Saturday, September 27, 2008

მე-თურმეობითი

როცა წვიმს, მეც იმდენი წვეთი წვიმა მეცემა თავზე რამდენიც შენ?
როცა თოვს, ფიფქები შენთანაც ისე დნება, როგორც ცემთან?
მზე რომ ანათებს, შენს თვალებსაც ისე ეღუტუნება, როგორც ჩემსას?
ჩემი მწუუანე შენი მწუუანეა?
ვინ დამიმტკიცებს, რომ ისეთები ხართ, როგორებსაც გხედავთ?
მაძლევს ვინმე პირობას, რომ სარკე არ მატყუებს და მართლა ის ვარ, რასაც ვირეკლავ თუ რაც მმირეკლავს?
იქნებ რამდენჯერ შემხვედრია ჩემი თავი ქუჩაში მოსეირნე და ვერც მივმხვდარვარ რომ მე ვარ?
სიზმარში ნანახი უცხო ადამიანები ნამდვილად არსებობენ?
ვერასოდეს გავიგებ რომ მეც სადღაც ზიმბაბვეში თუ ტიბეტში თუ კენიაში თუ ნოირვეგიაში იქნებ ვინმეს ვესიზმარე და....
24 ჯერ გავიარე ის დღე, როდესაც მოვკვდები და ნუთუ არცერთი მინიშნება...
რა გააძახილისნიშნებს ამდენ კითხვისნიშანს
მე - თურმეობითი.....

No comments: