Friday, August 28, 2009


არ მინდა წერა...

ველოდები როდის გამივლის

რა არ ვიცი

"თანდაყოლილი სიარაფრე" ალბათ..

რაღაცეები ხდება

რაღაცეები არ ხდება

რაც ხდება სულ 1 ია

რაც არ ხდება  –  მაკლია

პირიქით რომ იყოს

მაინც იგივე იქნებოდა

შევეჩვიე

მაგრამ ვერ შევეგუე

"გულის ქვეშ მუდმივ შიმშილს"..

ვცდილობ ამინდს არ შევუწყო ხასიათი

ვცდილობ

ჩემი შეგრძნებებ/შეემოციურეობები უფრო ძლიერი იყოს

ვიდრე

მზე

და

მთუარე

და

დღე

და

სიღამე

და

სიბნელე

და

წუიმა

და

ბლაბლაბლაბლა
ტყუილად ვფარტხალებ

რაღა თქმა უნდა

ახლა რომ გარეთ მზე იყოს და გულში დარი

ის ვულკანი არ ამოიფრქვეოდა

რაც წეღან ამოიფრქვა

მიზეზებს ვუძებნი კავშირებს

და რა

არც რა.....

ბევრს არაფერს მაძლევს ცოდნა

ფაქტები რჩება ფაქტად

კითხვები რჩება კითხვებად

პასუხები – პასუხებად

და

ეჭვი..

რა იქნებოდა, რომ...

რომ...

რომ...

რა იქნებოდა და ის არ იქნებოდა რაც არის

მაგრამ 

თუ არ იქნებოდა ის, რაც არის

არ იქნება ის

რაც

უნდა იყოს...

არადა რა უნდა იყოს

ჰხეხ

ყველაფერი ჩემგან იწყება

და

ჩემგან მთავრდება

მინდა მქონდეს განახლების ღილაკი

მინდა მქონდეს წაშლის ღილაკი

მინდა ვინმემ ახალი პროგრამები ჩამიწეროს თავში

მინდა დავრესტარტდე

მინდა წავშალო ტვინის ც და დ დისკები

მინდა მოდელი შემეცვალოს

მაგრამ 

რომც.. რა...

კომპიუტერი კომპიუტერად დარჩება

ანუჰხთ

მე –  მე –დ

როცა საკუთარ თავს აღემატები

შეუთავსებლობა წარმოიშვება

კი არა და

სა20არია

25 წელია

ყოველ დღეს

ერთსა და იმავე სახეს ვუყურებ სარკეში

და

ვერ შევეჩვიე

ვერც შევეგუე

არც გამიარა...........

სიზმარში აბსოლუტურად სხვანაირი ვარ

ეს ალბათ იმას ნიშნავს

რომ......

ისა...

Monday, August 24, 2009

რჭ






პირველად ვნახე თოვლიანი რაჭა

და

მითუმეტეს პირველად ვნახე თოვლიანი რაჭა აგვისტოში

შეფასებები ყოველთვის ასეთია 

ვარიანტი 1)  კარგი იყო

ვარიანტი 2) ცუდი იყო

ვარიანტი 3) არაუშავდა რა

აირჩიეთ სასურველი ვარ იანტი

და

თქვენ მოგიებთ ხოხბის ჩახოხბილს

:ვაშა: :ვაშა:

იანტიც ხარ და უარესიც

ჰმ

კი არა და

როგორც ხდება ხოლმე

შევხვდით

ჩავბარგდით

ვიარეთ ვიარეთ ვიარეთ

და

კიდევ უფრო ბევრი ვიარეთ

და

მივედით

დავიძინეთ გავიღვიძეთ

ვიარეთ ვიარეთ ვიარეთ ვიარეთ

იმაზე ნაკლები ვიდრე უნდა გვევლო

ვჭამეთ

ვიცინეთ

ვიცეცლვიკოცონეთ

გავიყინეთ

დავიძინეთ

გავიღვიძეთ 

ვიარეთ ვიარეთ ვიარეთ ვიარეთ ვიარეთ

იმაზე მეტი ვიდრე უნდა გვევლო

ჩავბარგდით წამოვედით

დავიძინეთ

გავიღვიძე

და

ახლა ამას ვწერ

ჰხუხ

საყურადღებო ფაქტები:

1) დასკვნა ნომერი 721037103

სიარულისას ფიქრი უფრო თავისუფალია

მას შეუძლია

საერთოდ გაგშორდეს

და

დაგტოვოს უფიქვრელი....

2) ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ

მოვკვდები...

3200 მეტრზე

ორი ხელით ჩუელებრივ მწუნე ბალახზე ჩამოკიდებულს

და

ორივე ფეხით უფსკრულში გადაკიდებულს

მხოლოდ ერთი რამ მადარდებდა

რომ

ჩავვარდნილიყავი, 

მერე ისევ თავიდან მომიწევდა აცოცება იქ, სადაც უკვე აცოცებული ვიყავი...

არადა რომ ჩავვარდნილიყავი

ნამდვილად აღარ მომიწევდა მეორედ აცოცება

ჰხახ

3)  აგვისტოს ომის წლისთავზე

ჩვენ

ჰხო ჩვენ შევძელით

ყოველგვარი  ბოროტგულშიჩადებულსიძულვილის გარეშე

სამ რუსთან ერთად

საქართველო–რუსეთის მეგობრობის სადღეგრძელო დაგველია!

მართალია  მიწა ყველას თავისი აქვს

მაგრან

ცა ყველას ერთი გვახურავს

თუ როგორ არის ეგ?

ალბათ მაგიტომაც 

რაც უფრო უახლოვდები ცას

მით მეტ საერთოს პოულობ ადამიანებთან...

4) მაგარი ვინმეა ნისლი .... :დ

5) გვიმრები მიყვარდებიან, მაგრამ ვერ ვუმხელ.... :უსერ:

6) ჩემსა და პასუხიმგებლობას შორის  უფსკრულია

7) მე შემიძლია, არ შემეძლოს...

და ბოლოს

8) რაჭა – ჩემი ფესვურძარღვულსისხლიანი სიყვარული.......!

Friday, August 21, 2009

:ც


დამთაგეს 

ვაშა! ვაშა : ))

კი არა და

რაც პირველად ბავშვიბის მოგონებები თუ რაღაც წავიკიტხე

'რომელიღაც ბლოგზე

იმის მერე ვფიქრობ, ნეტავ მე რა მეგონათქო

და

ისა...

ბევრი ვერაფერი გავიხსენე :უსერ:

უფრო სწორად რაც მეგონა, სწორად მეგონა და ახლაც ისე მგონია :დ

აი წერომ მომიყვანაო და კომბოსტოში მიპოვნესო და ეგეთი სისულელეების არასდროს მჯეროდა...

კი არა და

მაინც...

1) მეგონა, რომ ვიყავი ძალიან ლამაზი და საყვარელი და ქუჩაში ვინმე თუ არ მეფერებოდა მივდიოდი და ვეკითხებოდი, ხომ ძალიან ლამაზი და საყვარელი ვარ მეთქი და მერე იძულებულნი იყვნენ მომფერებოდნენ :უსერ:

2) მეგონა, რომ აუცილებლად მოვხვდებოდი სამოთხეში და მახსოვს ჩემი პირველი რეაქცია, ვიღაცამ მითხრა რომ ეგრე თუ გააგრძელე ჯოჯოხეთში მოხვდებიო და სერიოზული დეპრესია მქონდა, როგორ მეე, ასეთი კარგი და საყვარელი როგორ შეიძლება ჯოჯოხეთში მოვხვდეთქო :დ

3) კიდევ მახსოვს ერთი ფარდაგი, რომელზეც ტყე და ცხოველები იყვნენ გამოსახული და ეს ფარდაგი ჩემს საწოლტან იყო ჩამოკიდებული და დარწმუნებული ვიყავი, რომ ფარდაგის უკან ნამდვილად ცხოვრობდნენ ეს დათვები და მგლები და მელიები და სულ ემშინოდა შემთხვევით ფარდაგი არ გამოწეულიყო და არ ჩამოხვენილიყვნენ :როლ:

4) კიდევ მეგონა, რომ ღამე ცაზე შავ ნაჭერს აკრავდნენ და ეს ნაჭერი ნემსით იყო გახვრეტილი და იმიტომ ჩანდა იქიდან სინათლე ანუ ვარსკვლავები და ერთ ადგილას მეგონა ის შავი ნაჭერი გაიხათქო და მაგიტომ ჩანს ასე დიდად სინათლე კი არა და მთვარე ლოლ

5) ჰხო, კიდევ დარწმუნებული ვიყავი, რომ როცა ვიძინებდი, ჩემი საწოლი მიფრინავდა იქ რასაც ვხედავდი სიზმარში და მეშინოდა რომ გავიღვიძებდი მალე არ გამეხილა თვალები, რომ საწოლს მოესწრო ოთახში დაბრუნება :უსერ:

6) ჰხო, ეს დღემდე შემომრჩა... მგონია კი არა და დარწმუნებული ვარ, რომ როცა სახლში არავინაა, ნნივთები მოძრაობენ და ამიტომ, როცა ვიცი რომ არავინ დამხვდება სახლში მაშინაც 5 წუთს ვრეკავ კარზე და ნივთებს ვაფრთხილებ, მოვედი და დაეწყვეთ ისევ ისეთქო  : ))))))

7)  მეგონა, რომ ბაბუაჩემი იყო შოშია :უსერ: და მეშინოდა არ გაფრენილიყო ზამთარში.... 

8) მეგონა, რომ როცა 25 წლის გავხდებოდი, მეყოლებოდა ქმარი და 2 შვილი : )) და სახლში მედგმებოდა მრგვალი მაგიდა და წარმოდგენილი მქონდა როგორ ისხდნენ  ამ მრგვალი მაგიდის გარშემო ჩემი ქმარ–შვილი და მე როგორ შემომქონდა საცივი : ))))))))))))) და მე, ჩემს წარმოსახვაში ვიყავი, მაღალი, გამხდარი, უკან შეკრული კიკინა მქონდა, თმები გადაწეული შუბლზე და კაბა მეცვა წელზე რეზინით და მერე რომ იშლება და ფართოვდება :უსერ: და თან ეს კაბა ცისფერი იყო რატომღაც :როლ:

არადა აი ახლა ვარ 25 წლის და  მაცვია შავი შორტები, იასამნისფერი მასური, მწუნე კეტები, მოვარდისფრო  შარფი მიკეთია და წითელი თმა მაქვს თვალებში ჩამოფხატული და ქმარი 2 შვილი კიდევ ისა...............: დ :დ :დ

კი არა  და

ჰხუხ

დავასრულო ბავშვიბაში მოგზაურობა

და

დავუბრუნდე დისლოკაციის ადგილს

კი არა და

დათარგვა თუ რაღაც არ ვიცი როგორ ხდება

და

ისთრე რომ ჩამოვწერო ნიკები

არ შეიძლება?

:უსერ:

უბრალოდ

მაინც

პერწკლი

Thursday, August 20, 2009


რა კარგია, რომ ახლა შენობაში ვარ

და

ვზივარ

და

ადგომა არ მჭირდება

ტორემ

გზაში რომ ვიყო

სადმე

უკვე წაქცეული ვიქნებოდი

კი არა და

წნევა მაქვს 

ააალბათ

40/20 ზე

ან არც

მთავარია, რომ

დედამიწის ღერძად ვარ აქმ წამს ქცეული

და

ყველაფერი ჩემს გარშემო ტრიალებს

ჰხუხ

ამოჩემებული სიზმარი:

ვწევარ უვიწროვეს ფიცარზე და არ ვარ დაბმული, 

ერთი მოძრაობა და გადმოვვარდები

ზღვის დონიდან

4ე7274274217107 მეტრზე

და

მთეეეეეეელი სისწრაფით მაბზრიალებს

ვინ

ღაც...

ჰხუხ

ყველა სიზმარი ახდენადია

და

აი....

ჰხუხ

ნეტავ ახა გული არ წამივიდეს

სირცხვილია სამახურში...

ნეტავ ახლა ვინმემ ყავა გადამისხას ძარღვებში

ცოტა ოდენი ენერგია

ხალხო

სუულ ცოტა ოდენი..

ენერგიის მათხოვარი

შემათხოვარი

შემ ვედრ ებ ელ ი

ჰხუხ

ვიცი, რომ უნდა ვიმოძრაპ

უნდა ვწერო

რომ არ გავითიშო

ბოდვაი საკვირველი

კი არა და

პრობლემა

მეგრიშასპრობლემება

ანუ რა არის მთავარი...

არ ვიცი, რამ იმმოქმედა როცა "გრიშა ანუ მთავარი" წავიკითხე პირველად 

(დოჩანაშვილია)

დიდი ხნის წინ იყო

და

ისე ვერ იმოქმედებდა

და ისე ვერ აღვიქვამდი როგორც ახლა

მაგრამ

ალბათ იმოქმედა

ნიკიც ხომ ამ მოთხრობიდან ავირჩიე...

ჰხუხ

წელიწადში

ან ტვეში

ან

კვირაში

ან

დღეში

მაინც

ადამიანი ერთსა და იმავე წერტილში ბრუნდება

ერთი და იგივე შეკითხვით

რისთვის?!

რა არის ის,

მ თ ა ვ ა რ ი

რისთვისაც

იტყვი

აი, ამისთვის........

რა არის???!!!!

ცხოვრება ეჭვია, სახელად "იქნებ ამისთვის?"

და

ცხოვრება პასუხია, "არა, ამისთვის არა, თუურმე..."

და

ცხოვრება ძებნაა, იპოვნო "რისთვის"

და

ცხოვრება იმედგაცრუებაა, "ვერ ნაპოვნის გამო"

და

ცხოვრება ნაპოვნის დაკარგვაა

ნაპოვნის გავლაა

და

ისევ და ისევ და ისევ

ყველაფერი გავლადია!

და

მთავარის პრობლემა!

რა არის მთავარი?

ის, რომ მთავარი არაფერია?

: |

Tuesday, August 18, 2009

ბეშ

სხვის ბლოგებს იშვიათად ვკითხულობ, ჩემსას–არასოდეს

მაგრამ

დღეს იმ იშვიათ დღთაგანია

როცა

სხვისი რა და ქეთის და ნინოს ბლოგი

წავიკითხგადავათვალყურცხვირიელე

და

მოკლედ ისა...

1–2–3–4 კი არა და ვეჭვობ ცოტა მეტი სიტყვის თქმა მომინდა შვებულებაზე

: ))

ჰხოდა ასთრე

ჯერ იყო და შაბათს დილის 9 საათზე გავიღვიძე და გავმცხეთავდი, 

უფრო სწორად

საუკუნის მერე ეკლესიასი მივედი

და

მამაომ რომ დამინახა

უი, აჭარაში ხომ არ მიდიხარო

და

კიმეთქი, გამიკვირდა, როგორ მიხვდათქო

და

თავშალი ისე გაქვს მოხვეული, რა მიხვედრა უნდოდაო

:როლ:

მერე იყოდა იქიდან გორში წავედი

იქიდან ატენიოს სიონში

მერე ისევ მცხეთაში

მერე თბილისში დავბრუნდი

და

უკვე ის დრო იყო გავსულიყავით უნდა თბილისიდან

ავტობუსით

ღამის 12 სთ– ზე

ჰხეჰხე

მაგარი იყო

პირველი შემტხვევა იყო არავინ გამაცილა

ღამე ჩემი უუუშველებელი ჩანთით გავაჩერე ტაქსი და ჰერჰერი

კი არა და

მახსოვს, რომ ჩავჯექი ავტობუსში

მერე მახსოვს ბელუქსის მაღაზია დიღომში

და

მერე უკვე მახსოვს  ზესტაფონი

:როლ:

პირველი საოცრება

ღამის 4 სთ ზე არა ავტობუსში ჩვენთან ერთად მყოფმა ტანტონიმის თეატრის მსახიობების გაუთავებელმა ხმაურმა(გადმოცემით ვიცი)

არა ყურთან ტამტამების ბრაგაბრუგმა

არა ავტობუსის სკამზე მუხელთებლად ძილმა

არამედ

შიმშილმა გამაღვიძა

:როლ:

უცხო ქალაქს უცხო ხიბლი აქვს

ყველაფერი უცხო

კი საინტერესოა

ჰხო, აბა რომ არა ეს არასახლურთბილისური, არაადგილობრივული განცდა

ავტოსადგურში, მძღოლებთან ერთად ყავას არ დავლევდი ალბათ

გადავჯექით ბეშუმის სამარშუტოში

პირველად დასკვნებს არ ენდოთქო

ჩემს თავს ვუთხარი ერტხელ

და

მეორედაც გავუმეორებ...

კაცი მომიჯდა გვერდით... ვიფიქრე, რომ ჰხუხ მეთქი...დავიღრიჯე

2–3 საათის მერე უკვე მრცხუენოდა ცემი პირველადი ფიქრების

კეკელიძე იყო გვარად, სახელი არ მიკითხავს

სურვილმა, იცოდე ვინ ხარ და საიდან ხარ და რატომ ხარ

მთა და ბარი არ იცის

ერთხელ მკითხესო, რომელი უნივერსიტეტი გაქვს დამტავრებული

და

ვუთხარი "თვითგანათლებაო"...

