Thursday, October 11, 2012

გაადამიანებისპროცედურები

...............გამოვრთე კომპიუტერი
ანუ 12 საათიანი სამუშაო დღე დასრულდა...
სეირნობის ხასიათზე ვარ , მაგრამ წვიმს,
გავალ და მერე გადავწყვეტ რა ვქნა  -  ვფიქრობ...
Fოიე სავსეა ბავშვებით
თუ ახალგაზრდებით...
არ ვიცი ახლა 10-11 კლასელებს როგორ მოიხსენიებენ..
რაც მართალია, მართალია
ჩუმად სხედან, 
ნუ ზოგი დგას, მაგრამ ჰხომ იცი როგორაა,
სამი ზრდასრული ადამიანი უკვე ხმაურია
და
მითუმეტეს 13-15 ბავშვი თუ ახალგაზრდა ...

 -  რა ამბავია, რა ხდება? ვკითხულობ...
 -  რა ვიცი, 2 დღის წინ ვიღაც 18 წლის ბავშვს თავში ესროლეს და აპარატზეა შეერთებული, კარგა ხანს მოუწევს აქ ყიფნა საერთოდ თუ გადარჩა და ამ ბავშვებსაც ვერ მოვიშორებთ სანამ აქ იქნება  -  პასუხი...
- უუუუფ, აბა კარგად ყოფილა ჩვენი საქმე- უკმაყოფილო ვარ, არ ვიცი რატომ.. შენ ის მითხარი, რაო იმან, რა მოგწერა?

დაღამებულა ამასობაში























სერიიდან 
როგორ გავხდი ადამიანი



:\

Thursday, October 4, 2012

წიგნი თანაც სამი

ჩემი მოგონილი  ტრადიციებიდან ერთ-ერთი

ყოველთვის, ხელფასის აღებიდან
2-3 დღის შემდეგ
შევდივარ წიგნების მაღაზიაში
და
ვყიდულობ წიგნს
თან სამს...
ჰხო, ესეც ტრადიციაა, რომ უნდა უნდა ვიყიდო
არა ერთი ან ორი ან ოთხი ან ათი
არამედ
3 წიგნი...

ტრადიციულია შემდგომი ხელფასის აღებამდე დარჩენილი 28 დღეც
სამი წიგნის წაკითხვას, როგორც წესი ვანდომებ ორ კვირას
და
დანარჩენ ორი კვირას კი ვფიქრობ, რომელი წიგნები ვიყიდო შემდეგ ხელფასზე...,....
ვფიქრობ ვფიქრობ და მერე ჰხან ნეტში გადავაწყდები ჰხომე რაღაც საინტერესო წიგნზე ანოტაციას
ან ვასასიკოს წამოსცდება რამე რომელიმე ახალ წიგნზე...
მოკლედ, მაღაზიაში მისვლამდე
ზუსტად ვიცი
რა მინდა...
მერე შევდივარ შიგნით და ჰხოი საოცრებავ..
ნუ ესეც ტრადიციაა..
ტრადიციულად, მავიწყდება ყველაფერი
ყევლა მწერალი
ყველა წიგნი
წაკითხულიც
წაუკითხავიც
და
5-10 წუთს შევყურებ წიგნებით გატენილ თაროებს
ისე თითქოს ცხოვრებაში პირველად ვხედავე საერთოდ წიგნს...
და  მერე უცბაშAად ხდება სასწაული
ჰო, სასწაული
დაახლოებით ისეთივე, როგორიც იერუსალიმში აღდგმას ცეცხლის გადმოსვლაა,
იმ ხმაურში
თუ სიჩუმეში
გარკვევით ისმის, როგორ გეძახის ვიღაც
მე შემომხედე მეო
და
იმდენი თითქოს ერთნაირი წიგნიდან თვალი ზუმავს ერთს,
ტრალდები, იღებ
და
შლი შუაში..
არც ტექსტს კითხულობ, არც ავტორს არც სათაურს
უბრალოდ შუაში შლი
და
ხვდები
რომ
ის ის არის
და
ის წიგნიც ისე გებღაუჭება, ისე ეგწებება ხელებზე, თითქოს ისიც ხვდება რომ შენ შენ ხარ...
პირველი წიგნი საშუალო ზომისაა ჰხოლმე, ჩვეულებრივ შრიფტიანი და საშუალო სტატისტიკური ყდით
მერე თვალს თუ მოავლებ მის გარშემო, დაახლოებით 2-3 წიგნის მოშორებით რაიმე დიდ, სქელყდიან, 11იანი შრიფტით აკრეფილ წიგნსაც შეავლებ თვალს  რომელიც აუცილებლად პირველ პირშია მოთხობილი და იმასაც გამოაყოლებ ხელს და აი უკვე სალაროში ფულის გადახდისას, როცა მოლაერი ისის არის ჩეკს ამოარტყამს, უცბაშად საიდანმე მესამე წიიგნიც შემოგაჩეჩდება, უფრო მომცრო ზომის,რომელიმე ესპანურენოვანი მწერლის მოთხრობების კრებული ძირითადად და ყდიდან ამმწერლის ფოტოსურათი ისე შემოგყურებს, კარგი გოგო ხარ და არ იყიდო აბა...
მერე გამოდიხარ დატვირთული მაღაზიიდან
დატვირთული მთელი სამი წიგნით
და
როგორც წესი, ამ დროს საღამოა ჰხოლმე
და
ასევე, ტრადიციულად, ფეხით ხარ
და
გრძნობ, როგორ სირბილით მიდიხარ სახლში
რომმალე ამოიღო პარკიდან მთელი ეს სიმდიდრე
და შეუდგე კითხვას...
გზადაგზა რომელიმე ცნობილი ბრენდის რომელიმე მაღაზიის რომელიმე ვიტრინაში გამოფენილ ტანსაცმელს მოავლებ თვალს,
აი იმას, მთელი თვის მანძილზე ხელფასის აღებას რომ ელოდები, რომ მიხვიდე და იყიდო
და
დედას გეფიცები,გრძნობ, ეს ტანსაცმელი, როგორ არარააობაა იმასთან შედარებით, რაც შეიძინე...........


