Friday, April 30, 2010

bhubo

ისა..

აი რა მაგარი გრძნობაა

იმ

ტრანსპორტში რომ ზიხარ

რომელიც

იქ არ მიდის

სადაც შენ მიდიხა...





ან აი, საკუთარ გაჩერებამდე რომ მიაღწევ

და

რომ წამოიწევი,

პირს რომ გააღებ, რომ სთქუა

გააჩერეთ



და

უცებ რომ გაჩუმდები

და

"მარშუტკა" კი მიდის და მიდის

და

შენ

კიდევ

სცილდები

და

სცილდები
და

შორდები

და

შორიშორდები

იმ ადგილს

სადაც

მიდიიოდი,

სადაც უნდა ჩასულიყავი,

არადა როგორ გეჩქარებოდა

როგორ ძალიან....



და

რაღაც..არ ვიცი რა ჰქვია

სიმშვიდე?

თუ ცინიკური ღიმილი,

თუ რაღაც სიამაყის მაგვარი,

რომ

აი

გასცდი საზღვრებს..

იმ საზღვრებს

სადამდეც









მისულიყავი

და.....



და ერთრხელაც იქნებ მართლა გაჰყვე იმ ტრანსპორტს

რომელიც

წაგიყვანს

და

სულ ახალახალახალ ადგილებს განახებს

და

თუ დაიმსახურე, იქნებ საშენთავგადასავლო ამბებიც გგისახსოვროს......







ბოშა მინდა ვიყო!ესწე

Thursday, April 22, 2010

ნმბვდფ


ვინ თქვა, რომ კაცობრიობას დროის მანქანა ჯერ არ გამოუგონიაო

აბა ინტერნეტი რა არის..

მმ...

აი ახლა, აწმყოში

აწმყოს შესაფერ გრძნობაშესატყვისთავისგასართობ ინფორმაციებს ვეძებდი

და

უცებ

2 წლის წინა დროში ამოვყავი თავი..

ჰხუხ

ჰხო...ზუსტად ორი წლის წინანდელი ჩემი თავი ვნახე..

ფორუმის ერთ-ერთი ძველი თემა შემოემხნა

მივყევი

მივყევი

შემდეგ ჩავყევი

ჩავვარდი

და

2 წლის წინა პერიოდი თავიდან გავიარე..

ჰხუხ..

როგორ ვფიქრობდი

და

როგორ განვიცდიდი

და

როგორ მინდოდა

და


კი არა და



გავზრდილვარ...


უფრო სწორად მისწავლია, რომ უნდა გავიზარდო..


ჰხეხ




როგორც სიზამრში..


რომ იცი რომ სიზმარია

და

შენ მაინც ვერაფერს შეცვლი

და

ყველაფერი ისე იქნება

როგორც იქნება

ეგეთი გრძნობა შემომეგრძნოვა....


როგორ სჯეროდა მაშინ მას თურმე : \

და

როგორ მომინდა

რომ

აი ახლა

ორი წლის მერე

მიმეწერა, რომ

არა!

ნუ გიხარია..

ნუ გჯერა..

აი გაივლის კიდევ 2 წელი

და

ყველაფერი ისე არ იქნება როგორც 2 წლის წინ...

როგორ მინდოდა

და

როგორ აზრი აღარ ჰქონდა ამის თმას

აახლა

ორი წლის მერე....


: \



ზოგჯერ მართლა

როგორ

იშლება

ყველანაირი ზღვარი...

ზოგჯერ მართლა

როგორ ეკარგება

აზრი

რეალობასა და სიზმარს...



და ზოგჯერ

ეს

ზოგჯერ

როგორ

ხდება

ხშირად..........

Saturday, April 17, 2010

uberavs Karavi.wmv

ეს უნდა იყოს აქ !!!!!

Thursday, April 15, 2010

ცია


როდის უჩნდება ადამიანს წერის სურვილი?

ან საერთოდ წერა რა არის?

წერა წერაა

ბედის იქნება

თუ

სიტყვის..

თეთრით შავზე თუ პირიქით..

ყველანაირი წერა, ბოლოს მაინც ბედის წერაა ალბათ

თუმცა, ისიც ხდება ჯერ დაწერ და შემდეგ დაწერილი იქცევა ბედის წერად...

ჰხახ

რა ამოძრავებს ადამიანს?

ახლა, ამას რომ ვწერ, რა მაძლევს იმის ძალას, რომ თითები ვატყაპუნო კლავიატურაზე?

ციები

ციები

ემოს

ციები..


მეემოციები

შენემოციები

ისემოციები..


თურმე, ემოცია ყყოვლად უფორმო და უსხეულო ყოფილა..

