Friday, July 17, 2009

დიახვინ


ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე
საერთოდაც არ მიფიქრია
მაგრამ
მაინც მივხვდი
რომ
ეს
”არავინ” მაგარი ტიპია

აი ნახეთ

არავინ იცის
არავის უნდა
არავის ბრალია
არავინ მოვიდა

მოკლედ მაგარია რა

ჰხოდა რაც მთავარია
მხოლოდ
და
მხოლოდ
არავის ძალუძს ორთა მეფეთა მონება


ჰხოდა ასთრე

ვინ გამოიგონა თავისუფლება
ვინ თქვა რომ იგი არსებობს
ვინ დააჯერა ამდენნი ხალხი

არავინ

აი სიევ არავინ
ხომ ვამბობ მაგარი ტიპია მეთქი

ჰხოდა თავისუფლება კიდევ
ისა....

დასკვნა ნომერი 47837539075[0752

ყველაფერი შედარებითია
თავისუფლებაც კი!

რადგან ადამიანი თავისუფალი შეიძლება იყოს
მხოლოდ
რაღაცაზე ოდნავ მეტად
ან რაღაცაზე ნაკლებად
თორემ
ადამიანს არ ძალუძს იყოს თავისუფალი
ვერ ძალუძს თორემ
სურვილით კი შეიძლება უნდოდეს

კი არა და


თავისუფლების მონა!

თავისუფალია თავისუფლების მონა?

ან მონა, რომლიც თავისუფალია, მაინც მონად რჩება?

ა წერტილი,. ბ წერტილი...

შებოჭე და დაიმორჩილე თავი შენი რათა გახდე თავისუფალი

გვასწავლის იგი
შებოჭილი თავისუფლება...
მიუშვი და გამოათავისუფლე საკუთარი სურვილები და 20 ნებები
და
მიჰყევი მათ ო
სხვა ამბობს
და
საკუთარი სურვუილების მონა...

ჰხუხ

მე ხელს ყოველთვის მიშლიდა რაღაც
რაღაც
რაღაც
და
ეს რაღაც
ყოველთვის მიწყობდა ხელს...

წრეზე ბრუნავს დედამიწა

ისევ და სიევ და ისევ
დათმობა
დათმე ერთი და მიიღე მეორე
მაგრამ
ერთის დათმობით მიღებული მეორე
სიამოვნებაგამოცლილია


აი ახლაც
აი მაშინაც
მე მქონდა ერთი და არ მქონდა მეორე
და
მერე კი მერე
სულსულ მერე
მე მქონდა მეორე და არ მქონდა პირველი
და
მაინც და მაინც და მაინც
ვერ მივხვდი
და
ვერ გავითვალისცხვირისპირისწინე
რომელი უფრო
რომელი
რომელი

ნუ მიეცემი დათმობილის გამო მწუხარებას
გაიხარე მიღებულის გამო
ვეუბნები თავსა ჩემსა
და
ის კი
ის
სურვილებით და მომპოვებლობით აღსავსე
მისტირის მას რაც არ აქვს
და რაც ჰქონდა და გადაცვალა
და
მერე და მერე და მერე

კი აარა და

ისევ


მხოლოდ

არავის ძალუძს 2თა მეფეთა მონება
მხოლდო
არავის...



არავინ მინდა ვიყო!
ძალიან მინდა
არ

ვინ..........

1 comment:

Toma said...

ვინ თქვა რომ თავისუფლება არსებობს?