მაგრამ ხანდახან ისიც ხდება, რომ
შედიხარ წიგნის მაღაზიაში
იწყებ სასწაულის პროცესს,
იღებ ხელში ხან ერთ,ხან მეორე, ან მეასე წიგნს
ათვალიერებ
ეძებ
ეძებ
ეძებ
და
არცერთი მათგანი არ გეძახის მოდი,მიყიდეო...

ხელცარიელობა კი ისე ჰგავს თავდახრილობას
და
ისე ჰგავს ნელა სიარულს
რომ.........

როგორც დღეს



Monday, October 1, 2012

ჩემი პირველი (არ)ჩევანი

პირველად წავედი არჩევნებზე
და
არჩევნები აღმოჩნდა იმაზე უფრო დამთრგუნველი, ვიდრე მოველოდი


აი რატომ

1) 5-6 წლის შემდეგ პირველად მომიწია მისვლა იმ ეზოში, იმ სახლთან, სადაც გაავტარე ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი 8 წელი

2) უცნაურად ემოციური აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ საარჩევნო უბანი გახსნილი იყო
საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე და ხმის მიცემის მომენტში კედლიდან მიყურებდა მიკი მაუსი

3) მთელი საარჩევნო ციებ-ცხელების დროს რეალურად არ მიფიქრია ვისთვის მიმეცა ხმა, ვფიქრობდი, რომ როცა ფარდაჩამოფარებულ კაბინაში შევიდოდი და ბიულეტინს დავხედავდი, თავისთავად მივხვდებოდი ვინ ვინ იყო და ბლაბლა.... მაგრამ მიკი მაუსმა დამაბნია... დავხედე ბიულეტინს და საერთოდ ევრ გაავრჩიე რა ეწერა და ვინც ეწერა ვერავინ ვიცანი, ასე რომ საფიქრალად დრო არ დამრჩა

4) იმდენ ხანს რიგში დგომის დროს მივხვდი, რომ ბიულეტინის გაუქმება არ მინდოდა, მინდოდა ვინმესთვის ხმა მიმეცა, მაგრამ მაინცდამაინც იმ წამებშიმ როცა ფარდაჩამოფარებულ კაბინაში აღმოვჩნდი,   ჩემში გაიღვიძა ხატვის სურვილმა და ჩემს ბიულეტინზე ხელოვნების ნიმუში შევქმენი... იმედია, როცა დაითვლიან და ჩემს კონვერტს გახსნიან, ვინმე თანამედროვე ხელოვნების თაყვანისმცემელი იქნება გარშემო და ტაშს მაინც დაუკრავს.....

5) ტყუილი ყოფილა რომ მატყუებდნენ ა ხმა უნდა მისცეო, სინამდვიელში მხოლოდ ბიულეტინი ჩავაგდე, ხმა არავის მოუთხოვია......