Friday, April 15, 2011

ბკჯზბხჯკ


8 ის ნახევარი ხდება....
ანტრეში ვზივარ კუთხეში, ბევრი ნაყინი ვიყიდე და შევექცევი...
კარგია დამღლელი დღის მერე წყნარად ჯდომა
ზიხარ შენთვის მარტო ძალიან ნაცნობი კაფის ძალიან უცხო ხალხის გარემოცვაში
და
ფიქრიც კი გეზარება..
კარგია როცა შენში შენ-ც ჩუმადაა
თუნდაც სხვაში სხვამ იხმაუროს ამ დროს...
მერამდენეღაცა ნაყინის მერამდენეღაცა ბურთულა შემომესანსლა...
ვფიქრობ, რომ ხალხი ჭრელი სულაც არ არის
ხალხი შავთეთრია და შესაბამისად მათი ფიქრები და დამოკიდებულებებიც მხოლოდ ორგვარია
შავი და თეთრი
ერთმანეთზე გადაკიდებულგადაკრიტიკებული

ვფიქრობ რომ ხალხისთვის ბევრი რამე ჯერ კიდევ მიუღებელ გასაოცარია
სულ მარტივი რაღაცეები
აი უკვე მერამდენე მზერას გადავწყდი..
ჯერ კიდევ უკვირს ხალხს რომ კაფეში შეიძლება მარტო იჯდე..
გვერდული მზერები...
რამდენჯერაც მზერამზერაში გავუყარე
გამიღიმა და თავი მიაბრუნა...
არადა რა...
შევჭამ ნაყინს და გავალ
რა პრობლემაა...
ფიქრები ისეთივე აურზაურით და უხასიათოდ იღვიძებენ როგორც თავად მე ვიღვიძებ ჰხოლმე ყოველ დილით...

საათს ვუყურებ
8 ხდება
7 საათზე გამოცდა მაქვს
მაქვს კი არა მქონდა
თვითკმაყოფილება იმის გამო, რომ ისე არ არის როგორც უნდა იყოს...
ანუჰხთ
ყველა წესის და კანონის მიხედვით ახლა გამოცდაზე უნდა ვიჯდე და ვწერდე
მე კი ანტრეში ვზივარ
მუსიკას ვუსმენ
და
ნაყინს შევექცევი...
თვითკმაყოფილება სიოს ჰგავს უდაბნოში
ოდნავ დაბერავს და დაგივლის მთელ სხეულში და მხოლოდ გულთან თუ უგრძნობ რომ ოოოდნავ გაგრილდი და გსიამოვნებს...

ვცდილობ ჩამოვყარო მიზეზები რატომ არ წავედი გამოცდაზე..
რა თქმა უნდა გულის სიღრმეში ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ საკუთარი საქციელი გავამართლო..

ვფიქრობ, რომ მთელი სამი თვის მანძილზე ლექტორი ჯგუფში ყველაზე წარმატებულ სტუდენტად მთვლიდა..
ვფიქრობ რომ, გუშინ საკმარისზე მეტად ვიმეცადინე და პრაქტიკულად კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყველა საკითხი თეორულად იმდენად კარგად ვიცოდი, რამდენადაც პრაქტიკულად
ვფიქრობ, რომ...
რომ
რომ
რომ...
ისევ თავიდან ვიწყებ
ისევ 1 წლის ვარ
ისევ 2
ისევ 3
ისევ თავიდან ვაცნობიერებ რაღაცეებს
თითქოს ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ ჯამში მაინც რაღაც არეულია
როდის მოხდა ჩემში ცვლილება და როდის აირია რაღაცეები
თუ არც არეულად
უბრალოდ დალაგდა....
ვფიქრობ რომ მეც ანგარიშთა გეგმას ვგავარ
როცა რაღაც ისე რომ არ არის, იქაც თავიდან უნდა დაიწყო ძებნა და წვრილმანებში იჩხერკედელაო....
ვფიქრობ რომ მეც დაბალანსებისკენ მივისწრაფი,
მაგრამ
ეს ჩემთვისაც ისეთი უტოპიურ მიუღწეველია, რამდენადაც ჩემი ანგარიშგეგმმისთვის...

ვფიქრობ, რომ სერტიფიკატი არაფერს ნიშნავს, რომ მთავარია ვისწავლე და რომ არ მიყვარს როცა ვიღაც ცდილობს გამომცადოს...
ვფიქრობ რომ, ამას და ასე მხოლოდ მე ვფიქრობ და სადმე ოდესმე ვინმეს ჩემი სერთიფიკატი ან სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი თუ დასჭირდა, ჩემი ეს ფიქრები საბუთად ნამდვილად არ გამოდგება...

