Friday, November 27, 2009

არაფერი განსაკუთრებული
ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს
ანუჰხთ
სამი საათით ადრე
აღმენიშნება
უხასიათობა
ცვალებადი მოღრუბლულობა
გულის სიგნალიზაცია
და
ტორმუზი

ვცდილობ არაფერზე ვიფიქრო
სერვერი გამოვათავისუფთაო
რათა ამ 12 დღის განმავლობაში
ბევრი საჭირო ინფორმაცია ცავტვირთო


კეთილი მგზავრობა, ხათო


: *

Sunday, November 22, 2009

S


 ისევ და ისევ და ისევ და ისევ


დროში არეული პოსტი

ანუჰხთ

2 კვირის შემდგომ დასაწერი...

მომავალი მეაწმყოვება

სხვისი სიტყვებით


ახლა რომშიც წამიყვანე, ვეუბნები ჩემ ცხოვრებას,

რომელიც იცინის.

ალბათ ბოლომდე არ მჯეროდა, რომ სამყარო მართლა არსებობს,
რომ ის ქვეყნები, ქალაქები, ჩანჩქერები, კუნძულები
მართლა არსებობს,

და როცა ერთხელ, ორჯერ, მესამედ
თვითონ აღმოვჩნდი ისე სხვაგან, როგორც არასდროს,
უხერხულობა, გაწბილება, ყველაფერი ერთად ვიგრძენი,

გაწბილება ორივეთი, სამყაროთიც, ჩემი თავითაც,
მაგრამ უფრო – სამყაროთი, რადგან მისგან მეტს მოველოდი.
ის კი აღმოჩნდა ისეთი და სწორედ ისეთი,
როგორიც უნდა ყოფილიყო. თანაც –
ნამდვილი.



2

რაც მეტს ნახავ, მით ნაკლები გეხსომება,
ვეუბნები საკუთარ თავს,

ის კი უღიმის

მაღალფეხება ქერა მიმტანს,
რომელიც მისი მაგიდისკენ მოირწევა საფერფლით ხელში

და არ არის გამჭვირვალე.

მე ვაფხიზლებ საკუთარ თავს: შეჩერდი, დაფიქრდი,

ეს ყველაფერი მირაჟია!


ის კი იცინის


და ნეტარებით ეწაფება ზომიერად ქაფმოდებულ ქარვისფერ სითხეს,
რომელიც არის ისეთი და სწორედ ისეთი,
როგორიც ლუდი უნდა იყოს. ყველაფერი არის ისეთი,
როგორიც არის. ყველაფერი მართლა არსებობს.
მათშორის – რომიც. უკვე მჯერა. და თუ ასეა,

ახლა რომშიც წამიყვანე, ვეუბნები მთელ სამყაროს,
მაგრამ არ ესმის.


3

ყოველთვის სხვები მიდიოდნენ.
მე კი, აეროპორტიდან მობრუნებული,
კმაყოფილი ჩემი თავით – რომ გავაცილე,
ავტობუსის გრილ მინაზე შუბლმიდებული,
მონუსხული გავყურებდი ნაადრევი დილის მზეში გათქვეფილ თბილისს
და საკუთარ თავს დაბრუნებას ვათამაშებდი:

თითქოს წლების წინ დაკარგული
და სამყაროშემოვლილი, როგორც იქნა, სახლში ვბრუნდები
და სიყვარულით შევყურებდი ყველა ხეს და სახლს და ფანჯარას
და ყველა გამვლელს. ეს არ იყო ცუდი თამაში.

4

ყოველთვის სხვები ბრუნდებოდნენ. მე ვხვდებოდი აეროპორტში
და ვისმენდი მათ მონათხრობ უცნაურ ამბებს
უცხო ქვეყნებზე, ქალაქებზე, ჩანჩქერებზე, კუნძულებზე,
მოკლედ – ქალებზე,

და მჯეროდა. არ მჯეროდა.
არ მჯეროდა. ისევ მჯეროდა.

მჯეროდა,
მაგრამ არ მჯეროდა,
რომ სამყარო მართლა არსებობს

და როცა ერთხელ, როცა ორჯერ, როცა მესამედ
თვითონ აღმოვჩნდი ისე სხვაგან, როგორც არასდროს,
უხერხულობა, გაწბილება, ყველაფერი ერთად ვიგრძენი,

და თან ჩემს თავზე ვბრაზდებოდი,
რომელიც ისე ბუნებრივად, ისე სწრაფად მოერგო სივრცეს,
ისე მოერგო, შეირგო და გაშინაურდა,

თითქოს არასდროს წვეთი ეჭვიც არ გასჩენოდეს,
რომ ის, სამყარო, უსასრულო,
მართლა არსებობს.

5

მართლა არსებობს, ვფიქრობდი სტამბოლში.

მართლა არსებობს, ვფიქრობდი ვენაში.

მართლა არსებობს, ვფიქრობ ახლა, გოტებორგის ღია კაფეში

და ნეტარებით ვეწაფები ზომიერად ქაფმოდებულ ქარვისფერ სითხეს,
რომელიც მართლა ზღაპრულია. მართლა როგორ ყვარებიათ
შვედებს სასმელი. მართლა როგორი მშვენიერი გოგოები
ყოლიათ შვედებს. მართლა რამდენი წრფელი მართლა
გროვდება ტვინში. და ყველა მართლა თუკი მართლა,

მაშინ რომშიც წამიყვანე,

აკი ყველა გზა რომში მიდის,

ვეუბნები

ჩემს ცხოვრებას,

რომელიც მიკვირს.

(ც) ზ.რ.







ეს ვარიანტი

ეს შეგრძნება

ეს მომავალი

წინასწარ  გავთვალშევიგრძენგავიემოცივე

რაც იმას ნიშნავს

რომ

ყველაფერი სხვაგვარად იქნება

მაგრამ 

ისიც ხომ გავთვალე, რომ ყველაფერი შესაძლოა სხვაგვარად იყოს

ანუჰხთ

ყველაფერი სხვაგავარად ევრ იქნება

მაგრამ

ისიც ხომ გავთვალე

კი არა და

ავიბლანდე

ყველაფერი ისე იქნება

როგორც იქნება




5 დღეში კიდევ ერთ შიშს შევასკდები პირისპირ

ან მოვკლავ,

ან მომკლავს..

თუ გადავრჩი გავძლიერდები

კი არა და

ფობიების მკვლელი


მანამდე კი

ჩემი ბავშვობის ყველაზე დიიიდი შიში,

რკინის ჩიტი 

მე

ლის......


მე შინია 


: )




Tuesday, November 17, 2009

/


არ არსებობს ბუნებაში

სხვა ფერი

გარდა

მწუანისა

და

შავისა............




სხვა ყველაფერი მე-2 ხარისხოვანია

რადგან

სწორედ ამ ორ ფერში ნაწილდება

დედამიწა

მამამიწა

შვილიმიწა

და

ცა

და

ქვეყანაც



ჩემი თვალები ორფეროვანსამყაროს უმზეს...

შავ/მწუნეს

ხანაც

მწუნე/შავს

Friday, November 13, 2009

*


ცხოვრებაში ერთხელ მაინც

ალბათ,

ადამიანი გაახელს თვალებს

და

იფიქრებს:

” და აი, მე ვარ იმაზე უფრო წარმატებული ადამიანი,

ვიდრე ჩემს ასაკში სხვები არიან..

მაქვს საქმე და სამსახური

რომელსაც სიხარულით ვაკეთებ,

ვიპოვნე ცხოვრებაში ადამიანი

რომელიც მავსებს,

მყავს შვილები, რომლებიც ჩემს ცხოვრებას კიდევ უფრო ლამაზს ხდიან,

არიან ადამიანები ჩემს გარშემო,

რომლებიც მიყვარან...

ჩემი ცხოვრების ყოველი დღე

ერთმანეთისაგან განსხვავებული და მრავალფეროვანია,

ვგრძნობ, რომ

ისევე საჭირო ვარ სხვებისთვის,

როგორც ისინი არიან ჩემთვის,

ვიცი რომ

ხვალინდელი დღე 

იქნება

უფრო,

ვიდრე დღეს....



და  ამ ყველაფრის მიუხედავად

როგორი

დიდი სისულელეა

ცხოვრება”


-


ო.....




კი არა და

რა კარგია

რომ

მე ჯერ კიდევ მგონია

რომ

რომ

რომ

ისა............... :ც




მეცრუიმედება


Monday, November 9, 2009

+


”დავიზარდეთ, უკვე იმ ასაკში ვართ, ჩვენს გარშემო შეყვარებული წყვილები აღარ დარჩნენ, უკვე ყველა დაოჯახდაო” - გუშინ ქეთიმ თქვა

და

ასაკის ფაქტორი გუშინ კიდევ ერთხელ გამეჩხირა ყელში... : დ

მერე იყო და დილით, 

დილა ადრიან,

გაჩერებაზე ორი გოგო, ასე 18-19 წლისები

თავქუდმოგლეჯილები გარბოდნენ სიცილით

და

და რომ ჩამირბინეს, წინ ”აჭარის” მინებზე აირეკლა

როგორ გარბოდა ორი ახალგაზრდა გოგო

და

როგორ ვიდექი მათ ფონზე

მე - დიდი...

ჰხუხ

აი, საკუთარი ანარეკლი რომ შეგაკრთობს ისე დამემართა

კი არა და

მერე მთელი გზა იმაზე ვფიქრობდი

რომ

გავიზარდე..

და

ამ დროს არ გავზრდილვარ..

ჰხო...ზუსტად ეგრე..

გავიზარდე, მაგრამ ვერ გავიზარდე

და

ეს შეფერხებული, დროსა და სივრცეში არეული ზრდა

ჩემი განწყობის ზრდის

უკუპროპორციულია... : \






პ.ს.  ყოველ დილით, ერთსა და იმავე ქალთან ერთად ვმგზავრობ... ასე 60 წლის იქნება...ექიმია მგონი, იაშვილის კლინიკასთან ჩამოდის ხოლმე... ყოველ დღეს ერთად ვმგზავრობთ და ყოველ დღეს მხოლოდ ერთი ფიქრი მიტრიალებს, რომ ოდესმე ეს ქალი გარდაიცვლება და მე მხოლოდ იმას შევამჩნევ, რომ ”მარშუტკაში” ერთი ადგილი გათავისუფლდა............ : |  არავის დავაკლდებით..... არავინ დაგვაკლდება.....

Sunday, November 8, 2009

----


კარგი რამეა სხვისი ბლოგი...

აი, უცებ მოგინდება გაიგო 

ვინ 

სად

რატომ

რისთვის

ვისთვის

რისგან

ვისგან

რამდენჯერ

და

შეხვალ და წაიკითხავ

და

მერე შეიძლება აგერიოს კიდევაც

ეს წავიკითხე

თუ მეც იქ ვიყავი მაგ დროსო....

ჰხუხ

მოკლედ, დღეს იმ იშვიათ დღეთაგანია რამდენიმე ადამიანის ბლოგზე რომ შევიჭყიტე

და

წავიკითხე

და

ახლა ვიცი  რომ ის რომელიღაც კონკრეტული ადამიანები

ამა და ამ ადგილას არიან

და

გუშინ იქ იყვნენ

და

ასე გაიფიქრეს

და

იმას აპირებენ

და

ეს უხარიათ

და

ის სწყინთ.........





კი არა და



კარგია მერე ეს ყველაფერი?

მმმ

არ ვიცი....


ის ვიცი

რომ

უიშვიათესად, მაშინ როცა მეც მსგავსობები მინდება

ვჯდები

და

ვხსნი ბლოგის თეთრ ბურცელს

და

მერე ვხურავ....


პ.ს. უამრავი იდეა სიკვდილს ჰგავს - ო

Wednesday, November 4, 2009


თმისფერი ხშირად იცვლება

მე - არასოდეს



კი არა და



ბევრი მრავალფეროვნება

ერთ

ერთფეროვნება

ში




ფერი ვიცვალე

ვერ

შე

ვი

ცვალ

ბევრი ფერები

მონა

ფერები

შენ

გეფერები

შე

გეფერები

ან

კი

ან

არ.................. 




შევაფერადე ცის კარი

კი არა და

ზე

ცის ფანჯარა

სარკე

მელის

სარკ

მელ

ში

თევზს ვერ ვიჭერ

ბადეში...

აქეთ ფინჯანი

იქით ფინჯანი

ყავა გაცივდა

ძლივსღა გიცანი

ვეღა

გიცანი

შეგიცანი

შენ

გიცანი

ციცანი

იცანი

ვიცი

ნი

ცი

ციციციცი

ვიღი მი ღი

ღიღიღიღიღი

ძილო მოდი შინა

შინ

ძილო შენ რაღამ შე გა შინ

გულო მოდი გულთან

სულო მოდი

სულ

თან ა

სულთან

სულ თან....

სულსულსულსულ


ურთი1ობა თანაავტორობასავითაა

1 წიგნს

2

ავტორი რომ წერს

ის

ე...


საერთო შინა 

არს

ზე

შეთანხმება

უცილებელ

ია



კი არა და


მე სხვანაირად დავამთავრებდი

მიყვარს ზღაპრები

: )

Sunday, November 1, 2009


..........ძლიერ, ძლიერ

რაც

გა

დის

დრო

და

ჟამი.......................






სიკვდილი სიცოცხლის იდეისათვის...