Thursday, April 30, 2009

მმმ

კიდევ ერთხელ:

აჟიტირება იწვევს ჩამოჟიტირებას...

არადა

უცებ

როგორ ავფრინდი

და

ავმაღლდი

და

ავლაჟვარდი

და

სუნი მეცა გაზაფხულის უცნაური ვიგრძენ ძალი

კი არა და

შემომიხარდა

ძველი სიხარული..

ჰხო

ძველი...

გამახსენდა

რომ

ძველი სიხარული...

და

რომ

მე

მეტი

ზე მეტი

ზედ მეტი

გადავზედმეტდი უცებ

და

ჩავიჩოჩე...სხვა არაფერი....

არა 

როგორმე გავუძლებ

არა

როგორმე გავიტან

კი არა და

ნეტავ სადამდე გავუძლებ

ნეტავ სადამდე გავიტან

მოკვდი

თავის დროზე

გუშინ წავიკითხე...

და

ისა..

ან გამომეპარა ეგ დრო

ან

ძალიან შორსა

არ ვიცი

პ/ს. არა და მინდა! ძალიან მინდა!

მაგრამ.......

Wednesday, April 29, 2009

ღშფ


ბანალური დასკვნების სერია

ნომერი

590345790357392

დასკვა  49374 - არაფერი მეშველება

დასკვნა 49375 - ამ ქვეყანას არაფერი ეშველება

დასკვნა 49376  - სხვა საქართველო არ არის!!!

კი არა და

ეს პოსტი ალბათ მაშინ უნდა დამეწერა, ჯერ კიდევ სიტყვა პოსტი რომ არ ვიცოდი რა იყო

და

მითუმეტეს რა ბლოგი

რის ბლოგი

მაგრამ გაიხსენეთ დასკვნა ნომერი 1 - არაფერი მეშველება!!

ჰხო

არაფერი მეშველება - რადგან  24 წლის ასაკში  საქართველოში მცხოვრებმა ადამიანმა, ჰხოჰხო, საქართველოში მცხოვრებმა ადამიანმა, უნდა იცოდეს, რომ პირველივე ზარზე არ უნდა გაუღოს კარი უცნობ ადამიანებს, მითუმეტეს, როდესაც სახლში მარტოა...

ჰხუხ

ჯანდაბას, ეს პირველი შეცდომა, მაგრამ როდესაც სახლში უკითხავად შემოსული პირები ამბობენ, რომ გაზი უნდა ჩაგიჭრათო, ალბათ ის მაინც უნდა უთხრა,  რატომ? - ო სხვა თუ აარფერი, ტრაგიკულის ახე მაინც უნდა მიიღო და სიხაურლით არ უნდა მიაცილო სამზარეულომდე - გამეორება ცოდნის დედაა - არაფერი მეშველება!

არაფერი მეშველება - რადგან ჩემს ასაკში ადამიანს ერთხელ მაინც უნდა ჰქონდეს გადახდილი კომუნალური გადასახადი! თუმცა, ის როგორ არის?

ისაო

ყველაფერი ოდესღაც პირველად ხდება

ჰხოდა დღეს სწორედ ეს დღე იყო - გადასახადის გადახდის პირველი დღე

მერე რა რომ ჩემი ფულით არ გადამიხდია

და

მერე რა რომ კდიევ ერთხელ დავრწმუნდი, 

რომ

მინუმუმ 10 000 ლარი მაინც უნდა მქონდეს ხელფასი 

რომ

ავდგე და ჩემი ნაწვალნაშრომი ფულიდან 200 ლარი გაზის გადასახადში გადავიხადო 

ჰხუხ 2

კი არა და

ახლა მივხვდი რატომ დადიან ადამიანები ქუჩაში დაბღვერილგაბრაზებულაღშფოთებულები!

მივხვდი

კი არა

მათი ბედი გავიზიარე

ჰხუხ 3

აბობენ ნერვები არ გაქვს

მქონია

თურმე

თან ბეევრი 

იმდენი რომ გაგინაწილებთ ვისაც გინდათ

ამდენი წლების მანძილზე დარწმუნებული ვიყავი რომ სრულიად უცნობ ადამიანს ვერ ვუყვირებდი

:უსერ:

აი თუ არ

ვუყვირე კი არა ქვითარი ავაფარე სახეში : უსერ:

და თან როგორ ვკიოდი

კიდევ :უსერ:

უფრო კონკრეტულად :

 გაზის ჩაჭრის წინ ინკასატორმა დამიბარა  ა პუნქტში მობრძანდი და კეთილი ინებე და გადაიხადეო

მივბრძანდი ა პუნქტში

სადაც მითხრეს რომ ჯერ  ბ პუნქტში უნდა მივსულიყავი და იქ ამეღო ნებართვა 

ბ პუნქტში მითხრეს, რომ  სანამ ჩვენთან მოხვალ ჯერ ც პუნქტის ნებართვაა საჭირო

ც პუნქტში მისვლისას გაირკვა, რომ საჭირო იყო საბუთი, რომელსაც ა პუნქტში მომცემდნენ

დავბრუნდი ა პუნქტში, სადაც მითხრეს აქ კი არა ბ პუნქტშიო

ავედი ბ პუნტში საიდანაც წამოვიღე საბუთი და მივედი  ც პუნქტში 

და

საბოლოო  დასკვნა ავიტანე ისევ ბ პუნქტში

!!!!!!!!!!

გაითვალისწინეთ,

რომ

ეს ა, ბ  და ც პუნქტბი

სრულიად სხვადასხვა ქუჩებზე მდებარეობს

!!!

გრრრრრ

შედეგი: გაზი ჯერ კიდევ არ მაქვს !!!

აღშფოთება

შეშფოთება

გადაღშფოთება

და მაინც

რატომ?

რატომ ხდება ასე??

ვის უხარია ადამიანების ტანჯვა?

ხომ შეიძლება

ეს სამივე პუნქტი

ერთ შენობაში იყოს განთავსებული?

ხომ შეიძლება, 

ა პუნქტიდნ პირდაპირ  ჰ პუნქტში გაგზავნიდნენ

და

ასე არ სცდიდნენ სად გადის შენი ნერვების ზღვარი?

სად გადის

და

იგოეთის ტეკთან!

ჰხუხ 94834

ჰხოდა ასთრე....

არ მიყვარს ყოველდღიურცხოვრებისეულრეალურამბებზე ბოდიალ ბჟუტური

და

მაინც მომიწია

: ))

მო

მიწია

და

თან 

მიწია

მისმა სიტყვებმა:

რას დაუშლიდით

ჰკითხეს

და

მიწაზე სიარულსო.......... 

Tuesday, April 28, 2009



შენდობას ვითხოვ
და
შენს ნდობას........




სხვა არაფერი


: )

Monday, April 27, 2009

z

ხუთი წლის შემდეგ

მე ზღვა ვნახე...

ნამდვილი ზღვა

მთვლემარე








Friday, April 24, 2009

კენჭ


ჩემი ქვები დავახარისხე ახლა
უკვე ისე მომრავლდნენ
რომ
მივხვდი
აუცილებელია რაიმე წარწერა გავუკეთო
რომ
ერთმანეთისგან გავარჩიო,
თოორემ...
ისე , ეს დიდი ხნის წინ უნდა მექნა
მააგრამ
ზარმაც ზარმაც დოს მარილი აკლია

