Sunday, February 21, 2010

ჯგფ


პოსტი იმაზე

თუ

რაზე..

ანუჰხთ...

მე რომ სხვების ბლოგებს არ ვკითხულობ

(არც ჩემსას) ეს ხომ ბევრჯერ ვთქვი?

ჰხო, ძალიან ბევრჯერ...

თუმცა რა ხეირი..

ამ დრომდე ჩემს ბლოგლისტში კი არა და ბლოგერთა სიაში

(ჩვენი ენა ქართული)

არ ჩამატებულა არც დაი ჩემი, არც ჩემი მეგობრები

და

არც ძაალიან ბევრი  ისეთი ადამიანი

რომელთა აზრიც,

რეალურად,

ჩემთვის მნიშვნელოვანია...

შესაბამისად, უნდა ვკითხულობდე კიდეც მათ ნააზრევ/ნაღვაწს

მაგრამ

არ/ვერ...

ნურც

თურც..

ჰხოდა რატომ გამახსენდა ეს ყველაფერი

თქვენ გგონიათ მაწუხებს ?

არამც და არამც...

უბრალოდ, დღეს მაიას ტომზე ჩემთვის საინტერესო ინფორმაციას ვეძებდი

ჯერ უცხოურ საიტებზე

მერე ქართულადაც ვსინჯე ბედი

და

იმდენ ქართულ ბლოგს წავაწყდი

სადაც არა მარტო მაიას ტომებზე

და

იროგლიფებზე იყო ნაწერ/ნამსჯელი

არამედ

თითქმის ყველა აქტიუალურ/თუ არააქტუალურ საკითხებზე

მოკლედ 

თუუურმე სადა ვბანაობ ...

სანამ მე აქ ვწუწუნებ და ჩემს უფიქრელ ფიქრებს ვაფრქვევ

თურმე ხალხი

საკუთარ თავს გასცდა

და

გლობალურ პრობლემებს ჭრის თავის ბლოგში..

ჰხუხ

სად შემიძლია მე მაგდენი... : D

კი არა და

კიდევ იქამდე მივედი

საიდანაც დავიწყე:

ადამიანმა ჯერ საკუთარი თავი უნდა შეიცნოს

რომ

სამყარო შეისწავლოს

თუ პირიქით?

როგორ უნდა გააკრიტიკო ადამიანის საქციელი გარკვეულ სიტუაციაში

როცა არ იცი

შენ როგორ მოიქცეოდი მის ადგილას?

ვის შეუძლია აიყვანოს თავი თვისი ხელში
და

არ დასვას?

ყველაფერი დიდიდან იწყება

და

პატარავდება

თუ

პატარიდან დიდობისკენ მიილტვის?

სად იწყება და სად მთავრდება

სილამაზე

სახელად ადამიანი?

დღეს კიდევ ერთი აღმოჩენა გავაკეთე

თქვენთვის ალბათ არ ახალი, ძველი..

არც ჩემთვის ახალი, ჩემთვისაც ძველი

მაგრამ

ამ ეტაპზე

ალბათ საჭირო:

რაც შეიძლება ბევრი უნდა ვიკითხო, რომ ცოტა მაინც ვწერო

და

არა პირიქით.....

რაღაც მწყრია..

წურვილზე უფრო მეტი

: )


Tuesday, February 16, 2010

წჯკ


რა გითხრათ, რით გაგახაროთ

გარეთქარი ქრის, ფანტელი ცვივა

ჩემი ჩიტუნა

აი დარდი, თუ გცივა

კი არა და

გამოვიხარშე ადუღებულ წყალში..

არ სთქუათ, რომ თქვენ გინდათ სხვა ნეტარება

გარდა 

100% მდე ცოტა დაკლებული შხაპის ქვეშ დგომისა..

აი კანი რომ გეწვის

და

ჰაერი აღარ გყოფნის

და

გული მიგდის

და

საკუთარი კანნის დამწვრის სუნი რომ გაწუხებს

და

მაინც რომ ვერ ელევი მდუღარე წყალს...

მაზოხიიისტ! : D

ნუ ჩემი მაზოხისტობა ამ ბოლო 2-3-4 დღის განმავლობაში კიდევ ბევრჯერ გამოვლინდა

აღარც გამკვირვებია

საკუთარი თავისგან აღარაფერი მიკვირს...

აი, სხვებისგან გამიკვირდა..

არა, კი არ გამიკვირდა

უბრალოდ

ვერ მივხვდი

რატომ...

ჰხო, აი გასაგებია, რომ ზრდილობა და აღზრდა და განვითარება

ან სულაც ვერ განვითარება

იძლევა საბაბს იმისა

რომ

უბრალოდ, გამოხატო ორიოდე სიტყვით "წუხილი"

თანამშრომლის სამსახურიდან წასვლის გამო..

ჰხო, ალბათ დროთა კავშირის დარღვევა

და

ყოველდღიური რიტმმიდან ამოვარდნა

რომ

ისე აღარ იქნება,

როგორც

გუშინ

გუშინწინ

და 

იმისწინ

რომ

იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა

ვერა კარგია

უფრო სწორად

სახამუშოა..

მაგრამ

მონატრება?

და

გულის დაწყვეტა?

და ვის გამო, ჩემ გამო?

მართლა საოცარია

ჰხუხ


ჰხოდა ასე

ხვალიდან "წინ, წარსულიში" -ს მერამდენეღაცა სერია იწყება ჩემს ცხოვრებაში

"უკან მომავალში" -ს პერსპექტივით..

ასე ხდება ხოლმე

რაღაცას 

თუ

ვიღაცას

ამო

ვი

ჩემ

ებ

და ვერ ვხვდები რატომ...

მერე გადის დრო

გადის

გადის

გადის

და

დრო გავა

ეს ამოჩემება კი ვერ და ვერ და ვერ...

როგორც გუშინ....

სრულიად შემთხვევით

მციოდა

და

გავთბი



:ც




ძილინებისა, ხათო




Friday, February 12, 2010

ბჟ


მაიანც რა არის მთავარი??

სულ სულ სულ ყველაზე მთავარი??

მთავარიც შედარებითია?

შედარებით მთავარი?

უფრო მთავარი, ვიდრე??


მიეცი ადამიანს არჩევანი

და

ამით წაართვი თავისუფლება...


გონება წყვეტს?

გული?

გრძნობა?

ერთმანეთზედა ჰკიდია 

თუ

სულ ფეხებზედა მკიდია?

კითხვები კითხვები კითხვები

ტვინს რაღაცის ამოხსნა უნდა რაღაცის დაფარვის მიზნით

ყველაფერი იმიიტომ ხდება

რომ

ყველაფერი არ მოხდეს

ანუჰხთ

ცოდვებმა მიწია..

როდესაც იყო სუსტი პატარა

არა და არც არასდროს ყოფილა

სუსტი, პატარა

კი არა და

24 წლამდე დრო გაატარა და 25 ზე გადაირია

ახალი განზომილებები..

სულსულსულ ახალი

ახალი ხათო

ძველის ხარჯზე

თუ?

საიდან რატომ რისთვის როგორ რანაერად

ფანქარი/საშლელი

გაარჩიე

თეთრი და შავი

და

აირჩიე შავი

რათა დააფასო თეთრი

ან

და

კარგი/ცუდი

ცუდი/კარგის ხარჯზე

კიდურესობები

ზღუა რი ზღუა რი ზღუა რი

რაღაცას ვუხდი სამაგიეროს საღაცის გამო

კი არა და

ჩემ თავს ვსჯი ჩემივე თავის გამო

თუ

რატომ

რატომ

რატომ

არ ვიცი..

ვაჰხთ

დავიბენი...

მიიღე გადაწყვეტილება და იფიქრე, რატომ მიიღე ეს გადაწყვეტილება

ნეტავ როგორ მოვიქცეოდი

1 წლის წინ

ან

2 წლის წინ

ან

სამი წლის წინ

ან სულას

5 წლის შემდეგ...

დრომ მოიტანა რაც მოიტანა

და

არ წაიღო...

კი არა და

ჩემივე ფეხით

ნებითა ჩემითა


ფორმულა

"მე უფრო, ვიდრე სხვა, რადგან სხვა უფრო, ვიდრე მე"

კვლავაც ძალაშია




გამარჯობა, ხათო

Thursday, February 11, 2010

ფდ












ანუჰხთ

ყველაფერი ისე იქნება, როგორც იქნება.........

Tuesday, February 2, 2010

OO


ჩემი ბავშვობის ყველაზე დიდი ოცნება 

მე

სიზმრა..

ვითომ, ყველა, ყველა,

დიიიდ სატვირთო მანქანაში ვისხედით

უკან საბარგულში

ჩვენი

ტანსაცმლით

ავეჯით

ბარგით

ყვეეელაფრით რაც გვებადა

და

სად

ღაც

უღრან ტყეში მივდიოდით საცხოვრებლად...

ჰხო, რაც მთავარია, ეს ყველაფერი

ნებითა ჩვენითა ხდებოდა

კი არა და

ყველას უხაროდა..

ჰხოდა მერე როგორც იქნა

ძლივს ძლიიივს რომ გავიღვიძე

გამახსენდა

როგორ მიყვარდა ბავშვობაში

მიწისძვრა

მახსოვს, როგორ ვოცნებობდი

ისეთი მიწისძვრა მომხდარიყო

ყველა სახლი დანგრეულიყო

ოღონდ

არავინ მომკვდარიყო

და

მერე

ყველა

ერთად წავსულიყავით ტყეში საცხოვრებლად...

ჰხეხ

გეშინოდეთ თქვენი 20ნებების,

ისინი

შესაძლოა

ახდნენ

ჰხოდა მეც სხვა რაღა დამრჩენია

მე

შინია

მე

შინია

ძალიან მეშინია მიწისძვრის..

და

მიწისძვრაზე ძალიან

მე

შინია

ღამით, ტკბილი ძილისას უეცარი გამოღვიძების

ალბათ ამიტომაც

ვუზივარ ყოველ დღე 

სრულიად

მიზნოდ

და

აზროდ

კომპს

ღამის 1-2 სთ - მდე

ველოდები

და

ის კი არ მოდის..

ამიტომ სასწრაფოდ ვიძინებ

იმ იმედით

რომ

ახლა მაინც არ გამომაღვიძებს

რაიმე

სიუეცარე....

:როლ:


კი არა და


ჯერ სულ რაღაც 2 ის 20 წუთია


დღეს ძილქუში დამეცა

და

ვერ ავიცალე

მაგდია ახლაც ზედ...

როგორი მძიმე ყოფილა

როგორი დიდი,

მინდა გაადვაგდო და საქმეს შევვუდგე

მიინდა ავწიო და მოვისროლო

სადმე

შორს

ისევ ღამის

1

2

3

 საათამდე,

მაგრამ

უფრო და უფრო და უფრო მაწვება

მთელი სიმძიმით

ქუთუთოებს მიბერავს

და

თვალებში ისევ 

ძველი

მომაჯადოვებელი კადრები გადის..

ვითომ

ჩვენ

ყველა

ნი

ყველა

ნი

ყველა

ნი

დიიიდ უღრან

მწუნემწუნემმწუნე

მაღალხეება

და

ჩიტმრავალ,

წყარომრავალ,

ყვავილებმრავალ

ტყეში მივდივართ საცხოვრებლად....



ჰხეხ