Thursday, April 23, 2009

ჰხ


გუშინ არა და
არც გუშინ წინ
და
არც იმის წინ
უფრო ალბათ ერთი კვირის უკან...
ნახე რობის ახალი კლიპი
ო?
ახალ სიმღერას თუ მოუსმინე
ო?
კარგია, კარგი

თანდათან დაიწყო პაპსავიკური რაღაც რუღაცეები
მასებზე
გატვლილი
აბა როგორ
ოჯახი ჰყავს
შვილები
ხომ უნდა მიხედოს


და
სხვა გზა არ იყო...
დავეთანხმე
არადა გული
ჯერ დამწყდა
მერე
ჩამწყდა

მერე წამოვედი ასე დაწყვეტილ-ჩაწყვეტილ-მოწყვეტილი
დავჯექი
სამარშუტო ტაქსში
კი არა და
მარის შუტკაში
და
რა იქნებოდა ჩართული
თუ არა არ დაიდარო
არადა როგორ არ უნდა დაიდარდო
როცა...
ნუ ეს სხვა თემაა
და
უცენ წამყვანმა
თუ
დიჯეიმ
თუ
დისკ ჯოკეიმ
მაყურებელთა
არა და
მსმენელთა უმრავლესობის მოტხოვნით
რობი კუხიანიძეო!!!!
და ეს სად...
არ დაიდარდოს ეთერში!
ჰხო სწორედ არ დაიდარდოს ეთერში........!!!!
კიდევ კარგი
მძღოლმა გადართო...
ჰხო დაიწყო თუ არა გადართო
და
გამიხარდა
რომ
მძღოლები ჯერ კიდევ ვერ...


და დღეს კიდევ
ვხედავ იმედი თუ როგორ ბავშვივით ფეთქავს

და
თვითონაც ფეთქავდა
ძველი
რობი
და
მაგიტომაც
ავჟიტირდი ალბათ
მეც...





პ.ს. ხვალ ამ დროს სამეგრელოსკენ მიმავალ მატარებელში ვიჯდები
მერე რა რომ წვიმაა გამოცხადებული
და
ჩემი სპალნიკ საძილეც
მცხუნვარე მზეზეა გათვლილი
მერე რა რომ იქ მივდივარ სადაც ვიყავი
და
ახალს არაფერს მოველი
სამაგიეროდ 2 თვის წინ წამორებულ ქვებს დავაბრუნებ
და
რაც მთავარია
გზა!
მე
გობარი ვარ გზის!

No comments: