Showing posts with label დაუსკვნელი დასკვნები. Show all posts
Showing posts with label დაუსკვნელი დასკვნები. Show all posts

Thursday, June 4, 2009

დაუსკვნელი დასკვნები


დასკვნა ნომერი 309283902138


ე.ი.
რა ხდება

სევდა სულის ტკივილია
სულის ტკივილი ბადებს კითხვას
”რატომ”
”რატომ” კითხვაზე
პასუხის გაცემა
იწვევს
საკუთარი თავის შეცნობას
ვინც შეიცნო
საკუთარი
თავი
მხოლოდ
მან
შეიცნო
უფალი
უფლის შეცნობა
კი
რწმენაა
რწმენა
კიდევ ისაა...რა ჰქვია.........


კი არა და

გიხაროდენ და მხიარულ
იყვენით
რამეთუ
რა
მე
თუ.........








ჰხუხ

კომიუტერული თამაშივითაა
სანამ ბოლო ლეველზე ავალ
ჯერ
ბევრი რამ უნდა გადავლახო
კი არა და
”რატომ”
ზე
ვარ გაჭედილი
ჰხუხ

დახმარებებიც ამოვწურე
ვგონებ....

Tuesday, March 24, 2009

დასკვნა ნომერი 872472147


აჰხა..
მოსულა უკვე 2ის ნახევარი
რაც იმას ნიშნავს
რომ
ხათო ახლა ადგება,
ჩავა ”ზემელში”
და
იყიდის
გამხმარგამოფიტულუცხიმო ლობიანს....
ასე ხდება სულ
სულ
და
სულ
და
სულსულსულ
ყოველ დღეს
2-ის ნახევარზე ჩავდივარ და ვჭამ ლობიანს
და
ჯერ არცერთხელ არ მიკითხავს ლობიანისთვის
უნდა კი რომ ვჭამ?
ჰხუხ
რამ გამახსენა...

დილიდანვე ამომაჩემდა,
რომ
დღეები რბიან ვით კამათლები
შავ-თეთრ-მონაცრისფრო დღეების არის მრავლობა

ტყუპები, როცა ერთმანეთს სა80რად ჰგვანან
რაც არ უნდა განსხვავებულკად ჩააცვა
და
სხვადასხვა ვარცხნობა გაუკეთო
მაინც ერთმანეთს
ემგვანებიან
ჰხოდა დღეებიც ასეა....
ტყუპი დღეები
სხვადასხვაგვარად შეფერადებული მაგრამ მაინც ერთმანეთის ანალოგები...

დღევანელი დილა = გუშინდელ დილას = ხვალინდელ დილას
და ა.შ.
კი არა და
ფიქრიც კი ყოველ დილით, 10:03 წუთზე
სახლიდან გამოსვლისა და ქუჩაში გადასვილსას
”საქართველო 1ად1 ქვეყანაა, სადაც ცალმხრივ ქუჩებზეც კი ორივე მხარეს უნდა გაიხედო”...

ჰხოდა ასთრე
კი არა და
ისთრე...
გუშინ დიიდი დღე ჰქონდა ჩემს სტომატოლოგს
როგორც იქნა ეშველა
და
მასთან ერთკვირიანი ვიზიტი დავასრულე
როგორც თავად ამბობს,
მის პრაქტიკაში ყველაზე რთული ერთი კვირა დასრულდა...
არც გაემტყუნება.. ალბათ მართლა ძნელია კბილი დაუპლომბო პაციენტს, რომელიც პირს არ აღებს...
ჰხუხ
:უსერ:
ჰხოდა გუშინ ჩემთვისაც დიიიდი დღე იყო
დიდი რა....24 საათიანი
მაგრამ მაინც...
აღმოჩენა ნომერი 903848274

სრულიად მარტივია აკონტროლო უკონტროლო სიტუაციებიც კი
თუ მოინდომებ!
და ამასთან..კიდევ ერთხელ....
ადამიანების შესაძლებლობები იმდენად უსაზღვროა,
რომ...
როოომ....
როოოოომ....
ისა...
მაგალითისთვის


ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ყოველ დღეს მიხდებოდა სტომატოლოგთან მისვლა... კბილის დაპლომბვის თუ დაბჟენის დროს მიკეთებდა ანესთეზიას, როგორც ხდება ხოლმე .... ჰხოდა ერთხელაც დამაინტეერსა, რამდენადაა შესაძლებელია აკონტროლო ანესთეზიის მოქმედება...ბოლოსდაბოლოს, რაღაც პატარა სითხე როგორ უნდა მოერიოს ამხელა ორგანიზმს კი არა და ME ვაჰხთ, შედეგად მივიღე ის, რომ ნახევარი ამპულის ნაცვლად სტომატოლოგს მოუწია ზუსტად 4 ამპულა ანესთეზიის გაკეთება და შედეგი იყო ნული, ანუჰხთ საერთოდ არ დაბუჟდა ყბა გარკვეულწილად მოვაღწიე ანუ მიზანს...

ნუ მართალია, სტომატოლოგისგან წამოსვლის სემდეგ, როცა ორგანიზმი მოეშვა, ოთხივე ამპულამ ერთად იმოქმედა, მაგრამ მაინც........ : DD


ჰხოდა ამით იმის თქმა მინდოდა, რომ
იმის რომ
როომ
როომ
ისა..

არაფერი

ჰხუხ
მთელ 15 წუთია ზემელში ერთჳ საწყალი ლობიანი დევს და მელოდება
როდის მივალ
და
შევახრამუნებ

გავიქეცი

:ც

Thursday, February 5, 2009

დასკვნა 327312873412


მარტივი ჭეშმარიტებიდან:

რაღაც უნდა დათმო, რომ რაღაც მიიღო!


ადამიანიც ხომ ჭურჭლის ნაირსახეობაა
რა მნიშვნელობა აქვს რისი ჭურჭელი ხარ, სულის, ხორცის, ამაოების, ვნების, გრძნობების, სიყვარულის, ბოროტების....
ჭურჭელი ჭურჭელია...
ჰხოდა,ვთქვათ ჩვეულებრივ ჭიქაში, რომელიც სავსეა წყლით, ძალიანაც რომ მოვინდომოთ, კიდევ ხომ ვერ ჩავტევთ სხვა სითხეს, თუ უკვე სავსეა?
საჭიროა გადაღვარო და ისე გაავსო თავიდან...

ჰხოდა სულ ესაა რა

თუ შევსება გინდა, ჯერ უნდა დაიცალო...
უბრალოდ, დაცლის მომენტი არც თუ სასიამოვნოა
ბევრი რაღაც გადაჰყვება თან
სამაგიეროდ....
ისაო...
ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია

კი არა და
ნუ კრეფ მაგ ვარდებს, ნუ, დაჭკნება ლარნაკში, გაუშვი, იყოს, იხაროსო....
რა ვარდი
სად ვვარდი
ჩავვარდი
თოკი!
მოიცა...
სად გავჩერდით?
ჰხო..ავსება, შევსება, გავსებაზე...



უბრალოდ ისა....
ისა...
ჯერ ის არ ვიცი
იმაზე მეტი მივიღე, ვიდრე დავკარგე თუ იმაზე მეტი დავკარგე, ვიდრე მივიღე........


კი არა და


ჩანაცვლების მეთოდი!
ჩამანაცვლე
ჩაგანაცვლე
ჩავანაცვლე
ვერ
მე
ნაცვალე
თუ
გე
ნაცვალე
ნაცვლად
მის



:)

Wednesday, February 4, 2009

დასკვნა ნომერი 382328362863




ყველანაირი დასკვნა ცრუ არს
დავასკვენი
კი არა და
დავასკვენი რომ აღარაფერი აღარ უნდა დავასკვნა
იმიტომ რომ
იმიტომ
რომ
იმიტომ რომ
იმიტომ......











ყველა ჩემმა დასკვნილმა დასკვნამ აღასრულა ვერა და დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით

თუუუუუურმე....
ისა...






უბრალოდ


10 აგვისტოს მერე გუშინ არა და გუშინ წინ პირველად გავვიარტრასავე გორი
და
გამახსენდა :

ჩემი ყველაზე ხანდაზმული დასკვნა სწორედ გორში აგვისტოს შავბნელის რა გითხრათ მზიანმცხუნვარე დღეს რუსულ ბომბებს ემსხვერპლა...
არადა, მანამდე როგორ მჯეროდა, რომ...

რომ
რომ
რომ


აღარფრის....
ვეღარაფრის....



23 წლიანსტაჟიანმა დასკვნებმა პრაქტიკაში გამოცდა ვერ ჩააბარეს
და
გაირიცხნენ ჩემგან


ჰხო...ისა...
მმმმ
სამწუხაროდ, გამონაკლისები ყოველთვის არსებობს
ამ შემთხვევაშიც
ერთმა დასკვნამ მგონი გამოცდაზე საქმეები ჩააწყო და გადალახა კურსი
კი არა და
ჩემი ტვინის ხვეულხუჭუჭები
მერე გამეფდა
და
დაამყარა დიქტატურა და აკრძალა ყველა დასკვნა, მის გარდა...

ჰხოდა ასე...

კი არა და
არ მკითხოთ ეგ დასკვნა რომელი დასკვნააო
არ მკითხოთ ვაჰხთ
არა

Wednesday, January 14, 2009

დასკვა ნომერი10381273827


ადამიანები მხოლოდ ფორმას იცლიან

შინაარსს არა...

Saturday, December 27, 2008

დასკვნა ნომერი 21873137


ყველა ადამიანში

1

ირინა სარიშვილი

1

კანდიდი

1

შადიმან ბარათაშვილი

1

ნიკა რურუა

1

მაზოხისტი

3

მგელი

და

4 გოჭი ცხოვრობს......

ანუჰ:

1)ირინა სარიშვილი - ყველა ადამიანი ცხოვრების რაღაც მონაკვეთზე წამიერად ან წუთობრივად ან საათობრივად გრძნობს, რომ საყვარელია, მაგრამ ამას მის გარდა ვერავინ ამჩნევს

2)კანდიდი - ყველა ადამიანში არის დაგროვილი ოპტიმიზმის ულევი მარაგი, რომელის გამოყენებაც მხოლოდ კრიტიკულ მომენტებში შეუძლია - როცა ყველაფერი უკან მიდის, გრძნობ, რომ ყველაფერი უკეთესობისაკენ მიემართება

3) შადიმან ბარათაშვილი - ყველა ადამიანი მოღალატეა! განურჩევლად სქესისა, რასისა, ასაკისა, ეთნიკური წარმომავლობისა, კანის ფერისა,რელიგიური მრწამსისა - მოღალატე მოღალატეა - რა მნიშვნელობა აქვს ვინმეს, რამეს, იდეებს, იმედებს, საუთარ თავს თუ სხვის თავებს უღალატებ....

4) ნიკა რურუა - ყველა ადამიანს აქვს სულ მცირე ორი მხარე - დღე და ღამე - შავი და თეთრი - მარჯვენა და მარცხენა - არ არსებობს ბოლომდე კარგი და ბოლომდე ცუდი ადამიანი - ყველა ადამიანში მზეა, შეეცადე დაინახო -ო

5) მაზოხისტი - ყველა ადამიანი ბუნებით მაზოხისტია - ჰა ახლა, აღიარეთ, რომ იმაზე უფრო დიდი და განსაკუთრებული სიამოვნება არ არსებობს, როცა ხვდები რომ ყველაფერი ცუდადაა, სულ ყველაფერი, სულსულსულსულ ყველაფერი....ზეაღმატებითი უარყოფითი ”უ”- ს პიკში განუზომელი ბედნიერებაა.. წამიერი, მაგრამ მაინც ........

6) სამი მგელი - ჰხო, მგლებს რაც შეეხება რიცხვ 3-ს გვერდით შეგვიძლია განუზომელი რაოდენობის 0 მივუწეროთ , იმიტომ რომ ადამიანი მშიერი მგლების გალიაა, ხანაც მომთვინიერებელ-დამპურებელი.....

7) 4 გოჭი - ამას სჯობდა ერთი ღორი დამეწერა, მაგრამ ვერ ვაკადრე...ღორს თუ ადამიანს რა მნიშვნელობა აქვს...

ჰხოდა ასთრე

როცა 

ერთ ადამიანში

ამდენი რამ

თითქმის მტელი მსოფლიო თავსდება

როგორ შეიძლება მოიწყინო....

მითუმეტეს

როცა  აქ ჩამოთვილის გარდა კიდევ იმდენი რამის აღმოჩნეა შეიძლება.....

:ც

პ.ს. ყველა ადამიანი არ ნიშნავს ყველა ადამიანს........