დღემდე ყველა "თათარს" მეძახის, ო

არადა რა მნიშვნელობა აქვს მართლმადიდებელი ხარ თუ მუსულმანი,

ადამიანი, რომელსაც სწამს, საშიში არ არის

საშიში ისაა, ვისაც საერთოდ არაფერი სწამს

ჰხოდა ასთრე

გაივლის კიდევ  5–10–20 წელი

და

ბეშუმის გახსენებაზე

ალბათ

ყოველთვის გამახსენდება

მიწასთან სიახლოვისგან დანაოჭებული ხელები,

იაფფასიანი სიგარეტის სუნი

და

სურვილი, იცოდე შენი წარსული...

ან არც გამახსენდება

მაგრამ ხომ მინდა, რომ მახსოვდეს?

ეგეც საქმეა

ჰხუხ

დავიღალე ;დ

გამიარა წერის სურვილმა

:დ

ოდეს

მე

თუ კიდევ შემომახსენდა ეპიზოდები ჩემი 6 დღიანი შვებბულებიდან

გადმოვაბლოგებ

მხოლოდ იმიტომ

რომ

დიდებული 

წამები

მხოლოდ ჩემს ტვინში არ ჩაიმარხონ

:დ

ოდეს

მე.............

Monday, August 17, 2009

დფცგრტ


სიზმრებს

შე(ნ)

მორჩი....

ნიშნავს – კიდევ ჰხარ......

ან ავლილი

ან ჩავლილი

მე

მინახავს.... :როლ:

ნუ შეცვლი სიზმრის სცენარებს – შურისძიება იცის

Friday, August 14, 2009

დჰსაიფჰსა


ბე

ცე

დე

ეფ

ჟე

ჰაშ

კი არა და

ჯე

ან ბან გან დრომ

ენ

ვინ

ზენ თან

თან გან დან 

ამო ჩამო შემო გამო

გადა

სოლ მი სოლ

პეპელ პეპელ დაჯექ დაჯექ

რა პატარძალივით წამოჭიმულხარ

აბა თვალებიც რომ არ ჰქონდეს კარგი

კბილები რას უგავს

აღარ მინდა ძაღლის ნახვა, დღეს უკვე ვნახე მკვდარი კატა

კი არა და

ლამბვაშია თავისუფლება

სიტყვებმა წარსული შემიფუთეს

ემო

ციებიანად

მესიტყვებემოციურმესულისოფლიანება

დრო

მოდი მალე

დრო

ჯერ არ დავიღალე

არ

არ

არ.....

ჰხახ

"სიტყვა არ წამოგცდეს რომ შენ დაიღალე,
განზე გადექი და ტყვია დაიხალე.
გული გაიხელე, სისხლით გაიხელე,
ოღონდ არ წამოგცდეს რომ შენ დაიღალე.
განა ცოტა იყო ჩვენში გატაცება,
ქარში გადავარდნა, ჯვარზე გადაცემა.
ფიქრობ: არ გაწვება, დუშმანს დაეწევა,
უცებ ბრუნდება და სულით დაეცემა.
ბევრჯერ მიზნისთვისაც შეუკურთხებია,
სახე მწუხარებით მიუმწუხრებია...
სიტყვა არ გაბედო, რომ შენ დაიღალე, 
განზე გადექი და ტყვია დაიხალე.
გული გაიხელე, სისხლით გაიხელე,
ოღინდ არ გაბედო,- რომ შენ დაიღალე"

კექსიმ დაწერა ერთხელ

კი არა და

პირველად მაშინ წავიკითხე

ეს

ლექსი

და

ისა

მას შემდეგ

როგორც კი  მინდა, ვთქვა, რომ

მორჩა! დავიღალე..

უცებ ამომი

ტივტივტივტივტივტივ

დე

ბა

და

ისა....

სიტყვას არ წარმოვთქვავ, რომ მე დავიღალე

არ დავცემულვარ

მხოლოდ

წავიბორძიკე

მხოოოლოდ

და

თუ მაინც დავეცემი

და

თუ მაინც დამიცდება ფეხი

არაფერია

წამოვდგები და გავივლი

ვოტ!



Wednesday, August 12, 2009

:|

არაფერი მაქვს სათქმელი

უბრალოდ

ემოციების შემოწოლას ვგრძნობ

ან 

ემოციობის

ეგეც არ ვიცი

უცებ გამახსენდა კამათი

იმაზე

იწვევს თუ არა შვილის გაჩენა დეპრესიას...