კი არა და
ჩემი დის ძველი სკივრი კი არა და სამკაულების ჩასაწყობი ყუთი აღმოვაჩინე
რა თქმა უნდა უკითხავად
მივისაკუთრე
და
ჩემი ქვები
აწ უკვე დახარისხებულები
საცხოვრებლად იქ გადავიყვანე...
მანამ
სანამ
დაუბრუნდებიან
მშობიურ კერას....... )
ჰხოდა ამას რომ ვწერ ახლა
თავი სააკაშვილი მგონია
და
ქვები კიდევ დევნილები...: ))
მაგრამ არა
ჩემს ლაპარაკში სიმართლის მცირეოდენი ნაპერწკალი მაინცაა
მხოლოდ არ ვპირდები
ვაბრუნებ კიდევაც..
აი დღეს ორ ქვას დავაბრუნებ სამეგრელოში
კი არა და
ციხეგოჯში
უხარიათ ალბათ..
მერე რა რომ ქვები არიან... ქვას რა გული არ აქვს?
კხმ...
ჰხოდა ისა...
მთლიანობაში დაახლოებით 20 ადგილიდან წამოღებული ქვები აღმომაჩნდა
და
ერთჳ გასაღები..
მახსოვს,
ქოროღლიზე რომ ავედი
ქვა ვერ ვიპონე და გასაღები წამოვიღე
ჰხოდა დევს ახლა ეს გასაღები ამდენ ქვებში
წიწილებში იხვის ჭუკივით : ))
არადა უბრალოდ
იმის დაწერა მინდოდა
რომ
ამ ქვებში
ზოგიერთი მიყვარდება
მაგრამ
ვერ ვუმხელ

რატიანმა სთქუა
და
მეც
გავცოდნისდედავდი..........


პ.ს. ერთი უშვილძირო კენჭი ვიპოვნე...ვერაფრით ვიხსენებ საიდან წამოვიღე... ჰხუხ...
პ.ს.ს. რაც უფრო ბევრ ქვაკენჭს ვაგროვებ
მით უფრო ვსწავლობ
ქვების,
უფრო
სწორად
გა
ქვა
ვების
ფილოსოფიას......

Thursday, April 23, 2009

ჰხ


გუშინ არა და
არც გუშინ წინ
და
არც იმის წინ
უფრო ალბათ ერთი კვირის უკან...
ნახე რობის ახალი კლიპი
ო?
ახალ სიმღერას თუ მოუსმინე
ო?
კარგია, კარგი

თანდათან დაიწყო პაპსავიკური რაღაც რუღაცეები
მასებზე
გატვლილი
აბა როგორ
ოჯახი ჰყავს
შვილები
ხომ უნდა მიხედოს


და
სხვა გზა არ იყო...
დავეთანხმე
არადა გული
ჯერ დამწყდა
მერე
ჩამწყდა

მერე წამოვედი ასე დაწყვეტილ-ჩაწყვეტილ-მოწყვეტილი
დავჯექი
სამარშუტო ტაქსში
კი არა და
მარის შუტკაში
და
რა იქნებოდა ჩართული
თუ არა არ დაიდარო
არადა როგორ არ უნდა დაიდარდო
როცა...
ნუ ეს სხვა თემაა
და
უცენ წამყვანმა
თუ
დიჯეიმ
თუ
დისკ ჯოკეიმ
მაყურებელთა
არა და
მსმენელთა უმრავლესობის მოტხოვნით
რობი კუხიანიძეო!!!!
და ეს სად...
არ დაიდარდოს ეთერში!
ჰხო სწორედ არ დაიდარდოს ეთერში........!!!!
კიდევ კარგი
მძღოლმა გადართო...
ჰხო დაიწყო თუ არა გადართო
და
გამიხარდა
რომ
მძღოლები ჯერ კიდევ ვერ...


და დღეს კიდევ
ვხედავ იმედი თუ როგორ ბავშვივით ფეთქავს

და
თვითონაც ფეთქავდა
ძველი
რობი
და
მაგიტომაც
ავჟიტირდი ალბათ
მეც...





პ.ს. ხვალ ამ დროს სამეგრელოსკენ მიმავალ მატარებელში ვიჯდები
მერე რა რომ წვიმაა გამოცხადებული
და
ჩემი სპალნიკ საძილეც
მცხუნვარე მზეზეა გათვლილი
მერე რა რომ იქ მივდივარ სადაც ვიყავი
და
ახალს არაფერს მოველი
სამაგიეროდ 2 თვის წინ წამორებულ ქვებს დავაბრუნებ
და
რაც მთავარია
გზა!
მე
გობარი ვარ გზის!

Wednesday, April 22, 2009

მნმნმნმნ


ჰხახ
ყოველთვის ასეა
სულ სხვა რაღაცის დასაწერად ვავტორიზაციავდები
და
მერე
სულ სხვა რამეს ვწერ

ჰხოდა
დილიდან ამეკვიატა
რომ....

მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს რა ამეკვიატა
თუ
რას ავეკვიატე
მთავარია, რომ ახლა
უცებ
ძალიან მომინდა
გაუთხოვარ ქალებზე დამეწერა რამე
და
ზოგადად გაუთხოვრობაზე
: ))


არ ვიცი, რატომ...
ალბათ იმიტომ, რომ
ბოლო
სამი დღის განმავლობაში
70 წელს გადაცილებული
გაუთხოვარ
უშვილო
უახლობლო
უნათესავო
მარტოორხელა
5 ზე მეტი ქალი ვნახე....


არ ვიცი,
არ მახსოვს ბავშვიბაში ამ თემაზე ჩემს ოჯახში რაიმე საუბარი თუ იყო
სადმე მოვისმინე
თუ
უბრალოდ ინტუიცია მკარნახობდა ( :დ)
თუმცა
ბავშვობიდან რატომღაც საშინელი სიბრალული მქონდა გაუთხოვარი ქალების მიმართ :))
ალბათ საყოველთაოდ გავრცელებული აზრის გამო
რომ
ქალის უპირველესი მოვალეობა
ბავშვი
ოჯახი
სამზარეულო
(:დ)
ბლაჰბლაჰბლაჰ


არადა რაც დრო გადის
ვხვდები,
რომ........




რომ
ისა.......



როგორც შოთა იათაშვილი იტყოდა



არიან ქალები - უდაბნოები,
ისინი უნდა გადალახო და დატბორო.
არიან ქალები - ჭაობები,
ისინი უნდა ამოაშრო.
არიან ქალები - ლარნაკები,
ისინი წინ უნდა დაიდგა და ათვალიერო,
ხოლო შიგ ჩააწყო შენგან დაკრეფილი ყვავილები,
რომლებიც მალე გაგიხმება და გადაყრი მერე!
არიან ქალები - ტოლჩები,
რომლებიდანაც ვნების წყალი უნდა დალიო,
არიან ქალები - ყრუ კედლები,
მათ უნდა გვერდი აუქციო.
არიან ქალები ხელსახოცები,
ისინი თუკი ერთხელ მაინც გამოიყენეს,
მერე არავის არაფერში არ სჭირდება.
არიან ქალები - გუშინდელი გაზეთები,
მათ არავინ აღარ კითხულობს.
არიან ქალები - ფორმულები,
მათ ძუძუებს დაავიწყდათ
მამაკაცის ტუჩების ელდა.
არიან ქალები - მყუდრო ოთახები,
შეგიძლია შიგ შეხვიდე და მოისვენო,
არიან ქალები - ნიაღვრები,
რომლებიც აქეთ წალეკვას გვიქადიან,
არიან ქალები,
მათ სიყვარულზე ლაპარაკით ვუჭედავთ ყურებს.
არიან ქალები,
რომელთაც სწორედ ამ სიტყვით უნდათ რომ დაგვამარცხონ;
არიან ქალები,
მუდამ ჩვენთან არიან ქალები,
არიან ქალები - რომელთაც გვშობეს,
არიან ქალები - დაგვიტირებენ რომელნიც ბოლოს,
არიან ქალები - ჩვენი შვილები,
ჩვენ მიერვე ჩვენივე ჟინისგან გამოჩორკნილნი,
არიან ქალები . . .
და არიან კიდევ ქალები - პოეტები,
დაღლილნი და ღამეების მარტოობას შეფარებულნი,
ქალები - ტკივილები
''თვალების რაფებზე ჩამოწყობილი ცრემლებით,''
ქალები, რომელთაც შეუძლიათ
მამაკაცების ბინძური გულები - ავგიას თვალები
გააღონ ხანდახან, გაანიავონ და გამოწმინდონ,
ქალები, რომელთაც ბაგეებზე პომადის ნაცვლად სცხიათ ლექსები,
ქალები, რომელთა სხეულზეც სუნამოს სურნელი
სურნელია ბალახების, მზის და გვირილის,
ქალები, რომლებიც ყველაზე მეტად და
ყველაზე ნაკლებად არიან ქალები,
ქალები, რომლებიც ვერ გახდებიან ვერც ჩვენი დედები,
ვერც ჩვენი დები, ვერც ჩვენი ცოლები,
რამეთუ ისინი ეკუთვნიან ყველას და არავის,
რამეთუ მათ სუსტ მხრებს აჰკიდეს
ჩვენი ცოდვები და ტკივილები,
რადგან მათ უთხრეს: თქვენ უნდა იყოთ
უდაბნოები - ქალები და კიდევ ქალები ჭაობები და ლარნაკები,
თქვენ უნდა იყოთ ქალები - ტოლჩები, ქალები - კედლები,
ხელსახოცები, გუშინდელი გაზეთები და ნიაღვრები,
თქვენ უნდა იყოთ ქალები - მყუდრო ოთახები
და ის ქალები სუყველანი,
რომლებიც ''უბრალო'' ქალები არიან და
ზურგზე მოგდებულ თავიანთ პატარ-პატარა
ტკივილისა და სიხარულის გუდით დადიან,
დადიან და ვერც გუმანობენ, რომ თქვენც არსებობთ,
ტუჩებზელექსებწაყრილი ქალები,
ძალინ დიდხანს ნამალავი და
უნებურად მაინც აშკარად გაცხადებული
პირღია ჭრილობებით,
ქალები - პოეტები,
ლურჯი ზმანებებით
და ''ყელზე გამობმული ღუზით,
რომელიც ზღვაში გახრჩობთ,''
ქალები - პოეტები, რომელთაც ასე ძალიან
მინდა გითხრათ:
დიდი მადლობა და ბოდიში ყველაფრისთვის!

