Tuesday, November 16, 2010

პოკპოკჯ


26 წელია ვზივარ

დავდივარ და მაინც ვზივარ

გავივლი

გამოვივლი

და

ვზივარ...

გულზე ხელების შემომიკრებია

კი არა და

გადამიჯვარიდენებია

და

ველოდები როდის შევიცვლები...

როდის გადავსხვაფერდები

დრო გადის

მიდის მოდის

იქავე დგას

და

მცვლის

მცვლის

მასხვადასხვაფერადებს

და

ჩემს მარწმუნებს

რომ

ყველაფერი გავლადია

ჩემ გარდა

:



ჩასაფრებული ვეფხვი ანუ რაღაცნაერი დრაკონი

თუ რა ჰქვია იმ ფილმს?

მმმ

არ ვიცი..

არც ფილმი მინახავს და არც შინაარსი ვიცი და არც ნახვის სურვილი მაქვს

უბრალოდ

დღეს ეს სახელი გამახსენდა..

უფრო სწორად, კი არ გამახსენდა

ჩემს თავს შევხედე ორი ნაბიჯით წინიდან

და

რატომღაც ამ სიტყვებით შევაფასები

ჩასაფრებული ვეფხვი...


მმ


ძნელია იმაზე წერა, რაზეც წერა ადვილი არ არის...


არსებობს სიამოვნების რაღაც გაურკვეველლი ტალღა,

რომელიც დაგარტყავს

და

ისე შორს გადაგაგდებს

რომ

უკან გამოსვლას აზრი აღარ აქვს...

მიცურავ

მიცურავ

მიცურავ

და

უკან რომ მოიხედავ

ისე შორსაა ნაპირი, რომ....


არსებობს უცნაური ტკბილი მიდრეკილება "ცუდი" საქმეებისადმი...

რომ შენ ამას არ გააკეთებ

რომ შენ ამას მხოლოდ იმიტომ გააკეთებ, რომ მიხვდე რომ "ცუდია"

რომ იცი რომ "ცუდია" და როგორც კი მოგინდება, მაშინვე უარყოფ მას

რომ იცი რომ ცუდია, მაგრამ ვეღარ ანებებ თავს

რომ უკვე აღარ არის ცუდი

რომ ის რაც ცუდი აღარაა

არც კარგია

უბრალოდ ჩვეულებრივია


ჰხოდა ასე

ეტაპ ეტაპ

ნაბიჯ ნაბიჯ

წამ და წამ

თვალ და თვალ

ცხვირ და ცხვირ

პირ და პირ

ადამიანი ხდება

იმად

რითაც ადამიანი

ყველა სხვა

არაადამიანზე

უფრო

არააადამიანურია...


მეერე იწყება გახსენება

რომ

მე ამას ვერ წამოვიდგენდი

რომ ადრე სხვანაირად იყო

რომ ნუთუ ეს მე ვარ

მერე ზიხარ

ზიხარ

ზიხარ

დადიხა რ და მაინც ზიხარ

წახვალ

წამოხვალ

და

მაინც ზიხარ

და

ელი

ელი

ელი

გულზე ხელებ ზოგჯერ არც კი გადაჯვარედინებული

როდის დაიბადები თავიდან

როდის შეიცვლები

როდის გადასხვაფერდები

ანუ

ისევ ისეთი გახდები

როგორიც იყავი....



მიწა იყავ

მიწად იქეც


ქვა იყავ

და

ქვად იქეც


არაფერი იყავ

არაფრად იქეც......



როგორ შეიძლება ადამიანს აწუხებდეს ის

რაც არ აქვს?


როგორ

და

ასე


ანუჰხთ


უემოციობაც ემოციაა


სიცარიელე

წარმოშობს

სისავსეს


გვიხაროდეს

რამეთუ

დავმწუხრდებით

და

ნეტარ არიან მწუხარენი





No comments: