Showing posts with label საბლოგერო. Show all posts
Showing posts with label საბლოგერო. Show all posts

Thursday, February 12, 2009

ნაფოტნაფოტ

იქ მინდოდა, მაგრამ მე ხომ ის ვარ,
რა ჰქვია
ძალად მოკრძალებული
ჰხოდა აქ იყოს
სახეემოციურფოტოვანება












მიცქირე თვალში,
შენ დადუმდი?
იგრძენი განა?

იყავი ჩუმად
და ბინდიან
თვალში მიყურე.

ნურაფერს მეტყვი,
მე არ მინდა
არავის ნანა.

მიცქირე თვალში,
ო, ჩემს თვალში
საშინელება იგრძენი განა?!


Wednesday, December 3, 2008

ვაბლოგსახლებ


ბლოგი ვერ გავიბლოგე
კი არა და
ვერ შემოვისახლე...
ისეა
სადმე კარგ ადგილას ანუ იმ ადგილას სადაც შენ გინდა
ბინას რომ იყიდი
გაარემონტებ ისე, როგოროც გინდოდა სულ და სულ და სულ
ავეჯს დადგამ ისეთს, როგორიც გინდოდა სულ და სულ და სულ
კედლებზე ნახატებს ჩამოკიდებ ისეთს, როგორიც გინდოდა სულ და სულ და სულ
ერთ ადგილას კედელს შენ თვითონ მოხატავ ისე, როგორც გინდოდა სულ და სულ და სულ
შეხვალ საცხოვრებლად
და
მაინც რაღაც აკლია...
ჯერ შენი აურით თუ სუნით თუ მოგონებებით არ არის გაჟღენთილი სახლი
და
იმიტომ...
ჰხოდა დადიხარ საკუთარი გემოვნებით საკუთარი სურვილით საკუთარი ნებით გადასულ ახალ სახლში სტუმარივით...
მოკლედ ასთრე ვარ ამ ბლოგში
ჯერჯერჯერჯერჯეჯრჯერჯერჯერჯერობით
ჯერ კედლებს ვათბობ,
ვალაგებ
კი არა და
ვურევ,
ვაჩემფერებ
და
მერე დავიწყებ ცხოვრებას ჩემს მწუნე სახლში....
ფარდებს ჩამოვკიდებ
ჭაღს დავადაბალსინათლებ
ბუხარს ავანთებ
ყავას მოვიდუღებ
მუსიკას ჩავრთავ
სავარძელში ჩავჯდები
და
დავწერ, რომ
ყველაფერი
მაინც
სულ
1
ია
სულსულსულსულსულ
1
რადგან უძრაბა იმდენად სრულყოფილია, რომ თავის თავში მოიცავს თვით მოძრაობასაც....

Sunday, May 18, 2008


თუ სწორად მახსოვს,

ჭიქაში უნდა იყოოოს 4 კოვზი ყავაააა....

ყავაში უნდა იყოს 2 კოვზიიიი შააააქარიიიიი......

ყავისათვის უნდა იყოოს დიიიიიდიიიი ფინჯანი..........

ფინჯანი უნდა იდგაააას ფანჯრის რაფასთან.....

ფანჯრიდან უნდა ჩანდეს მოლურჯო-მოყვითალო-მოვარდისფრო-მოგანთიადისფრო ცა.....

ცაზე უნდა ამოდიოდეს მზე...

მზე უნდა გვათბობდეს ჩვენ...

ჩვენ უნდა ვავსებდეთ ერთმანეთს....

დედამიწა უნდა იყოს მრგვალი,

მაგრამ სწორი.....

ზეცა უნდა იყოს უსასრულოდ სასრული.....

გზა უნდა იყოს მეგობარი ჩვენი

და ჩვენს გულებში არ უნდა ილეოდეს აღტაცება,

ისევე როგორც ფინჯანში ყავა......

ხომ სწორად მახსოვს?

ალბაათ....


მშვიდობა დილისა მე

მშვიდობა დილისა შენ

მშვიდობა დილისა მას

დღე მშვიდობისა..