Friday, July 31, 2009

ჰხ


რამდენი ხანია ბლოგზე არ შემომიხედავს..

უფრო სწორად, იმის მეოთხედჯერ არ შემომიხედავს, რამდენჯერაც  აქამდე ვიჭყიტებოდი ჰხოლმე..

არამგონია გაუკვირდეს ვინმეს ჩემგან ეს სიტყვები

”ყველაფერი გავლადია, ბლოგიც კი...”

უფრო სწორად ყველაფერი ჩანაცვლებადია

შეუცვლელი რაღაცეები კი არ არსებობს

ჰხოდა ისა...

ზამთარს შეცვლის გაზაფხული

გაზაფხულს ზაფხული

ბლოგს ფაცებოოკ..

გადავმისამართდი ფაცეზე და იმას რასაც ბლოგზე დღეში ერთხელ, ერთ დიდ პოსტად ვწერდი

ახლა იქ ვწერ დღეში 320147120 - ჯერ ორ-სამ სიტყვად 

ჰეჰე

ანუჰხთ რომ მკითხოთ როგორ ხარო, ვიტყვი დაშლილი ვარ მარტივ მამრავლებადთქო : )

არ ვიცი კარგია ეს თუ ცუდი

არც ის ვიცი

რა ჰქვია იმ გრძნობას წელიწადში რამდენჯერმე უკან რომ მიგახედებს

გადაგახედებს

თვალს მოგავლევინებს

და

უცებ გაფიქრებინებს

ვაჰხთ.. შევცვლილვარო : )

არა კი არ შევცვლილვარო, გავზრდილვარო

თორემ

ადამიანები რომ არ იცვლებიან

ეს

ისეთი ცხადია, როგორც ჩემი თმის ფერი :როლ:

პარალელები..

წლევანდელი და შარშანდელი წლების შედარებითი დახასიათება

ჰხეხ

არადა შარშან ამ დროს ამ დღეს ამ წუთს 

აც

დასასვენებლად წასასვლელად ვემზადებოდი

ჰხეჰხე

ბარგი ახლაც ჩალაგებულია

დღეს არა და ხვაალ 

იიიისა......:ც

ჰხოდა პარალელები

რამდენი რამე შეიცვალა შარშანდელთან შედარებით

და

სინამდვილეში, როგორ ყველაფერი ისევ ისეა...

ჰხუხ

7 დღეში 1 წელი გავა აგვისტოს ომიდან

ისა...

ამ ერთი წლის მანძილზე  ერთი სიტყვაც არ/ვერ დამიწერია ამ ომის შესახებ

მეგონა წლისთავზე მაინც

მოვაბამდი

თავს

იმიტომ რომ 

იმიტომ რომ

იმიტო რომ

ეს ომი, ჩემთვის იმ ომზე მნიშვნელოვანი  აღმოჩნდა ვიდრე თავად ომმი იყო

იმიტომ რომ

გარეგანი ომის დროს

ომი ჩემ-შიც მიდიოდა

და

ჩემ -შიც ცვიოდა ბომბები

სულ სხვა ბომბები

და

ისა..

აი, ამ ერთი წლის მერე

თიიითქმის ერთი წლის მერე

მე მხოლოდ იმის თქმა 

იმის დაწერა შემიძლია

რომ

ერთი წლის წინ 

მე

ომი წავაგე ....

ორივე ომი...

ისიც და ისიც....

და

კიდევ ისიც.....

ნუ დაწერ და ნუ გამიოტან დასკვნებს ცხელ გულზე

1 წელი არ ეყო გასაგრილებლად

დავიცდი...

: )

წვიმა მოიტანს, წვიმა წაიღებს................ : )

პ.ს.  ზღუა მელის......

დღეს არა

ხვალ

:)

Tuesday, July 28, 2009

ჰდ


მე-6 ან მე-7 კლასში ვიქნებოდი

ეს ლექსი

თუ მინაწერი

თუ

აბზაცი

თუ ამონარიდი

თუ 

წინადადება რომ წავიკითხე

მიხეილ ქვლივიძისაა 

მგონი

”ჩემზე დიდი და ღონიერი ხარ, 

ამიტომ

არ უნდა დავუახლოვდეთ ერთმანეთს, 

თორემ

შეგეთვისები და გავქრები

შენში,

როგორც ზღვაში მდინარე.....

და რაღა აზრი ექნება ჩვენს მეგობრობას”

წავიკითხე და დამამახსოვრდა

დამამახსოვრდა

და

მას შემდეგ

მუდამ

მუდამ

მუდამ

მინდოდა შემხვედროდა ადამიანი

რომელსაც ამ სიტყვებს ვეტყოდი......

: )

ჰხოდა მივხვდი

რომ

შენ

ჰხო შენ

სწორედ შენ

”ჩემზე დიდი და ღონიერი ხარ, 

ამიტომ

არ უნდა დავუახლოვდეთ ერთმანეთს, 

თორემ

შეგეთვისები და გავქრები

შენში,

როგორც ზღვაში მდინარე.....

და რაღა აზრი ექნება ჩვენს მეგობრობას”

ამიტომაც წამოვედი...................... : \

Friday, July 24, 2009


ისა

ადამიანი რომ სხვა უკეთებს კარგს

და

ზრუნავს რომ სხვა იყოს კარგად

ხომ ითვლება კარგ ადამიანად?

ჰხოდა

თუ საკუთარ თავს უკეთებს კარგს

და

საკუთარ თავზე ზრუნავს

ის რატომ არ ითვლება სიკარგედ?

:როლ:

მითუმეტეს

რომ

ადამიანთა უმრავლესობა საკუთარ თავთან უცხოა

და

წესიერად არ იცნობს და ბლაბლაბალა

და

გამოდის რომ საკუთარი თავისთვის კარგის კეთება

სხვისთვის ზრუნვაა

და

ეგეც დასაფასებელია,,,,,,,,,,,,,:როლ:

და საერთოდაც

ეს ყველაფერი იმიტომ 

რომ

ცალკუთხა და ცალსახა რაღაც რუღაცები არ არსებობს

და

კარგის არსებობა

თავისთავად ცუდის არსებობსაც ნიშნავს

და

თუ ასთრეა, 

და თან თუ კარგი თეთრია

და

შავი ბნელი

კარგის დანახვა უფრო ის არ არის?!

რა ჰქვია......

თუ ნათელმა ფერმა თვალის მოჭრა იცის

მმმ

ხვალ შატილში წავალ

მანამდე კი

მანამდე.......

დაეყრდნო თავსა შენსა რათა არ დაეცე!

Wednesday, July 22, 2009

ჰხთ

ყველაფერი გავლადია!!!

Monday, July 20, 2009

სიმ7


ტკივილი ეს სხვისი ტკივილის ექოა

და თუ ეს მართლა

ასეა

მე არ მინდოდა

მართლა არ მინდოდა

ჩემი ტკივილის ექო

ჩემი მეგობრების ტკივილად ქცეულიყო............

ძალა და სიმშვიდე

სხვა არაფერი

:  \

Friday, July 17, 2009

დიახვინ


ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე
საერთოდაც არ მიფიქრია
მაგრამ
მაინც მივხვდი
რომ
ეს
”არავინ” მაგარი ტიპია

აი ნახეთ

არავინ იცის
არავის უნდა
არავის ბრალია
არავინ მოვიდა

მოკლედ მაგარია რა

ჰხოდა რაც მთავარია
მხოლოდ
და
მხოლოდ
არავის ძალუძს ორთა მეფეთა მონება


ჰხოდა ასთრე

ვინ გამოიგონა თავისუფლება
ვინ თქვა რომ იგი არსებობს
ვინ დააჯერა ამდენნი ხალხი

არავინ

აი სიევ არავინ
ხომ ვამბობ მაგარი ტიპია მეთქი

ჰხოდა თავისუფლება კიდევ
ისა....

დასკვნა ნომერი 47837539075[0752

ყველაფერი შედარებითია
თავისუფლებაც კი!

რადგან ადამიანი თავისუფალი შეიძლება იყოს
მხოლოდ
რაღაცაზე ოდნავ მეტად
ან რაღაცაზე ნაკლებად
თორემ
ადამიანს არ ძალუძს იყოს თავისუფალი
ვერ ძალუძს თორემ
სურვილით კი შეიძლება უნდოდეს

კი არა და


თავისუფლების მონა!

თავისუფალია თავისუფლების მონა?

ან მონა, რომლიც თავისუფალია, მაინც მონად რჩება?

ა წერტილი,. ბ წერტილი...

შებოჭე და დაიმორჩილე თავი შენი რათა გახდე თავისუფალი

გვასწავლის იგი
შებოჭილი თავისუფლება...
მიუშვი და გამოათავისუფლე საკუთარი სურვილები და 20 ნებები
და
მიჰყევი მათ ო
სხვა ამბობს
და
საკუთარი სურვუილების მონა...

ჰხუხ

მე ხელს ყოველთვის მიშლიდა რაღაც
რაღაც
რაღაც
და
ეს რაღაც
ყოველთვის მიწყობდა ხელს...

