Tuesday, September 28, 2010

მ ხპფდოხფკ სდლ


ჯერ კიდევ ბევრი რამ მიკვირს ამ ქვეყნად

რაც იმას მოწმობს, რომ

ჩემი განვითარება ჯერ დასრულებული არ არის

ანუჰხთ მდაბიურად

კი არა და

ჰხათოურად რომ ვთქუათ,

ჯერ ყველაფერი ჯერაა..

ვაშჟა


ჰხოდა

ხომ არიან ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება ერთმანეთზე ისე არიან გადაჯაჭულ/გადმოჯაჭულები

ახლართულ/დახლართულები

და

გადაკვანძულები,

რომ

ამ მავთუხლართს ცხოვრება მთელი თავისი არსებობის მანძილზე

ხსნის

ხსნის

ხსნის

და

უფრო და უფრო და უფრო ხლართავს.....


ცხოვრება გამოცდაა

მისაღები გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში

სხვა საფეხურზე გადახვალ

მერე ისევ გამოცდა

ისევ სხვა საფეხური

და

ა წერტილი შ წერტილი

დაუსრულებლად...

თუმცა რატომ დაუსრულებლად

ბოლო ლეველის გავლის შემდეგ’

თავზე ალბათ შარავანდედი აგენთება

და

ეკრანზე გამოცნდება წარწერა

თამაში დასრულებულია

:ბის:


გამოდის, რომ ჩემი თამაში არასდროს დასრულდება

რადგან

ისაჰხთ...


კი არა და



ყველაზე კარგი ზღაპარი ალბათ ის არის, რაც ყველაზე უფრო რეალურია...


ანუჰხთ


არ არსებობს მოგონილი ამბები

ყველაფერი ოდესმე ან იყო

ან იქნება...

შესაბამისად,

არ არსებობს რეალობა

რადგან

ყველაფერი ოდესღაც სხვისი მოგონი იყო


კი არა და


თუ იმედი განსაცდელთან ერთად ჩნდება

გამოდის, რომ

იგი

უბედურების თანმდევი ყოფილა :როლ:



როცა თავში 1001 აზრი ერთად ტრიალებს

იმის ნიშანია

რომ

ყველა ერთის წინააღმდეგაა

ის ერთი კი

ყველაზე ძლიერია

და

გადაფარვა კი ხელოვნებაა

და

ხატვაც ხომ ხელოვნებაა

და

მე მინდა დავხატო

ადამიანები

ბევრიბევრინებრი ადამიანები

და

ისე გადავაჭვგადმოვაჭაჭვო მათი ემოციები ერთმანეთზე,

რომ

ყველამ გაიგოს

ყველამ იცოდეს

ჩვენ შეიძლება ბრძოლაში მოვკვდეთ

კი არა და

სიხარული - ეს სხვისი სიხარულიცაა

და

მწუხარება - ეს სხვისი მწუხარებაცაა

და

რაც არა,

დაკარგულია.............


Saturday, September 25, 2010

-----

-------------------
----------------------------------
----------------------------------
---------------------------------
----------------


-----------------------------------
------------------------------------
------------------------------
---------------------------------


--------------



-

Tuesday, September 21, 2010

ოფეწ


ხლართი ხლართები
ნუ მეხლართები
დამეხლართები
ამეხლართები
ხან ხელებში
ხან ფეხებში
ხან სიტყვებში
უფრო ფიქრებში
ანდაც აზრებში
და სიზმარებში
მოგონებები
მე გეგონები
და
გეგონება
რომ მე გონება
გამომეფიტა'
ან გამეფილტრა
თითქოს მივხვდები
და ვერ მივხვდები
რომ
ყველაფერი
სულ ყველაფერი
ხლართი ხლართები
ბაგი ბუგები
გულის გუგუნი
მიწის გუგუნი
სისიხლის გუგუნი
და
თან კივილი
კივილი
კი
ვი
ლი
ფიქრის კივილი დუმილია
ხმამამღალი სიჩუმე
სი ჩუ მე
ჩუ მე
ჩუ შენ
ჩუ
ქუ
ჩუ
ქუ
საით მიდიხარ მატარებელო
მატარე
ბელო
მატარე
მგელო
მატარე
ჩემო ცხოვრებავ
თორემ
ვერ
მე
ცხოვრება...

ხავსებში ავიხლართები

ერთი ხავსი გადმომიგდე
თორემ
ცულს მოვიტან ცუნცულასა

დაკრიჭა ადიდებული მდონარევ ტალღები
ჩემი წლები ხომ არ გინახავს

რაც არ მინახავს
არ შემინახავს
არც მომინახავს
ხავსს
სუნი ასდის გაზაფხულის....


სხვა სხვის სიკვდილში ბრძენია......

Monday, September 13, 2010

ჯპომი


გამეორება ცოდნის დედაა


და

მე კიდევ დედა მიყვარს..

ჰხოდა

ვიმე2ებ

ვიმე3ებ

ვიმე10ებ

მანამ სანამ....

რა არის გამე2ებაში კარგი

ნეტავმც...

თუმცა ყველაფერი რაც მიყვარს, იმიტომ ხომ არ მიყვარს, რომ კარგია...


ერთხელ, მახსოვს, დიდი ხნის წინ,

ერთ დღეში დაახლოებით 20 ჯერ წავიკითხე ოთარაანთ ქვრივი..

მაზოხიზმის საფუძვლები რომ ჩემში დიდი ხნის წინ გაღვივდა

ეს ისედაც ცხადია

მაგრამ ამ შემტხვევაში უფრო სხვა იყო...

ვკითხულობდი, ვკითხულობდი

და

ვადარებდი

წინა წაკითხულის ემოციას შემდგომ წაკითხულის ემოციას

და

რა მიხაროდა ეს ნამდვილად არ ვიცი... : ))


ამ პოსტის წერა გუშინდელ ჩემს ლაშქრობას თუ გაბოდიალებას ჰგავს..

შემოვლითი გზებით მთავარის თქმა და შემოვლითი გზებით სახლამდე დაბრუნება

ერთმანეთისგან მხოლოდ იმით განსხვავდება

რითაც განსხვავდება

კი არა და

მე-6 ედ ვიყავი ვარძიაში

და

6 წასვლა მოსვლის მოგონებები

აჩქარებული კადრებივით ენაცვლება ერთმანეთს...

ნეტავ რითი განსხვავდება

20 წლის წინ ვარძიაში ნამყოფი ჰხათო

20 წელის შემდეგ ვარძიაში ნამყოფი ჰხათოსგან......


მახსოვს, მაშინ კლდეში ნაკვეთ გამოქვაბულებზე უფრო

ვარძიის წინ გასაყიდად გამოფენილი ცხვირსახოცები უფრო მომეწონა...

ასეთი ცხვირსახოცები არასდროს მქონდა ნაანხი..

ფერადფერადი..

ნახატებიანი...

მშობლებმა თითო თითო ცხვირსახოცის არჩევის უფლება მოგვცეს..

ჩემმა დებმა ლამაზთოჯინებიანი ცხვირსახოცები აირჩიეს

გვირგვინიანი და გაშლილკაბებიანი ლამაზი გოგოები ეხატა..

აი ისეთი, ბავშვებს განსაკუტრებით რომ მოსწონთ...

ჰხოდა დედამ თქვა, მაგ თოჯინებიან ცხვირსახოცებს ეს პატარა ყვავილებიანი არ სჯობსო?

რა თქმა უნდა არ სჯობდა

6 წლის ბავშვისთვის ...

და მახსოვს როგორ მივიღე გადაწყვეტილება მეყიდა წვრილიებიანი ცხვირსახოცი

იმიტომ

რომ

დედა გამეხარებინა : D

და ახლა როცა 20 წლის შემდეგ

მე-6 ედ თუ მე-7 ედ

ისევ მოვხვდი ვარხარარისძიაში,

როცა ბავშვობის ეს მოგონება ისევ ისე გაცოცხლდა კლდეში ნაკვეთი ქალაქის დანახვისას,

როცა ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ისევ უფრო დიდ აღფრთოვანებას იწვევდა ჩემში, ვიდრე გამოქვაბულები

და

როცა ისევ დავდექი არჩევანის წინაშე საკუთარ სურვილსა და დედის სურვილს შორის

ჰხათომ 20 წლის წინანდელი ხჰათო ისევ იპოვნა

საკუთარ თავში

და...


ყველაფერი ბავშვური ხომ ჭეშმარიტია..


განსაკუთრებით კი სიხარული..


ისევ შემრჩა თუ არა მხიარული თვალები........