ჰხოდა
რა მნიშვნელობა აქვს
ვინ
რომელ კატეგორიაში იპოვნის
ბედის
ნიერებას.......

Tuesday, April 21, 2009

მმ

სიტყვები
ხან
და
ხან
სათქმელს
ვერ
ამ
ბობ
ენ






კი არა და


მოვი
რაჭა
ლეჩხუმ
სვანეთე














Tuesday, April 14, 2009


ისა....
ბლოგზე ერთხელ თჲ დაწერ დღეში იმავე დღეს მეორედ რომ დაწერო არ შეიძლება?
კი არა და
როგორ არ ვიცი
შეიძლება
შენნი ბლოგია
და
გინდა დღეში 2034047 -ჯერ დაწერე
გინდა სამ თვეში 1 ელ
მაგრამ
აი ნახევარი საათის წინ რაღაც წავიბჟუტურე
და
ახლა უცებ შემომიტია ისევ წერის სურვილმა
და
გული დამწყდა
არადა დღეს ხომ უკვე დავწერეთქო

ჰხუხ

ძალად მოკრძალებული მორალური კანონები ჩემში - ჰხეჰ...
სასაცილოა
სასაცილო
რომ იყოს



კი არა და

რაც დრო გადის
დამკვირვებლად ვყალიბდები

თან უკვე იე კარგად მოვირგე ეს უპროფესიო პროფესია
რომ
ძალიან ცხადად
ყოველგვარი შფარვისა და დაფარვისა და გადაფარვის გარეშე ვაკვირდები
ყველაფერს
დაწებეული სხვისი ცხოვრებიდან
დამთავრებული ჩემი ცხოვრებით



ცხოვრების დამკვირვებელი - ახალი პროფესია
თანაც ქართული
ეროვნული
შეიძინეთ
მხოლოდ ჩვენთან
იჩქარეთ
სანამ საგაზაფხულო ფასდაკლებაა


კი არა და


დასკვნა ნომერი 097097907 სხვისი ცხოვრებიდან:
ის ეძებს
ეძებს იქაც კი სადაც არ უნდა ეძებდეს
და
ეძებს ისე ცხადად
და
ხანდახან უხეშად
რომ
სა20არია
რა უნდა იპოვნოს
ამ
სიუხეშეზე უფრო უმეტესი
მაგრამ
იპოვნის
რადგან ეძებს......





დასკვნა ნომერი 7097437431 საკუთარი ცხოვრებიდან

არსებობენ 2 კატეგორიის ადამიანები

ადამიანები, რომელთაც შეგიძლია დაელაპარაკო
და
მოუთხრო
და
რჩევა ჰკითხო
მაგრამ
ამ ადამიანებს
არ სურთ
შენი მოსმენა...


და ადამიანები
რომლებსაც სურთ დაუჯდე
და
მოუყვე
და
მოგისმინონ
და
რჩევა ჰკითხო
მაგრამ
შენ არ გინდა
ამ
ადამიანებთან
საერთოდ
რამის თქმა...........






და კიდევ......
სახლის ფანჯრები არასოდეს იღებიან სასურველ მხარეს

მაგრამ
მაინც
ბედნიერებაა
რომ ვარსებობ,
თორემ
ნაღლევს მივეცემოდი





პ.ს. წეღან პერწკლისთან შევიჭყიტე
დაუკაკუნებლად
და
მეც გამიხრდა
რომ
სააღდგომოდ
შესსაძლოა
სვანეთს ვესტუმრო

:ც





არადა ასეთი ხვეულთმიანი
ერთ დროს
მართლა

ვიყავი







კი არა და

აღიარება იწვევს გავლას!
ჰხოდა
ამიტომაც
არ ვაღიარებ!
ვოტ!





მინდა ომი? მივიღებ ომს!
მინდა......






ვითომ

Monday, April 13, 2009

ნჭ


ჰხუხ
რაც უფრო მეტი მიგროვდება დასაწერსათქმელი
მით
უფრო მეზარვის წერა,...
ჰხო აბა
საიდან დავიწო
ის რომ
არც კი ვიიც
დროებით თუ სამუდამოდ
უმუშევარი რომ დავრჩი
თუ
ის რომ
გუშინ ჩემი ფეხები გავასეირნე
კი არა და
მთეეელი 18 კმ ვატარე
ძეგვიდან შიომღვიმეში
და
შიო მღვიმედან მცხეთამდე
თუ
ის რომ მთეეელი 2 კვირაა
მეგობრები არ მინახავს
და
მართალია საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია,
რომ
მე და მონატრება ერთმანეთთან ვერ ვმეგობრობთ
მაგრამ
მაინც ისა..
თუ ის,
რომ
დრო და სივრცე
ისევ
დრო -ბენ და სივრცო- ბენ
ჩემ
ში
და
ჩემს
გარეთ
თუ ის,რომ.........


ჰხოდა ამიტომ იმიჯზე ვისაუბრებ
ვისაუბრებ რა დავწერ
1-2-3-4-5-6-7-8
სიტყვას


გუშინ მოვდიოდი არც თუ ისე ტყიანბალახიანხეებიან გზაზე
და
მივაგორებდი წინ კენჭებს
და
კენჭებს წინ უსწრებდნენ ფიქრები
იმიჯზე

იმ იმიჯზე
რომლის შექნაშიც
მე მონაწილეობა არ მიმიღია
მართლა არ მიმიღია
იმიჯი თავად მოვიდა ჩემთან
და
დასახლდა
და
გამაიმიჯა
და
ახლა რატომღაც
ყველას
პირველად თუ მე-100-ედ შეხვედრილს
პირველი ის ეჩხირება თვალებში და....


ადამიანი ჰქმნის იმიჯს
თუ
იმიჯი ჰქმნის ადამიანს?


თუ სხვა ადამიანები ჰქმნიან სხვა ადამიანის იმიჯს
და
მერე ის სხვა
კიდევ
სხვას
და
კიდევ და........



აბლაბუდა!

მერე გაუკვირდებათ რატომ მიყვარს
ობობობობოები

ჩემი ცხოვრება თუ ერთი დიდი აბლაბუდაა
მაშინ ისა....

ჰხოდა...

ყოველდღიურად რაღაცას ვთმობ
აი მაგალითად,
გუშინ შიო მღვიმეში
კენჭები დავაბრუნე
ორი კენჭი
2 თვის წინ წამოღებული.....

Saturday, April 11, 2009

კრიზის


ყველაფერი ყოველთვის მეორე დღეს იწყება

ჰხომს!
მეორე დღეც მეორე დღეს იწყება და კიდევ მეორე დღეს და კიდევ და....
კრიზისი დასრულდა
კრიზისი დაიწყო
ო.
გამოვკრიზისდი
ყველგან
და
ყველაფერში
და
რომ ვთქვა წუწუნი არ მიყვარსთქო
ალბათ
ყველას გაგეცინებათ
მთელი შენი ბლოგი აბა სხვა რა არის

მაგრამ თავის დაძვრენა ყველაფრიდან შეიძლება
აი თუნდაც აქედან
ქუქუნი კი მიყვარს
მაგრამ
მხოლოდ იმ საკითხებზე რაც საწუწუნოდ არ ღირს...
ჰხოდა ახლანდელი ჩემი საბზღუნწუწუნკრიზსო
კი
ნამდვილად
საბუზღუნწუწუნკრიზისო

და
ამიტომაც
დავ
დუმ
დებ


ჰხუხ






დრო მოიტანს მოსატანს
და
დრო წაიღებს წასაღებს
და
არა მარტო წასაღებს
ხელს კიდევ სხვა რაღაცეებსაც გააყოლებს


ქურდი დრო!
დაიჭირეთ....



მე - მაყურებელი


32382 -ე სერიის დასასრული





ანონსი

32383 - ე სერიაში თქვენ ნახავთ
თუ როგორ
ვძებნე
და
ვერა ვპოვე რა
ჩემ
ში
საინტერეს

ამიტომაც
დასკვა ნომერი 403470123497 მზადების პროცესშია....

Thursday, April 9, 2009

ჯკ


ღია არ დაგრჩეს კარი, ხათო!
ყველა კარი კარგად შეამოწმე
ხომ ნამდვილად ჩარაზულია...
ფანჯრები დაკეტე
ფარდები ჩამოაფარე...

ისევ არ შემოგეპაროს
გაფრთხილებ!
ისევ არ....

Tuesday, April 7, 2009

+/-1


წვიმა მოიტანს
წვიმა წაიღეებს
გაზაფხულებს
და
გამხმარ ყვავილეეებს
ღრუ
ბეეელს


ჰხეხ
ამოვიჩემებ ახლა ამას
გამიჭირდება
: ))

კი არა და

დრო და სივრცე განსაკუთრებით მიტევენ ბოლო ხანს
პარალელები
შედარებები
ჰხუხ
ერთი წლის წინ
და
ერთი წლის შემდეგ ვერ დავაძმობილე
გაიყარნენ
დაიშალნენ მარტივ მამრავლებად
გუშინ
ვიწექი
სხვა სახლში
სხვა საწოლში
და არ მეძინა...
უფრო სწორად ვერ...
ერთი წლის წინანდელი იგივე სახლის იგივე ოთახის იგივე საწოლი
ისე
მერალურთვალხატებოდა,
რომ
ძილი გადაიკარგა ცხრა მთასა თუ ცხრა ზღვას იქით...

1 პარილი იყო
მოვდიოდით კახეთიდან...დაკრძალვიდან...
და
ვფიქრობდი,
რომ
რა საშინელებაა ეს სამძიმარდაკრძალვებზე სიარული
რომ აღარ
აღღარ წავალ
1-2-3-4-5 წელი
აღარანაირი სამძიმარი
და
აღარანაირი დაკრძალვა...
მერე დედამ დარეკა
და
დიდხანს ლაპარაკობდა მობილურზე შეშფოთებული ხმით
რომ
არ ღირდა ოპერაციის გაკეთება
რომ
ბიძაჩემი უკვე 65 წლისაა
და
რომ 10 წელს კიდევ იცოცხლებს ოპერაციის გარეშე
და
რომ ეს 10 წელი საკმაოდ ბევრია
10 წელი
და
ყურებში გამკინავად მესმოდა
10 წელი
გამოწერილი 10 წელი...
10 წლის სიცოცხლის გარანტია


მესამე დღეს საოპერაციო მაგიდაზე გარდაიცვალა
და
მე რატომღაც
სადღაც
გულის კუთხეკუნჭულის მიყრუებულ უბნებში
მალულად ვიგრძენი სიხარული
რომ
ბიძაჩემმა უარი თქვა გარანტირებულ 10 წელზე
და
გარდაიცვალა მაშინ
როცა
მისი გარდაცვალების დრო მოვიდა....


მერე ის იყო რაც იყო
იგივე ოთახი
იგივე სახლი
იგივე საწოლი
და
ტირილი და ყვავილები
ყვავივლები და ტირილი
ყვავილები და ყვავილები
ერთით ნაკლები ოჯახის წევრი
1წლის წინ
და
სიცილი და სიცილი
და
სიცილი და სიცილი
და
სიცილი და სიცილი
და
1ით მეტი ოჯახის წევრი
ერთი წლის შემდეგ
და...

და
არაფერი..
აღარაფერი
ახალი....




ღრუბეეელს
ღრუუუბელს
ღრუუუბელს
მიაგავს ჩვენი 20ნება
დაიხატება
ისევ გაქრება
დაღლილ ცრემლივით
ციდან ცრემლებათ
და
იფანტებააააა.................

Sunday, April 5, 2009

:დრუგ:


ვგრძნობ, რომ უნდა ვყოფილიყავი ის
ვინც არვიყავი
რათა გავმხდარიყავი
ის
რადაც მსურდა
ყოფნა

ვიღაცამ სთქუა

მე კი ვიტყვი
რომ
ფეხი ამიცდა დროში
და
წავიბორძიკე

ცოტათი უკან ყოფნა მხოლოდ ტკივილია
ცოტათი წინ - მხოლოდ სიხარული
აწმყო - ბურუსბურუს დოს მარილი აკლია



კი არა და


იდეა!
გამოიგონე იდეა და გაამართლე მომავალი

ვსთქუი მე
მაგრამ
სად მაქვს მაგდენი ფანტაზია...

ჰხუხ


კავშირი დამეკარგა
თუ იპოვნით
დამიკავშირდით
მპოვნელი
დასაჩუქრდება
ჩემი გაღიმებული სახით

კი არა და



აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა


არადა
ჩემი წარსული

ამწყო

და
მომავალი

სრულიად დამოუკიდებელი ერთეულები არიან
რომელთაც
ერთმანეთთან არანაირი კავშირი აქ აქვთ
არათუ
დედა
შვილობა


დროში მიმოვიფანტე
ამკრიფეთ
შემკრიბეთ
ამაწყვეთ
გულზე ჩამომიკიდეთ
და
მატარეთ
როგორც მძიმე ტვირთი



სამყარო ქეთოსავით მოჯადოვებულგაქვევაბულდაამნეზიავებულია
არ გიმღერებთ იავნანას
არ გამოგაფხიზლებთ
არა!
დაე...........


პ.ს. სიზმარში ყაზბეგში ვიყავი...რამდენი ხანია მინდა წასვლა და ვერ წავედი
ჰხოდა სიზმარში ვიყავი ყაზბეგში
და
ძალიან დარწმუნებულლი ტონით
ვამტკიცებდი
რომ
ჩემს ძარღვებში
სისხლის ნაცვლად
ორი სახის სითხე მიედინება..

პირველი - ცისფერი სითხე - იმ დროს, როცა მგონია, რომ მე მე ვარ
მეორე - ზღვის წყალი - როცა ვღელავ

ჰხოდა ასთრე.....

Friday, April 3, 2009

:ვიკ

ვერ ვიტან, როცა

ვიღაც
ვიღაც
ვიღაც
ვიღაც
ვიღაც
და
კიდევ
ვიღაც
ების
თვალებში

მხოლოდ
იეროგლიფი ვარ
რომლის
გაშიფვრასაც ცდილობენ!!!


ვერ ვიტან!!

Thursday, April 2, 2009

ობამა გაჰილარიკლინტონებულა საჰილარიკლონტონეში ჩაობამებულა




კი არა და


რა სტუბი, რის სტუბი

ჰგიაჰ მაისაშვილიჰხთ