Saturday, February 19, 2011

ჰჯკლჰჯკლჰკ/ლ


გუშინ ძილის წინ კიდევ ერთხელ გავიხსენე "აგვისტოს ომი"...
ჩემმა ვასასიკომ "ფეისბუქმა რა ქნა" თუ რაღაც მოიტანა სახლში
და
გადავშალე და ერთი ბლოგერის პოსტი შემომეკითხა
ომზე იყო...
ჰხოდა რომ დავწექი ძილის წინ კიდევ ერთხელ შემომახსენდა ის დღეები...
მერე არაფერი
ავდექი
ჩავიცვი
და
წავედი
ქართულ-რუსულ ქორწილში
და
სულ აღარ ვფიქრობდი აღარც აგვისტოზე და აღარც ომზე
თუნდაც იმიტომ რომ
გარეთ აგვისტოს შესაფერისი ამინდი ნამდვილად არ იყო
და
არც განწყობა იყო ომისსაფიქრად შესაფერისი...
მოკლედ ყველაფერი ჩვეულებრივად იყო
სანამ
პატარძლის რუსმა სტუმრებმა სადღეგრძელო არ შესვეს
და
მიკროფონში რუსის მიერ ნათქვამი რუსული არ გაისმა...
ჰხო რუსის მიერ ნათქვამი, იმიტომ რომ
რაოდენ კარგადაც არ უნდა იცოდე რუსული
ვერასდროს ვერ წარმოთქვამ სიტყვას ისე
როგორც რუსი ამბობს ამას...
მითუმეტეს თუ ეს რუსი კაცია
და
ამ დროს განსაკუთრებით კარგად მესმის რუსი ქალების
რომლებიც ასე მიძალებულნი არიან ქართველ კაცებს...
თუმცა ეს სხვა თემა...
უბრალოდ ისა...
დღეს კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ
ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი გვიან ხდება
ყველა ემოცია
და
ყველა გრძნობა
მაშინ მოდის, როცა
ამის დრო აღარაა
და
როცა ის დრო უკვე გავლილია...
ჰხო
დღეს 19 თებერვალია
მალე 3 წელი გავა აგვისტოს ომიდან და თანდათან ეს პერიოდი იმ თარითღს დაემსგავსება
რომელსაც მხოლოდ 08.08 ში გავიხსნენებთ
და
აწი მხოლოდ წლებს დავუთვლით რომ
ეს იყო 2 წლის წინ..
ეს იყო 3 წლის წინ
ეს იყო 10 წლის წინ...
გვახსოვდეს აგვისტოს ომი
და
ა.შ...
ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი გვიან იწყება
და
მეც გვიან მივხვდი
რომ
ამ ქართულ-რუსული სადღEგრძელოებსია
და
თბილისი-მოსკოვის მეგობრობის ფონზე
მე ჯერ ვერ ვაპატიე
ვერც რიგით რუსს
რომელმაც
არც არაფერი იცის
ჩემს სამი წლის წინ შეწყვეტილ შვებულებაზე
და
იმ სიზმრებზე
რომლებიც კვირაში ერთხელ მაინც მესიზმრება
და
სიზმარში ბომბებს მიშენს....
ვერ ვაპატიე...
და არც ვცდილობ ვაპატიო
იმიტომ რომ
იმიტომ რომ
იმიტომ რომ
იმმიტომ!!!








პ.ს. ქორწილში ოსური შეუკვეთეს და მუსიკოსებმა არ დაუკერეს... ალბათ სიტუაციის დაძაბვას მოერიდნენ... ოსურის ნაცვლად მორიგი უნინჭო რუსული პოპესტრადის ნიმუში დაუკრეს და ჩემმა თანამსრომლებმა ამ სრულიად შეუსაბამო მუსიკაზე იცეკვეს ოსური.... აარადა არ ვარ არც სენტიმენტალური... არც პატრიოტიზმის დონეა საშუალოზე მაღალი ჩემში, არც საქართველოს მივიჩნევ მსოფლიოში ყველაზე მაგარ ქვეყნად, მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში ჩემში მაინც ცოცხლობს რაჭის ერთი ჩვეულებრივი მთვარიან მგლის ყმუილიანი ღამე და ჩვენი ღრმა რწმენა, რომ "შესაძლოა, რაც მაგრები ვართ, ქართველები არ ვართ, მაგრამ რუსებს მაინც ვჯობივართ"

