Wednesday, October 28, 2009

%


ვერავინ ვერაფერ უჩვეულოს ვერ ხედავს იმაში

რომ

არაფერი უჩვეულო არ ხდება...

მე კი ეს არაჩვეულებრივი უჩვეულობა

მაოცებს

არა..

კი არ მაოცებს

მაფიქრებს...

მათ ჰგონიათ, რომ  მე ერთ ჩვეულებრივ სამსახურში ვმუშაობ

ჩვეულებრივ თანამშრომელად

და ჩემი სამუშაო დღე,

ჩვეუნებრივ, ისეთივეა,

როგორც ჩვეულებრივი ადამიანის...

მე ჩვეულებრისამებრ, ვიღვიძებ 8 სთ ზე

და ჩემი სამსახური , ჩვეულებრივად, იწყება 9 სთზე

ისევე როგორც, ჩვეულებრივ ხდება ხოლმე

მე სახლიდან სამსახურამდე მისვლას ვანდომებ ნახევარ საათს

ჩემი სამუშაო დრო, ჩვეულებრივ, მთავრდება 6-7 სთ ზე

ჩემი საქმე  ისეთჳვეა, როგორიც ჩვეულებრივად, დასაქმებულ ადამიანებს აქვთ...

თითქოს არაფერი უჩვეულო არ ხდება

მაგრამ

კიდევ და კიდევ და კიდევ

ეს ჩვეულებრივობა მაფიქრებს...

მგონი დღეს კვალს მივაგენი

მგონი მივხვდი

რომ

რიცხვების ტყვე ვარ...

მგონი სამსახურში ჩვეულებრივმა რიცხვებმა დამიქირავეს

რადგან

მათ ჩემში რიცხვი აღმოაჩინეს

არ ვიცი რამდენი..

არამგონია 1...

ჰხო, ზუსტად რიცხვების ტყვე ვარ

და

რიცხვები მეუბნებიან რომ

ჩემი გამრავლება არ შეიძლება

არც გაყოფა

რადგან ჯამში მივიღებთ

0 -ს

:როლ:

სასრულად უსასრულო გალაქტიკაში გაბნეული რიცხვები მარწმუნებენ,

რომ

ჩემი მისია  სამყაროს გადარჩენაში ჯერ არ მდგომარეობს

თუმცა, ჯერჯერობით შესაძლებელია გადავარჩინო

პატარ-პატარა ობიექტები..

ამისათვის რიცხვებთან თანამშრომლობაა საჭირო...

ამისათვის, უნდა  დიდხანს, ძალიან დიდხანს

ძალიიან დიიდხანს ვუყურო 

ათასობით ციფრს...

უნდა თითოეული მათგანის ნდობა მოვიპოვო

უნდა დავანახო, რომ მეც ერთი ჩვეულებრივი ციფრი ვარ

ხანაც რიცხვი

რომელიც არც იყოფა და არც მრავლდება

უნდა დავაჯერო

რომ

მეც

როგორც მათ

მხოლოდ ერთი სურვილი მამოძრავებს

ვიპოვნო ჯამი!

და ამის შემდეგ მილიარდი პატარ პატარა ციფრი

ციმციმს იწყებს,

შესაკრებლები ადგილს იცვლიან

და

ჩემი თვალები ემსგავსება მათემატიკის უჯრიან რვეულს

რომელშიც

5 ოსანი მე8 კლასელი

უცნობ განტოლებებს ხსნინს....

სულ ესაა ჩემი სამსახური

ჩემი ჩვეულებრივი სამსახური

თავისი ჩვეულებრივი საქმით

რომელიც

ჩემს რიცხობრივად თვლად ტვინს

ზოგჯერ უთვლადს ხდის

და

არწმუნებს, რომ

ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა ერთი განტოლების ამოხსნა....









Friday, October 23, 2009


მომწონს, რომ

ისეთი ვხდები,

როგორიც არასდროს მსურდა გავმდარიყავი

და

არ მომწონს

რომ

მომწონს ისეთი, რომ ვხდები

როგორიც არ მინდოდა არასდროს გავმხდარიყავი....


ჰხუხ


მთელი ცხოვრება მეზობლის სახლში შეჭყეტვას რომ გიშლიან

და

უცებ

ამოყოფ თავს ამ მეზობლის სახლში

და

იცი

რომ

ცუდს შვრები

მაგრამ

სადღაც გულის სიღრმრეში თან რომ გიხარია...



მმ



აკრძალული ხილი

არ ვიცი და

ნურასოდეს იტყვი, ნურასოდეს იტყვი ნურასოდეს

მგონი გადამისამართება მოხდა

აბსოლუტური იდენტურობა..

ჰხახ

სა20არ -სა80 არია

ნუთუ ასე აუცილებელია გაიცოდნისდედავო

სხვისი ცხოვრება

რათა

მისი ქმედების თითოეულ მონაკვეთს ჩასწვდრე

კი არა და

თუ ყველა სხვის ცხოვრებას იმეორებს

გამოდის, რომ

პროგრამაა არეული სამყაროში...

დამიბრუნეთ ჩემი სიზმრები!!!

დამიბრუნეთ, ვაჰხთ....







...........



როგორც არასდოროს, ისე მინდა

გამოვრთო მობილური, ჩავალაგო ერთი ხელი ტანსაცმელი...არა, ორი....

ჩამოვიკიდო ფოტოაპარატი

მუსიკა- ყურებში

და

მარტო წავიდე უცხო ქალაქში...



1-2-3-4-5 დღით



ფიქრი მომენატრა....


და კიდევ ერთხელ


”როდესაც იყო სუსტი, პატარა

მკითხავმა უთხრა: იყავ გმირია...

24 წლამდე დრო გაატარა

და

25-ზე გადაირია...”

Wednesday, October 21, 2009

წლევანდელი შემოდგომა

გამოვტოვე



: \



უჩემოდ გადაშემოდგომდა...........







Monday, October 19, 2009

:|


ვიწყებ აღღღღშფოთებული პოსტის წერას!

სანამ დავწერდე აღმაშფოთებელ საკითხზე

1-2-3-4-5 სიტყვას

მანამდე მინდა ვსთქუა, რომ

თავდაპირველად განვიზრახე ფეისბუქზე დამეწერა

ეს ყველაფერი

და

შემდეგ ის მაგიური წინადადება გამახსენდა

”არავის ძალუძს ორთა მეფეთა მონება”

და

მერე კიდევ ის, რომ

ამ ბოლო დროს

ფაცებუქელებსა და ბლოგერებს შორის

დაახლოებით ისეთჳვე დამოკიდებულება ჩამოყალიბდა

როგორც

რეალისა

და

ბარსელონას ფანებს შორის

და......

ნუ მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო

გადავწყვიტე ბლოგზე დამეწერა..

თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო,

რომ ბლოგის ლინკს კი არა და ბმულს

ფაცე ზეც დადებ

და

რა გამოვა

ორი კურდღლის დაჭერა

არა

კვახი!



უჰხთ...

ამდენი ვიბოდიალე

და

კინაღამ გადამავიწყდა რამ აღმაშფოთა

: |



საქმე იმაშია, როოომ

ზუუუუუუუუსტად 1 კვირაა

ყოველ ღამით, დაახლოებით ერთსა და იმავე დროზე

ანუჰხთ

ღამის 3-4 სთ -სა  და დილის 6-7 სთ-ზე

ჩემი და არა მარტო ჩემი კორპუსის წინ მდგარი ენ რაოდენობის მანკანებიდან

1-1

ერთვება სიგნალიზაცია :|

ეს ის სიგნალიზაცია არ გეგონოთ

პიპო პაპო

პაპიპო

და

მორჩა

ესაა დაახლოებით 3 წუთიანი სირენის გააამკინავი ხმა

რომელიც აღწევს მძინარე ადამიანის ტვინში

და

ურევს სიზმრებს მიქსერივით

და

ეს ჯოჯოხეთური ტანჯვა გრძელდება გადაბმულად

დაახლოებით

6 წრეზე...


არა, აშკარად კარგად ვერ ავღწერე თუ აღვწერე ამ სიგნალიზაციის ხმა

აი დაახლოებით ასეთია

იუიუიუიუიუიუიუიუი

იუიუიუიუიუიუიუიუუ

უ უ უ უ უ უ უ უ უ უ უ 

უუუუუუუუუუუუუუ

 უ უ უუ უ უ უ უ უუ  

აუუუუუუუ აუუუუუუუუ აუუუუუუუუუუ

უუუუუუუუუუ უუუუუუუუ უუუუუუუ

აუუუუუუუ აუუუუუუუუუ აუუუუუუუ

უუუუუუუ უუუუუუუუუუუუუ უუუუუუუ

წუუუუუუუუუწუუუუუუუუუუუუუწუუუუუუუ

წწწწწწ წწწწწწწწწწ წწწწწწწ

წუუუუუუუუ წუუუუუუუუ წუუუუუუუუ

წწწწწწწწწწწწწ წწწწწწწწწ წწწწწწწ




:| :| :|


არც მკაცების  ”გამორთე მე შენი დედა...”

არც ქალების ”ბავშვი ძლიიივს დავაძინე, გამოორთეეე”

არც ჩემნაირების ”აუაუაუაააააააუ ისეეეეეევ, დამაძინეეეეეეეეთ”

არ შველის... : \ :\



ვის შევჩივლო

რუსთაველი  მკვდარია

კი არა და

მიშველეთ

ვაჰხთ :|


––

სიარული ვერ ვისწავლე

ჩემ მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი

(თითქმის ყველა ნაბიჯი)

მცდარია.......

ჩახლართული, გადახლართული

გვერდითი მოვლენებით

ამოხლართული

სიმართლე სწორი გზით მიდის

ალბათ

ამიტომაც ვერ ადის

მაღლა

ალბათ.....

