Tuesday, November 23, 2010

დჯსოადისქიდ[


დავაკვირდი

და

მივხვდი, რომ

არიან ადამიანები, რომლებთან საურთიერთობოდაც ყოველთვის მესამე ადამიანია საჭირო...

ჰხო აი ასე

ზიხარ ადამიანთან

იწყებთ საუბარს

და

ვერ იწყებთ..

ყველა თემა უინტერესო გამოდის

ყველა კითხვაზე პასუხი კი ან არა ა

დუმილი აჭარბებს სიტყვების რაოდენობას წამში 20 ჯერ

და

უხერხულობის დონე მატულობს წუთში 7,5 ჯერ


მერე მოდის მესამე

მნიშვნელობა არ აქვს ვინ...

ვინ

მე

ვინ

შენ

ვინ

ის

მოდის და

თქვენ აღარ გელევათ სასაუბრო თემები

უღებთ ერთმანეთს კარებს და ფანჯრებს

რომლებიც არ გაქვთ

და

ერთმანეთზე ახლობელი აღარავინ მიგაჩნიათ დედამიწის ზურგზე

ჰხოლო მესამე

დუმს

როგორც

თქვენი სა20არი მეგობრობის თილისმა...


საბრალო მე3ე


იყო მე-3 ნიშნავს იყო ნიადაგ მარტო


ეს ვინ თქვა?

ტარიელ ჭანტურიამ, ჰხო...

და კიდევ ისიც თქვა, რომ

ათასი კაცი უმზერს წუიმას და ათას კაცში

მარტოდ

მარტო

დარჩე

მე

სამე


და სხვა ბევრი რამეც თქვა

რაც ოდესღაც

მაღელვებდა

და

ჩემკენ სავალ გზებს მიფართოვებდა,

მაგრამ

მერე

დროთა განმავლობაში

ყველა გზა

მცდარი აღმოჩნდა...


სისულელეა ყველაფერი

მეც მსგავსი სისულელეებით რაღაცასვუშვრებოდი გულს

მაგრამ

გაიწელა


ესეც ვიღაცამ თქვა


რა აზრი აქვს

არანაეერი....


უბრალოდ ფაქტის კონსტანტაცია

თუ რა ჰქვია მაგ სიტყვას?

რაღაც ისეთი სიტყვაა

გულს უღუტუნებს

:D


უბრალო ფაქტები

ვინ გეკითხება შენ ანალიზს

ვინ გთხოვს

იფიქრე ამ ფაქტს რა მოჰყვება

ან ეს ფაქტი რამ გამოიწვია


უბრალოდ

აღნიშნე, რომ ეს ასე მოხდა

ეს ასეა

რატომ

რისთვის

რა მნიშვნელობა აქვს....


მსოფლიოს ტექნიკურ გამოგენებათა შორის

პირველ ადგილას იმას ვაყენებ

რაც იმ მომენტში სიამლოვნებას მანიჭებს

ჰხოდა ვფიქრობ ახლა

რომ

ყურსასმენებზე

და

მობილურ ტელეფონში

მუსიკის მოსმენის გამოგონებაზე დიდი ტექნიკური მიღწევა არ არსებობს...


დადიხარ

ისე როგგორც მანამდე დადიოდი

იგივე ქუჩებში

იგივე ხალხი

იგივე პრობლემები

იგივე სიხარული...

მაგრამ არა

სხვანაირად დადიხარ


საკუთარი ფეხის ხმა არ გესმის

და

ფიქრობ

რომ

კი არ დადიხარ

დაფრინავ...

ფიქრობ, რომ შენი მოძრაობა

შენი სწრაფი ნაბიჯები

შენი სახის გამომეტყველება

სწორედ იმ მუსიკის შესაფერისია

რომელსაც უსმენ

და

გზაზეც თუ გადადიხარ

და

შუქნიშანსაც თუ ვერ ხედავ

და

მანქანების სწრაფი ნაკადი თუ მოემართება შენსკენ,

რომლისაც

მუდამ ასე ძალიან გეშინოდა,

და მუსიკაც თუა რამე სწრაფი

და

იმაზე უფრო ხმაურიანი, ვიდრე ათობით მანქანის სიგნალი ერთად...

როგორ უხდება ზოგჯერ მუსიკას

შენსკენ საათში 120 ით მიმავალი მანქანის ბბორბლები შენსკენ

და

მძღოლის წამის მეათასედშიუ დაფიქისებული

შეშფოთებული არა

გადაშფოთებული სახე,

რომელიც ყველაზე კარგად აღწერს შენს მდგომარეობას....



ჰხუხ


ამოსუნთქვას მოსდევს ჩასუნთქვა

სიცარიელეს სისავსე

დუმილს

დუმილი......



მომწონს როცა ის არ ვარ, რაც ვარ

რადგან

მერე

უკეთესად ვხვდები

რაც ვარ

და

ზოგჯერ

ვინც : დ




პარას დოქსები...............



Saturday, November 20, 2010

ეწექწე


გუშინაც ბოლომდე ვერ მივხვდი, რომელი რომელი ვართ

სერგი

თუ

ვანია

თუ

მამია


და

იმ კითხვებს
ისევ
ისე ვაწუხებ
როგორც
პირველად ნახვისას
და
როგორც მეორედ ნახვისას
და
როგორც
მესამედ ნახვისას
და
როგორც
გუშინ
მე-10-ედ ნახვისას......



გზები და ხიდები

<3

Tuesday, November 16, 2010

პოკპოკჯ


26 წელია ვზივარ

დავდივარ და მაინც ვზივარ

გავივლი

გამოვივლი

და

ვზივარ...

გულზე ხელების შემომიკრებია

კი არა და

გადამიჯვარიდენებია

და

ველოდები როდის შევიცვლები...

როდის გადავსხვაფერდები

დრო გადის

მიდის მოდის

იქავე დგას

და

მცვლის

მცვლის

მასხვადასხვაფერადებს

და

ჩემს მარწმუნებს

რომ

ყველაფერი გავლადია

ჩემ გარდა

:



ჩასაფრებული ვეფხვი ანუ რაღაცნაერი დრაკონი

თუ რა ჰქვია იმ ფილმს?

მმმ

არ ვიცი..

არც ფილმი მინახავს და არც შინაარსი ვიცი და არც ნახვის სურვილი მაქვს

უბრალოდ

დღეს ეს სახელი გამახსენდა..

უფრო სწორად, კი არ გამახსენდა

ჩემს თავს შევხედე ორი ნაბიჯით წინიდან

და

რატომღაც ამ სიტყვებით შევაფასები

ჩასაფრებული ვეფხვი...


მმ


ძნელია იმაზე წერა, რაზეც წერა ადვილი არ არის...


არსებობს სიამოვნების რაღაც გაურკვეველლი ტალღა,

რომელიც დაგარტყავს

და

ისე შორს გადაგაგდებს

რომ

უკან გამოსვლას აზრი აღარ აქვს...

მიცურავ

მიცურავ

მიცურავ

და

უკან რომ მოიხედავ

ისე შორსაა ნაპირი, რომ....


არსებობს უცნაური ტკბილი მიდრეკილება "ცუდი" საქმეებისადმი...

რომ შენ ამას არ გააკეთებ

რომ შენ ამას მხოლოდ იმიტომ გააკეთებ, რომ მიხვდე რომ "ცუდია"

რომ იცი რომ "ცუდია" და როგორც კი მოგინდება, მაშინვე უარყოფ მას

რომ იცი რომ ცუდია, მაგრამ ვეღარ ანებებ თავს

რომ უკვე აღარ არის ცუდი

რომ ის რაც ცუდი აღარაა

არც კარგია

უბრალოდ ჩვეულებრივია


ჰხოდა ასე

ეტაპ ეტაპ

ნაბიჯ ნაბიჯ

წამ და წამ

თვალ და თვალ

ცხვირ და ცხვირ

პირ და პირ

ადამიანი ხდება

იმად

რითაც ადამიანი

ყველა სხვა

არაადამიანზე

უფრო

არააადამიანურია...


მეერე იწყება გახსენება

რომ

მე ამას ვერ წამოვიდგენდი

რომ ადრე სხვანაირად იყო

რომ ნუთუ ეს მე ვარ

მერე ზიხარ

ზიხარ

ზიხარ

დადიხა რ და მაინც ზიხარ

წახვალ

წამოხვალ

და

მაინც ზიხარ

და

ელი

ელი

ელი

გულზე ხელებ ზოგჯერ არც კი გადაჯვარედინებული

როდის დაიბადები თავიდან

როდის შეიცვლები

როდის გადასხვაფერდები

ანუ

ისევ ისეთი გახდები

როგორიც იყავი....



მიწა იყავ

მიწად იქეც


ქვა იყავ

და

ქვად იქეც


არაფერი იყავ

არაფრად იქეც......



როგორ შეიძლება ადამიანს აწუხებდეს ის

რაც არ აქვს?


