Thursday, March 29, 2012

საბრალო ჰხათო და საჯარო რეესტრი

რამდენიმე წლის წინ, ერთმა ადამიანმა მეორე ადამიანი ასე დამიხასიათა:
"ისეთი ტიპია, უფრო მეტ "არ მომწონს" რომ ჩამოგითვლის, ვიდრე "მომწონსო"..
მაშინ ზუსტად ვერ მივხვდი, როგორი შეიძლება ყოფილიყო ასეთი ადამიანი
მაგრამ როგორც ხდება ხოლმე,
გამოხდა ჟამი...
გუშინ ძალიან მინდოდა რამე დამეწერა ბლოგზე,
გუშინწინაც
იმის წინაც
და
კიდევ იმის წინაც...
მაგრამ ვერაფერი...
ჰხოდა მერე მივხვდი, რომ ისა.....
ბოლოს როცა გულით დავწერე ბლოგზე რაც მეწერებოდა
ის იყო, დეკრეტზე და საგადასახადო თუ რაღაც სამსახურს რომ ვლანძღავდი...
და აი დღესაც...
ცუდია, მაგრამ კიდევ ლანძღვა-გინება უნდა დავწერო..
ამჟამად უკვე საჯარო რეესტრზე..
და არა მარტო...

ამ ამბავსაც 2-3 თვიანი ისტორია აქვს.
მას შემდეგ, რაც თვის ბოლო მოახლოვდა და გამვლელ-გამომვლელმა სამსახურში კარების შემოღება და "ხელფასები როდის იქნებაო" კითხვა დაიწყო, მივხვდით რომ ფული ფა-ფუ და ხელფასიც შესაბამისად ისა ... ( ფულის ფაფუობაზე და სადაზღვეო კომპანიების "წარმატებულ" მუშაობაზე ოდესმე აუცილებლად დავწერ), ჰხოდა ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა ვიფიქრეთ, ბანკში ოვერდრაფტის გაკეთება გადავწყვიტეთ... ბანკთან რამენაირი შეხება ოდესმე თითოეულ თქვენგან ექნებოდა დარწმუნებული ვარ.. თუ არა, ტელევიზორ/რადიო/გაზეთ/ინტერნეტში მეტი არაფრის რეკლამა-ანონსი არ გადის, როგორ გაამარტივონ ცხოვრება და როგორ შეაჩეჩონ ხახლს სესხი სახლიდან გაუსვლელად, რაც შეიძლება მალე..... მაგრამ რეალობა ჰხომ არასდროს შეესაბამება წინათგრძნობას, ჰხოდა ბანკმაც დაგვიხლართა გზები და  მოითხოვა ინფორმაციები ისეთი, ისეთი,  ბრრ... 
მას შემდეგ ორი ხელფასიც გავეცით და ვალებიც გადავიხადეთ ყოველგვარი ბანკის დახმარების გარეშე, ის ინფორმაციებიც მოვიძიეთ ბანკმა რომ ჰაერიდან მოიტანა და ის ტანჯვა-წამებაც ალალი იყოს მათზე, რაც ამ საბუთების გასამზადებლად დამჭირდა.. და ბოლო პუნქტი, ერთი შეხედვით ყველაზე მარტივი - ცნობა საჯარო რეესტრიდან მოძრავ ქონებაზე ყადაღის არ ქონის შესახებ!
საჯარო რეესტრი რა არის - სახელმწიფო ორგანო
მიზანი  რა არის-სწრაფად, იაფად ხარისხიანად მიაწოდოს ხალხს ინფორმაცია
ნუ ყოველ შემთხვევაში მე ასე მესმის
კი არა და
ახლა როგორ იყო ეს ამბავი:
საჯარო რეესტრი მდებარეობს  ახალგარემონტებულ/გაპოპულარებულ  მარჯანიშვილის გამზირზე და ზუსტად ისეთია, როგორიც თავად ეს გამზირი - ანუჰხთ როგორც ერთი კარგი გამოთქმა ამბობს - გარედან მტერს აბრმავებს და შიგნიდან მოყვარესო თუ რაღაც...
მივყვეთ ქრონოლოგიურად
მოქმედება 1) მივედი, მოვიკითხე სად შეიძლება ამეღო ცნობა უძრავ ქონებაზე ყადაღის ქონა/არ ქონის შესახებ
ამაგზავნეს მე-5 სართულზე - ეს შედარებით ნაკლებ ხალხიანი სართულია, მხოლოდ ნახევარ საათს მომიწია ლოდინი რიგში. მივედი, ვუთხარი,რ ომ მინდა ცნობა მოძრავი ქონების შესახებ - გამიმზადეს, ახლა მიხვალ გადაიხდიო, მივედი - სალაროში დახმდა ორი ქალი, ორივე იმ მომენტისათვის თავისუფალსამუშაოგრაფიკში მყოფი, ანუჰხთ გამიხარდა, რიგში დგომა არ მომიწევსთქო და მივაწოდე თანხა... მაგრამ ჰხახ, ოო, ერთი წუთით, მოითმინეთო, შემაჩერეს... თურმე რა დროს სალაროში მოლარის შეწუხებაა, ქალები არკვევდნენ, რომელი როგორ ასაუზმებს დილით ბავშვებს, პირველმა მე კარაქიან პურს ვაჭმევო, მეორემ დანანებით წარმოთქვა - ეჰხთ ჩემს კარაქი არ უყვარსო და აი აქ აღშფოთდა პირველი მოლარე - რა დროს სიყვარული-არ სიყვარულია, კარაქი აუცილეეკია ბავშვის ორგანიზმისთვისო ... კხმ კხმ მეთქი ჩავახველე, ანუჰხთ ისა, მეც აქ ვარ მეთქი მაგრამ ისე შემომიბღვირეს მივჩუმდი - მართლაც და რა დროს ფულის გადახდა იყო, მთავარი ხომ ისაა, რომ ბავშვი იყოს ჯანმრთელი.... ბოდიში მოვიხადე და სხვაგან გადავიხადე  მომსახურების საფასური... დავეშვი კიბეებზე ბედნიერ ფიქრებში წასული: ახლა ამ ცნობას მივუტან ბანკს, ბანკი მომცემს ფულს, ფული მომიტანს ხელფასს, ხელფასი მომიტანს მწუანე კაბას, კაბა მომიტანს.... და ამ დროს ბრაგ!!!  რა ფული, რა სესხი, რა ხელფასი - ცნობა მოძრავი ქონების ნაცვლად უძრავ ქონებაზე აღმოჩნდა გაკეთებული... რას ვიზამდი, მივაკუთხე ისევ რესეფშენს
მოქმედება მეორე:
ამჟამად აღარ დამჭირდა მეხუთე სართულზე ასვლა - ცნობას მოძრავი ქონების შესახებ თურმე მეორე სართულზე აძლევენ, თუმცა სჯობდა მე-5 ან მე-10 სართულზე ყოფილიყო, რიგი რომელიც დამხვდა, ბარემ 100 სართულის ხუთწუთიანი შეხვენებებბით ასცვლას ეყოფოდა... სხვა რა დამრჩენოდა, დავჯექ და ველოდე,
ველოდე
ველოდე
ველოდე
და
აი დადგა ნანატრი დრო, მოვიდა ჩემი რიგი, დამაწერინეს განცხადება, გადამახდევინეს ფული და მითხრეს რომ  ორ დღეში პასუხი განთავსდებოდა საიტზე...  ნუ სადაც ეს ერთი თვე, იქაც ეს ორი დღე მეთქი - ვიფიქრე..  გავიდა ორი დღეც და სმს მა მამცნო, რომ საიტზე განთავსდა განცხადება - გავხსენი, ჩავიკითხე ბედნიერი ღიმილით და უცბაშად ღიმილი შემახმა სახეზე - იმ გრაფაში, სადაც ორგანიზაციის პირადი რეკვიზიტები უნდა ყოფილიყო მითითებული არასწორი საიდენტიფიკაციო კოდი დამხვდა :-] ეს ისეთი შეცდომაა, ბანკის იურიდიული განყოფიულება კი არა და ჩემი დის შვილიც რომ არ ჩაიბარებს ასეთ ხარვეზიან დოკუმენტს :შ :შ
მოქმედება მესამე:
წავედი ისევ საჯარო რეესტრში, დავდექი ისევ 5,3 საათიან რიგში ( ჰხო, ამჟამად დავდექუ, დასაჯდომი ადგილი აღარ იყო) , მოვიდა ჩემი დრო, შევეცადე მშვიდი სახით ამეხსნა ოპერატორისთვის, ასეთი ხარვეზია და იქნებ ჩაასწროროთმეთქი და რა პრობლემააო, დაწერე განცხადება,ჩაგვაბარე, ორი დღის მანძილზე განვიხილავთ და სამ დღეში იქნებაო .... ჩავუვარდი მუხლებში, ჰხომ თქვენი შეცდომაა, იქნებ დღესვეთქო და ნუურას უკაცრავადო , სამაგიეროდ ერთ შეღავათს გაგიკეთებ, ფულს აღარ გაგახდევინებო :შ მადლობა გადავუხადე და წამოვედი :შ  გავიდა ორი დღე, გავიდა სამი დღე, გავიდა ოთხი დღე - სადაა პასუხი:შ დავრეკე - ამას გენაცვალე საიტზე ვერ განვათავსებთ, პირადად სახლში უნდა გამოგიგზავნოთო :შ ერთი ივანიშვილის გამოგზავნილი ამანათი მივიღე იმ დღეს და მეორე საჯარო რეესტრის საბუთი :შ :შ
მოქმედება მეოთხე:
წავედი ისევ რეესტრში, ჩავდექი ამჟამად 1,5 საათიან რიგში, მოვიკითხე სადაა ჩემი ცნობათქო და ასწია ოპერატორმა წარბი: ოო, თქვენ ხელმეორედ თანხა არ გადაიხადეთ და ცნობის დამზადება არ დაგვიწყიაო..  ჯერ გავჩუმდი, გულში დავითვალე ხუთამდე რომ მღელვარებას ცოტა გაევლო, მერე ავუხსენი მშვიდი ხმით, რომ ეს მათი შეცდომის გამო ვიდექი რიგში, რომ ფულს მეორედ მათი დანაშაულის გამო არ გადავიუხდიდი რომ სასწრაფოდ მჭირდებოდა საბუთი... შემიყვაეს უფროსთან: დამხვდა ცინიკურღიმილიანი ქალი: მანაც გამოთქვა აღშფოთება, შეშფოთება და დაგმოვა მონმხდარის გამო და სხვა გზა არ არის, დაწერე წერილი, დატოვეთ, გადაიხადე თანხა განვიხილავთ, 7 დღეში პასუხს გავამზადებთო: აი აქ  კი სრულიად საჯარო რეესტრმა ნახა როგორია კაპასი რაჭველი ქალი :||| ორ წუთში ცნობა ხელთ მქონდა , რა თქმა უნდა უსასყიდფლოდ :|||  წავედი ბანკში, დავტოვე ცნობა და გამოვთქვი იმედი, რომ ცხოვრებაში მეორედ აღარ მომიწევდა საჯარონ რეესტრთან შეხება..
ჩავჯექი ტაქსში და დავიწყე ფიქრი მომხდარის შესახებ , ვფიქრობდი რომ ამ ქვეყანას არაფერი ეშველება, რომ ასეთი რამ არ შეიძლება ხდებოდეს ქვეყანაში, რომელსაც საერთოდ ქვეყნად ყოფნის პრეტენზია აქვს .. თურმე სად ხარ... უცბაშად რეკავს ტელეფონი: მირეკავს ბანკი და მეუბნება, რომ იურისტებმა ჩემი მიტანილი საბუთი დაიწუნეს, რადგან ეს ის არ იყო, რაც გვინდოდა, რომ რეესტრმა არ მომცა ის ცნობა რასაც  ვითხოვდი :|||| შევეცოდე თვით ბანკსაც კი, მითხრა, შენ ნუ მიხვალ მე თვითონ მივალ ადგილზე და გავარკვევო.. მივიდა, გააკრვია და  დამირეკა რამდენიმე საათში : თუუუუურმე  საჯარო რეესტრის წარმომადგენელი ირწმუნებოდა გულზე ხელის დადებით და დედის ფიცილით, რომ მე , ჰხო მე, მთელი დღის მანძილზე მეუბნებოდა რომ ამ ცნობას  საჯარო რეესტრი არ იძლევა, ეს ჩხეიძის 2 ნომერში უნდა ამეღო - ცნობისთვის, ეს ოპერატორი ბიჭი იყო, მე გოგოსთან ვიყავი :ს :ს :ს ;ს :ს :ს :ს :ს :ს
და აი აქ იწყება მეორე სერია
