
არ ვიმჩნევ..

ჰხო ანუ შუაღამეა
და
რატომღაც ვუყურებ გადაცემას შუადღე...
არა თუმცა არ ვუყურებ
ვუსმენ
უფრო სწორად მესმენინება...
დეფი რაღაცგვარი ლექსს ამბობს
უფრო  კონკრეტულად რომ ვთქვა
რაღაც გაურკვეველ და ერთმანეთთან დაუკავშირებელ სიტყვათა თანმიმდევრობებს გამოთქვამს..
თვალი გამეპარა ტვ სკენ
ოჰხთ როგორი თვითდაჯერებული და კმაყოფილი სახეა...
ტაში დასჭექეს
ეტყობა ამათაც მოეწონათ..
კიდევ ერთხელ ვრწმუნდები ჩემს თეორიაში: ადამიანი ზუსტად იმდენი ღირს რამდენსაც თავს იფასებს..
ჰხო, ეს ნამდვილად ასეა..
ასეა
მაგრამ არც ამას  ვიმჩნევ...

ჰხო, ეს არ შემჩნევის პოლიტიკა ჩემი თანდაყოლილი თვისებაა
თუმცა რატომ მარტო ჩემი
უმრავლესობის
სამი დღეა თოვს
ხალხი იძულებული გახდა შეემჩნია თოვლი
ჰხოდა აღშფოთდა საზოგადოება
თოვლი კი თოვს თავისთვის თეთრად..
ალბათ არის ამ სითეთრე - სიმყინვარეში
რაღაც ამაღელვებელი
მაგრამ არ ვიმჩნევ...
მეძინება, მაგრამ არ ვიძინებ
ზუსტად ვიცი რატომაც
მინდა, რომ შემამჩნიოს, მაგრამ არ მიმჩნევს..
მეღიმილება..
ახალი თვისება დამჩემდა
ასე მგონია სხვების ფიქრები მესმის
მესმის არა, ვკითხულობ,..
სულ მარტივია'დასვი შეკითხვა "რატომ"
და
სამ წამში პასუხსაც გაიგებ რატომაც
უბრალოდ დაელოდე და მოუსმინე საკუთარ თავს..
არც ამას ვიმჩნევ..
არც იმას ვიმჩნევ, რომ ბევრ რამეს არ ვიმჩნევ...


----------------------------------------------------------------------------------------------------

ოდესღაც ყველა დაფარული განცხადდების ო თუ რაღაც
ანუჰხთ
ყველა არ შემჩნეული შეიმჩნევის
და
ოდესმე მაინც დაიბლოგება აქ ის რისი დაბლოგვაც მინდა


Friday, January 6, 2012

უ09უ0უ

ოთახში იდგა სამი საწოლი.
სამივე ერთმანეთზე მიდგმული და სამივე ერთი ზომის,
მაგრამ მე მეგონა ხოლმე, რომ საწოლები სიდიდის მიხედვით იყო დაწყობილი
ყველაზე დიდი, მერე საშუალო და მერე პატარა..

ჩემს წარმოსახვაში პატარა, მაგრამ დანარჩენი საწოლებისხელა საწოლში მე მეძინა
საშუალოში ჩემს დას და დიდში ჩემს უფროს დას..
ისევე როგორც დედა დათვის, მამა დათვის და შვილი დათვის ზღაპარშია
პატარა გოგო რომ შეიპარება და ფაფას რომ შეუჭამს...
დაგვაწვენდა დედას სიმაღლის და ასაკის მიხედვით,
თვითონ ჩამოჯდებოდა ჩემი საწოლის კიდეზე
და
ხმამაღლა გვიკითხავდა წიგნს
ხან რომელს, ხან რომელს...
მერე ჩაგვეძინებოდა ხოლმე...

ერთ დღეს დედამ განსხვავებული წიგნი მოიტანა
არა განსხვავებული არ იყო პრინციპში
ჩვეულებრივი სისქის ჩვეულებრივი ფორმის წიგნი იყო
მაგრამ შიგნით ეხატა ყველაზე ბევრი და ყველაზე ფერადი ნახატები
წიგნს ერქვა "იესო ქრისტეს ცხოვრება"..

ჰხოდა ეს წიგნი განსაკუთრებულად შეგვიყვარდა სამივეს
შეგვიყვარდა თავისი ისტორიით და ამ ისტორიის შესაბამისი ნახატებით
რომელიც თითქოს ცოცხალი იყო
და
ძილის წინ ყველა ზღაპარს სჯობდა...

ამ წიგნში გვქონდა განსაკუთრებულად საყვარელი ეპიზოდები
შობა და ფერისცვალება..
ფერისცვალება მგონი იმიტომ, რომ ყველაზე ძალიან ამ ეპიზოდის ნახატი მომწონდა
შობა იმიტომ, რომ
იმიტომ...
ყველაზე რეალური მეჩვენებოდა
აი ისეთი, დედა რომ კითხულობდა და მე რომ მეგონა კი არ კითხულობს, ვუყურებთქო...
ჰხოდა საბრალო დედაჩემი
მილიარდჯერ ვაკითხებდით ყოველ დღეს...
დაამთავრებდა კითხვას
და
მერე ვეხვეწეობოდით თავიდან დაეწყო
მერე ისევ
და
ისევ
და
ისევ...

ასე დაიბადა ჩემს გულში ქრისტე
ყველაზე ფერადად
ყველაზე ზღაპრულად
და
ამავდროულად, ყველაზე რეალურად.... : )

მას შემდეგ, როგორც ხდება ხოლმე, გამოხდა ხანი :)
თანაც ბევრი

დღეს მორიგი 6 იანვრის საღამოა
2 საათში შობა დადგება : )

ჩემთვის ყველაზე განსხვავებული შობა, რადგან ამ ხნის მანძილზე
პირველი შემთხვევაა, როცა ამ დღეს
იქ არ ვხვდები
სადაც აქამდე ვხვდებოდი ჰხოლმე

სახლში ვარ მარტო
სრულიად...
სიახლისგან ცოტა არ იყოს გულაძგერებული
და
თან  უცნაურგრძნობიანი...

ვზივარ
და
მინდა
გულით მინდა,
მოვიშორო სულიდან
ამ შობა ღამის ალქაჯობანი
და
ისევე ნათლად,
რეალურად
და
ფერადად
იშვას
ჩემს გულში
ქრისტე
როგორც მაშინ....