როგორ

და

ასე


ანუჰხთ


უემოციობაც ემოციაა


სიცარიელე

წარმოშობს

სისავსეს


გვიხაროდეს

რამეთუ

დავმწუხრდებით

და

ნეტარ არიან მწუხარენი





Monday, November 8, 2010

კდსკდდაჯდჯაჯ

როგორც კი რაღაცის დაწერის სურვილი მიჩნდება,
მახსენდება, რომ ეს ერთხელ უკვე დავწერე და ვჩერდები...
არ მიყვარს ეს გამე2ებები და გამე3ებები და გაშენ2ებები
და
გაცოდნისდედავებები,
მაგრამ
ცხოვრება ხომ სულ მეორდება, მეორდება, მეორდება
წრეზე ბრუნავს დედამიწა
და
ესეც ხომ დავწერე ერთხელ
და
ესეც ხომ გამეორებაა
და
უკვე იმასაც ვიმეორებ, რომ ვიმეორებ :\
ჰხუხ
ჰხოდა მოკლედ არაფერი ახალი...
მობილური დავკარგე
არახალია ძველლია
კი არა და
მე-6 ედ
თუ
მე-7 ედ
ადრე თუ გვიან ყველა ნივთი დასაკარგადაა განწირული
და
რაღაცას რომ იძენ, იმავდროულად იცი, რომ დაკარგავ ოდესმე
ჰხოდა
ასე თუ ისე
შეგუებული ვიყავი
და
არ გამკვირვებია..
პირიქით, რატომღაც შვებითაც კი ამოვისუნთქე,
ალბათ იმიტომ, რომ დაკარგვის შიშმა მომენტალურად გამიარა
რაც დაკარგულია, იმას თავიდან ვერ დაკარგავ
ჰხოდა ასე...
რაც შეეხება ისეს, ჩემი ცხოვრება რომ ეპოქებად იყოფა, არც ეს არის ახალი..
მერამდენედ ვამბობ
თუ ვწერ
რა აზრი აქვს...
ჰხოდა რატომღაც ვიფიქრე, რომ
გარდატეხა გადმოტეხის წლების გარდა
ჩემს ცოვრებას ეპოქად
კიდევ
ადამიანები
ჰყოფენ
და
კიდევ
თმა ჰყოფს ჩემი
და
რაც არ უნდა მატერიალურად კი არა და ჰომოფაბერულად ჟღერდეს
კიდევ
მობილური ტელეფონები ყოფენ ჩემი ცხოვრების არც თუ ისე დიდ,
მაგრამ
ჩემთვის სამყაროს შექმნიდან მოყოლებულ პერიოდს
პატარპატარა მონაკვეთებად
კი არა და
ისტორიებად...
თუ ემოციები მართლა სახლდებიან სხვადასხვა სხეულიან საგნებში
მაშინ
ჩემი ემოციების დიდი ნაწილი მობილური ტელეფონების სხვადასხვაფრად
და
სხვადასხვამუსიკურად
და
სხვადასხვატექსტურად
სხეულდებიან
პირობითი სახელით სმს ებად
და......

მოკლედ, ისა...
სუნი მეცა გაზაფხულის, უცნაური ვიგრძენ ძალი
კი არა და
რაღაც ახალი....


მობილური მოკვდა, გაუმარჯოს მობილურს

: D

Tuesday, November 2, 2010

ჰკჯნჰკ;ჯნჰ;კჯნჰ;კჯ


როგორი სიტყვაა "შეჯამება"


როგორი და ლამაზი და მშუიდი...


თუმცა არა

არასწორად ვსვამ შეკითხვას

როგორი კი არა და რა ინფორმაციის შემცველი სიტყვაა "შეჯამება"

მმმ

ნუთუ ინფორმაციებს და თავგასასავლებს და მოქმედებებს


წინ

ჯამში აწყობდნენ

ანუჰხთ

აჯამებდნენ..

არა, ალბათ არა...

თუმცა, რატომაც არა..

აკი ისაო... ჩინელები ყოველი საინტერესო და მათთვის ყურადსაღები მოვლენის აღსანიშნავად

ჯამში თითო ჯ\ბრინჯის მარცვალს აწყობენო

ჰხეხ

ყველაფერს შეიძლება მოუძებნო გამართლება

სიტყვა "შეჯამებასაც" კი...

თუ ასეა, გამოდის, რომ მალე ეს სიტყვა უფრო გათანამედროვდება

და

შეჯამებას

შებლოგება შეცვლის...

ახლა ჰხომ ის ეპოქაა, როცა ძირითად ნააზრევნაფიქრალშემაჯამებელ მოვლენებს

ადამიანი

საკუთარ ბლოგზე ინახავს....

ვაჯამებ ანუჰხთ ვაბლოგებ, მაშასადამე ვცდილობ ვიყო თანამედროვე მსოფლიოს ერთი რიგითი მოლეკულა...

თუმცა სულაც არ ვცდილობ

ეს ისედაც და ასედაც თავისთავად გამოდის...

"არ შეიძლება ამტკიცო, რომ ადამიანი უკვდავი არ არის

რადგან

შენ არ იცნობ ყველა ადამიანს"


წეღან სადღაც შემომეკითხა

და

ალბათ ისიც არ შეიძლება ამტკიცო, რომ

მოლეკულას

ფიქრი არ შეუძლია...

ვეძებ გაბრაზების მიზეზს!

ტვინში იყრება გაბრაზების შესაზლო ვარიანტები

რეალური ვარიანტები

ძალიან რეალური ვარიანტები

ხარ იანტები

არის იანტები

და მეღიმება

რადგან

ყველა რეალური მიზეზი ჩემი გაბრაზებისა

ქედს იხრის

და

გვერძე დგება იმ ერთი შეხედვით უმნიშვნელო მიზეზის წინაშე

როგორიცაა

ცარიელი კუჭი


: D




არაფერი ჯერ კიდევ შეიძლება იყოს ყველაფერი.....