Saturday, February 12, 2011

ლჯკჯნ


მახსოვს მობილურები არ იყო მაშინ...
მობილურები კი არა, არც სინათლე იყო და არც გაზი
და
დაბინდებისთანავე დაძინებაზე გემრიელი გასართობი არ არსებობდა...
მახსოვს, მამა ხშირად იგვიანებდა ხოლმე და რადგან არც მობილური არსებობდა არც გაზი და არც სინათლე, მე არ ველოდებოდი მამას, ვწვებოდი და ვიძინებდი..
სამაგიეროდ დედა ათენებდა ღამეს,
იჯდა სიბნელეში და ელოდებოდა...
ეს დიდი ხნის წინ იყო
ძალიან დიდი,
მაგრამ
მაინც მახსოვს ჩემი მაშინდელი ემოცია
ვიწექი და ვფიქრობდი, ნუთუ ოდესმე მეც გავხდები ცოლი, მეც მეყოლოება ქმარი რომელიც დააგვიანებს და მეც უნდა ვიჯდე და ველოდო როდის მოვა, მიუხედავად იმისა, რომ ცივა, ბნელა და ძილზე კარგი გასართობი არ არსებობს...
სად იყო ჯერ მაშინ გამოგონილ ნათქვამი ის დიდადდიებული გამოთქმა "ოჯახი ხრამიაო" :D
მაგრამ კი ვგრძნობდი
ვგრძნობდი კი არა, განვიცდიდი და სასტიკად მეშინოდა, რომ ოდესმე მეც მომიწევდა ცოლის მძიმე ტვირთის ტარება და ქმრის ლოდინი ბნელცივდაუმობილურო სივრცეში :D
რამდენი რამ შეიცვალა მას შემდეგ
თბილისი და საქართველო "სინათლის ქვეყნად" იქცა და უშუქობა შევარდნაძემ წაიღო სახლში...
გაზი, მიუხედავად იმისა რომ ამბობენ ძვირიაო, მაინც ყველა ოჯახში გიზგიზებს და თუ არ გიზგიზებს არც ეგაა პრობლემა... ბუნება ზრუნავს ბავშვობისდროინდელგამყინვარებული ზამთრის გათბობაზე...
მობილურები უკვე ადამიანს დაბადებისას თან მოჰყვება და მიუღწეველდაკარგულვერგაგებულითუსადხარ ვეღარ იქნები.....
მაგრამ ის ემოცია, მაინც შემომრჩა
და
აი ახლაც, ამდენი ხნის მერე, გულის სიღრმეში მაინც სასტიკად მეშინია, რომ შეიძლება ოდესმე მეძინებოდეს და იმის გამო, რომ "ის" სახლში ჯერ არ მოსულა უნდა ვიჯდე და ველოდო :D ( ნურას უკაცრავად) :D.....

ჰხოდა ისა...
ოდესმე, როცა ჯერ დისერტაციას დავიცავ გავლადობის გავლელ გავლასთან დაკავშირებით
და
მერე როცა ჩემს ცხოვერბაზე მემუარების 18 ტომეულსაც გამოვცემ
და
მერე ფილმსაც რომ გადავიღებ რომელიმე საავადმყოფოს ძველ ჩაბნელებულ დერეფანში
და
ნეპალშიც რომ წავალ
და
ნორვეგიაშიც
და
კუბაშიც
და კიდევ
ბევრიბევრიბევრი რაღაცეების მერე
მეცნიერულად სად შემიძლია და ჰხათოურად დავამტკიცებ
რომ
ადამიანი
ადამიანად
მხოლოდ პირველი 5 წელი იქმნება
და
დანარჩენი ცხოვრება
უბრალოდ ამ 5 წლის გადამღერებაა
სხვადასხვა ჟანრში
სხვადასხვა მიმართულებით
სხვადასხვა ფორმატით
თუმცა
ერთშინაარსობრივაურიანად.....