Friday, January 6, 2012

უ09უ0უ

ოთახში იდგა სამი საწოლი.
სამივე ერთმანეთზე მიდგმული და სამივე ერთი ზომის,
მაგრამ მე მეგონა ხოლმე, რომ საწოლები სიდიდის მიხედვით იყო დაწყობილი
ყველაზე დიდი, მერე საშუალო და მერე პატარა..

ჩემს წარმოსახვაში პატარა, მაგრამ დანარჩენი საწოლებისხელა საწოლში მე მეძინა
საშუალოში ჩემს დას და დიდში ჩემს უფროს დას..
ისევე როგორც დედა დათვის, მამა დათვის და შვილი დათვის ზღაპარშია
პატარა გოგო რომ შეიპარება და ფაფას რომ შეუჭამს...
დაგვაწვენდა დედას სიმაღლის და ასაკის მიხედვით,
თვითონ ჩამოჯდებოდა ჩემი საწოლის კიდეზე
და
ხმამაღლა გვიკითხავდა წიგნს
ხან რომელს, ხან რომელს...
მერე ჩაგვეძინებოდა ხოლმე...

ერთ დღეს დედამ განსხვავებული წიგნი მოიტანა
არა განსხვავებული არ იყო პრინციპში
ჩვეულებრივი სისქის ჩვეულებრივი ფორმის წიგნი იყო
მაგრამ შიგნით ეხატა ყველაზე ბევრი და ყველაზე ფერადი ნახატები
წიგნს ერქვა "იესო ქრისტეს ცხოვრება"..

ჰხოდა ეს წიგნი განსაკუთრებულად შეგვიყვარდა სამივეს
შეგვიყვარდა თავისი ისტორიით და ამ ისტორიის შესაბამისი ნახატებით
რომელიც თითქოს ცოცხალი იყო
და
ძილის წინ ყველა ზღაპარს სჯობდა...

ამ წიგნში გვქონდა განსაკუთრებულად საყვარელი ეპიზოდები
შობა და ფერისცვალება..
ფერისცვალება მგონი იმიტომ, რომ ყველაზე ძალიან ამ ეპიზოდის ნახატი მომწონდა
შობა იმიტომ, რომ
იმიტომ...
ყველაზე რეალური მეჩვენებოდა
აი ისეთი, დედა რომ კითხულობდა და მე რომ მეგონა კი არ კითხულობს, ვუყურებთქო...
ჰხოდა საბრალო დედაჩემი
მილიარდჯერ ვაკითხებდით ყოველ დღეს...
დაამთავრებდა კითხვას
და
მერე ვეხვეწეობოდით თავიდან დაეწყო
მერე ისევ
და
ისევ
და
ისევ...

ასე დაიბადა ჩემს გულში ქრისტე
ყველაზე ფერადად
ყველაზე ზღაპრულად
და
ამავდროულად, ყველაზე რეალურად.... : )

მას შემდეგ, როგორც ხდება ხოლმე, გამოხდა ხანი :)
თანაც ბევრი

დღეს მორიგი 6 იანვრის საღამოა
2 საათში შობა დადგება : )

ჩემთვის ყველაზე განსხვავებული შობა, რადგან ამ ხნის მანძილზე
პირველი შემთხვევაა, როცა ამ დღეს
იქ არ ვხვდები
სადაც აქამდე ვხვდებოდი ჰხოლმე

სახლში ვარ მარტო
სრულიად...
სიახლისგან ცოტა არ იყოს გულაძგერებული
და
თან  უცნაურგრძნობიანი...

ვზივარ
და
მინდა
გულით მინდა,
მოვიშორო სულიდან
ამ შობა ღამის ალქაჯობანი
და
ისევე ნათლად,
რეალურად
და
ფერადად
იშვას
ჩემს გულში
ქრისტე
როგორც მაშინ....




No comments: