Saturday, May 21, 2011

ტუეწოგწკვნ



დღეა ისეთი, სულ რომ არ გეწერინებოდეს იძულებული ხარ დაწერო..
გარეთ წვიმს
ალბათ ვინმესთან შიგნითაც...
წვიმა არის ისეთი ისეთი რომ ფანჯარას აგაკრავს და გათვალთავლებინებს გარემოს
სახლში ვარ მარტო
სულ მარტო
და
არსად მიმეჩქარება..
გამოვიძინე, ანუჰხთ მე შემიძლია მეღვიძოს, ნერვებს კი სძინავთ...
ვზივარ იატაკზე
უფრო სწორად ბალიშზე
რომელიც იატაკზე დევს
ასე ბევრად უფრო კომფორტულია...
იატაკზევე მიდგას დიდი ჭიქით ყავა
თანაც ნალექიანი
აი მულტფილმებში რომაა, ოხშივარი რომ ამოდის და პირდაპირ ცხვირში გიღუტუნებს, ისეთი...
ვმაზოხისტობ
ვტკბები ყავის სურნელით და არ ვსვამ...
სადღაც ერთი სართულის ქვევით
თუ ერთი სართულის ზემოთ
მეზობლის აშკარად უნიჭო ბავშვი
ვიოლონოზე დაკვრას ცდილობს..
ვიღაც მანქანას აბუქსავებს ეზოში...
და ამ ყველაფერს ფონად ადევს წვიმის ხმა...
როგორ გინდა არ წერო
უნდა წერო
წერო
წერო
თოლია....

წეროზე გამახსენდა, არასდროს მჯეროდა რომ წეროს მოჰყავდა ბავშვები
არც კომბოსტოში ვეძებდი და-ძმას
არც მაღაზიებში...
არ ვიცი რა მეგონა, მაგრამ რა არ მეგონა ვიცი...
პრინციპში ახლაც ასეა
არაფერი შეცვლილა
ვიცი რა არ ვიცი და რა ვიცი, ეგ არ ვიცი
ანუჰხთ
მძინავს, გამაღვიძეთ...

ჰხვალ არა და
ზეგ არა და
მაზეგ არა და
იმის ჰხვალ
ჩემი დაბადების დღეა...
გავიზარდე
უკვე დიდი ხანია
მაგრამ
მაინც ვერ ვიგებ რატომ არ უყვართ ადამიანებს საკუთარი დაბადების დღე...
მიყვარს რომელია
თანახმა ვარ
4 დღე გადაბმულად მეძინოს რომ
მალე მოვიდეს <3

გონებაში სტუმრების სიას ვადგენ
ვადგენ რა
ვფიქრობ ვინ მოვა...
ჰხოდა აღმოვაჩინე, რომ ჩემი სტუმრების 80% ბავშვიანია...
მართლა გავზრდილვარ..
დედამიწა რომ ტრიალებს ღერძიც ტრიალებს თუ ღერძი ერთ ადგილას დგას და დედამიწა ტრიალებს?
და იქნებ მე ვარ ღერძი?
აშკარად ჩემს გარშემო რაღაცეები იცვლება
და
მე იგივე ვარ მარად და მარად
კი არა და
არა?
კაი....


გუშინ მზე იყო
მცხუნვარე...
ამინდი ჰხო ისე მოქმედებს ადამიანების ხასიათზე როგორც გამოძინება და მაძღარი კუჭი..
ჰხოდა მზე იყო და ქუჩაში ადამიანების 50% - ზე მეტი რაღაცნაირად გაღიმებული დადიოდა...
მოკლედ თბილისი იყო ისეთი საბჭოთა ფილმებში რომაა გადაღებული..
თავაზიანყველასყველაუყვარსხალხიანი
ჰხოდა
ასეთ სიტუაციებში სულ მეფიქრება
ახლა უცბაშად რომ ვიყვირო
ჰხალხოთ, იცით მე ამ წამს ჩანთაში 1000000 დოლარი მიდევს მეთქი
რამდენი ასეთი გაღიმებულბედნიერმოსიყვარულე ადამიანი გამიმეტებდა მოსაკლავად დაუფიქრებლად...
სტეხს...


გასულ კვირას გავლა მოვკალი
მაგრამ მერე ისევ გაცოცხლდა...
სანამ მკვდარი იყო, კარგი იყო...
ვთქვი, რომ მორჩა
გავლა მკვდარია და დაპაუზებული ვარ ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ვიყავი როცა მოკვდამეთქი...
როცა გავლა მკვდარია, უფრო ადვილია წინ სიარული...
უკან მოხედვა შეიძლება ისეთივე დამღუპველი იყოს
როგორც
ბიბლიის იმ პერსონაჟივით კი არა და არ ვიცი რა ჰქვიასავით, საიდანღაც
რომ გამოიქცა და ცოლს რომ უთხრა უკან არ მიიხედოვო
და
მაინც რომ მიეხედა
და
რომ გაქვავდა....
მაგრამ
ყველა ქალი ჰხო ერთნაირია ისევე როგორც ყველა კაცი
მეც მიმეხედა
და
გავლაც გაცოცხლდა...
ანუჰუხთ ამ დროისთვის ყველაფერი ისევ გავლადია...
თუმცა ვმუშაობ რომ
წინ სიარული უკან მიხედების გარეშე უფრო დავამუღამო
და
გავლაც მოკვდება...

ვბოდიალობ რაღაცას... ვიცი....

ამ ბოდიალბოდიალში წვიმასაც გაუარა მგონი
და
მე კიდე წერის სურვილმა...


ნეტავ ახლა სადმე ტყეში ვიყო სველი და გაყინული და წინ კიდევ დიდი გზა მქონდეს და არ ვიცოდე მივაღწევ ადგილას თუ არა და ვიყინებოდე
ჰხომ ვინატრებდი
ნეტავ ახლა ამსვა დამსვა
და
თბილიში
თბილად რბილად ჩემს სახლში
დამსვა

სთუქა მან....

პ.ს. როცა ისეთ ხასიათზე ვარ ჰხოლმე, როგორზეც ვარ, ავიღებ ოდესღაც ვიღაცის ნაჩუქარ ფუნჯს თავისი საღებავებვით და რამე თეთრ სუფთა ფურცელს ვაჭუჭყიანებ იქამდე, სანამ მასში თეთრი არ გაქტრება,... მერე დავყურებ და ვფიქრობ, ნეტა ეს რა არის მეთქი...


Wednesday, May 11, 2011

ჯდოწჯკდწ 3-4



დღე მესამე


რაც იყო იგი რომ არა, არ იქნებოდა რაც არის

სიზმრები მიდიოდა რეალობიდან შემოღწეული მუსიკალური გაფორმებით...ვგრძნობდი, რომ რაღაც კარგს და მაგარს ვაკლდებოდი, მაგრამ არ შემეძლო ძილისთვის თავის დაღწევა და სუფრაზე გადაჯდომა...დაღლამ მაჯობა...მახსოვს იმ დღის ბოლო კადრი ჩემს თვალებში - მარცხნივ პერწკლი იწვა, მარჯვნივ ერთი ცისფერთვალა გოგონა.... დილის 7 საათისათვის მუსიკა და მუსიკოსები მიჩუმდნენ, თუმცა უცბაშად არანორმალურმა ხვრინვამ გამომაღვიძა... დავიბენი... გულში გავიფიქრე, რა არის ცხოვრება, რას წაროვიდგენდი ამ ნაზ ქერათვალება ცისფერთმიან გოგოს ასეთი ხვრინვა თუ შეეძლომეთქი... თავს ვარწმუნებდი, რომ ეს ხვრინვა სულაც არ იყო ისეთი აუტანელი როგორიც მეჩვენებოდა... ისევ ჩამთვლიმა... დილით თვალს ვახელ და რას ვხედავ - იმ გოგონას ნაცვლად ერთი მსუქანი ანუჰხთ ბედნიერღიპიანი რეინჯერი წევს და ხვრინავს :D

თბილისიდან გამგზავრებიდან 2 დღის შემდეგ მივხვდი რომ ჩემი თანამგზავრების უმეტესობის გაცნობა ვერ მოვასწარი. ჰხომ ვამბობ, მთა იმდენად ეგოისტია, მასში ყოფნისას მხოლოდ ტყეს ამჩნევ და ბუნებას ამჩნევ და კიდევ ცას ამჩნევ და წყარო თუ შEგხვდა, წყაროსაც ამჩნევ ... და შენს თავს... ბუნებას და შენს თავს, სხვას არავის.... შემრცხვა, რომ 14 საათი ისე ვიარე ადამიანებთან ერთად, რომ მათი უმრავლესობისათვის სახეზე შეხედვა, არათუ დამახსოვრება, ვერ მოვასწარი.

წინ მთელი ორი დღე გვქოდა... ანუჰხთ საკმარისი დრო წინა დღის დაღლა ჩამოგვებერტყა და ახალ-ახალი ემოციებით ავსებულიყავით. გარეთ არ ვიცი რა ხდებოდა, ალბათ წვიმდა ან თოვდა ან ქროდა ან არ ვიცი.... ფანჯრიდან სხვანაირად ჩანს 3ყარო, Fანჯრის მინის იქით და გახედების თავი გვქონდა? არ გვქონდა...


რეინჯერების კოტეჯი წინა დღით დასვრილდასველებული ტანსაცმელებით აივსო.... ღუმელზე ჩაიდანი თავისი მოვალეობის შესრულებას ვეღარ აუდიოდა - ცხელი წყალი შეციებული ორგანიზმისთვის და დაღლილი ტვინინს გამოსაფხიზებლად ყველაზე საუკეთესო საშუალება იყო. თუმცა რატომ ყველაზე, არაყი, გიტარა, სიმღერა და ჩქარი ტაში რეინჯერების კოტეჯიდან 8 მაისს ყველაზე დიდი დოზით გავიდა თავისი არსებობის ისტორიაში...


რა სჯობს ქართულ სიმღერას, თან ცოცხალი შესრულებით, როცა გარეთ წვიმს და გულში დარია, უკან ტყეა და წინ კიდე ბუნება...ბუნებაში მონასტერი დგას, მამათა... ბერები კელიებში არიან, ალბათ მათ მდუმარებას შესეულ მათთვის უცხო ტურისტებს მოერიდნენ... გარეთ წვიმს და მონასტრიდან გალობის ხმა ისმის... ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილითა დამთრგუნველი.... არ ვიცი რატომაა რწენა დამოკიდებული ადგილმდებარეობაზე... იქ ყველას სწამს, ყველა დარწმუნებულია, ყველას სჯერა... მთას გაშორდები და აწოწილი მახინჯი შენობების გამრავლებასთან ერთად ეჭვებიც მატულობს...არადა რა კარგია უეჭვო ცხოვრება....


წეღან დავწერე 2 დღე ისე ვვიცხოვრე ადამიანებთან ერთად რომ მათი გაცნობა ვერ მოვასწარიმეთქი... ადამიანის გაცნობას 2 დღე კი არა 2 საუკუნეც რომ არ ჰყოფნის არახალია ძველია, თუმცა ალბათ მთავარია სურვილი გაგიჩნდეს რომ გაიცნო, უბრალოდ იფიაქრო ვინ არის, რატომ არის ის რაც არის, რა რისთვის არის და ა.შ. საღამომ ისე მოაღწია წესიერად გამოფხიზლება ვერ მოვახერხე...თუმცა ერთი შეხედვით უმნიშვნელო ჩბვეულებრივი თამაში მაინც მრავალინფორმაციული აღმოჩნდა, ისეთი, სწორედ ის რომ სჭირდებოდა სიტუაციას და არა სხვა რამ... გადაწყვიტო რომ 25 ადამიანის წინაშე თქვა ის, რასაც ფიქრობ, თუნდაც მუსიკაზე ან კარავზე ან აქ წამოსვლის მზეზებზე, ბოლოსდაბოლოს იმაზე თუ შენი აზრით, რატომ ეწევა გოგო სიგარეტს, ნიშნავს კარები გააღო და მათ უთხრა: მობრძანდით, დაბრძანდით.. თავი ისე იგრძენით როგორც საკუთარ სახლში....

თამაში ნაკლებად და საკუთარი აზრების გაზიარება გვიანობამდე გაგრძელდა - იმ დღის შეფასებით გასვლა 10 ქულიდან 8,5 ქულას ითვლიდა...იმიტომ რომ ვიცოდი წინ კიდევ ერთი დღე მქონდა...ჯერ არ დამთავრებლი ლაშქრობა



მესამე დღის დასასრული



მეოთხე სერიაში თქვენ ნახავთ


"შენ ჰხომ გესმის ბულბულის...."












დღე მეოთხე


დილა გათენდა, ავ თვალს არ დაენახვებოდა... ცა იყო ლურჯზე ლურჯი და მზე იყო მანათობელზე მანათობელი.... ისეთი დრო მოვიდა, ამინდი.გე -ც კი არ ცდება, თორემ ვინ წარმოიდგენდა რომ ამდენი წუიმებისა და გადაუღებელი უამინდობების შემდეგ მაისი მაინც თავისას იზამდა და გაიმაისებდა....

ნუნისი იყო ისეთი, როგორიც პირველი ნახვისას მახსოვდა - აბიბინებულ ამწუანებული, პარალონის გაშლა და მზის გულზე თვალების დახუჭვა რომ მოგინდებოდა ადამიანს...მაგრამ უკან დაბრუნება ადამიანს სწორედ მაშინ უწევს, როცა ყველაფერი ისეა როგორც უნდა იყო იყოს... ალბათ იმიტომ რომ წავიდეს და იფიქროს ისევ დავრუნდებიო...ვინ იცის : )


თბილისსში დაბრუნება რამდენიმე ადამიანმა სხვებზ 2-3 საათით ადრე გადავწყვიტეთ... ჩავბარგდით და გავუყევით გზას ა ... გზის ბოლოს რკინიგზის სადგური და ლუდი იყო...ლუდი იყო ციივი, ცივიცივი..რომ დალევ და ძარღვებში რომ ჩადის და ორგანიზმს რომ აცოცხლებს : D

მატარებელი იყო ხალხით სავსე და ჭუჭყიანი, მაგრამ 1 ჭიქა ლუდის დალევის შემდეგ სიბინჭურეშიც შეიძლებოდა სილამაზის დანახვა, აბა სხვას რას დავაბრალო ის ფაქტი, რომ იმ ბინძური მატარებლის უფრო ბინძური ნაგვის ურნიდან ერთჯერადი ჭიქები ამოვაძვრინეთ და ლუდის სმა განვაგრძეთ... : ) სასაცილოა ნასვამი ადამიანი..იმდენად სასაცილო რომ თვითონვე ეცინება ჰხოლმე თავისი სისასაცილოვის გამო და აბრალებს სასმელს....

მერე არაფერი განსაკუთრებული - როგორც ხდება ჰხოლმე... დავიშალეთ სიცილით, მაგრამ არავის გვეცინებოდა, იმიტომ რომ ნებისმიერი დამშვიდობება, ვისთანაც არ უნდა იყოს, რაღაცნაირად სევდიანია... თბილისი იყო ისეთივე, როგორც ოთხი დღის წინ და ჩვენ ვიყავით სუუულ ცოტათი მაინც სხვანაირები, რადგან ნებისმიერი პატარა თავგადასავალიც გვცვლის და გვასხვაფერებს... ჩვენ კი იძულებულები ვართ არ შევიმჩნიოთ რომ შევიცვალეთ და გავაგრძელოთ ცხოვრება ისევ იმ რუტინაში, რაც დავტოვეთ... ყველაფერი ასე იწყება და ასე მთავრდება "ვითომ არაფერი...."




ტჰე ენდ





მიძღვნა:

ეს ნაბოდვარნაბჟუტურალი ეძღვნება ხათოს, რომელმაც არ დაიზარა და დაწერა ყველაფერი, იმის გარდა რაც უნდოდა რომ დაეწერა
ეძღვნება დედას და მამას და დებს და ძმას და ბებიას, იმიტომ რომ ისინი რომ არა ჰხათო არ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის
ეძღვნებათ მეგობრებს, მხოლოდ იმ მეგობრებს რომლებიც ამ სიტყვაში შედიან და რომელთან არსებობაც მაშინაც იცი, როცა ფიქრობ რომ არავინ არსებობს
ეძღვნებათ თანამშრომელბს, რომლებიც არ არიან "თანამშრომლები", მაგრამ თან Gთანამშრომლები არიან და რომლებიც მიხარია რომ თანაშრომლები არიან მაშინ როცა მარტო თანამშრომლები არ არიან : D
ეძღვნება პერწკლის, იმიტომ რომ თვითონ იცის რატომაც.... : D
ეძღვნება ჯნოსს, რომელიც რომ არა, 6-7-8-9 მაისი იქნებოდა ჩვეულებრივი 6--7-8-9 მაისი
ეძღვნებათ ამირანს და ლაშას, რომლებსაც ისე ავეკიდე როგორს ტკიპი და გადარჩენის ინსტიქტის გამო სულაც ვერ ვგრძნობდი სინდისის ქენჯნას :უსერ:
ეძღვნება ბარტყს, რომელიც რომ არა, ეს დღეეები ისეთი არ იქნებბოდა როგორიც იყო...
ეძღვნება მარიტას, რომელმაც თავისი დაბადებით გაალამაზა ეს დღეები
ეძღვნება წივწივას და ბუნტურას და დოლიძელს, იმიტომ რომ ძალიან გამიხარდა მათი უეცარი დანახვა...
ეძღვნება ბასილას, იმიტომ რომ ბასილა იმ ფერია რა ფერიც ბასილა არ არის :ს
ეძღვნება ბაქარს და მის მეგობრებს, იმიტომ რომ კარგი(!) ადამიანები არიან!!!
ეძღვნებათ რეინჯერებს
და
მათ ვინც ამას წაიკითხავენ და საკუთარ თავს აღმოაჩენენ
და
მათ ვინც არ წაიკითხავენ და საკუთარ თავს მაინც აღმოაჩენენ
და
მათ ვინც წაიკითხავენ და საკუთარ თავს ვერ აღმოაჩენენ
და
გეძღვნება შენ,
ჰხო
შენ....











Tuesday, May 10, 2011

ფგფგდგდფგჯგჰჯ2





დღე მეორე




"კარგია გაღვიძებული ადამიანი, მაგრამ უფრო კარგია ადამიანი რომელსაც ძილშიაც არ სძინავს თავის სამშობლოს სიყვარულით გულაღტყინებულსა"- ო .... კარგია არა ისა.... თქვენ ჩემი გაღვიძება არ გინახავთ, განსაკუთრებით მაშინ როცა ტკბილად გძინავს და უსაფუძვლო ხმაური გაღვიძებს... მაგრამ რა სიჩუმე უნდა მოითხოვო, როცა ერთ ციცქნა ოთახში 35 ადამიანს სძინავს... ჰხუხთ... მოკლედ დილა დავიწყე ბუზღუნით, ამინდი იყო შესაფერისად საბუბუზღუნო... აი წვიმის წვეთები ჯერ კიდევ ჰხაერში რომაა და ცა რომ ისეთივე ფერია როგორიც გუბე... თბილ ოთახში, ღუმელთან ჯდომას და ძილ/ბურანში ყოფნას რომ არაფერი სჯობს...




თვალის გახელვისთანავე მივხვდი, რომ წამოსვლამდე თემა უნდა გადამეკითხა მაინც..... ნუნისში მანამდე ერთხელ უკვე ვიყავი ნამყოფი და თვალწინ სულ მწუანე ბიბინა მინდორი და მზის გულზე ძილი მელანდებოდა... სხვა რა უნდა მდომნოდა თბილისის ყოველდღიურობით გარუტინებულს, არადა თურმე ისა.... წინ გზა მელოდა, თან დიიიდი... არ ვიცი გადავწყვეტდი თუ არა წასვლას წინასწარ რომ მცოდნოდა, რომ ბევრი უნდა მევლო, თან არც თუ ადვილად კი არა და ფაქტობრივარ რთულად სავალ გზაზე... ალბათ დავფიქრდებოდი და სულ მცირე ვინერვიულებდი მაინც... კიდევ კარგი არ ვიცოდი : D



















გზას გავიყევით დილის ათი საათისათვის... კარგია, როცა არ იცი სად მიდიხარ, იმიტომ რომ მიდიხარ მიდიხარ მიდიხარ მიდიხარ და გგონია აქ არა და იქ მაინც გავჩერდებიო, ან ამ აღმართს ავივლი და დასასრული იქ არისო, ან მაქსიმუმ იმის იქითო, ან კიდევ იმის იქითო... მოკლედ არცოდნა უდრის იმედს : D




ნაწვიმარ ტყეს სხვა მუღამი აქვს... ანუჰხთ გაზაფხულზე ნაწვიმარი ფოთოლი მწუანეზე უფრო მწუანეა და კიდევ უფრო ანუჰხთ ეს ყველაფერი ლამაზზე ლამაზია... მიდიხარ, მიბოდიალობ უგზო/უკვლოდ და ფიქრობ რომ აი ისევ ის ვარ, რაც თბილისში ვიყავი, ისევ იგივე ფიქრ/შეგრძნებებით ვაბიჯებ ტალახში, როგორი გრუზვუგრუზველობითაც ასფალტზე მივნაბიჯობ ჰხოლმე, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც სხვანაირია.... ანუჰხთ გამოდის რომ გარემო არ ცვლის ადამიანს, თუმცა ცვლის მის დამოკიდებულებებს გარემოზე... ზოგჯერ როცა ძალიანძალიან ვიღლები ვფიქრობ, რომ ახლა სადმე ტყე/ღრეში ბედნიერი ვიქნებოდითქო და უცებ ტყულმპ... თავს ამოყოფ ამ ტყე/ღრეში და ბედნიერი არ ხარ, ისევ ის ხარ, მაგრამ .... მოკლედ, ახალს არაფერს ვიტყვი - მთა ადამიანს იმ ადამიანად ჰქმნის, რა ადამიანიცაა...არც მეტი, არც ნაკლები....


ბოდიალისას ფიქრი ისეთივე აბდაუბდაა ჰხოლმე, როგორც ის ნაბიჯები, როცა დაღლილი აღმართს მიუყვები....





პირველი ნაგლეჯი თოვლი 5 საათიანი სიარულის შემდეგ გამოჩნდა... მერე თანდათან მოუმატამოუმატამოუმატა და ბოლოს გადათეთრდა მთა და ბარი.... გამახსენდა წამოსვლამდე გადაკითხული ჯეკ ლონდონი თავის "თეთრი მდუმარებით".... თოვლი არ იყო თეთრი, იმიტომ რომ უკვე მაისის იყო და მდუმარება არ იყო მდუმარება, რადგან ტყეს შესეული 35 ადამიანი, იმის მიუხედავად რომ ლაპარაკის თავი აღარავის ჰქონდა, მაინც ხმაურობდა თავისი არსებობით .... : )




ჩემს მრავალ სა20არ ჩვევაწარმოდგენათაგან ერთ-ერთი ისაა, რომ ასე მგონია ლაშრობა/ბოდიალის დროს არაფერი დამიემართება.. იმიტომ რომ მე იქ სიცოცხლისთვის ვარ წასული და წარმოუდგენელია მოვკვდე :D ეს იმდენად მჯერა, იმდენად იმდენად იმდენად რომ საწვიმარს რომ ფეხი დავადგი და ხრამში გადავიჩეხე, ერთადერთი რაც წამის მეათედებში გავიფიქრე ის იყო, "რა სისულელეა, რა გადაჩეხვა, როგორ შეიძლებამეთქი..." :D


არასოდეს თქვა არასოდეს ო თუ როგორ არის ეგ? ...როგორ და ნუ დასცინი სხვასაო, გადაგხდება თავსა ო ... ჰხოდა ასეც მოხდა... ყოველთვის ვბრაზდებოდი, რომ დადიან ეს გოგოები ამ მთაში და შუა მწუერვალზე დაიწყებენ ვაიმე ვეღარ დავდივარ ვინმემ მატაროსო და რომ გახდებიან სხვისი სათრევები, თუ არ აქვთ სიარულის თავი, რას დაბოდიალობენ დაეტოვნონ სახლშიმეთქი : ჰხოდა უკვალოდ არცერთი სიტყვა არ იკარგებაო და ყველა ჩემი ნაფოქრალი თავზე დამეცა... ჩაჩეხვის შემდეგ ორი ნაბიჯი ვერ გადავდგი დამოუკიდებლად.... ასე გავხდი სხვებისთვის ზედმეტი ტვირთი და საკუთარი თავისთვის ჯერ ისევ ამოუცნობი მფრინავი ობიექტი :D






კოლექტივო მხარი მხარს ო


მივყვეთ ტრაქტორების ჯარს ო.....





დავგოგობიჭდით, ჩავჭიდეთ ხელი 1მანეთს და გავუყევით გზას





შეგრძნება, რომ ვინმე დაგეხმარება, უფრო გადუნებს... როცა იცი რომ სხვა იფიქრებს შენს ნაცვლად, ფიქრს წყვეტ და მექანიკური ხდები... დავზომბიროვდი






12 საათიანი გაუჩერებლივი მოძრაობა და გაურკვევლობა სად ხარ სად მიდიხარ ვინ ხარ რა გინდა რა გიხარია რას მოდიოდი საერთოდ ისევე ანგრევს ადამიანის ფსიქიკას, როგორც უცაბედად თბილ ღუმლიანოთახში თავის შეყოფისთანავე დავიწყებული დაღლა ქრება ჰხოლმე ჰხაერში და ყველაფერი ცუდი უცბაშად ისეთ ლამაზ ფერებში გამოჩნდება რომ მზად ხარ მაშინვე არა და მეორე დილითვე თავიდან გაიმეორო ყველაფერი : )





მხიარულებამ დაღლა არ იცის ო კი არა და არ ვიცი საიდან შერჩა ხალხს იმდენი ენერგია რომ 12-13 საათიანი დამღლელდამქანცველი მოგზაურობის შემდეგ დილის 7 საათამდე ემღერა და ეცეკვა და ეცინა და სიხარულისათვის გარეთ გამოსვლის საშუალება მიეცა...





ტკბილია ძილი, განსაკუთრებით მაშინ როცა გეძინება


და


კიდევ უფრო განსაკუთერბით მაშინ, როცა ფიქრობ რომ "ხვალ უფრო, ვიდრე დღეს...."







მეორე სერიის დასასრული...













მესამე სერიაში თქვენ ნახავთ




"უკან ტყე და წინ ბუნება"












ჰფეჰფრლქწჰფნლწქფნკლ

დოკუმენტური პოსტი
ანუჰხთ აქა ამბავი იმისა
თუ როგორ
ავიყარეთ
ჩავიყარეთ
წავეყარეთ
მივეყარეთ
და
მოვეყარეთ...


მარშრუტი: ზანავი -ნუნისი (ბილიკი4)

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ გასული საუკუნის პირველ ნახევარში გერმანიამ ომი გამოუცხადა საბჭოთა კავშირს და დაიწყო დიდი სამამულო ომი კი არა და მეორე მსოფლიო ომი. ჩავთვალოთ, რომ რომელიმე თქვენგანმა, ვინც ამ პოსტს კითხულობს, არ იცის რომ სტალინმა რა და მაშინდელმა წითლებმა დაამარცხეს ბოროტი ჰიტლერი და დაისადგურა სიკეთემ - ვაშა, ვაშა! მას შემდეგ მადლიერი შთამომავლობა ამ დღეს ანუჰხთ 9 მაისს ისვენებს და დასვენებულბედნიერი კიდევ ერთხელ ზეიმობს ფაშისტებზე გამარკვებას - კიდევ ვაშა, კიდევ ურა....
არ ვიცი თქვენ რას ფიქრობთ ჰხოლმე, როცა უცბაშად კალენდარს დახედავთ და აღმოაჩენთ რომ შაბათ-კვირის გარდა,მ ორშაბათსაც შეიძლება დაგასვენოს სამსახურმა... მე მომენტალურად მენთება თავში სიგნალი, წარწერით "სად წავიდე"...
ჰხოდა რისთვის არსებობს კარავი.გე.. იმისთვის რომ ამ შენს შეკითხვაზე პასუხი გაგცეს...
მივედი
ვნახე
და
აღმოვაჩინე თემა იგივე სახელწოდებით, როგორიც მარშრუტის დასახელებაა
და
ჩავეწერე...

მერე დავიწყე დღეების დათვლა:
2 მაისი
3 მაისი
4 მაისი
5 მაისი
და
როგორც იქნა- 6 მაისი ც...

ჩემთან სულ ასე ხდება... როცა რაღაცას ველდოები, ძალიანძალიან ველოდები
ბოლო წამს უცბაშად ბრახ და... რაღაც ხდება...
ჰხოდა ისაო... რაცა ღმერთსა არა სწადდესო...არაუშავს, სხვა დროს აუცილებლად მეყოლება მეორე ბღლუნწი :შ :შ :(

შეხვედრა სააკაძის მოედანზე 8-ის ნახევრიდან 8 მდე იყო დანიშნული... წასვლა კი საბოლოოდ 7 სთ ზე გადავწყვიტე, ამიტომ გასაკვირი არ იქნება თუ ვიტყვი რომ ჩემმა გარდერობმა ერთი ხელის მოსმით მოიყარა თავი ზურგჩანთაში... სადღა იყო იმაზე ფიქრის დრო რა წამეღო და რა არა... საბოლოოდ ძალიან ბევრმა გამოუყენებელმა ნივთმა მოიყარა თავი ჩემს ჩანთაში და ძალიან ბევრი გამოსაყენებელი ნივთი სახლში დამრჩა... მოვიკიდე ზურგზე ჩემსგასუქებამდეჩემი წონა ჩანთა და გავუყევი გზას..
სააკაძის მოედანზე იმდენი ხალხი იყო თავმოყრილი, ტაქსის მძღოლმა მკითხა მთელი უნივერსიტეტი მიდიხართო? :უსერ: ყოველი წასვლის წინ ერთი და იგივე შეგრძნება მაქვს; ხალხს გადავხედავ ჰხოლმე და ვფქირქობ, აი ამ ხალხის 80% -ს ჰხომ არ ვიცნობ და ჩემთვის ახლა ჰხო არაფერს წარმოადგენენ, არადა გავა 2 დღე, დავბრუნდები თბილისსში და თითოეულ მათგანთან რაღაც პატარა ისტორია მაინც მექნება სა1ო...


თქვენ იცით, რომ მწუანე ფერი იმიტომაა მწუანე, რომ მწუანე არ არის?
ცა რატომაა ლურჯი?
იქნებ მზე იაპონიიდან სულაც არ ამმოდის?
აბა რომელ ასოს ჰგავს ახალი მთვარე?
იცით? არა? არც ჩვენ... სამაგიეროდ ამ შეკითხვებში თბილისიდან ზანავამდე მანძილი ძალზე სწრაფად გავიდა...


ზანავში დაგვხვდა
წვიმა
ქარი
ტალახი
და
ბუნტურა : )



არა, კიდევ დაგვხვდა რეინჯერების სახლი.. აი ისეთი, მე რომ ვო20ნებობ სულ... ტყის პირას მდგარი ხის პატარა სამკუთხედთავიანი სახლუკა... გაგიზგიზებული ღუმლით და ზედ შემომდგარი ჩაიდნით...

სახლში იყო ხალი, ბევრი ხალხი, ძააალიან ბევრი ხალხი
ღამე პირველი - ბრძოლა ადგილის საპოვნელად...ვიპოვნეთ..აღმოსავლეთით იატაკის მე-2 ხაზი...

როცა გეძინება ისიც კი მეორე ხარისხოვანია, რომ თავზე ჩამოწვეთებული გაურკვეველი სითხე შეიძლება ის იყოს, რაც ყველაზე ძალიან არ გინდა რომ იყოს : )) ბოლოსდაბოლოს 5 ხმოვან ხვრინვასაც შეეგუება ადამიანი.... ჩაგვთვლიმა


პირველი სერიის დასასრული...



მეორე სერიაში თქვენ ნახავთ :
ბიჭი-გოგო, ბიჭი-გოგო - ტყაპ ტყუპ, ტყაპ ტყუპ....