Saturday, October 26, 2013

ცად

" აი იცი როგორი ხარ? როგორი და.. დაფიქრდა - როგორი და, აი არასდროს რომ წავა პარიზში ისეთი"- ასე ჩემმა ყოფილმა თანამშრომელმა დამახასიათა ერთდროს :) ახლა 2013 წლის 9 ოქტომბერია.. 8 საათი სრულდება . თვითმფრინავში ვზივარ და მივფრინავ. ჰხო, სწორედაც რომ პარიზში და რატომღაც მიწიდან ამდენი მეტრის მოშორებით მაინცდამაიინც ეს სიტყვები მახსენდება "შენ ისეთი ხარ, პარიზში რომ არასოდეს წავა..." არადა მივდივარ, მივდივარ და რას მივდივარ.. სულ ფრენა-ფრენით :) "აი მე იცი როგორი ვარ? - ვეუბნები ჩემს თავს - როგორი და... როგორი დაა.. პარიზშიც რომ წავალ, იქ რომ ბერლინი მომენატრება და ბერლინიდან ამსტერდამში რომ წავალ და იქიდან ნეპალშიც რომ წავა და ნეპალიდან ყირგიზეთში და ყირგიზეთიდან არგენტინაში და ყველგან და ყველგან და ყველგან.. აი იცი როგორი ვარ? როგორი და..." უცნაურია, როცა ცაში ხარ და აცნობიერებ რომ მიწისა ხარ... უცნაურია.. დედაო მიწავ, ძალიან გთხოვ, ნუ პატარავდები ჰხოლმე როცა ცაში ვარ, თორემ ძალიან მრცვენია :) -