ვფიქრობ, რომ სინდისი მქენჯნის
თუმცა არ ვიცი რის გამო
ვერ ვხვდები რა დავაშავე, არადა ვიცი რომ რაღაც დავაშავე
ალბათ მთავარი სულაც არ არის ეს გამოცდა
არც ეს სერტიფიკატი...
მახსენდება დიდი ენერგიით დაწყებული მილიარდი სასწავლოსაგანმანათლებლოსამოღვაწეო ისტოერიები ჩემს ცხოვრებაში
რომლებსაც იგივე ბედი ეწიათ რაც ამ გამოცდას...
ბოლომდე არცერთი არ მისულა..
ყველამ მაშინ დაასრულა სიცოცხლე, სანამ თავად დასრულდებოდა..
ვფიქრობ, რომ
ჩემი თავი ჩემგან დამოუკდიებლად იღებს გადაწყვეტილებებს
და
მე არაფერს მეკითხება,
კიდევ ვფიქრობ, რომ ჩემი ნება რომ იყოს ვიქნებოდი ის და არა მე
ვფიქრობ, რომ ყველაზე აუტანელი მე მერგო
და
ვფიქრობ
რომ
ნაყინი გათავდა...
არა, ამას მიმტანი ფიქრობს
რომლის თვალებიც
მეუბნებიან
მორჩა ნაყინი
ადექი, ჰხომ ხედავ ტყუილად იკავებ ორადგილიან მაგიდას
ვერ ხედავ ჰხალხს დაჯდომა უნდა
ო...

ვფქირობ, რომ უნდა ავდგე და გავიდე...


ვდგები და გავდივარ




Wednesday, April 6, 2011

რწერწერწ


შეგონება # 39824848

არასდროს გადადო ბლოგზე დაპოსტვა თუნდაც 5 წუთით, რადგან ის ემოცია, რომელმაც გაიძულა ბლოგზე შემოსვლა და წერა, აღარასდროს განმეორდება....


ბუნებაში არაფერი იკარგება უკვალოდ


აი, ის ემოცია რომელიც ახლა ჩემშია, ვიცი რომ არ დაიკარგება

და

თუნდაც ამ ნაწერად დარჩება,

მაგრამ

ნეტავ ის ფიქრები სად წავიდა, გუშინ რომ შემომაფიქრდა

და

მე კი დაწერა დამეზარა...


დღეს ვიფიქრე, რომ ყველა სიტყვა და ყველა ფიქრი და ყველაფერი

რაც წარმოითქმება და იგრძნობა და იფიქრება

ენერგიად გარდაიქმნება

როგორც მზეში წყალი ორთქლდება

და

მერე წვიმის არა და ისევ ემოციებისა და ხასიათებებისა და მოვლენების სახით

თავზე ჩამოგვაწვიმდება...

ჰხოდა ახლა ვცდილობ ცუდი აღარაფერი შემომაფიქრდეს

დაე იყოს მუდამ მზე

ჩემს თავსა ზედა....


კიდევ ერთი აღმოჩენა # 4903724972

არახალია, ძველია

მგონი ბედნიერება ასუქებს

მე კი მუდამ მინდოდა გამხდარი ვყოფილიყავი

და

ანუჰხთ რა ვქნა, უბედური ვიყო?

ნურას უკაცრავად :\


ყოველდღიურად მრწმუნდები, რომ ადამიანს საკუთარი თავის მართვა არ შეუძლია

და

რა სისულელეა გარემოს მართვაზე ფიქრი....


გუშინ სადღაც ამომეკითხა, რომ ისაო...

ადამიანი რომ ძილში ხელ/ფეხს ამოძრავებს უცაბედად იმის ბრალიაო, რომ ტვინს ჰგონია თავისი პატრონი მოკვდაო და ცდილობს გამოაფხიზლოსო...


ჰხოდა აი ამ ერთი შეხედვით ჩვეულებრიოვმა ფრაზამ, რომელსაც მეეჭვება რეალობასთან კავშირი ჰქონდეს რარაცნაერად ძალიან ჩამაფიქრა...

ჩაფიქრება კი ყოველთვის თავის თავში მოიცავს სიხარულსაც და მწუხარებასაც

ჰხოდა

ანუჰხთ მართლაც და სასიხარულოა ის, რომ მაშინაც კი, როცა მე მძინავს არსებობს ვიღაც,, ვიღაც რა, ტვინი, რომელიც ჩემზე ზრუნავს და ეშინია არ მოვკვდე... და რა მაგარია, მე მძინავს ვისვენებ და ის კიდე დამყურებს და მაკვირდება რამე არ დამემართოს... მაგარია... საყვარელი ტვინი...

მაგრამ აი ახლაც,ამას რომ ვწერ და ვფიქრობ, ტვინი რაღაც განყენებულ, დამოუკიდებელ არსებად წარმომიდგენია, ვიღაც სხვად, რომელიც ისა... არადა ეს ხომ ტვინია, ჩემი ტვინი, ჩემი ტვინი კი არა, ეს ჰხომ მე ვარ... მაგრამ თუ მე ვარ, მე მძინავს და ტვინს ღვიძავს როცა მე მძინავს და ანუჰხთ რა გამოდის...

რა გამოდის და ის რომ საკუთარი თავიც კი იმდენ უცნობ ერთეულებს შეიცავს, რომელიც ჩემგან დამოუკდიებლად მოქმედებენ და არსებობენ და არ მემორჩილებიან, რომ.... და სხვებზე რაღა უნდა ვთქვა... სხვებისგან რაღა მოვითხოვო..


რთულს...



სხვა არაფერი, ვარ ძველებურად


შენ რას შვრები, როგორ ხარ


სად დაიკარგე....