მოქმედება N93428714912940712907 : გავაჩერე ტაქსი, ვუთხარი, რომ მივეყვანე ჩხეიძის 2 ში.. მიმიყვანა ტრიალ მინდორზე, წარწერით ჩხეიძის 2 :შ  დავრეკე ცხელ ხაზზე და აღმოჩნდა, რომ ის ჩხეიძე, რომელსაც მე ვეძებდი  ნინო ჩხეიძე იყო და მე უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე ვყოფილვარ :შ იწუწუნა ტაქსის მძღოლმა მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა ან მე ან იმას... მიევდით ჩხეიძის N2 ში..   გადმოვედი ტაქსიდან  და ჯერ გაკვირვებით მიმოვიხედე გარშემო, აშკარად უვიწროვესი ქუჩა და იტალური სახლების მეტი არაფერი იყო, მერე ისევ საჯაროდან გამოგზავნილ ცნობას დავხედე : დიდი ასოებით ეწერა ჩხეიძის 2... ვაჰ, ვიფიქრე, ალბათ აქ აქვთ ფილიალი, რეავიცი, მაგათგან რა უნდა გაგიკვირდეს აწითქო და თუუურმე უნდა გაგიკვირდეს, თანაც როგორ :შ
გარეთ იყო მზე და ვიდექი ვიწრო ქუჩაზე, აი ფანჯრები რომ მიწასთან ახლოსაა ხოლმე და დიდი რაფები რომაა, რაფაზე კატა რომ ზის და ამთქნარებს და ეზოში ბავშვები რომ თამაშობენ... მივაკაკუნე ფანჯარაზე, გახსნა დარაბები თავზე თავშალწაკრულმა საყვარელმა ღიმილიანმა ბებომ და ვეკითხები, ბებო, ბეებოო, აქაა საჯარო რეესტრიიი?? და  ის ვიდეო ჰხომ იცით: კაცი რომ ამბობს შეეეეეეეეევარდნაძეეეეს მოოოორაღაცაააა დედიიის რაღაცააააააა... დაახლოებით ეგრე აღმოხდა ამ ქალს... მე ამათი ასე და ისე, 4 წელია ბლანკზე მისამართი შეცდმით უწერიათ და ხალხს აქ აგზავნიან  და ერტს არ ეტყვიან რომ სხვაგან უნდა მივიდნენო -- ურებს არ დავუჯერე : თურმე  მისამართი, რომელიც ოფიციალური უწყების გვერდზე წერია შეცდომაა და ჩხეიძის ქუჩის ნაცვლად გორგასლის ქუჩაზე უნდა მივსულიყავი O_O
მოქმედებაN309720947210497209470124710 წავედი გორგასლის ქუჩაზე, საჯარო რეესტრის ფილიალის ნაცვლად თურმე იუსტიციის სამინისტროში  მივდიოდი, შევაღე კარი, დავჯექი ოპერატორთან ყოვლად ღონემიხდი და  ვუთხარი, რომ მოეცათ საბუთი, სანამ ჯერ კიდევ შერჩენილი მქონდა საღი აზროვნება... კონსულტანტმა ახედ-დახედა ფურცელს, გადაატრიალ-გადმოატრიალა , ამხედ-ჩამხედა და.... ჰხო, სწორდ ეგ რაც იფიქრეთ, ჩვენთან შეცდომით მოხვედით, ამ ცნობას საჯარო რეესტრი აძლევსო O_O
აი აქ იყო წამიერი მდუმარება და უცბაშად  ჯერ გამეღიმა, მერე ჩამეღიმილა, მერე გამეცინა ჯერ ხმადაბლა, მერე საშუალო ხმაზე, მერე ხმამაღლა, მეთელი ხმით, ისტერიკით, ცრემლებით - ვიჯეექი საჯარო რეესტრის კონსულტანტის წინ, ჩემს უკან იდგა მთელი რიგი ხალხის და ყველა მიყურებდა გაოგნებული - მე ვიცინოდი, ვიიიცინოდი, თან ცრემლებს ვიწმენდდი, თან....
თაან...
ხვალ დილის 10 საათზე საჯარო რეესტრში მივდივარ
არ ვიცი რატომ,
უბრალოდ,
მექანიკურად ....

Tuesday, March 13, 2012

tcaetet


არც თუ ისე ხშირად
ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ისე კარგად ხარ,
რომ
შეგიძლია იტირო...
არა სიხარულისგან
არა მწუხარებისგან
არამედ იმის გააზრებისგან
თუ
ვინ ხარ
სად ხარ
რა გინდა
საიდან მოდიხარ
და
საით მიექანები..
და ეს ყველაზე კარგი ტირილია ტირილთა შორის
რადგან მხოლოდ ძალიან კარგად მყოფ ადამიანს
თუ ძალუძს
იყოს ისეთი ლაღი
რომ
ემოცია
არ დააშროს თვალისკენ მიმავალ გზაზე..

13.03.12
საუკუნეა არ მიტირია
ანუჰხთ
თუ P მაშინ Q

სტეხს