ამიტომ როგორც კი ადამიანის გულში თუ ტვინში თუ მთლიანად სხეულში გაჩნდება,

მაშინვე

რასაც კი დაინახავს ფორმიანს და შინაარსიანს და სხეულიანს,

მასში ჩასახლდება

და

მერე ადამიანის ტვინში ამ ემოციიას სწორედ იმ სხეულიანფორმიანის სახელი ჰქვია...



აი, როგორც ოდესღაც ბორჯომის ემოცია ჩასახლდა ჩემთვის წითელ ქვიშაში

და

სიმშვიდის ემოცია კიდევ სიმწუანეში..



ჰხოდა, ახლა აღარ მიკვირს, რატომ მეუფლება ზოგჯერ გაურკვეველი სიხარული

ზოგიერთი

უცნობი ადამიანის დანახვისას,

ანდაც

რატომ მიფანცქალებს გული ინტერნეტში რიცხვ 1- იანის დანახვისას..


ალბათ, ოდესღაც ფორუმზე PM ის მოლოდინის ემოცია სწორედ ამ 1 იანში ჩასახლდა : )) აი, უცებ რომ შემოგეფეთება თვალში და გული აგიფანცქალდება, ვაა, მოუწერიაო : ))


ჰხოდა სიკვდილის ემოცია, კიდევ ჩემი სახლის საათში ბუდობს..

თან ისე ძლიერ და ფესვებგადგმით,

რომ

საკმარისია

სახლში ვინმემ სიტყვა " სიკვდილი" ახსენონს, რომ

მომენტალურად საათს ვუყურებ : D



ჰხოდა ასთრე...


ბლოგი ჩემთვის უკვე დიდი ხანია იქცა

ემოციების სასაფლაოდ..

: )



ვავტორიზაციავდები,

შემოვდივარ,

ვიხდი ემოციას,

ვაგდებ ამ თეთრ ფანჯარაში

და

გავდივარ

გამსუბუქებული : )



ჰხოდა გავედი ახლა ჩამოემოციებული

იმ

იმედით, რომ

ოდესმე

კიდევ

გავემოციავდები

და

ემოცია

კი

მერე

ახალ პოსტებს შობს


: )

Friday, April 2, 2010

; )

ზოგჯერ კინაღამ მართლა დავიჯერო,

რომ

ადამიანი,

როგორც ადამიანი,

მართლა არსებობს...





ყველამ თუ არა, ნაწილმა მაინც გაიგეთ ალბათ ჩემი

ტრაგი/კომედიური ამბავი

ბანკომატთან და კარტასთან დაკავშირებით..

ვინც იცის იმან მოუყვეს ვინც არ იცის

იმას

კი არა და

კაი, ჰხო

ორი სიტყვით გავცოდნისდედავდები...

მოკლედ ხუთშაბათს სამსახურის მერე , როგორც იქნა მეღირსა ნანატრი ხელფასი

და

გავიქეცი საქართველოს ბანკისკენ..

თან გულში სულ კაპიკ/კაპიკ

კი არა და

თეთრ/თეთრ გადავანაწილე

რაში დავხარჯავდი ხელფასს : D

მაგრამ ხანგძლივ ეს სოფელი

თუ ქალაქი გაახარებს

ო?

თუ რაღაც...

მოკლედ, კარტა ჩავდე ბანკომატში

ბანკომატმა დააღო დიდი პირი

და

ჩემი საწყალობელი და სამგზის სანატრელი

კარტა

გადამიყლაპა... : უსერ:



ჰხოდა რადგანაც სამუშაო დღე უკვე გასული იყო

და

წინ კიდევ

4 უქმე დღე მოჰყვება

ბანკში გამმიცხადეს

სამშაბათიდან 3 სამუშაო დღე გადათვალე



და

შენი კარტა ისევ შენს წითელ საფულესა შიდან აღმოჩნდება







: D : D



ვაიჰხთ....





ჰხოდა მთავარი...



ეს ამბავი რა თქმა უნდა, გავაფეისბუქე

ვიფიქრე

ხალხს გავაღიმილებ მაინცთქო

და

ისა....





არ ვიცი, ამის დაპოსტვის მერე რამდენი ზარი დაფიქსირდა ჩემს ტელეფონზე

ტექსტი

1 და იგივე

" ჰხათო, ვიცი უარს იტყვი, მაგრამ ყველაფერს გაფიცებ, მოვალ და ფულს გასესხებ კარტის დაბრუნებამდე"





:ჩუყ:





ჰხოდა ისა...

ჯერ არ დავიჯერე,

მერე გავოცდი

მერე გავოთხმოცდი

მერე 100გრადუსზე ავჩუყდი

და

ბოლოს

კინაღამ მართლა დავიჯერე

რომ

ადამიანი,

ჰხო ადამიანი,

მართლა არსებობს... : )







თან ამ დღეს, წითელ პარასკევს............