Tuesday, September 30, 2008

ჯწდჯალ;დჯას;ჯდაჯდკაჯ

აბგდევზთ

მეტი არ ვიცი

არა...ვიცი

მეზარება

ან რა საჭიროა

აა..ხოო...

ასოთა წყობას ცუდი ემოციები გამოაქვთ გარეთ

ვიღაცამ თქვა

უფრო სწორად მე მოვიფიქრე ამ წუთას

მაგრამ რა

არც რა

რეკლამა

დაიმშვიდე გული, თუ გინდა დედამიწამ სიმრგვალე შეინარჩუნოს

არადა არ მინდა

არც არ  მინდა

გავდებილურხასიათდი

მიზეზს ვეძებ

თავის სამართლებლად

მაგრამ

აღმოჩნდა, რომ

მიზეზსაც მიზეზი სჭირდება

და

ეს მიზეზის მიზეზის მიზეზი

კიდევ

მე ვარ

კი არა და

ვბოდაავ

სექტემბერიც მიილია გადაყვითლდა მთა და ველი....

სულ მალე 23:59 გახდება და სექტემბერი იქნება ისევ

მემრე

00:01 და ოქტომბერი

სამყაროს პირობითობა თავის პირობითი არსებობით და პირობითი არ არსებობით

და

ცხვირობითობით და თვალობითობით და ყურობითობით და

კარგია წერა იმაზე

რაც წერად არ ღირს......

Saturday, September 27, 2008

მე-თურმეობითი

როცა წვიმს, მეც იმდენი წვეთი წვიმა მეცემა თავზე რამდენიც შენ?
როცა თოვს, ფიფქები შენთანაც ისე დნება, როგორც ცემთან?
მზე რომ ანათებს, შენს თვალებსაც ისე ეღუტუნება, როგორც ჩემსას?
ჩემი მწუუანე შენი მწუუანეა?
ვინ დამიმტკიცებს, რომ ისეთები ხართ, როგორებსაც გხედავთ?
მაძლევს ვინმე პირობას, რომ სარკე არ მატყუებს და მართლა ის ვარ, რასაც ვირეკლავ თუ რაც მმირეკლავს?
იქნებ რამდენჯერ შემხვედრია ჩემი თავი ქუჩაში მოსეირნე და ვერც მივმხვდარვარ რომ მე ვარ?
სიზმარში ნანახი უცხო ადამიანები ნამდვილად არსებობენ?
ვერასოდეს გავიგებ რომ მეც სადღაც ზიმბაბვეში თუ ტიბეტში თუ კენიაში თუ ნოირვეგიაში იქნებ ვინმეს ვესიზმარე და....
24 ჯერ გავიარე ის დღე, როდესაც მოვკვდები და ნუთუ არცერთი მინიშნება...
რა გააძახილისნიშნებს ამდენ კითხვისნიშანს
მე - თურმეობითი.....

Tuesday, September 23, 2008

მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დამეკარგა

ავიბლანდე

ყოველ დილით საჩუქრად

ბედისწერისაგან

ერთი გორგალი ძაფი......

წერა წერა

ვერ

დაწერა

ვინ წერს

ჩემს

წერილობით ბედს

ნეტავმც

იუმორის გრძნობას არ უჩივის აშკარად.........

ჩემი უბედურება მებედნიერება

ჩუმად,

ყრუდ

მიხარია

და

არ ვამხელ

ჩუ!

Sunday, September 21, 2008

ბრაზ

ვულკანური ამოფრქვევები შემომეჩვია
მერამდენედ.....
ცხელი ლავა მოედინება ჩემს ძარღვებში
დამწვა უკვე..
თუ არა
ჯერ კიდევ დარჩა რაღაცეები გასანადგურებელი
სამწუხაროდ
გაბრაზება რა არის? სიმშვიდე?
აღელვება?
რა კავშირი აქვთ სიტყვებს ემოციებთან?
გაამართლე სხვა საკუთარი თავის დადანაშაულების ხარჯზე
პირიქით
უარესი

ვისთვის
ჩემთვის?
შენთვის?
არ ვიცი...
რა ვიცი....
ეგეც არ ვიცი რაც ვიცი
ყოველი წუთი მარწმუნებს იმაში, რის გადარწმუნებასაც მთელი ცხოვრება შევალიე!

Wednesday, September 10, 2008

მმმ


კარგი ადგილები წინასწარ უნდა დაიჯავშნოს!

დამავიწყდა...

თუ ვერ გავთვალე

არ ვიცი

არ მიფიქრია

მიველ, ვნახე, არ დამხვდა

წამოსვლა დამეზარა

შევრჩი...
ფესვი გავიდგი...შევისისხლხორცე...

მეზობლის ბავშვი

თურმე ყოველთვის არ არის მეზობლის....


იქნებ სადმე...იქნებ ვინმეს....

ერთი ადგილი

სულსულსულსულსულსულსულსულსულსულსულ

მცირე ადგილი

მოვთავსდები...


Tuesday, September 9, 2008

რეცეპტი


აიღეთ

სამი მეტრის ცხრაჯერჩაშლილიდაერთხელარავინამოყოლილი ნაწნავის თმის ღერი,

ზედ ააცვით 8 დაწყვეტილი გული,

მოასხით ფეხდაცურებული იმედები,

მოაყარეთ ტყუილუბრალო მოლოდინი,

აურიეთ მნიშვნელობის უმნიშვნელობაში

შეწვით გავლის გაუვლელობაში

და

მიირთვით

თითო ყავის კოვზი

დღეში სამჯერ

ჭამის წინ და ჭამის შემდეგ.......




იხილეთ შედეგი მის უშედეგობაში

:ვაშა:




Monday, September 8, 2008


ჰხი ჰხი ჰხი

ჰხე ჰხე ჰხე

ჰხა ჰხა ჰხა

ჰხო ჰხო ჰხო

ჰხუ ჰხუ ჰხუ
დასცინე საკუთარ თავს, რადგან საკუთარმა თავმა არ დაგცინოს შენ


კი არა და

აღმოვაჩინე!
ამერიკა? არა...

ვაშლი? მოიცა...

თუ ეგ სხვა რამეა...

აღმოვაჩინე, რომ თურმე არაფერი აღმომიჩენია....

ერთადერთი რაც კიდევ იწვევს გა20ებას ჩემში ჩემივე თავია

თუუუუურმე...........
თურმე შეიქმნს იმას –ო....

კი არა და

აია ხლაც გამა20ცა მმ...

თუ გა20ებული წეღან ვიყავი

ე.ი. ახლა გამა40ა....
ჩემი ცოდვა მისცემია ჩემს ამომთხრელს, ამომმმმ....რაღაცას

კი არა და

სოკრატეს...

შენ თუ ვერ შეიცან თავი შენი ჩვენ რაღას გვერჩოდი

გეგონა შენზე უფრო

ან

შენზე ნაკლებად.....
ტოლობა


ტოლობა

ვბოდავ....


მრავალწახნაგოვანი ცხოვრების ერთწახნაგოვან გზაზე ვდგავარ და თქვენ გგონიათ სხვაგვარად არ ძალმიძს?


ოდესმე მეც ვისწავლი იმის წერას, რაც მეწერინება..







მე ვიქნები მე.....

ოდეს......



Sunday, September 7, 2008

ჩემი პატარა გარდაცვალება


უფუნქციოდ დარჩენილ თავს სიკვდილი ელის - მას სხვა თავები შეჭამენ! თუ ყველა ცხრათავინი დევის მიზანი ერთთავში განხორციელებული ცხრათავიანობაა, მაშინ რა განსხვავებაა ასანთის ღერებსა და სიმინდის ტაროებს შორის...


ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მოხდა....

ყველაფერი ისე ჩანს, როგორც ჩანს....



თუ დედამიწა მრგვალია მდინარეებიც დაუბრუნდებიან საწყის წერტილს ოდესღაც...


ამიტომ

მიცვალებულების გაცოცხლებაც შესაძლებელია....



წყალის წაღებულს წყალივე მოიტანს



რამდენ წლიან სასჯელს ითვალისწინებს საკუთარი თავის მკვლელობა?


მითუმეტეს


თუ


ცხრა თავიდან ყველაზე უძლური მოკალი?



Saturday, September 6, 2008

ადამიანი მოვიდა შენთან


და ჩაგეხუტა...პური ჩამოდო მაგიდაზე, გამოიარა რაღაც მანძილი,მოვიდა შენთან, ჩამოგისვა სულზე ცოცხი და ჩაგეხუტა...ადამიანი მოვიდა შენთან... მანამდე პურის მაღაზიაში იყიდა პური, გამოვიდა დილის ქუჩაში,გადმოჭრა ქუჩა, მოვიდა შენთან,ჩამოგისვა შუბლზე სიზმარი და ჩაგეხუტა...ადამიანი მოვიდა შენთან.. თვალი ჰქონდა პატიოსანი დაპური თბილი...ის გამოაცხო ცხელ თონეში, წიფლის შეშაზე,მერე ხელის წვით ამოიღო, გამოიქცა ალიონისმშვიდ სიგრილეში, მოარბენინა შენს მაგიდამდე,ყვავილების ქოთანსა და მაწვნის ქილას შორის ჩამოდო,მოვიდა შენთან, ჩამოგისვა გულზე ფქვილი და ჩაგეხუტა...ადამიანი მოვიდა შენთან... მანამდე, წინდღით,მოიკიდა ზურგზე ტომარა, წისქვილს წავიდადოლაბების სამზერლად და წყლის ჩხრიალის მოსასმენად,ხორბალი კი ჩამოიფქვა, როგორც იყო ძველი წესიდა რიჟრაჟზე მეწისქვილეს დაუქნია ხელი კაცმა,წამოვიდა შენი სახლისკენ, გზად ლავაში გამოაცხო,მოვიდა და ჩამოგიდო მაგიდაზე,ჩამოგისვა ტუჩზე სითბო და ჩაგეხუტა...ადამიანი მოვიდა შენთან... შორეული ყანებიდანნამღერი და ნაჯაფარი მოვიდა შენთან...არაფერი მოჰყოლია სიმდიდრე ბევრი...მხოლოდ ერთი თბილი პური...ის ჩამოდო მაგიდაზე, მოვიდა შენთან,ჩამოგისვა მიწა ცაზე და ჩაგეხუტა...ადამიანი მოვიდა შენთან... ნაბიჯი ჰქონდა პატიოსანი დახელი დიდი...მან ჩამოგისვა სულზე ცოცხი, ჩაგიხუტა დასამომავლოდ ერთი პური კიდევ აღგითქვა