Sunday, December 30, 2012

ახალი წლის ტრადიციები

ყოველ წელს, ახალ წელს ვხვდები მცხეთაში
ყოველ წელს,  23 საათზე ვიწყებთ მაგიდის გაშლას
ყოველ წელს,  23:55 წუთზე გავრბივარ აივანზე და ვისვრი შუშხუნებს
ყოველ წელს, როცა აივანზე ვდგავარ და შუშხუნას ვისვრი,მოდის მატარებელი, რომელიც ახალ წელს დიდი სიგნალით ხვდება
ყოველ წელს, 00:00 საათზე მავიწყდება რაიმე სურვილის ჩაფიქრება
ყოველ წელს,  00:01 საათზე, იხსნება შამპანური
ყოველ წელს, ახალი წლის პირველი 15 წუთი არის ყველაზე გრძელი პერიოდი მთელი წლის მანძილზე, რადგან რეალურად, არავის გვინდა არც შამპანური, არც საჭმელი, ყველა ნაძვის ხის ქვეშ ვიხედებით და ერთი სული გვაქვს როდის გავხსნით საჩუქრებს
ყოველ წელს, 00:15 საათიდან ვდგებით სათითაოდ მაგიდიდან და ნაძვის ის ქვეშ დაწყობილ, ჩვენს ნაყიდ საჩუქრებს ვიღებთ და ერთმანეთს ვჩნუქნით
ყოველ წელს, საჩუქრებით აღფრთოვანებული ვარ, უფრო მეტად, ვიდრე გასულ წელს
ყოველ წელს, ვრწმუნდები, რომ ახალი წელი ერთადერთი საოჯახო დღესასწაულია და ყოველ წელს მინდა, რომ სულ ასე გაგრძელდეს... სულსულსულ ასე


:)



Tuesday, November 27, 2012

bbbbbbbbbbbbbb

გუშინ ვიფიქრე, რომ მეტს ვეღარასდროს დავწერდი
დღესაც ასე ვფიქრობ,
მაგრამ
ჯერჯერობით ემოციების გადმოცემის სიტყვებზე უკეთესს საშუალებას ვერ მივაგენი
მითუმეტეს, თუ ეს სიტყვები დაწერილია...
აი, მაგალითად
ზიხარ კომპთან წარბეუხრელი
ურეაქციო სახით,
ერთ ემოციას რომ ვერ წამოიკითხავს  გვერდით მჯდომი ადამიანი
და
ამ დროს მეგობარს სადმე ჩათში წერ
ლოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ -ს
ანუ ხარხარებ სიტყვიერად..
ხარხარებ რა მაგარი სიტყვაა ისე არა?
ხარ ხარ ებ
ვარ ვარ ებ
არის არის ებ
ანუ მე როცა ვხარხარებ
მე ვშენაობ?
მმ
არადა სიცილი ისეთი რამეა, მხოლოდ შენი შეიძლება იყოს
მეორე პირი რა შუაშია?
აა, მივხვდი, ეტყობა სიცილი  ადამიანის ბუნებისთვის ისეთი უჩვეულო რამაა,
როცა იცინის ის ის არ არის
არამედ სხვა ვინმე მეორე
ამიტომ მე ვხარხარებ და არა ვვარვარებ
ჰხო, ეგრე იქნება...

დრო მიშლის ნერვებს
მაბრაზებს
თვითონ ჰხომ გადის და გადის
და
მეც გადავყავარ სხვადასხვა განზომილებებში
მე რაღას მერჩის
არ ვიცი
აი მე რომ 5 წლის წინ ვიყავი ამ დროს
ნუ 5 წლის წინ რა ხდებოდა და სად ვიყავი არ მახსოვს, მაგრამ სადაც არ უნდა ვყოფილიყავი
მაგალითად, ამ დროს ალბათ სახლში ვიყავი
ჰხო, ხუთი წლის წინ ამ დროს რომ ვიყავი სადღაც და ახლა ჩემს მეხსიერებაში რომ ვიცი და ვაცნობიერებ რომ იქ ვიყავი, მაგრამ ახლა აქ ვარ, ეს რას ნიშნავს, რომ იქ აღარ ვარ? თუ ახლა აქ ვარ და იქაც ვარ, ოღონდ მაშინ? ო_O ანუ ბევრი ვარ  და ყველგან ვარ სადაც კი ოდესმე ვყოფილვარ მიმობნეული მილიარდ ადგილას, უბრალოდ, როცა ერთსა და იმავე ადგილას ვხვდები დროის სხვადასხვა მონაკვეთში ორი მე ერთდება ოღონდ არც იმ დროში რასაც "წარსულს" ვეძახი და არც იმაში რასაც "აწმყოს", არამედ რაღაც ჯერ უსახელოში და ჩემთვის გაურკვეველში და ამიტომაც მაგ დროს განსაკუთრებულად რთულს, რადგან იცი რომ ბევრი ხარ მაგრამ არ იცი სად.....

დრო, სივრცე და რაოდენობა დაძმობილდნენ
გაუდგნენ გზასა

შინაგანი სიმყუდროვე იმას ჰგავს
ხის ტოტები რომაა ერთმანეთზე გადაჯაჭვულ-გადმოჯაჭვული
ისე რომ ცა არ ჩანს
და
მის ძირში კი პატარა მოტბო-მოგუბოვო რაღაცაა
და
ოდნავ ნიავი უბერავს
სულ ოდნავ
აი წყალზე ოდნავ ზოლებს რომ აკეთებს სასიამოვნო სანახავს...
თუ მოხდა და ტოტები გადაიწია
მზემ თუ გამოანათა
ბედნიერებამ,
ლამაზი სანახავი კია ეს გუბეტბოვანება, მაგრამ ბევრი მზისგან და სიცხისგან მალე შრება და ქრება საერთოდ,
თუ მოხდა და  წვიმა წამოვიდა
ქარი ამოვარდა და თოვლიც თუ ჩამოფანტელდა
ხომ საერთოდ აიმღვრევა
გაიყინება
გაუშნოვდება...
ამიტომ, ისევ მყუდროება სჯობს
ოღონდ ნიავი
სულ ცოტა ნიავი მაინც უნდა ჰქონდეს..

და ყავა
და მუსიკა
რამე ისეთი... :)

Monday, November 12, 2012

ფჯჯფე

როცა ამბობენ, რომ ყავა უყვართ
და
როცა წერენ, რომ სვანეთზე გიჟდებიან
და
როცა ფიქრობენ, რომ მწვანე მათი ფერია
და
როცა კითხულობენ "სოფის სამყაროს"
და
როცა უყურებენ " სიმღერები მეორე სართულიდან"-ს
და
როცა უსმენენ სერგის და ბიბის "გაგივლის"
და
როცა ოცნებობენ "ჩრდილოეთის ციალის" ნახვას....





ვგრძნობ, რომ ფრჩხილები მეზრდება...........


Thursday, October 11, 2012

გაადამიანებისპროცედურები

...............გამოვრთე კომპიუტერი
ანუ 12 საათიანი სამუშაო დღე დასრულდა...
სეირნობის ხასიათზე ვარ , მაგრამ წვიმს,
გავალ და მერე გადავწყვეტ რა ვქნა  -  ვფიქრობ...
Fოიე სავსეა ბავშვებით
თუ ახალგაზრდებით...
არ ვიცი ახლა 10-11 კლასელებს როგორ მოიხსენიებენ..
რაც მართალია, მართალია
ჩუმად სხედან, 
ნუ ზოგი დგას, მაგრამ ჰხომ იცი როგორაა,
სამი ზრდასრული ადამიანი უკვე ხმაურია
და
მითუმეტეს 13-15 ბავშვი თუ ახალგაზრდა ...

 -  რა ამბავია, რა ხდება? ვკითხულობ...
 -  რა ვიცი, 2 დღის წინ ვიღაც 18 წლის ბავშვს თავში ესროლეს და აპარატზეა შეერთებული, კარგა ხანს მოუწევს აქ ყიფნა საერთოდ თუ გადარჩა და ამ ბავშვებსაც ვერ მოვიშორებთ სანამ აქ იქნება  -  პასუხი...
- უუუუფ, აბა კარგად ყოფილა ჩვენი საქმე- უკმაყოფილო ვარ, არ ვიცი რატომ.. შენ ის მითხარი, რაო იმან, რა მოგწერა?

დაღამებულა ამასობაში























სერიიდან 
როგორ გავხდი ადამიანი



:\

Thursday, October 4, 2012

წიგნი თანაც სამი

ჩემი მოგონილი  ტრადიციებიდან ერთ-ერთი

ყოველთვის, ხელფასის აღებიდან
2-3 დღის შემდეგ
შევდივარ წიგნების მაღაზიაში
და
ვყიდულობ წიგნს
თან სამს...
ჰხო, ესეც ტრადიციაა, რომ უნდა უნდა ვიყიდო
არა ერთი ან ორი ან ოთხი ან ათი
არამედ
3 წიგნი...

ტრადიციულია შემდგომი ხელფასის აღებამდე დარჩენილი 28 დღეც
სამი წიგნის წაკითხვას, როგორც წესი ვანდომებ ორ კვირას
და
დანარჩენ ორი კვირას კი ვფიქრობ, რომელი წიგნები ვიყიდო შემდეგ ხელფასზე...,....
ვფიქრობ ვფიქრობ და მერე ჰხან ნეტში გადავაწყდები ჰხომე რაღაც საინტერესო წიგნზე ანოტაციას
ან ვასასიკოს წამოსცდება რამე რომელიმე ახალ წიგნზე...
მოკლედ, მაღაზიაში მისვლამდე
ზუსტად ვიცი
რა მინდა...
მერე შევდივარ შიგნით და ჰხოი საოცრებავ..
ნუ ესეც ტრადიციაა..
ტრადიციულად, მავიწყდება ყველაფერი
ყევლა მწერალი
ყველა წიგნი
წაკითხულიც
წაუკითხავიც
და
5-10 წუთს შევყურებ წიგნებით გატენილ თაროებს
ისე თითქოს ცხოვრებაში პირველად ვხედავე საერთოდ წიგნს...
და  მერე უცბაშAად ხდება სასწაული
ჰო, სასწაული
დაახლოებით ისეთივე, როგორიც იერუსალიმში აღდგმას ცეცხლის გადმოსვლაა,
იმ ხმაურში
თუ სიჩუმეში
გარკვევით ისმის, როგორ გეძახის ვიღაც
მე შემომხედე მეო
და
იმდენი თითქოს ერთნაირი წიგნიდან თვალი ზუმავს ერთს,
ტრალდები, იღებ
და
შლი შუაში..
არც ტექსტს კითხულობ, არც ავტორს არც სათაურს
უბრალოდ შუაში შლი
და
ხვდები
რომ
ის ის არის
და
ის წიგნიც ისე გებღაუჭება, ისე ეგწებება ხელებზე, თითქოს ისიც ხვდება რომ შენ შენ ხარ...
პირველი წიგნი საშუალო ზომისაა ჰხოლმე, ჩვეულებრივ შრიფტიანი და საშუალო სტატისტიკური ყდით
მერე თვალს თუ მოავლებ მის გარშემო, დაახლოებით 2-3 წიგნის მოშორებით რაიმე დიდ, სქელყდიან, 11იანი შრიფტით აკრეფილ წიგნსაც შეავლებ თვალს  რომელიც აუცილებლად პირველ პირშია მოთხობილი და იმასაც გამოაყოლებ ხელს და აი უკვე სალაროში ფულის გადახდისას, როცა მოლაერი ისის არის ჩეკს ამოარტყამს, უცბაშად საიდანმე მესამე წიიგნიც შემოგაჩეჩდება, უფრო მომცრო ზომის,რომელიმე ესპანურენოვანი მწერლის მოთხრობების კრებული ძირითადად და ყდიდან ამმწერლის ფოტოსურათი ისე შემოგყურებს, კარგი გოგო ხარ და არ იყიდო აბა...
მერე გამოდიხარ დატვირთული მაღაზიიდან
დატვირთული მთელი სამი წიგნით
და
როგორც წესი, ამ დროს საღამოა ჰხოლმე
და
ასევე, ტრადიციულად, ფეხით ხარ
და
გრძნობ, როგორ სირბილით მიდიხარ სახლში
რომმალე ამოიღო პარკიდან მთელი ეს სიმდიდრე
და შეუდგე კითხვას...
გზადაგზა რომელიმე ცნობილი ბრენდის რომელიმე მაღაზიის რომელიმე ვიტრინაში გამოფენილ ტანსაცმელს მოავლებ თვალს,
აი იმას, მთელი თვის მანძილზე ხელფასის აღებას რომ ელოდები, რომ მიხვიდე და იყიდო
და
დედას გეფიცები,გრძნობ, ეს ტანსაცმელი, როგორ არარააობაა იმასთან შედარებით, რაც შეიძინე...........