Tuesday, October 13, 2009

A ხალი


ახალი სისხლი

ახალი ენერგია

ახალი მისწრაფებები

ახალი ემოციები

ახალი დარდი

ახალი სიხარული

ახალი მიზანი

ახალი უმიზნობა

ახალი  ადამიანები

ახალი შემართება

ახალი ოცნებები

ახალი ფიქრები

ახალი გარემო

ახალი  დასკვნები

და

ახალი ტვინის წვალებები

ვგრძნობ ვჭედავ

ვგრძნობ  შევნელსვლავდი

ვგრძნობ, რომ ვეღარ ვგრძნობ

ვერც

კარგს

ვერც 

ცუდს.....

ახალი მინდა ძველის გარეშე!!!!

ახლის ძველი სურვილი...

ჰხუხ

ვეღარ ვიზრდები

და

არც კი ვიცი

ეს ფაქტი

მზრდის თუ არა.....

სიმწუნე დამიმატეთ ძარღვებში

თორემ

მივეცემი ზამთრის ძილს

 : |

დრო ვ, მოდი მალე..........

Saturday, October 10, 2009

რამის დაწერა მინდა

და

დავწერ 

რამე!!!!

Wednesday, October 7, 2009

მმმ


გვაპატიე მუმია!

ჩვენ შენი შესაძლებლობები ვზომეთ

ვზომეთ

ვზომეთ

და

სახაზავი გადაგვიტყდა

შევცდით!

გვაპატიე მუმია!

ჩვენ შენი იუმორის გრძნობა

ვირუსზე ავცერით

თუმცა

წამალი შეგვეშალა და...

გვაპატიე მუმია!

ჩვენ წლოვანებით

ბებიის

ბებიის

ბებიის

ბებიის

ბებიის

დიდიდიდიდიიდიდიდიიდიდიდიდიდიიდიდიდდიდიიდიდიდდიდიიდიდ

ბებიად მოგნათლეთ

და

ვერ შევნნიშნეთ რომ 

ჩვენხელა ყოფილხარ!

გვაპატიე მუმია!

შენ სიცოცხლე გწყუროდა

თურ

მე

ჩვენ წყალი გვეგგონა

მაგრამ

ვერც წყალი

შეგა

სვით...

გვაპატიე მუმია!

გვაპატიე

და

ნუღარ ეძებ შურს ჩვენში

ნუღარ იძიებ შურის ჩვენით

ნუღარ მოგვძებნი ჩვენ საშუროდ

გვაპატიე მუმია!

გვაპატიე, 

რომ

ჩვენ  ვერ გაპატიეთ!

უსახელო.........

მუზეუმის  სურნელიანი სამუზეუმო ქალი მოგვიბრუნდა

და

გვითხრა:

ნუ დასცინით მუმიას, მუმიებმა ხომ შურისძიება იციან

და

კიდევ უფრო გაგვეცინა....

ზაფხული იდგა

ან შემოდგომა

შესაძლოა გაზაფხულიც

ანდა  მაისი

თუმცა ზამთარი არ........

წელი 2006 

ან

5

მაშინ ჯერ კიდევ არ გვქონდა ბბორბალი აგორებული

ბედის

ავაგორეთ

თავქვე დაეშვა

გვაპატიე მუმია!

Friday, October 2, 2009

შემო დგომა

ყვიითეეეელი ფოთლებიიიი

თააან მიიიაააქვს ქაააარს............

და აააყრიიის ფიფქეეებად

შენს სახლიიის კაააარს......

გეეეეძახიიი, არაააავიიიიიიინ

არააააა მცეეეემს ხმაააააააააააააას

:ტან :ტან :ტან

კი არა და

ის მიდიოდა ქუჩაში მააარტოოო

სახეზეეე ჰქოოონდაა

ღი

მი

ლიიი

იდგა შემოდგომის დღეები გარეთ

და

ქუჩა სახელად ტკივიიილიიიის

ოქროს ფოთოლთააა ლივლივიიიის

ყვითეეელ ფოთოოოლთა ლივლიიივიიიის

:ტან :ტან :ტან

და მაინც ყვითელი ფოთლეეების მწამს!

და

ყველაფერი თავიდან იწყება

როგორც ყოველთვის

ჭკნობით

და

თუ ცხოვრება არ იღლება ახალ/ახალი სიძნელე/დაბრკოლებების მოგონებით

მე რატომ

ღა

უნდა დავიღალო

ღიმილით

ო?!

– ვსთქუი მე

:როლ:

ჩემსა და ჩემს თავს შორის

ვიღაც

მესამე

ჩადგა

ვგრძნობ

აგერ უკვე რა ხანია.....

შენობით ვეღარ ველაპარაკები ჩემს თავს

უკვე მესამე პირზე გადავედი

მმმ

ან ავშენდები

ან მაინც ავშენდები

ყველაფერი ხომ უკეთესობისაკენ მიემართება

მითუმეტეს

რომ

ყვითელი ფოთლები სიჩუმეს ჰგავს

და

კომფორტულად ვგრძნობ თავს საკუთარ თავში

მიხარია

: )

პ.ს.  მორიგი გამოცდის ჩაბარება მიწევს, თუ არ მოვკვდი, გავძლიერდები...

წარმატებებს გისურვებ

ხათო

:ც