Sunday, February 21, 2010

ჯგფ


პოსტი იმაზე

თუ

რაზე..

ანუჰხთ...

მე რომ სხვების ბლოგებს არ ვკითხულობ

(არც ჩემსას) ეს ხომ ბევრჯერ ვთქვი?

ჰხო, ძალიან ბევრჯერ...

თუმცა რა ხეირი..

ამ დრომდე ჩემს ბლოგლისტში კი არა და ბლოგერთა სიაში

(ჩვენი ენა ქართული)

არ ჩამატებულა არც დაი ჩემი, არც ჩემი მეგობრები

და

არც ძაალიან ბევრი  ისეთი ადამიანი

რომელთა აზრიც,

რეალურად,

ჩემთვის მნიშვნელოვანია...

შესაბამისად, უნდა ვკითხულობდე კიდეც მათ ნააზრევ/ნაღვაწს

მაგრამ

არ/ვერ...

ნურც

თურც..

ჰხოდა რატომ გამახსენდა ეს ყველაფერი

თქვენ გგონიათ მაწუხებს ?

არამც და არამც...

უბრალოდ, დღეს მაიას ტომზე ჩემთვის საინტერესო ინფორმაციას ვეძებდი

ჯერ უცხოურ საიტებზე

მერე ქართულადაც ვსინჯე ბედი

და

იმდენ ქართულ ბლოგს წავაწყდი

სადაც არა მარტო მაიას ტომებზე

და

იროგლიფებზე იყო ნაწერ/ნამსჯელი

არამედ

თითქმის ყველა აქტიუალურ/თუ არააქტუალურ საკითხებზე

მოკლედ 

თუუურმე სადა ვბანაობ ...

სანამ მე აქ ვწუწუნებ და ჩემს უფიქრელ ფიქრებს ვაფრქვევ

თურმე ხალხი

საკუთარ თავს გასცდა

და

გლობალურ პრობლემებს ჭრის თავის ბლოგში..

ჰხუხ

სად შემიძლია მე მაგდენი... : D

კი არა და

კიდევ იქამდე მივედი

საიდანაც დავიწყე:

ადამიანმა ჯერ საკუთარი თავი უნდა შეიცნოს

რომ

სამყარო შეისწავლოს

თუ პირიქით?

როგორ უნდა გააკრიტიკო ადამიანის საქციელი გარკვეულ სიტუაციაში

როცა არ იცი

შენ როგორ მოიქცეოდი მის ადგილას?

ვის შეუძლია აიყვანოს თავი თვისი ხელში
და

არ დასვას?

ყველაფერი დიდიდან იწყება

და

პატარავდება

თუ

პატარიდან დიდობისკენ მიილტვის?

სად იწყება და სად მთავრდება

სილამაზე

სახელად ადამიანი?

დღეს კიდევ ერთი აღმოჩენა გავაკეთე

თქვენთვის ალბათ არ ახალი, ძველი..

არც ჩემთვის ახალი, ჩემთვისაც ძველი

მაგრამ

ამ ეტაპზე

ალბათ საჭირო:

რაც შეიძლება ბევრი უნდა ვიკითხო, რომ ცოტა მაინც ვწერო

და

არა პირიქით.....

რაღაც მწყრია..

წურვილზე უფრო მეტი

: )


2 comments:

Kate said...

საყვარელიიიი :*

babisa said...

ho, mgoni arc me ar var
da arc chems blogs kitxulob
mara eg araferi :D