მაგრამ ხანდახან ისიც ხდება, რომ
შედიხარ წიგნის მაღაზიაში
იწყებ სასწაულის პროცესს,
იღებ ხელში ხან ერთ,ხან მეორე, ან მეასე წიგნს
ათვალიერებ
ეძებ
ეძებ
ეძებ
და
არცერთი მათგანი არ გეძახის მოდი,მიყიდეო...

ხელცარიელობა კი ისე ჰგავს თავდახრილობას
და
ისე ჰგავს ნელა სიარულს
რომ.........

როგორც დღეს



Monday, October 1, 2012

ჩემი პირველი (არ)ჩევანი

პირველად წავედი არჩევნებზე
და
არჩევნები აღმოჩნდა იმაზე უფრო დამთრგუნველი, ვიდრე მოველოდი


აი რატომ

1) 5-6 წლის შემდეგ პირველად მომიწია მისვლა იმ ეზოში, იმ სახლთან, სადაც გაავტარე ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი 8 წელი

2) უცნაურად ემოციური აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ საარჩევნო უბანი გახსნილი იყო
საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე და ხმის მიცემის მომენტში კედლიდან მიყურებდა მიკი მაუსი

3) მთელი საარჩევნო ციებ-ცხელების დროს რეალურად არ მიფიქრია ვისთვის მიმეცა ხმა, ვფიქრობდი, რომ როცა ფარდაჩამოფარებულ კაბინაში შევიდოდი და ბიულეტინს დავხედავდი, თავისთავად მივხვდებოდი ვინ ვინ იყო და ბლაბლა.... მაგრამ მიკი მაუსმა დამაბნია... დავხედე ბიულეტინს და საერთოდ ევრ გაავრჩიე რა ეწერა და ვინც ეწერა ვერავინ ვიცანი, ასე რომ საფიქრალად დრო არ დამრჩა

4) იმდენ ხანს რიგში დგომის დროს მივხვდი, რომ ბიულეტინის გაუქმება არ მინდოდა, მინდოდა ვინმესთვის ხმა მიმეცა, მაგრამ მაინცდამაინც იმ წამებშიმ როცა ფარდაჩამოფარებულ კაბინაში აღმოვჩნდი,   ჩემში გაიღვიძა ხატვის სურვილმა და ჩემს ბიულეტინზე ხელოვნების ნიმუში შევქმენი... იმედია, როცა დაითვლიან და ჩემს კონვერტს გახსნიან, ვინმე თანამედროვე ხელოვნების თაყვანისმცემელი იქნება გარშემო და ტაშს მაინც დაუკრავს.....

5) ტყუილი ყოფილა რომ მატყუებდნენ ა ხმა უნდა მისცეო, სინამდვიელში მხოლოდ ბიულეტინი ჩავაგდე, ხმა არავის მოუთხოვია......











Friday, September 21, 2012

კჯნჰ;კნჰ;კლ

გუშინ ჩემმა ერთმა ნაცნობმა თქვა,
მთელი სკოლის პერიოდი ყველა, დიდი თუ პატარა,  თავში ვურტყამდით ახალაიას,
ყველა მაგას ვცემდით
და
ახლა, ერთადერთი რაზეც მწყდება გული,
რატომ არ მოვკალით მაშინო...



მრავალწერტილმრავალძახილისნიშანი






























გუშინვე, უცბაშად
ძალიან
დიდი შვება ვიგრძენი
იმ ფაქტის, გამო
რომ
არ მყავს შვილი.....

















არც მჩაგვრელი
არც ჩაგრული






აღზრდის ხელოვნება










Tuesday, September 18, 2012

2

ყოველი ახალი დღე
ახალი ბრძოლის ველია
ახალ პლანეტაზე
ახალ საუკუნეში
ახალ სივრცეში
ახალ დროში
იმ განსხვავებით, რომ
მებრძოლები,
ყოველთვის ჩვენ ვართ...
ყოველი ახალი დღე
ახალი ბრძოლის ველია
ახალი ბრძოლებით
და
ძველი შედეგებით...
ყოველი ახალი დღე
ახალი ბრძოლის ველია
და
ყოველი ახალი დღის ბოლოს
ძილის წინ
ღიმილით ვფიქრობ
"დღეს გავიმარჯვე...."
"დღეს დავმარცხდი..."

მაგრამ, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ახალი დღის დასაწყისში
ახალ საუკუნეში
ახალ სივრცეში
ახალი სახით
და
ახალი შეგრძნებებით
დავბოდიალობ
და
დაგეძებ,
საომრად გიწვევ..
შენ კი არ ჩანხარდარ...
წლებიდან წლებში დავხტივარ
უძრავად მჯდომი მონიტორს მიღმა
და
ვსევდიანდები...

არც გამარჯვება
არც დამარცხება...
უბრალოდ
ომი მწყურია





Tuesday, September 4, 2012

კლნჰ

აცივდა
სიზმარში ვნახე, რომ სამოგზაუროდ ვემზადებოდი
ბარგს ვალაგებდი
და
დედამ მითხრა, თბილი ფეხსაცმელები წაიღე,
ჰხომ იცი მთვარეზე როგორ ცივაო...
ე.ი. ნამდვილად აცივდა..

სხვა წლებთან შედარებით ახლა  უფრო ხშირად მოდის შემოდგომა..............



Wednesday, August 22, 2012

ყიოჰკჯბლ

დრო და დრო
როცა მე მე არ ვარ
ვგრძნობ, რომ სწორედ ის ვარ
რაც არ ვარ
რეალურად
თუ არარეალურად..
მოკლედ, მე ის ვარ რაც არ ვარ
და
მიხარია,
რომ ვარ
ანუ არ ვარ
მაგრამ ვარ...

წამართვით ძალაუფლება,
წამართვით და ვიბრძოლებ, რომ მოვიპოვო...


პ.ს. ჩემი ცხოვრების ერთი დიდი ეტაპი, დაყოფილი მრავალ ეტაპად
რომლებიც თავის მრივ წვრილ-წვრილი ეტაპებისგან შედგება
და
კიდევ და კიდევ და კიდევ
მოიცავს ეტაპებს
რომლებიც ისეთივეა, როგორიც ის სათვალეები, რომლებითაც დროის იმ ეტაპზე
როცა ეტაპი ეტაპად იწოდა
ვუყურებდი სამყაროს...
ყოველი ახალი სათვალე ახალი ეტაპის დასაწყისია
და
ყოველი გატეხილ/დაკარგული სათვალე
ეტაპის დასასრული...
ანუ გამოდის, რომ დღეს კიდევ ერთი ეტაპი დასრულდა ...
ახალი სათვალით ახალი ეტაპის მოლოდინში.... : )

Sunday, July 22, 2012

ეჯწპეპო3

მე ყოველთვის საოცარი ტაქსის მძღოლები მხვდება
ეს ალბათ ბედია..
ან უბედობა..
ჰხო, ყველა ერთმანეთზე გასაოცარია და ყველა მათგანი ისე ჰგავს წიგნის პერსონაჟს
თავიანთი გასაოცარი ისტორიებით, 
რომ
ხანდახან, როცა გაგიკვირდებათ და დრო მაქვს, 
ვფიქრობ
 წიგნი ხომ არ დამეწერა
ან
ფილმი ხომ არ 
გადამეღო
სათაურით
"მე და ჩემი უცნაური ტაქსის მძღოლები"...
მაგრამ დღევანდელი ტაქსის მძღოლი მაინც ყველაზე უცნაური იყო..
ალბათ იმიტომ , რომ სულაც არ იყო უცნაური
და
სწორედ ეს აუცნაურებდა..
არ ვიცი, შეიძლება არაფერია იმაში იცნაური, 
როცა ტაქსში ზიხარ
ღამეა
ხედავ მხოლოდ მძღოლის თეთრ თმას
და
ფიქრობ, რომ იქნება ალბათ 60-65 წლის
არა, ამასაც არ ფიქრობ...
ზიხარ შენთვის ფანჯარასთან და აკვირდები ღამეში განათებულ შენობებს
და
ფიქრობ, რამდენი ახალი მაღაზია გახსნილა
რამდენი ახალი შენობა აშენებულა, მანამ
სანამ
მე სამსახურში ვიზვარო
ჰხო, შეიძლება სულაც არაა უცნაური,
ამ სიჩუმეში,
ამ საკუთარ თავთან დიალოგში\
უცბაშად ტაქსის მძღოლი
ისე, რომ თავს არ სწევს უკან
გეკითხება
"შეყვარებული გყავს?"
ჰხო, არაა უცნაური, ბოლოსდაბოლოს იმდენნაირი ტაქსი დადის დედამიწაზე\
იმდენნაირი მძღოლით, რომ რა გასაკვირია ერთს ასეთი შეკითხვა გასჩენოდა..
მაგრამ დედას გაფიცებთ, დამეთანხმდეთ
რომ
ნამდვილად უცნაურია, 
როცა ვიღაც, თუნდაც ტაქსის მძღოლი, გკითხავთ,
შეყვარებული გყავსო
და
შენ მთელი სიგულწრფელით, მთელი სიცხადით, უპასუხებ
კიო..
თავს დახრი, დაიმორცხვებსავით
და
უცბაშად გაგახსენდება, რა შეყვარებული 
და
უპასუხებ, უი შემეშალა, არა არ მყავსო :ს :ს


ნუ სხვა შეკითხვა აღარ დაუსვამს ან დამისვა და არ მასოვს..
ან რაღა მემასოვრება
გავოცდი
ზუსტად არ ვიცი რის გამო...
ალბათ იმიტომ, რომ
ჩემი პასუხი მეც პირველად მოვისმინე
და
გამიკვირდა, ისეთი გაკვირვებით
შუა სიზმრიდან რომ ვიღაც გაღვიძებს,
იღვიძებ, ფხიზლდები, ყავას სვამ, პირს იბან
და
გულში მაინც სიზმარზე ფიქრობ....

მიკვირს და მიხარია, რადგან მიკვირს, ე.ი. ჯერ კიდევ შეიძლება ჩემგან ფილოსოფოსი გამოვიდეს
თღუნდაც სიზმარში : )

Wednesday, July 18, 2012

wqwr

                                                                       30.05.12

17.06.12

13.07.12
19.07.12

 პ.ს. ვიტირე.........................პ.ს.ს 2 წლის ბავშვისგან  მხოლოდ ასაკით განვსხვავდები  :|




Monday, June 18, 2012

:)

ადამიანები არ იცვლებიან!

უბრალოდ, იცვლება აღქმა...
 
1998 წელი
"დახასიათების რვეული"
:)


მე - 13 წლის 
საკუთარი თავის შესახებ :)


15 წლის შემდეგ - შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი. ჩემს უარყოფით თვისებებს რაემატა კიდევ რამდენიმე, დადებითზე ისევ არაფერი შემიძლია ვთქვა... გარეგნულად ისევ მსუქნად მივიჩნევ საკუთარ თავს, ისევ მოკლედ მაქვს თმა და ტუჩები არ გამზრდია  :D. ისევ მიყვარს სიცილი, ანეგდოტები, კვერცხი და.... "ცეცე" სხვა "ცეცეებმა" შეცვალეს, თუმცა ობიექტები იცვლებიან, გრძნობა იგივე რჩება .... : ))

ანუკა - ჩემი უფროსი და - 16 წლის

ვფიქრობ, რომ დღეს რომ ვთხოვო ჩემი დახასიათების დაწერა, სიტყვა-სიტყვით იგივეს გაიმეორებს :) 


თამუნა - ჩემი შუათანა და  -  14 წლის :)

დღემდე სჯერა, რომ გადავლახავ "ამ პერიოდს" და "დავსერიზულდები" :)


გიორგი  -  ჩემი ძმა - 4 წლის

15 წლის შემდეგ ისწავლა წერა და იგივეს, რასაც 4 წლის წინ ჩემი დის ხელით წერდა, უკვე საკუთარი ხელით დაწერს ახლა :))  დღესაც ვაბრაზებ და თვლის რომ ვარ ცუდი "ბავშვი",   გულკეთილი ალბათ აღარ ვარ მის თვალში, მაგრამ მაინც ვუყვარვარ (ნონ) : ))



თამარ კარელიძე- ვასასი -  8 წლის 
ჩემი ფავორიტი ჩანაწერი ამ რვეულში :)))))))))
ყველაზე ყველაზე ყველაზე  უცვლელი დამოკიდებულება ; D
"როცა ვინმე მოვა მათ გადავყვები და ყურადრებნას არ ვაქცევ, მაგრამ ძალიანძალიან ვუყბარვარ" <3

თეონა ( გვარი არ მახსოვს) - ქართულის მასწავლებელი - 27-28-29 წლის

როგორც აღმოჩნდა, ჩემს ცხოვრებაში მაშინაც არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ჩემში რაღაც ისეთებს ხედავ(დნ)ენ, რასაც მე ვერც მაშინ და ვერც ახლა ვერ ვხედავ :) თუმცა გამოგიტყდებით და მაშინაც მსიამოვნებდა და ახლაც მსიამოვნებს ასეთI უტოპიების კითხვა : D

და კიდევ....

15 წლის წინ
ისევე როგორც ახლა
ძალიან მინდოდა შემძლებოდა ხატვა

მაააააააააააააგრამ

ჰხეხ

:))))





პ.ს.  გუშინ ამ რვეულის არსებობის შესახებ ჩემს მეგობრებს მოვუყევი:) გაეცინათ.. შოთიკომ, უი ჰხედავო, მაშინაც კი, 13 წლის ასაკში, როცა ყველას "მეგობრობის დღიური" ჰქონდა  და "რომელი მსახიობი გიყვარს", "რა წიგნს კითხულობ" -ს ეკითხებდონენ ერთმანეთს, მაააშინაც კი როგორი ეგოისტი ყოფილხარ, ხალხს მხოლოდ ერთ შეკითხვას უსვამდი "რას ფიქრობთ ჩემზე" - ო....  ძნელია არ დაეთანხმო... ეგოისტობაც არ ყოფილა გავლადი........ ყოველ შემთხვევაში  15 წლის მანძილზე.............. :)

Friday, June 8, 2012

დჯსჰფასჰფკლადჰნორხდა,ნ

დღეს ჩემი მეგობრის დაბადების დღეა
:)
ჰხო, მეგობრის...
თუ შეიძლება მეგობარი ეწოდოს ადამიანს,
რომელიც
10-15 წელია არ გინახავს...
რომლის ქმარსაც არ იცნობს,
რომლის შვილებიც არასდროს გჭერია ხელში...
არადა დღეს მართლა მისი დაბადების დღეა
მისი - ანუჰხთ მეგობრის...
რამდენი ადამიანი წარმოგიდგებათ თვალწინ, როცა სიტყვა "მეგობარს" გებულობთ?
ერთი?
ორი?
არცერთი?
ვერ გაიხსენეთ?
არა უშავს...
სხვა გაგიხსენებთ...
დღეს ჩემი მეგობრის დაბადების დღეა
და
მე არ ვიცი ნომერი, რომ მივულოცო
არ ვიცი სახლი, რომ მივულოცო
არ მაქვს მისი მაილ, რომ მივულოცო..
დღეს ჩემი მეგობრის დაბადების დღეა და
მახსოვს, რომ დღეს ჩემი მეგობრის დაბადების დღეა...
უბრალოდ, მახსოვს
და
რაღაცნაერად გული მიფრიალებს,
რომ
მისი დაბადების დღეა...







 ჰხვალ ჩემი მეგობრის ქორწილია...
ჰხო,
მეგობრის...





ზოგჯერ ცხოვრება ძალიან იფერებს რომ ცხოვრებაა და ისე იქცევა, თითქოს მართლა ცხოვრება იყოს....


მეღიმილება
ჩემთვის
დრო
და
დრო.....



Monday, June 4, 2012

8

იმ დღეს დავასტატუსე ფეისბუქზე
"სულ მეგონა, რომ 2008 წელს მოვკვდებოდი და არც შევმცდარვარმეთქი..."
არ მიხუმრია, სიმართლე ვთქვი..

7-8 კლასში რომ ხარ და მასწავლებლები ერთ ზედმეტ სიტყვას რომ არ ამბობენ გაკვეთილზე საგნის და წიგნში ისედაც დაწერილის გარდა და ეს ყველაფერი რომ სასტიკად მომაბეზრებელია და უცბაშად, კარი რომ გაიხსნება და ერთ-ერტი რიგითი საგნის ახალი მასწავლებელი რომ შემმოვა კლასში და უცბაშად თემიდან გადაუხვევს, ეგ შეგრძნება ალბათ ყველას გამოგიცდიათ და ალბათ ყველას გახსოვთ არა?არა? კაი :\

ჰხოდა ფიზიკაში კი სამწუხაროდ ბევრი ვერაფერი ვისწავლე, მაგრამ სამაგიეროდ მასწავლებლის გადახვეულ/გადმოხვეულმა ფრაზმებმა ღრმად  დაიმკვიდრა ჩემი ტვინის ხველულებში ადგილი და ჩემს ცხოვრებაში რაღაც-რაღაცეები შეცვალა თავისებურად... უკვალოდ ჰხომ არაფერი იკარგება...

ჰხოდა ერთხელად ამ მასწავლებელმა რიცხვებზე დაგვიწყო ლაპარაკი და ყველა რიცხვის შესახებ ისეთი რაღაცეები გვითხრა რომ,..
თურმე ნუ იტყვით და 3 აღმოსავლეთის სიმბოლო ყოფილა
4 დასავლეთის
და
7 მთლიანობის ანუჰთ აღმოსავლეთს პლუს დასავლეთი
მაგრამ ჯერ სად ხარ
მთავარი წინაა..
8
ჰხო 8
ესაო, ისაო...
აი რვა ჰხომ თითქოს არაფერიო, მაგრამ სინამდვილეში სიკვდილის რიცხვიაო
აი თუ არ გჯერათ სვანურს დააკვირდით, სვანურად რვა სიკვდილიაო თუ რაღაც...
მოკლედ, დღემდე არ ვიცი მაშინ მწარედ გვატყუებდა ეს მასწავლებელი
და
ჩვენს ყურებდაცქვეტილ-თვალებგაფაციციებულები ვუსმენდით
და
გვჯეროდა
და
დღემდე გვჯერა
თუ არა
არ ვიცი, მაგრამ
თუმცა ერთი ცხადია,
ამ დღის მერე, ჩემდა უნებურად დავიჯერე, რომ
2008 წელს მოვკვდებოდი
მერვე თვეს,,,
მერე  მოვიდა 01.01.01 და ყველა ამაზე ლაპარაკობდა ვა რა მაგარი თარიღიაო
და
მე კი ვიჯექი და ველოდი 08,08.08 -ს
02.02.02 რომ მოვიდა, მაშინაც 08.08.08 ს ველოდებოდი
და
მერეც და მერეც და მერეც და მერეც..
და მერე კი მოვიდა 08.08,08 და ომიც დაიწყო
და
მერე ეს ომიც დამთავრდა და მეგონა გადავრჩი,...
მეგონა თქვენც გადარჩით
და
მეგონა მორჩა, ამ დღით დავამთავრეთ კაცობრიობამ სიკვდილი,
მაგრამ თურმე სად ხარ...
თურმე სულ ტყუილად....


გუშინ ვიდექი ერთ-ერთი იმ ბევრ ერთ-ერთ ადამიანს შორის,
რომლებიც ჯამში ბევრ ადამიანს ქმნიდა
და
მეც ჩემ ერთერთურად ველოდებოდი დდტ ს და
გარშემო რომ სივრცეა
და
თავს ზემოთ ცა ღიაა
და
ლუდი კი ცოტაა და ბევრი წვალებით მოსაპოვარი, მაგრამ მაინც ჰხომ არის
და
თუ დაიღლები პირდაპირ შეგიძლია იქვე წამოწვე სადაც დგახარ
და
თუ გინდა იყვირე
და
თუ გინდა იცინე
და
მოკლედ თავისუფლებაა
და
სილაღეა
და
მუსიკაა
თანაც ისეთი... დდტ ური
და
უეცრად, ჯერ ერთმა იყვირა родина, მეორე მეორემ , მერე მესამემ
და
სულ მალე ყველა ყვიროდა родина родина родина родина родина родина
თან ისე
თოთქოს სიმღერას კი არა
შევჩუკისგან საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას მოიტხოვენო
და
უეცრად  მივხვდი, რომ მართალი ვიყავი
როცა ვფიქრობდი
რომ
2008 წელს მოვკვდებოდი
რომ ყველაფერი 2008 წელს დამთავრდებოდა...

ჰხომ ხვდებით რატომაც?
ვერ?
არაუშავს..........

Thursday, May 24, 2012

HB

ბავშვობაში ყოველ დღეს  ჩერდებოდა მატარებელი ამ სადგურზე
ახლა კი გაივლის რიხინ-რიხინით

თუ რაღაც მაგდაგვარი ლექსი  ჰქონდა დაწერილი მიხეილ ქვლივიძეს
მახსოვს,,,,,
ჰხო დამავიწყდა, ლექსის სათაურია
"დაბადების დღე"..
ანუჰხთ მორალი: ბავშვობაში გვიხაროდა დაბადების დღე და ახლა კიდევ ისაო...
ჰმ
ნურას უკაცრავად,,
მოკლედ,
ჩემს საყვარელ ფრაზას მოვიშველიებ და ზუსტად გადმოვცემ
ჩემს დამოკიდებულებას ამ
დღისადმი

"ბედნიერებაა, რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი!!!"


სამი ისტორია ჩემი დაბდღეების ისტორიიდან:

1) ყოველ  24 მაისს საღამოს , მაშინ როცა დედა სამზარეულოში ფუსფუსებდა და ათასნაირი საჭმლის სურნელი იფრქვეოდა სახლში, მე ვიმიზეზებდი ათას მიზეზს და გავდიოდი სახლიდან, მივდიოდი ერთსა და იმავე გზაზე და ვიწყებდი განვლილი წლის შეჯამებას... რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი 6 წლის ასაკში? რა მოხდა მნიშვნელოვანი ჩემს ცხოვრებაში 7 წლის ასაკში, 8 წლის, 9 წლის, 10 წლის..... ვიწყებდი ფიქრს და მოსაგონარი და მნიშვნელოვანი ამბები თავზე საყრელი იყო და ჩემს თავს პირობას ვაძლევდი, რომ არასდროს დამავიწყდებოდა რით იყო მნიშვნელოვანი 7 წელი ჩემს ცხოვრებაში, რომ ამ წელს მასწავლებელმა კუთხეში დამაყენა და ქართულში საშინაო დავალება ვერ დავწერე კარგად და სუფთა წერისას მინდორში გადავედი და ბლაბლაბლა..და ეს ყველაფერი ისეთი დასამახსოვრებელი იყო, ისეთი მნიშვნელოვანი, ისეთი, ისეთი რომ ამის გარშემო ტრიალდება მთელი სამყარო... მართლაც და როგორია იყო 8 წლის და დაგავიწყდეს როგორ მიიღე ხუთიანი მხოლოდ შენ, მთელს კლასში.... :)
ახლა კი ვზივარ არა და ვწევარ და ვიხსენებ და ვერ ვიხსენებ რით იყო მნიშვნელოვანი ჩემს ცხოვრებაში 27 წელი...

მერე გავიდა დრო და ეს წინა სადაბადებისდღევო რიტუალი, თავისი მსვლელობა-გახსენებებით წარსულს ჩაბარდა.... 12-13 წელი იქნება იმ გზაზე აღარ ვყოფილვარ... არც 24 მაისს და არც წელიწადის სხვა დღეს..... მაგრამ სულ მახსოვს, როგორ ისა....


2)  24 მაისს ვიძინებდი ადრიანად... არა, ვერ ვიძინებდი... ვწვებოდი ადრიანად და ვერ ვიძინებდი... და მარტო იმიტომ არა, რომ ამ მეორე დღეს ჩემი დაბადების დღე იყო.... ჩემს მეზობლად ქალი ცხოვრობდა, ლიანა ... მე რომ 10 წლის ვიყავი, ის 50 წლის იყო... მე რომ 11 წლის ვიყავი, ის 51 წლის და ა.შ. ჰხოდა მაშინ მიკვირდა და ახლა აღარ მიკვირს, მაგრამ ამ ლიანასაც 25 მაისს ჰქონდა დაბადების დღე... და მე ძალიან მჯეროდა, რომ თუ დილით ადრიანად ავდგებოდი და ჯერ მე მივულოცავდი ლიანას დაბადების დღეს, ის წელი ჩემს ცხოვრებაში  ყველაზე ბედნიერი იქნებოდა... ვიღვიძებდი ადრიანად 6 საათზე, 7 საათზე და გავრბოდი ლიანასთან  საგულდაგულოდ მომზადებული საჩუქრით... ეს მართლა ძალიან სანერვიულო საქმე იყო, ვაი და დაესწრო მოლოცვა, მერე?... მერე ეს სადაბადებისდღევო რიტუალიც წარსულს ჩაბარდა, იმ ერთი შეხედვით მარტივი მიზეზის გამო, რომ ლიანა გარდაიცვალა.... და ახლა ვეღარავინ დამასწრებს დაბადების დღის მოლოცვას, მაგრამ....


3)  9 წლის იუბილე მქონდა... ჰხომ არ ეხუმრებით 9 წელს, მთეეეეეელი 9 წლის ვხდებოდი... იმ წელს დაიბადა ჩემი ძმა :) 3 თვის იყო... დედა დარბოდა ბავშვით ხელში დღე და ღამ... ვისღა ეცალა ჩემი დაბდღისთვის...მე კი 9 წლის ვხდებოდი, ხუმრობა ხომ არაა 9 წელი,.... ჰხოდა რას იზამთ მაშინ, როცა გინდათ რომ დიიიიდი დაბადების დღე გქონდეთ და სახლში კიდევ 9 წლის კი ხარ, მაგრამ ხვდები, რომ შენი დაბდღისთვის არავის სცალია....  ყველაფერი ძალიან მარტივად მოგვარდა: მივედი სკოლაში, გამოევდი შუა გაკვეთილზე დაფასთან და მთეეელი 32 მოსწავლე დავპატიჟე დაბადების დღეზე... ვუთხარი, რომ დედამ გემერილი ნამცხვრები გამოაცხო და ყველას მოუთმენლად ელოდება.... მერე გავიქეცი სახლში შეშფოთებული სახით და დედას ვუთხარი, რომ თურმე ჩემს მასწავლებელს მთელი კლასით გამიზნული ჰქონდა დაბადების დღის მოსალოცად ჩემთან სტუმრობა... ისიც ვთქვი, როგორ ვეხვეწეოდი ბავშვებს არ მოხვიდეთ, დედას არ სცალია მეღქი, მაგრააამ......  :)))))))) დაბადების დღემ მშვენივრად ჩაიარა... ბევრი ბავშვებით და ბევრი ნამცხვრებით :)


პ.ს. ზუსტად საათ ნახევარში კიდევ ერთი 25 მაისი მოვა ჩემს ცხოვრებაში... ვცდილობ გავიხსენო რა ხდებოდა ამ დროს 28 წლის წინ, მაგრამ არ მახსოვს.... ვფიქრობ, ნეტავ გარდაცვლილი ადამიანებიც თუ ზეიმობენ თავიანთი გარდაცვალების დღეს....მოკლედ მიტრიალებს თავში მილიარდნაირი აზრი და ფიქრი, მაგრამ ვგრძნობ, რომ 25 მაისის მოახლოებას ისეთივე გულისფანცქალით ველოდები ახლა, როგორც მაშინ, როცა 7 წლის ვხდებოდი და როცა 8 წლის ვხდებოდი და როცა 13 წლის ვხდებოდი და 16 და 20 და 27....

და მიხარია, მიხარია რომ ვარსებობ, თორემ რომ არ ვარსებობდე დედას გეფიცებით, მართლა ნაღველს მივეცემოდი..... 




Monday, May 21, 2012

რა რთული იყო შენი თავი..
ჰხო. შენი თავი და არა ის
ვინც გვერდით დგას და შენს თავს უყურებს
შენს ქცევებს აკვირდება
და
ყოველი მოქმედების ბოლოს ახნა-განმარტებას ითხოვს...
ოო, აი თუ ვერ ახსენი  მერე მტრისას..
ბრაზდება რომელია
აწყდება კლდე-ღრეს არა და კედლებს
და
დაეძებს რას თვითონაც არ იცის...
რა რთულია, იყო შენ კი არა არამედ ის, ვინს
ყოველ წამს გეკითხება მხოლოდ ერთ შეკითხვას
"რატომ?"
რატომ ასე და არა ისე?
რატომ ეს მაინცდამაინც ახლა?
რატომ ის, როცა ყველაფერი ასეა?
რატომ ეს, როცა ყველაფერი ისეა?
რა რთულია, როცა შენ შენ კი არ ხარ
არამდე, ის, რომელიც თვალებში გიყურებს და შენ კიდევ აღარ იცი სად გაექცე მის მზერას
და
სად წახვიდე და სად გადაიკარგო
და
იქნებ ნიჩაბი რომ გქონოდა დიდი ორმო ამოგეთხარა
და
ჩამძვრალიყავი შიგნით, ოღონდ ეს მზერა არ დაგენახა....
ახლა კი რაღა დაგრჩენია
საბანი გაქვს თავზე გადაფარებული და გგონია, რომ ეს დაგიცავს ყველა და ყველაფტისგან,,
გგონია, როგორც მაშინ გეგონა, ბევრი წლის წინ
რომ თუ ომი დაიწყებოდა
თუ სამყარო ყველა მის კლანჭს ერთად გამოაჩენდა
და
გადაყლაპვას დაგიპირებდა
შეძვრებოდი გამოქვაბულში და დაიმალებოდი//
დაემალებოდი ცხოვრებას
და განა არ ასრულდა
100რულდა
და
ახლა ზიხარ გამოქვაბულში და უყურებ ატომური აფეთქების შემდეგ გამუტანტებულ სამყაროს
და
ზოგჯერ გამოქვაბულიდან თუ გაამოხვალ
დილობ შეერწყა და შეეთვისო
მაგრამ ის მეორე
ის სხვა
ის დამკვირვებელი
თითქოს წინა ცხოვრებაში ჩარჩენილა
და
თითქოს იქიდან გიყურებს
ძალიან შორიდან ახლოს
და
ძალიან მკრთალად და მკვეთრად
და
განა რამეს გეკითხხება
განა რამეს გსაყვედურობს
განა რამეს გიშავებს
უბრალოდ იღიმება
იღიმება ისე მკაფიოდ
ისე 1000აზროვნად
ისე სევდიანსიხარულიანად
რომ შენამდე მოსული ღიმილი ყურებში შეკითხვად იქცევა და
გაიძახის
რატომრატომრატომრატომ.....