წრეზე ბრუნავს დედამიწა

ისევ და სიევ და ისევ
დათმობა
დათმე ერთი და მიიღე მეორე
მაგრამ
ერთის დათმობით მიღებული მეორე
სიამოვნებაგამოცლილია


აი ახლაც
აი მაშინაც
მე მქონდა ერთი და არ მქონდა მეორე
და
მერე კი მერე
სულსულ მერე
მე მქონდა მეორე და არ მქონდა პირველი
და
მაინც და მაინც და მაინც
ვერ მივხვდი
და
ვერ გავითვალისცხვირისპირისწინე
რომელი უფრო
რომელი
რომელი

ნუ მიეცემი დათმობილის გამო მწუხარებას
გაიხარე მიღებულის გამო
ვეუბნები თავსა ჩემსა
და
ის კი
ის
სურვილებით და მომპოვებლობით აღსავსე
მისტირის მას რაც არ აქვს
და რაც ჰქონდა და გადაცვალა
და
მერე და მერე და მერე

კი აარა და

ისევ


მხოლოდ

არავის ძალუძს 2თა მეფეთა მონება
მხოლდო
არავის...



არავინ მინდა ვიყო!
ძალიან მინდა
არ

ვინ..........

Tuesday, July 14, 2009

//\\


ჩემი ცხოვრება ნახატივითაა
რომ
ხატავ
ხატავ
ხატავ
და თანდათან
უფრო და უფრო
მოგწონს
და
უცებ
შუა ხატვისას
საღებავი გადაგესხმევა ზედ
და
კი წაშლი იმ საღებავს
კი მოაშთობ
მაგრამ
კვალი მაინც დარჩება
ზედ
ლაქად
და
აღარ იცი
გააგრძელო ხატვა
თუ მიაგდო
მიაჭღაპნო საბოლოოდ...

არადა ახალი ფურცელიც არ გაქვს
თავიდან
რომ დახატო
საღებავიც აღარ გექყოფა
ფანქარსაც წვერი აქვს მოტეხილი
და
იქნებ განაგრძო კიდევაც ხატვა
იქნებ
ბოლოდე
გააფერადფერადოვნო
მარა
ის არ იქნება
რისი დახატვაც გინდოდა

ღირს კი?
რეავიც

Monday, July 13, 2009

მთ






მთას ვიყავ მწვერვალზე ვიდექ
თვალწინ
მე
ფინა ქვეყანა..
ჩამოვედი
ისევ ის გოგო ვარ ხუჭუჭა პატარა
კი არა და
რაც ვიყავი წასვლის წინ
უბრალოდ
საშინლად დამწვარდაწყლულებული სახით
სიარულისგან დაღლილდაქანცულდასიებული ფეხებით
და
ახალახალი მოგონებებით...
გაივლის კიდევ
1
2
3
დღე
კვირა
თვე
წელი
და
დავჯდები ან სულაც ავდგები
და
გავიხსენებ
3358 მეტრს
მგონი პირველად ავმაღლდი ამ სიმაღლეზე
მმ
ჰხო..
ავმაღლდი ფიზიკურად
თორემ
რაც უფრო მაღლა ხარ
ხვდები
რა უფრო დაბლა ხარ
ისთრე.......
არასდროს მიფიქრია რომ კარგი ადამიანი ვარ
მართლა არასდროს
უბრალოდ
კიდევ ერთხელ გავუსვი ამ დღეებში ამ ფაქტს ხაზი
თუ აარ
წრეწილი
არაფერი განსაკუთრებული
ეგო
იზმი
ზოგ ადამიანში ბევრია
ზოგში ცოტა
ჩემში მოზღვავებული : ))
და ამას არც ვნანობ
უფრო სწორად
ვერ ვნანობ
თორემ კი
აი დავჯექი დღეს
და
ასჯერ გავზომე
და არცერტხელ არ გამიჭრია
მარა მაინც ვერ ვინანე
ნანვები
ნანვები
წყალში გადავანვდები
ჰხოდა ისა
გავიარეთ
კი არა და
აი თურმე რატომ მიყვარს მთა....
”შენი თავი შენადვე გეყუდნესო”
მეტი არაფერი!!!
მე ვიცი, რომ როცა მთაში მივდივარ
იქ ჩემ გარდა ჩემი დამცველი, ჩემი გადამრჩენელი, ჩემი ხელის გამომწვდენელი არავინაა
მე ვიცი
რომ
საკუთარ თავს თვითონ უნდა გავუკვალო გზა
მე ვიცი
რომ
მე ვარ ჩემი თავის პატრონი სხვა არავინ
სხვა არაფერი
და
თუ მთაში მოვკვდი
ეს არ იქნება უბედური შემთხვევა
ეს არ იქნება სამწუხარო ფაქტი
უბრალოდ
მე ვერ გავმართე საკუთარი თავი სწორად
ვერ დავსახე სწორი სტრატეგია
სხვა არაფერი.....

არ ვიცი რაზე ვფიქრობდი
როცა
უღელტეხილის ქიმზე ვიყავი ჩამოკიდებული
და
მერე ფეხის გადასადგმელი ადგილი უბრალოდ არ ჩანდა..
არ ვიცი
მაგრამ
რატომღაც მგონია
რომ
ჩემს თავში რაღაც ძალიან რთული მათემატიკური განტოლება იხსნებოდა
და
უცებ ამოიხსნა
და
ავედი...
და სწორედ ის გამიხარდა რომ ამოვხსენი
და
სხვისგან არ გადაბიწერე სწორი პასუხი...
დამოუკიდებლობა!
აი რა არის მთა
და კიდევ ერთხელ
შენი თავი იმიტომ გაქვს
რომ
შენადვე გეყუდნეს
და
არა სხვას........
ჰხოდა ასთრე..
გართულებული სავარჯიშები საკუთარი თავისთვის
რა იქნება შემდეგი
კი არა და
სად იქნება შემდეგი
ვიწვრთნები
და
ვქვავდები
და
ვფოლადდები
მთაო
შენთან
1
ად

Thursday, July 9, 2009

1/2

ჯერ კიდევ ტაოს ემოციებში ვარ
ვერ ჩამოვედი
ჯერ ისევ იქ ვარ
ჰხოდა ხვალ ხევსურეთში მივდივარ
უფრო სწორად ჭაუხის უღელტეხილზე
ხვალ, ზეგ და მაზეგ
წავჭაუხისუღელტეხილდები
და
სავარაუდოდ,
შემდეგ ერთ კვირას
ახლა ახალი ემოციებით გავატარებ
მანამ
სანამ უეცრად სხვა ადგილას არ ამოვყოფ თავს

ჰხოდა ასთრე

ბარგს ვალაგებდი
წეღან
და
უცებ მივხვდი
რომ
ამ წელს იმდენ ადგილას ვიყავი
და
ბარგის ჩალაგების ცერემონია უკვე იმდენჯერ განმეორდა
რომ
ბევრი ადგილი
თავისი
ემოციებით ჩემი მახსოვრობიდან
კინაღამ ამოიშალა

სწორედ ამიტომაც
მომინდა
ბლოგზე ის ადგილები გამახსენებინა
რომელიც 2009 წელს მოვიარე

ანუჰხტ უკვე წლის ერთი ნახევარი დასრულდა
და
სანახევროკლიანი შეჯამებაც გამომივა

: ))


ჰხოდა ასთრე
ვიწყებ


1)
11 იანვარი
დავათის ღვთისმშობლის ტაძარი
მდებარეობა
რეგიონი: მცხეთა-მთიანეთი
რაიონი: დუშეთი
სოფელი:დავათი
მანზილი: სულ 2 მიმართულებით 140 კმ (უფრო ცოტაც)
ფეხით სასიარულო: 500 მერტამდე





2)

8 თებერვალი

შიომღვიმე-სხალტბა





3)
27-28-01 მარტი
სამეგრელო-სენაკი- ციხეგოჯი






4)
21 მარტი
ფრანების გაფრენა
სხალტბა- შიომღვიმე





5)

27-28-29 მარტი
სიონი










6 )

11-12 აპრილი(სავარაუდოდ)

ძეგვი - შიომღვიმე





7 )
27-28-29 აპრილი
ფოთი-სამეგრელო-სენაკი







8)

22-23-24 მაისი
რაჭა-ზნაკვა







9

31-01 ივლისი
ჯავახეთი-ფოკა







10

21 ივნისი

ყაზბეგი - გერგეთი










11

03-04-04 ივლისი
ტაო-კლარჯეთი















ჰხო

ხვალ არა და
ორშაბათს
ამ ყველაფერს ჯიუხებიც მიემატება

იმედია

:როლ:

ჰხოდა ისა

არა
12 გალაშქრგაბოდიალგაღამისღიაცისქვეშგათენებგაკარაველება სულაც არაა ბევრი
თუმცა..
თუუუმცა
ვინც იყო იგი რომ არა არ იქნებოდა რაც არის

კი არა და
რაც იყო....


ჯერ კიდევ არ ძალუძთ ჩემს თითებს
დაწერონ
თუ
რას ნიშნავს
ეს
ყველაფერი ჩემთვის...

უბრალოდ....