Thursday, October 28, 2010

დსადასდა


ჰხოდა დღეს ტრანსპორტიდან ერთი კაცი დავინახე

ქუჩაზე გადადიოდა თავისთვის

და

უცებ ვიფიქრე, რომ ეს კაცი მწუანეა მეთქი..

ჰხოდა მერე ეს ფიქრი განვავრცე კი არა და გავაფართოვე

და

ვისაც თვალი მოვკარი

ახლო/მახლო

ყველა გავაფერადე :D

აი ასე...ერთი შეხედვით

ერთი თვალის მოკვრით რასაც შეამჩნევ

უფრო სწორად, რა ფერსაც შეამჩნევ ადამიანში

ზოგი თეთრია

ზოგი შავი

ზოგი მწუანე

ზოგი წითელი

ზოგი ყვითელი

და

მოკლედ

თუ

გრძლად

მართლა ჭრელია 3ყარო..

ჰხოდა კიდევ 1 რამ ვიფიქერე..

ნეტავ როგორი იქნებოდა ცხოვრება

ყველა ადამმიანი სხვადასხვა ფერის რომ იიყოს მეთქი..

მერე როგორ იურთიერთებდნენ ადამიანები

როგორ შეარჩევდნენ მეგობარს, ახლობელს...

ნეტავ ფერების მიხედვით დაიყოფოდა დედამიწა

თუ...?

ანუჰხთ მწუანე ადამიანი მხოლოდ მწუანე ადამიანთან იურთიერთეებდა

თუ არა??

ჰხოდა ალბათ როგორი მომაბეზრებელი

და

ერთფეროვანია

საკუთართავისნაირ ადამიანთან ურთიერთობა...

აბა წარმოიდგინეთ

ადამიანი, რომელსაც

სულ ერთი ფერის ტანსაცმელი აცვია...

უყურებ და გიჩნდება სურვილი

ერთი პატარა შტრიცხი მაინც შეუცვალო

ცოტა გაამრავალფეროვანო...

ჰხოდა თუ ასეა

რატომ ეძებს ადამიანი თავისნაირ ადამიანს?

ნუთუ

შავს თეთრი არ უხდება

და

თუნდაც

წითელს მწუანე?


ნუთუ ცხოვრება უფრო საინტერესო არ არის

როცა

ორი განსხვავებული ერთ კონტექტიანდება??


არა?


კაიჰხთ...:\








ფერებმა დაიპყეო მთელი გარემო

მე კი


ფეროდ

ვარ

Friday, October 22, 2010

ტგყტჯუტჯჰნგფ


ორი კაბა გავისინჯე დღეს


პირველი მწუანე იყო და ბავშვური

ბავშვური კი არა

საყვარელი...


მეორეც მომწვანო იყო და ლამაზი

ლამაზი ანუ

ქალური...




ჰხოდა პირველად დავფიქრდი რომელი მეყიდა

და

გავოცდი, რომ ასეთი არჩევანის წინაშე დავაყენე ჰხათო :



ხვალამდე ვიფიქრებ და ხვალ ვიყიდიმეთქი

და

წამოვედი..



ჰხოდა ახლა ვფიქრობ



ვფიქრობ, რომ

როცა

არჩევანის წინაშე ხარ ორს შორის

მესამე უნდა აირჩიო...



და

ბავშვობასა და ქალობას შორის

კიდევ

რაც არის

ეგეთი კაბა იქნებ დღეს შეკეროს ვინმემ

და

ხვალ შემხვდეს

და

მილიარდ სხავდასხვანაირი კაბიდან დამიძახოს:

ჰხათო, მე აქ ვარ და შენ სად მეძებ





საყვარელი კაბა

ახლა რომელიღაცა მაღაზიის, რომელიღაც ჩაბნელებულ ვიტრინაშია ჩამოკიდებული

და

არც კი იცის,

რომ

ხვალ ჩემი იქნება........ :ც























თუ!

Tuesday, October 19, 2010

დასდადადა





გაიღვიძეთ 20ნებებო, კმარა!!!


Sunday, October 10, 2010

დჯასჯდოადჯ;


ყოველთვის როცა წერის სურვილი მიჩნდება

მე ვზივარ

მანქანაში

ან

"მარშუტკაში"

ან

ავტობუსში

მოკლედ,

ყოველთვის, როცა წერის სურვილი მიჩნდება

მე ვზივარ

ტრანსპორტში

ფანჯარასთან

და

მივდივარ...

ანუჰხთ

ყოველთვის, როცა წერის სურვილი მიჩნდება

ეს

სურვილი განწირულია

შეუსრულებლობისათვის

რადგან

ჯერჯერობით

ტრანსპორტში ლეპტოპის გაშლის, გაინტერენეტების, ბლოგზე შესვლისა

და

პოტვის ერთდროულობა

ჩემთვის მიუღწეველია...

საინტერესოა, გამიჩნდებოდა თუ არა წერის სურვილი

ეჭვი რომ მეპარებოდეს

ამის შეუსრულებლობაში...

მმ...არ ვიცი...


რამდენადაც ცუდი და უხეში სიტყვაა ბებერი

იმდენად თბილი და რბილი სიტყვაა

მოხუცი...


დღეს ვიფიქრე, რომ შესაძლოა

მოხუცებულებს გამართულ და ჩქარი ნაბიჯებით სიარულში
ხელს

არა ასაკი

არამედ საკუთარი თავგადასავალი უშლით,

რომელიც წლების მანძილზე დააგროვეს,

ერთ გუდაში მოათავსეს

და

ახლა ზურგზე მოკიდებული დააქვთ თან...


გამახსენდა, რომ მიწისძვრის მეშინია

შიშს თუ ყოველთვის აქვს მიზეზი

შესაძლოა უმიზეზობაც მიზეზად ჩაითვალოს

ანუჰხთ

ერთხელდ ავფიქრდი

ორჯერ

სამჯერ

ოთხჯერ

და

მივხვდი, რომ

ყოველთვის როცა სიკვდილის საფრთხე ვიგრძენი

გული დამწყდა

რომ

მოხუცი არ ვარ...

ერთხელ გამიკვირდა

ორიჯერ

სამჯერ

ოთხჯერ

და

კიდევ იმას მივხვდი, რომ

ადრეულ ასაკში სიცოცხლის შეწყვეტაზე უფრო

გული

დაუსრულებელ თავაგდასავალზე დამწყდა...


წიგნი დასასრულის გარეშე...



კვირაზე მეტია წიგნს ვეძებს

რაიმე კარგს

კარგი ნიშნავს საინტერესოს

უფრო სწორად

საინტერესო ნიშანვს

უცნაურს...

უცნაურ თავგადასავალს...


ვეძებ,

ვიწყებ კითხვას

და

დასასრულამდე რამდენიმე გვერდით ადრე

კითხვას ვწყვეტ....


არაფერია ამაში უცნაური


არც იმაშია რაიმე უცნაური რომ

სულ სხვა რამის დაწერა მინდოდა

იქ

ტრანსპიორტში

და

ახლა ამას ვწერ

რადგან ის

რაც მაშინ იყო

თავში

აზრად

მანქანის სიჩაქრეზე სწრაფად წაიღო დრომ

სახელად

წარსულმა

და

ყოველთვის ყოველთვის

წერის სურვილი

თუ

ტრანსპორტში ჩნდება

და

ყოველთვის

ტრანსპორტში

თუ

ჩემთვიუს

ჯერაც კიდევ ვერ შესაძლებელია

წერა

მაშინ გამოდის, რომ

ყველა

პოსტი

ამ ბლოგზე

უბრალოდ

იმ პოსტის მოსაგონარია

რომელსაც

დაპოსტვა ვერ ეღირსა...

ჰხაჰ


არაფერია არც ამაში უცნაური


მე კი რამე


ცნაური მინდა

უცნაურად სათავგადასავლო....


: )



Monday, October 4, 2010

ჰდასდასჰდცასჰ


ღამეა

ცოტაც და... ვიტყვი

შუაღამეა....

ისევ სურდო მაქვს.....

შევეგუე, რომ სურდო სულ მაქვს

შევეგუე, მაგრამ ვერ შევეჩვიე...

საერთოდ, პირიქით ხდება ხოლმე,

ვეჩვევი, მაგრამ ვერ ვეგუები..

თანამამრავლთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება


ჰხოდა რა მქნიშვნელობა აქვს...

მოკლედ, ღამეა...

ღამეში კი თვალგახელილსაც შეგიძლია ნახო სიზმრები...

ჰხოდა, მიყოლებით შემოდის კადრები ჩემს ჯერ კიდევ მხედველობაჯერსულმთლადარდაქვეითებულ თვალებში..

კადრების თემატიკა დაახლოებოთ ასეთია

გუშინ ამ დროს

1 კვირის წინ ამ დროს

1 თვის წინ ამ დროს

1 წლის წინ ამ დროს...

გუშინ მოვიბანავე...

ანუჰხთ

მოვიტაოვე

ანუჰხთ

გადავსაზღვარდი

და

კიდევ ერთხელ გამეღიმა ადამიანის მიერ მოგონილ სასაცილო რაღაცეებზე...

გზა არც იმდენად დიდი და დამღლელი იყო, რომ ძილისგან დავღლილიყავი

არც იმდენად პატარა, რომ იმაზე ფიქრი არ მომესწრო,

თუ

რატომ...

მოკლედ, რატომ ხომ ფიქრის სათავეა

ჰხოდა

რატომ....

11:30 სთ

ვამბობ - გვახსოვდეს სიკვდილი
ვამბობ

და

შესაბამისად, ვფიქრობ

რატომ

რატომ უნდა გვახსოვდეს სიკვდილი...

არ ვიცი..
სამაგიეროდ, ვიცი, რომ

თურმე მართლა შესაძლებელი ყოფილა

დილით მიხვიდე სამსახურში

იმუშაო

იმუAშაო

იმუშაო

დაიღალო

ძალიან დაიღალო

ძალიან ძალიან დაიღალო


წახვიდე სახლში

და

მეორე დღეს აღარ მიხვიდე სამსახურში

მხოლოდ იმიტომ, რომ

მოკვდი...

მერე

იწვები შენთვის ოთახის შუაგულში მშუიდად

მოვლენ ის ადამიანები,

და

შენ გაიფიქრებ, რომ წინა დღეს სწორედ ამ დროს

ამ ადამიანებმა დაგღალეს..

მერე გაივლის კიდევ ცოტა დრო

და

იფიქრებ, რომ

ერთი კვირის წინ ამ დროს

სულაც არ ვიყავი ასეთი ფერიო

გაივლის 1 წელი

და

გაიფიქრებ, რომ

გასულ წელს ამ დროს

სულაც ვერ ვგრძნობდი ჩემში მიწას

ო..

მოკლედ, როგორცაა...


ზოგჯერ მგონია, რომ

5 წლამდე ბავშვებს უყვებიან ზღაპრებს

და

5 წლის შემდეგ ცხოვრებმა ერთ დროს ბავშვებს უმტკიცებს, რომ

რაც მანამდე წაუკითხეს

სინამდვილეა...



როგორ შეიძლება ერთ დროს იყო გრანდიოზული შენობა

და

ახლა იყო უბრალო ქვა?


როგორ შეიძლება და ასე შეიძლება...


ნეტავ რას იფიქრებს 10 საუკუნის შემდგომი ადამიანი

როცა

ამ ადგილას მოვა

სადაც ახლა მე ვზივარ

და

სურდოსგან გადაწითლებული ცხვირით ვცდილობ

ვისუნთქო ჰხაერი,

მოვა და დაათვალიერებს ამ შენობისგან დარჩენილ ქვების გორაკებს?




შუაღამეს უკლია 10 წუთი


სისულელე კი შესაძლოა იყოს იმაზე უფრო დიდი სისულელე, ვიდრე სისულელეა....