Tuesday, May 8, 2012

igkjgkj

ბედნიერება ტორტის დიდი ნაჭერივითაა
დღეს ვთქვი
არადა დიდი, ძალიან დიდი ხნის წინ ვიფიქრე...
ბედნიერება ტორტის დიდი ნაჭერივითაა, ძალიან ძალიან ძალიან რომ გინდა
ჭამ და კიდევ გინდა
და
კიდევ და კიდევ
და
შემოგეჭმევა უუუუშველებელ ნაჭერი
და
უცბად მიხვდები როგორ ამსუყდი
როგორ აღარ შეგიძლია ამდენი სიტკბო
როგორ გერევა გული ამხელა ტორტისგან...

ჰხო, ბედნიერება ტორტის დიდ ნაჭერს ჰგავს
და
ამიტომაც ყველაზე ხშირად გულის რევის შეგრძნებას იწვევს...

გულის ამრევი ბედნიერება






Sunday, April 29, 2012

მეორე ან მესამე ან მეოთხე კურსზე ვიყავით
ზუსტად არ მახსოვს
და
არც აქვს ამას დიდი მნიშვნელობა..
ჰხოდა ერთ ღამესაც
5 ვე ჩემთან შევიკრიბეთ
ან ნინოსთან..
არც ეს მახსოვს ზუსტად და არც ამას აქვს მნიშვნელობა...
მოკლედ შევიკრიბეთ და
აღმოვაჩინეთ, რომ ნინოს მობილურს დიქტაფონის ფუნქციაც ჰქონია
ანუჰხთ შეეძლო ჩვენი ხმა ჩაეწერა..
ჩავრთეთ და გავაკეთეთ ისტორიული განცხადება :
ჩვენი აზრით, ჩვენ 5ნი რა თანმიმდევრობით გავთხოვდებოდით : )))))
მაშინ არცერთს არც საქმრო ჰყავდა და არც შეყვარებული
ანუ უბრალოდ ქალურ ინტუიციას დავეყრდენით : )))))

ამ ისტორიული განცხადებიდან მეორე დღეს ნინოს ტელეფონი ტაქსში დარჩა და დაკარგა
მობილურთან ერთად ჩვენი წინასწარმეტყველებაც დაიკარგა
მააააააააააააგრამ
აქედან ვერ ამოშლიო
თუ როგორ არის ეგ? : )))

ჯერჯერობით ყველაფერი
ჩვენი ნაწინასწარმეტყველევის მიხედვით მიდის
ჯერ ელისო

ახლა ნინა
 ვინ იქნება შემდეგი?
ვიცი მაგრამ არ გეტყვით ჯადომ ძალა რომ  არ დაკარგოს : ))))



პ.ს. გემუდარებით, იყავით კარგად.........

Monday, April 9, 2012

6ტ879ტ87

ჩემმა დეიდაშვილმა თქვა გუშინ:
" ჩვენგან განსხვავებით, ღმერთისთვის დრო არ არსებობს
და
თუ მისთვის დრო არ არსებობს, მაშინ როდის მოხდა მისი ჯვარცმაო?"
იქნებ, აჰხლა, ამ წამს ხდებაო
და
თუ ღმერთისთვის არც დრო არსებობს და არც სივრცე
იქნებ აქ ხდება
ახლა
და თუ ასეა,
იქნებ მე ერთ-ერთი მათგანი ვარ,
ვინც მოედანზე იდგა
და
განყვიროდა
ჯვარს აცუ ო

:როლ:


არავინ არაფერი არ იცის............


:\

Thursday, March 29, 2012

საბრალო ჰხათო და საჯარო რეესტრი

რამდენიმე წლის წინ, ერთმა ადამიანმა მეორე ადამიანი ასე დამიხასიათა:
"ისეთი ტიპია, უფრო მეტ "არ მომწონს" რომ ჩამოგითვლის, ვიდრე "მომწონსო"..
მაშინ ზუსტად ვერ მივხვდი, როგორი შეიძლება ყოფილიყო ასეთი ადამიანი
მაგრამ როგორც ხდება ხოლმე,
გამოხდა ჟამი...
გუშინ ძალიან მინდოდა რამე დამეწერა ბლოგზე,
გუშინწინაც
იმის წინაც
და
კიდევ იმის წინაც...
მაგრამ ვერაფერი...
ჰხოდა მერე მივხვდი, რომ ისა.....
ბოლოს როცა გულით დავწერე ბლოგზე რაც მეწერებოდა
ის იყო, დეკრეტზე და საგადასახადო თუ რაღაც სამსახურს რომ ვლანძღავდი...
და აი დღესაც...
ცუდია, მაგრამ კიდევ ლანძღვა-გინება უნდა დავწერო..
ამჟამად უკვე საჯარო რეესტრზე..
და არა მარტო...

ამ ამბავსაც 2-3 თვიანი ისტორია აქვს.
მას შემდეგ, რაც თვის ბოლო მოახლოვდა და გამვლელ-გამომვლელმა სამსახურში კარების შემოღება და "ხელფასები როდის იქნებაო" კითხვა დაიწყო, მივხვდით რომ ფული ფა-ფუ და ხელფასიც შესაბამისად ისა ... ( ფულის ფაფუობაზე და სადაზღვეო კომპანიების "წარმატებულ" მუშაობაზე ოდესმე აუცილებლად დავწერ), ჰხოდა ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა ვიფიქრეთ, ბანკში ოვერდრაფტის გაკეთება გადავწყვიტეთ... ბანკთან რამენაირი შეხება ოდესმე თითოეულ თქვენგან ექნებოდა დარწმუნებული ვარ.. თუ არა, ტელევიზორ/რადიო/გაზეთ/ინტერნეტში მეტი არაფრის რეკლამა-ანონსი არ გადის, როგორ გაამარტივონ ცხოვრება და როგორ შეაჩეჩონ ხახლს სესხი სახლიდან გაუსვლელად, რაც შეიძლება მალე..... მაგრამ რეალობა ჰხომ არასდროს შეესაბამება წინათგრძნობას, ჰხოდა ბანკმაც დაგვიხლართა გზები და  მოითხოვა ინფორმაციები ისეთი, ისეთი,  ბრრ... 
მას შემდეგ ორი ხელფასიც გავეცით და ვალებიც გადავიხადეთ ყოველგვარი ბანკის დახმარების გარეშე, ის ინფორმაციებიც მოვიძიეთ ბანკმა რომ ჰაერიდან მოიტანა და ის ტანჯვა-წამებაც ალალი იყოს მათზე, რაც ამ საბუთების გასამზადებლად დამჭირდა.. და ბოლო პუნქტი, ერთი შეხედვით ყველაზე მარტივი - ცნობა საჯარო რეესტრიდან მოძრავ ქონებაზე ყადაღის არ ქონის შესახებ!
საჯარო რეესტრი რა არის - სახელმწიფო ორგანო
მიზანი  რა არის-სწრაფად, იაფად ხარისხიანად მიაწოდოს ხალხს ინფორმაცია
ნუ ყოველ შემთხვევაში მე ასე მესმის
კი არა და
ახლა როგორ იყო ეს ამბავი:
საჯარო რეესტრი მდებარეობს  ახალგარემონტებულ/გაპოპულარებულ  მარჯანიშვილის გამზირზე და ზუსტად ისეთია, როგორიც თავად ეს გამზირი - ანუჰხთ როგორც ერთი კარგი გამოთქმა ამბობს - გარედან მტერს აბრმავებს და შიგნიდან მოყვარესო თუ რაღაც...
მივყვეთ ქრონოლოგიურად
მოქმედება 1) მივედი, მოვიკითხე სად შეიძლება ამეღო ცნობა უძრავ ქონებაზე ყადაღის ქონა/არ ქონის შესახებ
ამაგზავნეს მე-5 სართულზე - ეს შედარებით ნაკლებ ხალხიანი სართულია, მხოლოდ ნახევარ საათს მომიწია ლოდინი რიგში. მივედი, ვუთხარი,რ ომ მინდა ცნობა მოძრავი ქონების შესახებ - გამიმზადეს, ახლა მიხვალ გადაიხდიო, მივედი - სალაროში დახმდა ორი ქალი, ორივე იმ მომენტისათვის თავისუფალსამუშაოგრაფიკში მყოფი, ანუჰხთ გამიხარდა, რიგში დგომა არ მომიწევსთქო და მივაწოდე თანხა... მაგრამ ჰხახ, ოო, ერთი წუთით, მოითმინეთო, შემაჩერეს... თურმე რა დროს სალაროში მოლარის შეწუხებაა, ქალები არკვევდნენ, რომელი როგორ ასაუზმებს დილით ბავშვებს, პირველმა მე კარაქიან პურს ვაჭმევო, მეორემ დანანებით წარმოთქვა - ეჰხთ ჩემს კარაქი არ უყვარსო და აი აქ აღშფოთდა პირველი მოლარე - რა დროს სიყვარული-არ სიყვარულია, კარაქი აუცილეეკია ბავშვის ორგანიზმისთვისო ... კხმ კხმ მეთქი ჩავახველე, ანუჰხთ ისა, მეც აქ ვარ მეთქი მაგრამ ისე შემომიბღვირეს მივჩუმდი - მართლაც და რა დროს ფულის გადახდა იყო, მთავარი ხომ ისაა, რომ ბავშვი იყოს ჯანმრთელი.... ბოდიში მოვიხადე და სხვაგან გადავიხადე  მომსახურების საფასური... დავეშვი კიბეებზე ბედნიერ ფიქრებში წასული: ახლა ამ ცნობას მივუტან ბანკს, ბანკი მომცემს ფულს, ფული მომიტანს ხელფასს, ხელფასი მომიტანს მწუანე კაბას, კაბა მომიტანს.... და ამ დროს ბრაგ!!!  რა ფული, რა სესხი, რა ხელფასი - ცნობა მოძრავი ქონების ნაცვლად უძრავ ქონებაზე აღმოჩნდა გაკეთებული... რას ვიზამდი, მივაკუთხე ისევ რესეფშენს
მოქმედება მეორე:
ამჟამად აღარ დამჭირდა მეხუთე სართულზე ასვლა - ცნობას მოძრავი ქონების შესახებ თურმე მეორე სართულზე აძლევენ, თუმცა სჯობდა მე-5 ან მე-10 სართულზე ყოფილიყო, რიგი რომელიც დამხვდა, ბარემ 100 სართულის ხუთწუთიანი შეხვენებებბით ასცვლას ეყოფოდა... სხვა რა დამრჩენოდა, დავჯექ და ველოდე,
ველოდე
ველოდე
ველოდე
და
აი დადგა ნანატრი დრო, მოვიდა ჩემი რიგი, დამაწერინეს განცხადება, გადამახდევინეს ფული და მითხრეს რომ  ორ დღეში პასუხი განთავსდებოდა საიტზე...  ნუ სადაც ეს ერთი თვე, იქაც ეს ორი დღე მეთქი - ვიფიქრე..  გავიდა ორი დღეც და სმს მა მამცნო, რომ საიტზე განთავსდა განცხადება - გავხსენი, ჩავიკითხე ბედნიერი ღიმილით და უცბაშად ღიმილი შემახმა სახეზე - იმ გრაფაში, სადაც ორგანიზაციის პირადი რეკვიზიტები უნდა ყოფილიყო მითითებული არასწორი საიდენტიფიკაციო კოდი დამხვდა :-] ეს ისეთი შეცდომაა, ბანკის იურიდიული განყოფიულება კი არა და ჩემი დის შვილიც რომ არ ჩაიბარებს ასეთ ხარვეზიან დოკუმენტს :შ :შ
მოქმედება მესამე:
წავედი ისევ საჯარო რეესტრში, დავდექი ისევ 5,3 საათიან რიგში ( ჰხო, ამჟამად დავდექუ, დასაჯდომი ადგილი აღარ იყო) , მოვიდა ჩემი დრო, შევეცადე მშვიდი სახით ამეხსნა ოპერატორისთვის, ასეთი ხარვეზია და იქნებ ჩაასწროროთმეთქი და რა პრობლემააო, დაწერე განცხადება,ჩაგვაბარე, ორი დღის მანძილზე განვიხილავთ და სამ დღეში იქნებაო .... ჩავუვარდი მუხლებში, ჰხომ თქვენი შეცდომაა, იქნებ დღესვეთქო და ნუურას უკაცრავადო , სამაგიეროდ ერთ შეღავათს გაგიკეთებ, ფულს აღარ გაგახდევინებო :შ მადლობა გადავუხადე და წამოვედი :შ  გავიდა ორი დღე, გავიდა სამი დღე, გავიდა ოთხი დღე - სადაა პასუხი:შ დავრეკე - ამას გენაცვალე საიტზე ვერ განვათავსებთ, პირადად სახლში უნდა გამოგიგზავნოთო :შ ერთი ივანიშვილის გამოგზავნილი ამანათი მივიღე იმ დღეს და მეორე საჯარო რეესტრის საბუთი :შ :შ
მოქმედება მეოთხე:
წავედი ისევ რეესტრში, ჩავდექი ამჟამად 1,5 საათიან რიგში, მოვიკითხე სადაა ჩემი ცნობათქო და ასწია ოპერატორმა წარბი: ოო, თქვენ ხელმეორედ თანხა არ გადაიხადეთ და ცნობის დამზადება არ დაგვიწყიაო..  ჯერ გავჩუმდი, გულში დავითვალე ხუთამდე რომ მღელვარებას ცოტა გაევლო, მერე ავუხსენი მშვიდი ხმით, რომ ეს მათი შეცდომის გამო ვიდექი რიგში, რომ ფულს მეორედ მათი დანაშაულის გამო არ გადავიუხდიდი რომ სასწრაფოდ მჭირდებოდა საბუთი... შემიყვაეს უფროსთან: დამხვდა ცინიკურღიმილიანი ქალი: მანაც გამოთქვა აღშფოთება, შეშფოთება და დაგმოვა მონმხდარის გამო და სხვა გზა არ არის, დაწერე წერილი, დატოვეთ, გადაიხადე თანხა განვიხილავთ, 7 დღეში პასუხს გავამზადებთო: აი აქ  კი სრულიად საჯარო რეესტრმა ნახა როგორია კაპასი რაჭველი ქალი :||| ორ წუთში ცნობა ხელთ მქონდა , რა თქმა უნდა უსასყიდფლოდ :|||  წავედი ბანკში, დავტოვე ცნობა და გამოვთქვი იმედი, რომ ცხოვრებაში მეორედ აღარ მომიწევდა საჯარონ რეესტრთან შეხება..
ჩავჯექი ტაქსში და დავიწყე ფიქრი მომხდარის შესახებ , ვფიქრობდი რომ ამ ქვეყანას არაფერი ეშველება, რომ ასეთი რამ არ შეიძლება ხდებოდეს ქვეყანაში, რომელსაც საერთოდ ქვეყნად ყოფნის პრეტენზია აქვს .. თურმე სად ხარ... უცბაშად რეკავს ტელეფონი: მირეკავს ბანკი და მეუბნება, რომ იურისტებმა ჩემი მიტანილი საბუთი დაიწუნეს, რადგან ეს ის არ იყო, რაც გვინდოდა, რომ რეესტრმა არ მომცა ის ცნობა რასაც  ვითხოვდი :|||| შევეცოდე თვით ბანკსაც კი, მითხრა, შენ ნუ მიხვალ მე თვითონ მივალ ადგილზე და გავარკვევო.. მივიდა, გააკრვია და  დამირეკა რამდენიმე საათში : თუუუუურმე  საჯარო რეესტრის წარმომადგენელი ირწმუნებოდა გულზე ხელის დადებით და დედის ფიცილით, რომ მე , ჰხო მე, მთელი დღის მანძილზე მეუბნებოდა რომ ამ ცნობას  საჯარო რეესტრი არ იძლევა, ეს ჩხეიძის 2 ნომერში უნდა ამეღო - ცნობისთვის, ეს ოპერატორი ბიჭი იყო, მე გოგოსთან ვიყავი :ს :ს :ს ;ს :ს :ს :ს :ს :ს
და აი აქ იწყება მეორე სერია
მოქმედება N93428714912940712907 : გავაჩერე ტაქსი, ვუთხარი, რომ მივეყვანე ჩხეიძის 2 ში.. მიმიყვანა ტრიალ მინდორზე, წარწერით ჩხეიძის 2 :შ  დავრეკე ცხელ ხაზზე და აღმოჩნდა, რომ ის ჩხეიძე, რომელსაც მე ვეძებდი  ნინო ჩხეიძე იყო და მე უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე ვყოფილვარ :შ იწუწუნა ტაქსის მძღოლმა მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა ან მე ან იმას... მიევდით ჩხეიძის N2 ში..   გადმოვედი ტაქსიდან  და ჯერ გაკვირვებით მიმოვიხედე გარშემო, აშკარად უვიწროვესი ქუჩა და იტალური სახლების მეტი არაფერი იყო, მერე ისევ საჯაროდან გამოგზავნილ ცნობას დავხედე : დიდი ასოებით ეწერა ჩხეიძის 2... ვაჰ, ვიფიქრე, ალბათ აქ აქვთ ფილიალი, რეავიცი, მაგათგან რა უნდა გაგიკვირდეს აწითქო და თუუურმე უნდა გაგიკვირდეს, თანაც როგორ :შ
გარეთ იყო მზე და ვიდექი ვიწრო ქუჩაზე, აი ფანჯრები რომ მიწასთან ახლოსაა ხოლმე და დიდი რაფები რომაა, რაფაზე კატა რომ ზის და ამთქნარებს და ეზოში ბავშვები რომ თამაშობენ... მივაკაკუნე ფანჯარაზე, გახსნა დარაბები თავზე თავშალწაკრულმა საყვარელმა ღიმილიანმა ბებომ და ვეკითხები, ბებო, ბეებოო, აქაა საჯარო რეესტრიიი?? და  ის ვიდეო ჰხომ იცით: კაცი რომ ამბობს შეეეეეეეეევარდნაძეეეეს მოოოორაღაცაააა დედიიის რაღაცააააააა... დაახლოებით ეგრე აღმოხდა ამ ქალს... მე ამათი ასე და ისე, 4 წელია ბლანკზე მისამართი შეცდმით უწერიათ და ხალხს აქ აგზავნიან  და ერტს არ ეტყვიან რომ სხვაგან უნდა მივიდნენო -- ურებს არ დავუჯერე : თურმე  მისამართი, რომელიც ოფიციალური უწყების გვერდზე წერია შეცდომაა და ჩხეიძის ქუჩის ნაცვლად გორგასლის ქუჩაზე უნდა მივსულიყავი O_O
მოქმედებაN309720947210497209470124710 წავედი გორგასლის ქუჩაზე, საჯარო რეესტრის ფილიალის ნაცვლად თურმე იუსტიციის სამინისტროში  მივდიოდი, შევაღე კარი, დავჯექი ოპერატორთან ყოვლად ღონემიხდი და  ვუთხარი, რომ მოეცათ საბუთი, სანამ ჯერ კიდევ შერჩენილი მქონდა საღი აზროვნება... კონსულტანტმა ახედ-დახედა ფურცელს, გადაატრიალ-გადმოატრიალა , ამხედ-ჩამხედა და.... ჰხო, სწორდ ეგ რაც იფიქრეთ, ჩვენთან შეცდომით მოხვედით, ამ ცნობას საჯარო რეესტრი აძლევსო O_O
აი აქ იყო წამიერი მდუმარება და უცბაშად  ჯერ გამეღიმა, მერე ჩამეღიმილა, მერე გამეცინა ჯერ ხმადაბლა, მერე საშუალო ხმაზე, მერე ხმამაღლა, მეთელი ხმით, ისტერიკით, ცრემლებით - ვიჯეექი საჯარო რეესტრის კონსულტანტის წინ, ჩემს უკან იდგა მთელი რიგი ხალხის და ყველა მიყურებდა გაოგნებული - მე ვიცინოდი, ვიიიცინოდი, თან ცრემლებს ვიწმენდდი, თან....
თაან...
ხვალ დილის 10 საათზე საჯარო რეესტრში მივდივარ
არ ვიცი რატომ,
უბრალოდ,
მექანიკურად ....

Tuesday, March 13, 2012

tcaetet


არც თუ ისე ხშირად
ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ისე კარგად ხარ,
რომ
შეგიძლია იტირო...
არა სიხარულისგან
არა მწუხარებისგან
არამედ იმის გააზრებისგან
თუ
ვინ ხარ
სად ხარ
რა გინდა
საიდან მოდიხარ
და
საით მიექანები..
და ეს ყველაზე კარგი ტირილია ტირილთა შორის
რადგან მხოლოდ ძალიან კარგად მყოფ ადამიანს
თუ ძალუძს
იყოს ისეთი ლაღი
რომ
ემოცია
არ დააშროს თვალისკენ მიმავალ გზაზე..

13.03.12
საუკუნეა არ მიტირია
ანუჰხთ
თუ P მაშინ Q

სტეხს

Tuesday, February 21, 2012

ნჰკჯბნკჯ

ორი დღის წინ 5 წლამდე ბავშვების სათამაშოების მაღაზიაში შევიარე
და
ვიყიდე სათამაშო ჩემთვის : )
საშუალო ზომის გამჭვირვალე ბურთია,
შიგნით ორი თევზი დაცურავს -  მწვანე და ლურჯი
და ერთი ყვითელი ბურთი გდია...
თევზები რომ ზემოთ არიან, ეს ყვითელი ბურთი ქვემოთაა
და
თევზები თუ ქვემოთ ჩადიან - ბურთი ზემოთ ამოდის...
კიდევ ბევრი, ძალიან ბევრი წვრილწვრილი ვარსკვლავებია ჩაყრილი
რომ აურევ  ფიფქებივით იფანტებიან...
სახლში რომ მოვედი, სათამაშო ხელიდან გამივარდა
და
ჰხოი საოცრებავ, განათდა : )
თურმე იმ პატარა ყვითელ ბურთში რაღაც განათებაა და ძლიერი დარტყმისას ნათდება...
მერე უფრო ლამაზი და საუცხოო ხდება თევზების ცურვა
და
ყვითელი ბურთის ტრიალი...


ვზივარ და ვფიქრობ: ყველაფერი პირობითია

რატომ?

თავადაც მიხვდებით ....



პ.ს
21 თებერვალი 2012 წელი

დღეს ერთმა 30-33 წლის ბიჭმა მამის გარდაცვალება გაიგო
და
ისეთი სახე ჰქონდა, მეგონა  ერთჯერადი პარკი გასკდათქო..
არადა არ უტირია...
საღამოს  ვისხედით და ვილაპარაკეთ მომავალ ქორწინებებზე და გაყრებზე..ერთდროულად...
გზაში მივხვდი, რომ ორი დღის წინ ნაყიდი  სათამაშო შემიყვარდა და ძნელად დავთმობდი.. არადა  ოდესღაც ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ არაფერს შევეჩვეოდი ისე, რომ მასთან განშორება გამჭირვებოდა...
მახსოვს და ვიკიდებ..
ეს რაღაც ახალია


Sunday, February 12, 2012

ეპისტოლური ჟანრის ზეიმი

სახლი, სადაც მე ვცხოვრობ!
უკომენტაროდ....

კი არა და

ცოტა კომენტარებით : )


მისამართი: დედამიწა, სართული მე-5, კარი 88... ზარის დარეკვა აუცილებელია, მაშინაც კი, როცა დარწმუნებული ხარ რომ სახლში არავინაა.. უფრო სწორად, მაშინაა აუცილებელი სწორედაც რომ... მორალი: სახლში მარტო დარჩენილმა უსულო საგნებმა, რომლებიც პატრონის სახლში არ ყოფნით სარგებლობენ და დახტიან აქეთ/იქით, ჰხომ უნდა მოასწრონ  საკუთარ ადილებზე დაბრუნება და უსულო სახის მიღება :|

ჰხო, გავაგრძელეთ გზა...
მოხდა სასწაული და თქვენს ზარზე კარი ვინმემ გაგიღოთ?
ვინმემ?
სახლში მარჯვენა ფეხის გადადგმისთანავე ცხვირწინ კედელზე გაკრული წარწერა მოგითხროვთ ვინ შეიძლება დაგხვდეთ ამ სახლში


ცნობისთვის, კარლსონი მე ვარ : )

ამ წარწერის წაკითხვისთანავე, პირველი რასაც შეიგრძნობთ, განსაკუთრებით ზამთარში, ზეაღმატებითხარისხში აყვანილი სიცხეა.... სახლში უდაბნოს ეფექტის შექმნა ჩემი პრეროგატივაა, თუმცა ჩემს იდეას მტრები  ჰყავს... აი თუ არ გჯერათ ბოლო დონეზე აწეული კარმის თავზე მიკრული წარწერა წაიკითხეთ

ვაგრძელებთ გზას.. 
შემოსასვლელში დიდი დაბრკოლების გადალახვა მოგიწევთ,  საძინებლის კარს უშველებელი ზურგჩანთები იცავენ, გადატენილი ბევრბევრი ტანსაცმლით...დამეთანხმებით ძნელია შაბათ-კვირის მანძილზე ტყე-ღრეში ჩანთამოუხსნელად სიარულის მერე სახლში დაბრუნებულს 1-2 თვის მანძილზე მოსთხოვო, ამოალაგე შენი ზურგჩანთაო... ვის აქვს ამის ნერვები... მაგრამ ყველა ასე არ ფიქრობს

დღე იწყება დილით და მთავრდება ღამით... შუალედში არის საცობი...  ტანსაცმლის დალაგება-დაწყობა-თაროზე ლამაზად ჩამოკიდებისათვის დრო ჯერ კონსტიტუციით არ გამოუყვიათ... და მე რას მერჩიან ნეტავ??

გეწყინა? ისღა დაგრჩენია აბაზანაში შეხვიდე, ცივი წყალი მოუშვა და სახეზე შეისხა...მაგრამ ხანგძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა ო თუ რაღაც...ისევ განცხადება!
 

სხვა მხარეს აღარ ვიყურები,  თვალებს ვხუჭავ და გამოვდივარ სახლიდან...
ანუჰხთ პოსტი იმაზე, თუ რატომ ვატარებ მინიმალურ დროს სახლში

: D

Friday, February 3, 2012

ბჟღრსტქყ

ყველაფერი თითქმის სამი წლის წინ დაიწყო
აგვისტო იყო, ყველა რომ მხოლოდ დასვენებაზე ფიქრობს ის მომენტი...
წავედით ბეშუმში, იქიდან ზღვაზე
კარგად დასვენების მეტი არაფერი დამჩენოდი
სამსახური მე აღარ მქონდა და არაფერი....
უცბაშად დამირეკეს და მითხრეს
ან სამსახური, ან დასვენებაო..
ყოველთვის ჰხომ ასეა, რაღაც უნდა დათმო, რაღაც რომ მიიღო..
პრინციპში ბევრი არ მიფიქრია, ისე ავირჩიე სამსახური..
თუმცა ბევრი ფიქრი მერე მომიწია, მეორე დღეს უკვე ახალ სამსახურში რომ ვიყავი
და
ვეცნობდოდი რა და როგორ უნდა მეკეთებინა იმ შემთხვევაში სამახურს  თუ დავთანხმდებოდი...
მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, პროფესია შევიცვალე
შევიცვალე მთელი 100 გრადუსით..
არა, იმიტომ არ შემიცვლია, რომ სამსახური მინდოდა და ყველანაირ სამუშაოზე მზად ვიყავი
უბრალოდ, ცვლილებები მსურდა უსასტიკესად
ცვლილებები და სხვა სიტუაციასა და გარემოში საკუთარი თავის გამოცდა...
ჰხოდა რატომ გავაკეთე ამხელა შესავალი
უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ იმ სფეროში სადაც ახლა ვარ
ჯერ სულ 2 წლის ვარ
და
ბევრი რამ  ვისწავლე, მაგრამ ბევრი რამ სასწავლი მაქვს ჯერ კიდევ..
ანუჰხთ, შენიშვნებს ჯერჯერობით მშვიდად ვიღებ
და
პრეტენზიას არ გამოვთქვამ , რომ ისა...

ანუჰხთ, როგორც ვთქვი, გავიდა 2 წელზე მეტი
და
სულ რაღაც 1 თვის წინ აღმოვაჩინე
რომ
ჩემს სამსახურში, სადაც 100 ზე მეტი ადამიანი მუშაობს
ამ 2 წლის მანძილზე
პირველად დაორსულდა და დეკრეტში გავიდა ვიღაც  : ))
ამ ფაქტს ვერც შევნიშნავდი რომ არა ერთი მომენტი: თურმე თანამშრომლის დეკრეტში გასვლის ფორმალური მხარეები ჩემი მოსაგვარებელი ყოფილა..
ჰხოდა როგორც ვთქვი, პირველად მომიხდა ამ საკითხთან შეხება და დავიწყე სწავლა ნულიდან...
მოქმედება პირველი: დავრეკე შემოსავლების სამსახურში, სადაც მიტხრეს, რომ უნდა მივსულიყავი მათთან და ადგილზე შემევსო რაღაც პატარა განცხადება და სულ ეს იყო...
ამ ზამთარში როგორი სასიამოვნოა დიღმის მასივიდან მარჯანიშვილზე გასვლა ჰხომ წარმოგიდგენიათ - ავდექი, გავედი, მივედი
ამათვალიერეს, ჩაამთვალიერეს - არა, ეს ჩვენ არ გვეხება, სოციალურ სუბსიდიების სააგენტოს მიმართეთო
ვეძებე, ვეძებე და მივაგენი  -  პატარა ფოიე, 3 ოპერატორი და ხალხი, ხალხი, ხალხი
აი რომ შეხედავ და გამოქცევა რომ მოგინდება
დავდექი რიგში, ვიდექი, ვიდექი, ვიდექი, როგორც იქნა მოვიდა ჩემი რიგი და რომ ავუხსენი საქმის ვითარება, რა განცხადება გენაცვალე - ახლა უნდა წახვიდე და  ყველა ეს საბუთი მოიტანოვო - გამომიწოდეს 9 პუნქტიანი ფურცელი..
ჰხუხ
ნუ რას ვიზამდი  -  სწავლა მსხვერპლს მოითხოვს, კენწეროში გატკბილდებისთქო ვიფიქრე
დავბრუნდი სამსახურში  -  3 დღე მოვუნდი იმ ჭღრ - პღრ საბუთების მოძიებას
მე-4 დღეს  მივედი ისევ ამ სოციალური დახმარების სააგენტოში
ჩავდექი ისევ რიგში
და
თავი უხერხულად ვიგრძენი, რომ ამდენ სოციალურად დაუცველ ადამიანში სოციალურად დაცული ვიყავი...
50 მდე ადამიანს ემსახურებოდა 2 ოპერატორი -  ამ ადამიანების უმრავლესობა იმ კატეგორიას მიეკუთნებოდა,   ღამე ცუდი სიზმარი რომ ესიზმრა, იმასაც რომ მთავრობას აბრალებს და პასუხს  ამ სააგენტოსგან მოითხოვს და ამიტომაც ერთი ადამიანის გასტუმრებას დაახლოებით 20 წუთი მაინც უნდა... ჰხოდა ვიჯექი კუთხეში ატუზული და ველოდებოდი ჩემს რიგს და აი როგორც იქნა მოვიდა ჩემი დრო და მივაწოდე ეს ფურცლები ოპერატორს გადახედა და შენ რატომ მოიტანე, ვინცაა დეკრეტში იმან უნდა მოიტანოსო :||
წამოვედი ისევ უკან, დავურეკე ამ თანამშრომელს, ჯერ ხომ არ გიმშობიარია, გეხვეწები 1-2 საათი მოითმინე და ეს საბუთები წაიღეთქო.. მოგორდა ეს  თანამშრომელი  სამსახურში, ვუხადე ბოდიშები ყველა სააგენტოს სახელით, გავაგზავნე და მირეკავს ცოტა ხანში, მივედი და ასე მეუბნებიან შენ არა ბუღალტერმა უნდა მოიტანოსო O_O
ბჟღღღღღღღღღღრრრრრრრრრრჰჰჰჰჰჰჰჰჰხხხხხხხხხხხ
დააახლოებით ასეთი რეაქცია მქონდა :|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
წავედი ისევ, ჩავდექი ისევ რიგში
უკვე ხალხს ვცნობდი სახეზე
და
იმასაც მივხვდი, რომ ამ სოციალურად დაუცველების უმრავლესობა ამ რიგში ერთმანეთთან დამეგობრდა და აქ მოსვლა როგორც განტვირთვის საშუალება ისე აქვთ... მომწონს ხოლმე როცა სიბრალულის გრძნობა გამივლის და  ჩვეულებრივობაში რომ ვუყურებ რაღაცეებს.. სიბრალულს ალბათ ყველაფერი სჯობს...
მოვიდა ისევ ჩემი რიგი 2 საათის შემდეგ
დავჯექი განრისხებული და ვუთხარი ოპერატორს, ფეხს აღარ მოვიცვლი აქედან, სულ ზუუსტად თუ არ გამარკვიეთ რა და როგორ უნდა გავაკეთომეთქი
საყვარელი ქალი იყო, ან პენსიის თხოვნით რომ არ მივედი ეგ ესიამოვნა და მაგიტომ დამიწყო ახსნა
წახვალ ახლა შენ და ამას და ამას და ამას გააკეთებო
 ანუჰხთ სულ სხვა რაღაცეებს, ვიდრე იმ დანარცენებმა მითხრეს..
ამ ყველაფერს იზამ და კურიერს გამოატანე, შენი მოსვლა აღარ იქნება საჭიროვო
დავბრუნდი უკან
დავიწყე ისევ ამ საქმის კეტება
სამასხურში კატეგორიულად ავკრძალე ვინმეს დაორსულება და დეკრეტში გასვლა:||
ამასობაში იმ გოგომაც იმშობიარა ბედნიერად
გააჩინა შვილი -  არ მახსოვს ან გოგო, ან ბიჭი
კურიერმაც დამირეკა
დაიტოვეს  საბუთებიო
და
გავაგრძელე ცხოვრება ბედნიერად..
მაგრამ ხანგძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა

თუ რაღაც
გუშინ დილის 10 საათზე მორიგი საბედისწერო ზარი გაისმა ჩემს ტელეფონზე
სოციალური რაღაცის სააგენტოდან გირეკავთ, დიდი ბოდიში მაგრამ მაშინ შეცდომით შეგავსებინეთ საბუთები და იქნებ თავიდან მოიტანოთო O_O
ჯერ პირი დავაღე
მერე ვიცინე
მერე ვიჩხუბე
მერე ნერვები მომეშალა
და
მერე რა თავიდან გავაკეთე საბუთები და წავიღე
მივედი და მაშინღა აღმოვაჩიინე რომ იმ საბედისწერო ფოიეს და ორი ოპერატორის გარდა კიდევ მეორე სართულიც ყოფილა ამ შენობაში, სადაც დამაწინაურეს და პირდაირ იქ ამიშვეს..
ავედი და ბლაჰ
ერთი ოთახი,  დაახლოებით 30-40 კვადრატული
და
მაგიდები მაგიდები მაგიდები
და
კომპიუტერები
სულ ერთმანეთში ახლართული
დავითვალე
ერთ საშუალო ზომის ოთახში იდგა 17 კომპიუტერი
შესაბამისად
17 მაგიდა
და
17 ქალი..
სულ სხვადასხვა ასაკის და გარეგნობის
17 ვე ერთად ლაპარაკობდა
2 რაღაც საჭმლის რეცეპტზე
3 ქმრებზე
1 პაკლოვნიკზე
2 ქალი ერთმანეთს ეჩხუბებოდა
და
დანარჩენი ტელეფონზე
ჰხო კიდევ ერთი იყო ეტყობა ყველასთან გაბუტული...
ჰხუხ
სამჯერ ვთქვი დამირეკეს და მითხრეს ბლაბლაბლაო
ვინ დარეკაო
და არ ვიცი მამაკაცის ხმა იყოთქო
და
ატყდა ხორხოცი ჩვენთან მამაკაცს რა უნდაო
ჰხახ
აი მაგ მომენტში მივხვდი რომ  ყველაზე მეტად კომპიუტერი მინდოდა იმ წამს
რომ
ეს ყველაფერი რამენაირად მომეთხრო..
კიდევ მინდოდა
რომ
ჯადოსმური ჯოხი მქონოდა,
ჯადოსნური სიტყვები მეთქვა
და
რამენაირად სულ გადამესხვაფერებინა
ჩემი სამშობლო
რომელსაც მოფერებით
ხანდახან
საქართველოსაც ვეძახი

:შ


დასასრული

Tuesday, January 31, 2012

01:45
შუა შუაღამე
ხვალ ალბათ სიცხე მექნება
ან სურდო
არა, გაციებული არ ვარ, უბრალოდ ვზივარ სველი თავით და ვგრძნობ როგორ მიტევენ მიკრობები
ნებას ვაძლევ
დაე, შემომიტიონ
არ ვიმჩნევ..

ჰხო ანუ შუაღამეა
და
რატომღაც ვუყურებ გადაცემას შუადღე...
არა თუმცა არ ვუყურებ
ვუსმენ
უფრო სწორად მესმენინება...
დეფი რაღაცგვარი ლექსს ამბობს
უფრო  კონკრეტულად რომ ვთქვა
რაღაც გაურკვეველ და ერთმანეთთან დაუკავშირებელ სიტყვათა თანმიმდევრობებს გამოთქვამს..
თვალი გამეპარა ტვ სკენ
ოჰხთ როგორი თვითდაჯერებული და კმაყოფილი სახეა...
ტაში დასჭექეს
ეტყობა ამათაც მოეწონათ..
კიდევ ერთხელ ვრწმუნდები ჩემს თეორიაში: ადამიანი ზუსტად იმდენი ღირს რამდენსაც თავს იფასებს..
ჰხო, ეს ნამდვილად ასეა..
ასეა
მაგრამ არც ამას  ვიმჩნევ...

ჰხო, ეს არ შემჩნევის პოლიტიკა ჩემი თანდაყოლილი თვისებაა
თუმცა რატომ მარტო ჩემი
უმრავლესობის
სამი დღეა თოვს
ხალხი იძულებული გახდა შეემჩნია თოვლი
ჰხოდა აღშფოთდა საზოგადოება
თოვლი კი თოვს თავისთვის თეთრად..
ალბათ არის ამ სითეთრე - სიმყინვარეში
რაღაც ამაღელვებელი
მაგრამ არ ვიმჩნევ...
მეძინება, მაგრამ არ ვიძინებ
ზუსტად ვიცი რატომაც
მინდა, რომ შემამჩნიოს, მაგრამ არ მიმჩნევს..
მეღიმილება..
ახალი თვისება დამჩემდა
ასე მგონია სხვების ფიქრები მესმის
მესმის არა, ვკითხულობ,..
სულ მარტივია'დასვი შეკითხვა "რატომ"
და
სამ წამში პასუხსაც გაიგებ რატომაც
უბრალოდ დაელოდე და მოუსმინე საკუთარ თავს..
არც ამას ვიმჩნევ..
არც იმას ვიმჩნევ, რომ ბევრ რამეს არ ვიმჩნევ...


----------------------------------------------------------------------------------------------------

ოდესღაც ყველა დაფარული განცხადდების ო თუ რაღაც
ანუჰხთ
ყველა არ შემჩნეული შეიმჩნევის
და
ოდესმე მაინც დაიბლოგება აქ ის რისი დაბლოგვაც მინდა


Friday, January 6, 2012

უ09უ0უ

ოთახში იდგა სამი საწოლი.
სამივე ერთმანეთზე მიდგმული და სამივე ერთი ზომის,
მაგრამ მე მეგონა ხოლმე, რომ საწოლები სიდიდის მიხედვით იყო დაწყობილი
ყველაზე დიდი, მერე საშუალო და მერე პატარა..

ჩემს წარმოსახვაში პატარა, მაგრამ დანარჩენი საწოლებისხელა საწოლში მე მეძინა
საშუალოში ჩემს დას და დიდში ჩემს უფროს დას..
ისევე როგორც დედა დათვის, მამა დათვის და შვილი დათვის ზღაპარშია
პატარა გოგო რომ შეიპარება და ფაფას რომ შეუჭამს...
დაგვაწვენდა დედას სიმაღლის და ასაკის მიხედვით,
თვითონ ჩამოჯდებოდა ჩემი საწოლის კიდეზე
და
ხმამაღლა გვიკითხავდა წიგნს
ხან რომელს, ხან რომელს...
მერე ჩაგვეძინებოდა ხოლმე...

ერთ დღეს დედამ განსხვავებული წიგნი მოიტანა
არა განსხვავებული არ იყო პრინციპში
ჩვეულებრივი სისქის ჩვეულებრივი ფორმის წიგნი იყო
მაგრამ შიგნით ეხატა ყველაზე ბევრი და ყველაზე ფერადი ნახატები
წიგნს ერქვა "იესო ქრისტეს ცხოვრება"..

ჰხოდა ეს წიგნი განსაკუთრებულად შეგვიყვარდა სამივეს
შეგვიყვარდა თავისი ისტორიით და ამ ისტორიის შესაბამისი ნახატებით
რომელიც თითქოს ცოცხალი იყო
და
ძილის წინ ყველა ზღაპარს სჯობდა...

ამ წიგნში გვქონდა განსაკუთრებულად საყვარელი ეპიზოდები
შობა და ფერისცვალება..
ფერისცვალება მგონი იმიტომ, რომ ყველაზე ძალიან ამ ეპიზოდის ნახატი მომწონდა
შობა იმიტომ, რომ
იმიტომ...
ყველაზე რეალური მეჩვენებოდა
აი ისეთი, დედა რომ კითხულობდა და მე რომ მეგონა კი არ კითხულობს, ვუყურებთქო...
ჰხოდა საბრალო დედაჩემი
მილიარდჯერ ვაკითხებდით ყოველ დღეს...
დაამთავრებდა კითხვას
და
მერე ვეხვეწეობოდით თავიდან დაეწყო
მერე ისევ
და
ისევ
და
ისევ...

ასე დაიბადა ჩემს გულში ქრისტე
ყველაზე ფერადად
ყველაზე ზღაპრულად
და
ამავდროულად, ყველაზე რეალურად.... : )

მას შემდეგ, როგორც ხდება ხოლმე, გამოხდა ხანი :)
თანაც ბევრი

დღეს მორიგი 6 იანვრის საღამოა
2 საათში შობა დადგება : )

ჩემთვის ყველაზე განსხვავებული შობა, რადგან ამ ხნის მანძილზე
პირველი შემთხვევაა, როცა ამ დღეს
იქ არ ვხვდები
სადაც აქამდე ვხვდებოდი ჰხოლმე

სახლში ვარ მარტო
სრულიად...
სიახლისგან ცოტა არ იყოს გულაძგერებული
და
თან  უცნაურგრძნობიანი...

ვზივარ
და
მინდა
გულით მინდა,
მოვიშორო სულიდან
ამ შობა ღამის ალქაჯობანი
და
ისევე ნათლად,
რეალურად
და
ფერადად
იშვას
ჩემს გულში
ქრისტე
როგორც მაშინ....