გამახსენდა

და

უცებ მივხვდი რომ

კი

შვილის გაჩენის შემდეგ ძალიან ძნელია არ ჩავარდე დეპრესიაში

ისევე როგორც

ძნელია

დიდი ხნის შვებულების შემდეგ

სამასხურში გასვლა

და

ხალხის დარწმუნება

რომ

დაიღალე...

მერე რა რომ

380-3821-3812-8 დღე ისვენებდი

და

სულ რაღაც 8-9 საათია მუშაობ

მერე რა............

”24 წლამდე დრო გაატარა

და

25-ზე გადაირია

ო”

კი არა და

რაც უფრო იკვეთება  თავი ჩემი

რაც უფრო მეტი სურვილი რეალურდება

და

რაც უფრო იზრდება მიწოდება მოთხოვნის ხარჯზე

მით 

უფრო ვხვდები

რომ

რომ

რომ

იიისა.............. :უსერ:

მე

შინია

დრო არ მომერიოს

ძალიან მეშინია............

ეს ბებო გარდაიცვალა დღე





Tuesday, August 11, 2009

2


"სულაც არ მინდა, რომ ვინმეს ვგავდე და მერქვას მხოლოდ

განმეორება"

:როლ:

Sunday, August 9, 2009

ეტეტეწტწეტ


აჰხა, აი დღეს უკვე ნამდვილად ჩამოვთბილისდი...

მშუიდობით შვებულებადასვენებაშესვნებავ

ჰხეხ

და მე ახლა ეს ერთკვირიანი მხიარულსიცილხარხარობა უნდა მეყოს მთელ ერთ წელს?

საინტერესოა

ჰმ...

მეყოს რა

უკვე არ მყოფნის..

ოხ რა ცარიელია ეს ქვეყანა უადამიანოდ

თუ როგორ ამბობენ?

ჩამოვთბილისდი

და

რა

დავდივარ ქუჩაში ( ნუ ჯერ არ გამივლია, მარა ხომ გავივლი)

და

ვიცი რომ არავინ ნაცნობმეგობართაგანი არ შემხვდება

იმიტომ რომ ყველა დასასვენებლადაა

სკყპეს ვრთავ და 379012734120947129074 იანი  ცინტაცტ ლისტიდან ონლინე მხოლოდ 5-6 ადანიანია

მათაც იშვიათად ვეკონტაქტები ხოლმე :უსერ:

ფაცეშიც კი, სადაც წეღან აღმოვაჩინე, რომ 138 მეგობარი მყავს

ამ დროის

ანუჰხთ 21:38 სთ-ს მონაცემებით მხოლოდ 15 ადამიანია ამწუანებული

ჰხუხ

სახლზე არაფერს ვამბობ

კიდევ 1 კვირას მომიწევს მარტო ყოფნა :უსერ:

და საერთოდაც

ახლა ვცდიობ 

ვიწუწუნო

და

თავი შგაბრალცოდოთ

თორემ

გულის სიღმრეშუ

კი აარა და 

ზედაპირზე

უკვე ამიყვავილდა

სიხარულის ყუავილბალახბულახები

მმმაგარია მარტო  სახლში

:ც

და საერთოდაც

ხვალ ჩემს ცხოვრებაში

ახალიძველი ეტაპი იწყევა

ახალი/ძველი სამსახურით

და

ახალი/ძველი ოფისით

და

ახალი/ძველი თანამშრომლებით

მიხარვისსავით

:ც

პ./ს ზემო აჭარა(ბეშუმი)-გონიო-თბილისი-მცხეთა-რაჭა-ლეჩხუმუმი-თბილისი ერთი კვირისათვის არც თუ ისე ცოტაა........ :როლ:

Friday, August 7, 2009

დსდფ

რუისთან ავარია იყო 4-5 საათის წინ......

ნივა იყო  დანგრეული

და

მილეწმოლეწილ რკინის მასად ქცეული

და

პირდაპირ ტრასაზე იწვა 6-7 წლის ბავშვი

ბიჭი

და

სახეზე ისეთი გაოცება ჰკონდა საუკუნოდ აღბეჭდილი

რომ

ალბათ ტირილიც ვერ მოასწრო სიკვდილის წინ.......

მე კიდევ იმაზე მტკივა გული, რომ

ჩემმა 2 კვირიანმა შვებულებამ

6 დღეში

დაასრულა სიცოცხლე........

მას

ავით

: \