Tuesday, July 14, 2009

//\\


ჩემი ცხოვრება ნახატივითაა
რომ
ხატავ
ხატავ
ხატავ
და თანდათან
უფრო და უფრო
მოგწონს
და
უცებ
შუა ხატვისას
საღებავი გადაგესხმევა ზედ
და
კი წაშლი იმ საღებავს
კი მოაშთობ
მაგრამ
კვალი მაინც დარჩება
ზედ
ლაქად
და
აღარ იცი
გააგრძელო ხატვა
თუ მიაგდო
მიაჭღაპნო საბოლოოდ...

არადა ახალი ფურცელიც არ გაქვს
თავიდან
რომ დახატო
საღებავიც აღარ გექყოფა
ფანქარსაც წვერი აქვს მოტეხილი
და
იქნებ განაგრძო კიდევაც ხატვა
იქნებ
ბოლოდე
გააფერადფერადოვნო
მარა
ის არ იქნება
რისი დახატვაც გინდოდა

ღირს კი?
რეავიც

No comments: