Tuesday, December 30, 2008

მე - 2008 წელი


ჰხოოოოოოოოოოდა

მიუხედავად იმისა, რომ

და

კიდევ იმის მიუხედავად

და

იმის მიუხედავადაც და იმისიც და კიდევ იმისიც

და

კიდევ იმის მიუხედავადაც.....

ადამიანი რომ არ ვყოფილიყავი

და

წელი რომ ვყოფილიყავი

აუცილებლად

2008 წელი ვიქნებოდი!

თან ზუსტად ისეთი, როგორიც იყო...........

ჰხოდა ეგრე...

მერე ნუღარ გაგიკვირდებათ რატომ დაიქირავა გრინჩი და მოაპარინა ახალი წელიო

ვაჰხთ.......

13:30 წუთიღა მრჩება

ჩემი წელის შესანარჩუნებლად

უნდა ვიჩქარო....

ახალი წელი გადაიდო!


მაპატიეთ, ბავშვებო!

ხვალ ახალი წელი აღარ იქნება...

გრინჩს ვთხოვე უკვე

დღეს ღამე, როცა დაიძინებთ,

გრინჩი ახალ წელს მოიპარავს......

ო ლა ლაა............:ც

Monday, December 29, 2008

ჩვეულებრივი ახალი წელი


ჰხოდა ეგრე....

დღეს არა ხვალე მოვკვდები სოფელი ასე მქნელია

კი არა და

დღეს ხომ ჩვეულებრივი დღეა თავისი ჩვეულებრივი სამუშაოთი და მას ხომ მოჰყვება ჩვეულებრივი შუადღე და 2-ის ნახევარზე ხომ ჩვეულებრივად მომშივდება და მერე ხომ ჩვეულებრივად დავიღლები და ჩვეულებრივად დამეზარება ცეკვაზე წასვლა და მერე ჩვეულებრივად ვიცეკვებ და ისევ ჩვეულებრივად წავალ სახლში და ჩვეულებრივად გავატარებ საღამოს და ჩვეულებრივად დავიძინებ და ხვალ ისევ ჩვეულებრივი დღე გათენდება და ჩვეულებრივად მოვა შუადღე როგორც დღეს მოვიდა და ისე ჩვეულებრივ დაღამდება, როგორც გუშინ და იმის წინ და კიდევ წინ და კიდევკიდევ წინ და ჩვეულებრივად გამიხარდება რაღაცეები როგორც მიხარია ხოლმე, და ჩვეულებრივ დამწყდება გული ისეთ რაღაცეებზე რაზეც მწყდება ხოლმე გული და ჩვეულებრივ მე ვიქნებ მე და მაინც.....

მაინც ჩვეულებრივ გავა ერთი წელი ერთ დღეში

ჩვეულებრივი ახალი წელი

ჩვეულებრივი სიხარულით და ჩვეულებრივი მილოცვებით და ჩვეულებრივი იმედით და ჩვეულებრივი მოლოდინით და ჩვეულებრივი გრძნობით, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც იქნება.... ჩვეულებრივ....

ჩვეულებრივი პირობითი ახალი წელი ჩვეულულებრივ გა წელი ერებული ერთ ჩვეულებრივ დღეში, როდესაც ჩვეულებრივ გვარწმუნებენ, რომ ყველაფერი არაჩვეულერბივია.............

არადა ახალ წელსაც კვდებიან ადამიანები თურმე 

ჩვეულებრივ...

აი ჩემი თუ არ გჯერათ, შოთა იათაშვილს ხომ მაინც დაუჯერებთ

ჩვეულებრივი სიკვდილი ჩვეულებრივად არაჩვეულებრივ დღეს

ხოლო დედამ, ტირილით რომ მოუჩხრიკა ჯიბეები 
იმის შემდეგ, რაც საუკეთესო და ერთადერთ 
სათეატრო და სადაბადებისდღეო შარვალ-კოსტუმი ჩააცვეს, 
მწარედ გაიფიქრა, 
თურმე სიგარეტს ეწეოდა და მე კი აქამდე მიმალავდაო... 


28 დეკემბერს გამოაქვეყნეს გარდაცვალების ცნობა გაზეთში, 
პანაშვიდზე მუსიკად იყო შერჩეული 
შოპენი, მოცარტი, ბეთჰოვენი და ფალიაშვილი, 
ქელეხზე დარჩა 120 კაცი 
(სუფრაზე იყო მხოლოდ წითელი ხიზილალა, შავი ვერ იშოვეს), 
და ვინც დარჩა, ისინიც მალე წამოიშალნენ. 
რაღა ტქმა უნდა, რომ ყველას სახლში ეჩქარებოდა.. 
იქ ხომ სულ სხვა სუფრა ელოდათ: 
გოზინაყი, ჩურჩხელები და შამპანური... 
რა დროს გვამი იყო ნეტა ამ ახალ წელს! 
რა დროს გვამი იყო....... ”

ჩვეულებრივი ადამიანების ჩვეულებრივი ფიქრი.........

ნასიცხარი


არ მომიტყუებია!

ყველა ადამიანი იმას ვიღებთ, რასაც ვიმსახურებთ

უბრალოდ

ზოგი გადაჭარბებით აფასებს საკუთარ თავს, ზოგი პირიქით...

შესაბამისად

ხშირად ჩნდება კითხვა

რატომ ხდება ასე და არა ისე...

სულ მარტივია

მეტი არ დაგიმსახურებია.

ჰხოდა მეც ერთი

ჩვეულებრივი ადამიანი ვარ

არაფრით განსხვავებული

სულსულსულ

არაფრით...

იცით როგორი?

როგორი და როგორიც ირაკლი ჯავახაძემ ”ადამიანი ზერო”-ში აღწერა

”არაფრით გამორჩეული ადამიანი მე არ ვარ................
ჩემნაირებზე არაფერს წერენ........
ჩემნაირებზე არაფერს წერენ, თუ მაინცდამაინც ტრაგიკული შემთხვევის მსხვერპლი არ შევიქმენით...
თუმცა, ამის ალბათობა ნულის ტოლია....
მანქანა ჯერ არ დამჯახებია(მხოლოდ მეტროთი ვსარგებლობ და მხოლოდ მიწისქვეშა გადასასვლელით გადავდივარ ქუჩის მოპირდაპირე ხარეს); ჩემს ბინაში ხანძარი არ გაჩენილა და ალბათ არც არასდროს გაჩნდება (ოჯახის ბიუჯეტი გაზისა და ნავთის შეძენის საშუალებას არ იძლევა); არც ქუჩაში გადავყრივარ მოძალადეს, რომელიც დაუყოვნებლივ გამიყრიდა დანას, როდესაც ვთქვათ შეშინებული მანდილოსანის ღირსებას დავიცავდი (საეჭვო პირების გამოჩენისას გადასასვლელის ძებნას ვიწყებ და ყოფილა შემთხვევა, ქუჩა ზევიდანაც გადამიჭრია)

ერთადერთი რაც რჩება-თვითმკვლელობაა..
მაგრამ ჩემნაირები თავს არ იკლავენ...
ჩვენ ღრმა მოხუცებულობამდე ვცხოვრობთ და ლოგინში ხანგძლივი ტანჯვა-წვალების შემდეგ ვკვდებით...
აბა, ჩემნაირებზე ვინ რა უნდა დაწეროს?!
ჩემნაირებზე მე ვწერ"

ჰხო..აი ასეთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელზეც მე თუ არ დავწერემ სხვა ვერაფერს დაწერს :ც

არადა რა უნდა დავწერო? არც არაფერი...

ყველაზე ძალიან რაც მაშინებს გადაჭარბებული შეფასებებია....

 არ არსებობს ბოლომდე კარგი და ბოლომდე ცუდი ადამიანი!

შესაბამისად, 

ალბათ სჯობს ადამიანი თავიდან ცუდი გეგონოს, რადგან მერე მასში აღმოჩენილი სულ მცირე სიკეთის მარცვალიც კი განსაკუთრებით კარგი დასანახია

ისევე, როგორც

”კარგ” ადამიანში დანახული სულ მცირე ”ცუდიც” კი საშინლად მოქმედებს...

და აქედან გამომდინარე, რა გასაკვირია, როცა სულაც არ მსიამოვნებს, როდესაც კარგ ადამიანად აღმიქვამენ......

ჰხუხ....

კარგი-ცუდი რამ გაყო

კი არა და

3დღეში ახალი წელი მოვა

ამბობენ....

არადა მე ვიცი რომ არ მოვა

მგონი იმ რადიოს წამყვანმა

დისკ ჯოკეიმ

თუ

დი ჯეიმ აც იცოდა

რომ არ მოვა წელს ახალი წელი

ისე ნაძალადევად გაიცინა, ხალხს რომ ულოცავდა ახალ წელს, 

რომ

მივხვდი!

მანაც იცის, რომ 2008 წელი არ დამთავრდება 3 დღეში....

მაგრამ რა აზრი აქვს ამის თქმას, მაინც არავინ დამიჯერებს

დაე, იფრინონ როგორც სურდეთ!

სიცხე მაქვს, უკვე მეორე დღეა

არ ვიმჩნევ!

ისაო...

ყველაზე შეურაცხმყოფელი ისაა როცა იგნორს გიკეთებენო

ჰხოდა ვაიგნორებ სიცხეს, რომ შერცხვეს და გამეცალოს!

გარედან სიმღერის ხმები შემოდის...

რესპუბლიკის მოედანზე უკვე 5 დღეა ბავშვებს ატყუებენ ახალი წელი მოდისო

რატომღაც ქართველებისთვის მაკარენა ახალ წელთან ასოცირდება

თურმე...

როდის აქეთ ან რატომ - არ ვიცი...

მიხარია, რომ ბავშვი არ ვარ....

მიხარია, რომ......

გონება მებინდება წამში 180კმ სიჩქარით...

თვალებიდან  იპარება სიცხე და ლოყებზე ჩამოდის...

ვხურვარ...

მთავარია შევინარჩუნო სიმშვიდე და არ ავყვე როვოკაციას

თუ როგორ გვაფრტხილებდნენ მაშინ?

ჰხო, დაახლოებით ეგრე...

შეუმჩნევლობის ხელოვნება!

რაც დრო გადის, მით უფრო ვხვდები, რომ მართალი იყავი!

3 წუ ხარ ოდ

ერთი შტრიხიც კი!

ერთი შტრიხიც კი!

ერთი შტრიხიც კი!

ვინ დავაჯერო, რომ................

Saturday, December 27, 2008

დასკვნა ნომერი 21873137


ყველა ადამიანში

1

ირინა სარიშვილი

1

კანდიდი

1

შადიმან ბარათაშვილი

1

ნიკა რურუა

1

მაზოხისტი

3

მგელი

და

4 გოჭი ცხოვრობს......

ანუჰ:

1)ირინა სარიშვილი - ყველა ადამიანი ცხოვრების რაღაც მონაკვეთზე წამიერად ან წუთობრივად ან საათობრივად გრძნობს, რომ საყვარელია, მაგრამ ამას მის გარდა ვერავინ ამჩნევს

2)კანდიდი - ყველა ადამიანში არის დაგროვილი ოპტიმიზმის ულევი მარაგი, რომელის გამოყენებაც მხოლოდ კრიტიკულ მომენტებში შეუძლია - როცა ყველაფერი უკან მიდის, გრძნობ, რომ ყველაფერი უკეთესობისაკენ მიემართება

3) შადიმან ბარათაშვილი - ყველა ადამიანი მოღალატეა! განურჩევლად სქესისა, რასისა, ასაკისა, ეთნიკური წარმომავლობისა, კანის ფერისა,რელიგიური მრწამსისა - მოღალატე მოღალატეა - რა მნიშვნელობა აქვს ვინმეს, რამეს, იდეებს, იმედებს, საუთარ თავს თუ სხვის თავებს უღალატებ....

4) ნიკა რურუა - ყველა ადამიანს აქვს სულ მცირე ორი მხარე - დღე და ღამე - შავი და თეთრი - მარჯვენა და მარცხენა - არ არსებობს ბოლომდე კარგი და ბოლომდე ცუდი ადამიანი - ყველა ადამიანში მზეა, შეეცადე დაინახო -ო

5) მაზოხისტი - ყველა ადამიანი ბუნებით მაზოხისტია - ჰა ახლა, აღიარეთ, რომ იმაზე უფრო დიდი და განსაკუთრებული სიამოვნება არ არსებობს, როცა ხვდები რომ ყველაფერი ცუდადაა, სულ ყველაფერი, სულსულსულსულ ყველაფერი....ზეაღმატებითი უარყოფითი ”უ”- ს პიკში განუზომელი ბედნიერებაა.. წამიერი, მაგრამ მაინც ........

6) სამი მგელი - ჰხო, მგლებს რაც შეეხება რიცხვ 3-ს გვერდით შეგვიძლია განუზომელი რაოდენობის 0 მივუწეროთ , იმიტომ რომ ადამიანი მშიერი მგლების გალიაა, ხანაც მომთვინიერებელ-დამპურებელი.....

7) 4 გოჭი - ამას სჯობდა ერთი ღორი დამეწერა, მაგრამ ვერ ვაკადრე...ღორს თუ ადამიანს რა მნიშვნელობა აქვს...

ჰხოდა ასთრე

როცა 

ერთ ადამიანში

ამდენი რამ

თითქმის მტელი მსოფლიო თავსდება

როგორ შეიძლება მოიწყინო....

მითუმეტეს

როცა  აქ ჩამოთვილის გარდა კიდევ იმდენი რამის აღმოჩნეა შეიძლება.....

:ც

პ.ს. ყველა ადამიანი არ ნიშნავს ყველა ადამიანს........

Friday, December 26, 2008

სამი ”გ”


გული, გრძნობა და გონება ერთმანეთზედა ჰკიდია

და

მე კი ეგ ყველაფერი სულ ფეხებზედა მკიდია -ო

კი არა და

არა!

ვერ...

და

არც.....

რაც შეეხება გულს, გრძნობას და გონებას

იდეალური ვარიანტი იდეალურ ვარიანტშიც არ არსებობს...

აი მაგალითად,

იმისათვის, რომ სულმა იპოვნოს სიმშვიდე

უნდა დაცული იყოს

გულის

გრძნობის

და

გონების

ბალანსი....

ანუჰ

გულს უნდა ეკავოს 33%

გონებას 33%

გრძნობებს 33%

გამოვიდა 99%

და

იმ დარჩენილმა ერთმა პროცენტმა რაღა ჰქმნას?

არც არაფერი..

ამიტომაც სულის სიმშვიდე წამოუდგენელია!

ხედავთ სადამდე წავიდა ქალური ლოგიკა?

ჰხეხ

ვბოდამ

კი არა და

სინამდვილეში ყველაფერი ასე მოხდა

გრძნობებმა საზღვრები დაარღვია

და

გამოიწვია დისბალანსი

და

სულის შფოთვა

რამაც გამოაღვიძა გული და გული თუ გაქვს მაგას ხომ მხოლოდ მაშინ იგებ როცა გტკივა

ჰხოდა

საზღვრებშელახულმა გონებამ

რომელიც მუდმივად ცივად ინახება მაცივარში

გადაწყვიტა წესრიგის დამყარება

შემდეგი ფრაზებით

”გაგივლის”,

”ყველაფერი მაინც სულ1ია”,

”არასდროს არაფერი არ ღირს ნერვიულობად”....

მიღებული შედეგი:

შტორმმა გადაიარა, თუმცა ყოველ წამს მოსალოდნელია მიძინებული ვულკანის ამოქმედება...

ვოტ!

გრძნობებმოზღვავებული ადამიანის ხილვაზე შემაშფოთებელი ცივგონებამოზღვავებული ადამიანისათვის არაფერია....

ჰხოდა ვშფოთვარ,

თუმცა

გონება განუწყვეტლივ იმეორებს

რომ

ყველაფერი მაინც ისე იქნება, როგორც იქნება...........

ააალბაათ!

ვფიქრობ,

საკუთარ თავს დიქტატურაში ვამყოფებ,

საახალწლოდ ამნისტია ხომ არ გამოვუცხადო

გულსაც

გონებასაც

და

გრძნობებსაც?

დაე, იფრინონ როგორც სურდეთ

კი არა და

დაე, მითხრან რა უნდათ.....

შემომაფიქრდა:

ვინ წერს ახლა ამას, რასაც ამ წამს ვწერ

რომელი ”გ” დიდი სამეულიდან

არანაირი გრძნობა ამ ნაწერში არ იგრძობა

გულს საერთოდ კავშირი არ აქვს არც ერთ სიტყვასთან

და

გონება რომ სხვა პოლუსზე განისვენებს საზამთრო არდადეგებზე,

ცხადია......

ანუჰ მიზანი მიღწეულია

უაზრო უშინაარსო ნაწერი

ხელს უწყობს

სამივეს

მიძინებაში...

მგონი მიყუჩდნენ....

წავიდე ახლა ხეფსაკრეფით

და

დავიძინო

სანამ გაუღვიძიათ და ისევ ახმაურებულან........





რექვიემი ცოცხლებისათვის

რა დავაშავეთ ჩვენ,
როცა გზას ვუკვალავდით მზეს ცივი სახლისკენ?


ჩვენი სიმართლე შეირყა.
ჩვენმა შეყვარებულებმა შხამისფრად გადაიღებეს თმები.
ჩვენი ბავშვობის საწოლები 
უკაცრიელ ქუჩებში დაწვეს
შემცივნულმა ჯარისკაცებმა,
ხოლო სამშობლო გარდაცვლილ მამას ჩავაყოლეთ გულისჯიბეში,
როგორც ძვირფასი ნივთი.
მამა გიჟი იყო.

მე ვიჯექი უცხო ქალაქის ცივ კაფეში.
მეზობელი მაგიდიდან გადმომაწოდეს 
გაკრული ხელით ნაწერი ლექსი,
მე კი მუნჯური ჟესტებით და მიმიკებით ავუხსენი,
რომ მათი ენა უცხოა ჩემთვის.
კაფეს კუთხეში მარტოდმარტო იჯდა ბიჭუნა,
დამცინავად მიყურებდნენ მისი თვალები.




რა დავაშავეთ ჩვენ, როცა ქურდულად გადავძვერით 
მავთულხლართებზე
და შევიპარეთ აკრძალულ მინდორში,
რათა მოგვეწყვიტა ორი-სამი თბილი ყვავილი
ისე, ყოველი შემთხვევისთვის.


მე ვიდექი უცხო ქალაქის მდინარესთან,
ზემოთ კი, ხიდის მოაჯირზე, იდგა ბიჭუნა
და სულ ტყუილად ავძახოდი: არ გაბედო, ცურვა არ იცი... 
ის ჩაეხეთქა მღვრიე წყალში
და რატომღაც წყალს არ დასცდა არცერთი შხეფი;
და მერე დიდხანს სულ ტყუილად გავყურებდი 
მდორე დინებას




რა დავაშავეთ ჩვენ, 
როცა კოცნისას ვერ მოვთოკეთ სიყვარული

და თვითმკვლელობა დავანებეთ.

ხოლო ცოდვა მაშინ ვიგრძენით,

როცა უაზროდ დავყურებდით
თეთრ ზეწარზე
მოწყვეტილი ყვავილების ყუნწებივით 
მიყრილ სუსტ ფეხებს
და მკვდრის ღიად დარჩენილი თვალივით შეხსნილ
საშოს, ჯოჯოხეთს.

მე ვიწექი უცხო ქალაქის სასტუმროში
და ვფიქრობდი მეგობარზე, რომლსაც დავცინეთ.
კვამლით გაბუღულ ბნელ დარბაზში 
ის ქვითინით კითხულობდა
საყვარელი ქალისადმი მიძღვნილ სტრიქონებს,
ჩვენ კი ვისხედით ბოლო რიგში და სიცილით ვიგუდებოდით.
როცა ის მოკვდა, მეგობარი,
ის მოკვდა და მეტი არავინ.





რა დავაშავეთ ჩვენ, როცა ყველაფერს ვიჯერებდით, 
რასაც ვერ ვგრძნობდით?


ჩვენ ვიჯერებდით ყველაფერს,
რასაც არ ქონდა სუნი, რასაც არ ქონდა გემო,
რასაც არ ერქვა სამშობლო,
და ზამთარ-ზაფხულ უნაყოფო ხეს ვარხევდით,
ვარხევდით,
ვარხევდით,
და ვაშლი რაა, ხეს ერთხელაც არ დაცვივდა მკვდარი ჩიტები.

რა დავაშავეთ? ჩვენ ხომ მხოლოდ თავს ვიტყუებდით,
როცა ცხოვრებას ვიწუნებდით;

შესაძლოა, ჩვენ არ გვქონდა ცუდი მიზნები.
შესაძლოა, ჩვენ ვფიქრობდით დიდებაზეც,
რათა მისი ბრჭყვიალა მტვერი
დიდსულოვნად დაგვებერტყა სამშობლოს მხრებზეც,
ოღონდ შემდეგ, რა თქმა უნდა, სიკვდილის შემდეგ.



ადამიანი შეიძლება იყოს ბოროტიც, სულ ეს იყო, რაც დაგვასწავლეს
და გამოგვისტუმრეს აქეთ, ცხოვრებაში,
რომელიც ისეთი ძნელიც არ გამოდგა, როგორც გვაფრთხოლებდნენ,
არც ისე ადვილი, თვითონ რომ გვეგონა.


ადამიანი შეიძლება იყოს კეთილიც, ვუთხარი ჩემს შვილს
და გაკვირვებით რომ შემხედა, თვალი ჩავუკარი.
ადამიანი შეიძლება, გავუმეორე, შეიძლება ადამიანი.




რა დავაშავეთ ჩვენ,
როცა ყიჟინით შევუერთდით აჩრდილ-მეომრებს,
რომლებმაც ყველას დაგვირიგეს თითო მაშხალა
და მთელი ღამე ჩაგვძახოდნენ უცნაურ სიტყვებს –
სამშობლოს მიაჩნია,
სამშობლო ვარაუდობს,
სამშობლოს ესმის...
მთელი ღამე გუგუნებდა მიკროფონი,
ტორტმანებდა მოედანი
და კედლები იბზარებოდა.

ნ გამარჯვება ან სიკვდილი, 
ღნაოდნენ ჩვილები
სამშობიაროს დაგმანული ფანჯრებიდან
და ექოდ ჭექდა დერეფნებში:
სიკვდილი, სიკვდილი...





რატომ, ვკითხულიბდი
უცხო ქალაქის ბნელ ტაძარში,
რატომ
ასეთი უკიდურესობები,
ხომ შეიძლება იყოს ორივე,
ხან სამოთხე,
ხან ჯოჯოხეთი,
ვკითხულობდი
უცხო ქალაქის ბნელ ტაძარში,
სადაც იდგა პატარა კუბო
და მე ვხვდებოდი, ვინ იწვა მასში.

ნუთუ მე მხოლოდ ჯოჯოხეთი დავიმსახურე?

მითუფრო ნუთუ მხოლოდ სამოთხე?

რატომ, ვკითხულობდი, ასეთი უკიდურესობები,
ხომ შეიძლება იყოს ორივე,
ხან სიცოცხლე,
ხან კი სიკვდილი,
ვკითხულობდი
უცხო ქალაქის ბნელ ტაძარში;
სამწუხაროდ, არ ვიცოდი არცერთი ლოცვა
და ხატებზეც, სამწუხაროდ, ვერავის ვცნობდი,
კუბოში კი სხვის მაგიერ იწვა ბიჭუნა,
შესაძლოა, ჩემს მაგიერ... რა საწყენია.…





რა დავაშავეთ ჩვენ,
როცა შიშით შევცინოდით ბებერ მეფეებს
და ვარწმუნებდით, რომ იღბლიან ვარსკვავზე გაჩნდნენ,
ვახსენებდით, თუ როგორი მშვენიერი იყო ცხოვრება:
მათი ვაჟები-ვამპირები გმირულად მოკვდნენ,
ქალიშვილები დროულად გაბოზდნენ,
მათი ბიზნესი – ჰოსპიტალი ღია ცის ქვეშ
და იჯარით აღებული სასაფლაო –
აყვავდა და გაიფურჩქნა; მათი თითები
ახლაც კი, მიხრწნილ სიბერეში, ფულზე სწრაფად ითვლიდნენ 
წამებს.

ღირსეული, დაფეხვილი მეფეები...
ნელთბილ წყალში ჩაეყარათ ხმელი ფეხები
და ბუზღუნებდნენ,
როცა ჩაზრდილ დრჩხილებს ვჭრიდით ხელისკანკალით.




უცხო ქალაქის სასაფლაო, უცხო ხალხი; მეც იქ ვიდექი,
ფეხისწვერებზე ვიწეოდი, რომ ერთხელაც მომეკრა თვალი
მკვდარი ბიჭისთვის, ვიდრე კუბოს დახუფავდნენ, და დამენახა
მისი ჩემი დედაჩვენიც –
გვამის თეთრი საყელოდან მონაბერი სიკვდილის ქარი
როცა სახიდან წამოხდიდა შავ თავსაფარს,
თუ წამოხდიდა...




რა დავაშავეთ ჩვენ,
როცა მზისაკენ ჩვენს ცივ გულებს გზას ვუკვალავდით?


ჩვენი სიმართლე შეირყა.
ჩვენმა შეყვარებულებმა შხამისფრად გადაიღებეს თმები.
ჩვენი ბავშვობის ნაწერები
მებალზამე ქალს მივეცით
გარდაცვლილის ჭრილობების ამოსავსებად,
გარდაცვლილი – გიჟი იყო, და სამშობლო ჩავაყოლეთ გულისჯიბეში,
მაგრამ დედამ ამის მერეც არ მოიშალა
ღამღამობით ოთახებში ბორიალი
და ბუტბუტი:

ნუ ინგრევა ჩემი სახლი, ნუ ინგრევა, ნუ ინგრევა...

რა დავაშავეთ ჩვენ,
ვინც ვერ გავმდიდრდით, ვერც გავლოთდით,
ვერც დავიხოცეთ?

ზვიად რატიანი....

უბლოგისკომენტაროდ

Thursday, December 25, 2008

ქმრების საკითხავი


მერე რა, რომ ამ ლექსს ”ქმრების საკითხავი” ჰქვია

და

თან ჩემი დაწერილი არაა...

მერე რა.......





შემომეგრძნობა




ამ გამოშიგნულ ვაგონებში ცხოვრობენ გზები ბალახმოვლილი 
და უიმედოდ დავიწყებული. 
რუხი ბალახი-ასე ჰქვია მერძევე მოხუცს, კარდაკარ ყველს რომ 
დაატარებს და გარდაცვლილთა ამბებს გვიყვება. 
მისი თვალები მინდვრის ცისფერი ყვავილებია 
ჩემს სასკოლო ჰერბარიუმში. 
მისი ტუჩები კარადაზე ჩამომხრჩვალი ვაშლის ჩირია 
და მაყვლის ბუჩქთან აბუზული ბეღურებია მისი სიტყვები 

ის ამბობს 
თითქოს გვქონდეს გული 
და ეს გული გრძნობდეს სიყვარულს, 

თითქოს გვყავდეს ღმერთი, რომელიც 
ხედავს ნასვრეტებს ჩვენს ყველივით ქათქათა გულზე, 
თითქოს ვგრძნობდეთ ბავშვობას, როგორც 
ძირგახვრეტილ ჩექმებს წვიმაში. 

“წარმოიდგინეთ თქვენი სახლი როცა მოკვდებით”- 
იტყვის და თვალებს გააპარებს შენობებისკენ, 
რომლებშიც კედლებს ისეთივე გრილი კანი აქვთ, როგორც 
ადამიანს სიცოცხლის შემდეგ... 

“წარმოიდგინეთ თქვენი სახლი, როცა მოკვდებით, 
თქვენი კეთილი ფანჯრები და სავარძლები, როცა მოკვდებით, 
ეს თქვენითსავსე ოთახები, როცა მოკვდებით, 
როცა ამ ჭერქვეშ ვერ შემოხვალთ.. 


გახსოვთ ბაბუას მზიანი და ფართო ოთახი? 
იმ დილით ახალგაღვიძებულებმა კარი რომ შეაღეთ, 
მან კი გთხოვათ, 
ნუ შემოხვალთ, ბებო მოკვდაო, 
გარეთ თოვდა 
და დაორთქლილი შუშიდან დაინახეთ 
ეზოში 
საადრეო ვაშლის ადგილას პერანგისამარა იდგა ბებო 
და ბავშვივით ფეხისწვერებზე წამოწეული 
ცდილობდა შეეხედა ოთახში, სადაც 
დედა ტიროდა. 
თქვენ კი ფიქრობდით თოვლზე, რომელიც 
როგორც იქნა მოვიდა 
და ბებოზე, 
რომელმაც ყველას დაგასწროთ ადგომა 
და ფეხშიშველი გავიდა თოვლში 
ხელისგულზე ფანტელების შესაგროვებლად. 
სიკვდილიც მაშინ ეს გეგონათ: 
როცა ფანტელები ხელისგულზე აღარ დნებიან

მერე გამოანათა მზემ და მოვიდნენ 
ახლობლები, მეზობლები და ნათესავები 
და თითოეულმა საკუთარი წილი სიკვდილი წაიღო თქვენგან, 
წაიღეს, მაგრამ არცერთს სახლამდეც არ მიჰყოლია, 
სახლი კი უფრო დაცარიელდა, 
არც ბებო იყო, აღარც სიკვდილი და აღარც თოვლი.... 

გახსოვთ ბაბუას მზიანი და ფართო ოთახი? 
მატარებლით გაემგზავრეთ უცხო ქალაქში, 
ფანჯრებიდან ისევ ნაცნობი ცა მოჩანდა, 
დედიკოც ისევ ახლოს იყო 
და თქვენ შეგეძლოთ მის კალთაში დიდხანს გეთვლიმათ. 

გახსოვთ ის კაცი, ტამბურში ასტრას რომ ეწეოდა, 
თან ისე მძიმედ ახველებდა, იფიქრებდი 
ნახველს გულსაც ამოაყოლებსო. 
გახსოვთ, მისი რუხი პალტო, 
ჟღალი თმები და სისხლისფერი წყლიანი თვალები? 
გახსოვთ ის კაცი, მაშინ შეშლილი რომ გეგონათ- 
ახლა მკვდარია. 
ის შუაღამით თქვენს კუპეში შემოეხეტა 
და იღრიალა: 


”ყველა მოკვდებით ადრე თუ გვიან 
და ვერ მიხვდებით საითკენ მიდის 
ეს გზა, რომელსაც სიცოცხლე ჰქვია 
და ეს სიკვდილი, რომელსაც ჭყინტი 
ყველის ყიდვისას დუმილით გამცნობს 
მერძევე კარის ზარზე რომ რეკავს, 
ის ყიდის კარაქს ყველსა და მაწონს 
და ნაცვლად წარსულს ყიდულობს შენგან. 

მე კი ვიყიდე ერთხელ სიბერე, 
რაც რამ მებადა გავყიდე და შუა ომში უწვერული ყმაწვილებისგან 
ნაოჭები და სევდა ვიყიდე, 
გულგრლობა და სიკვდილის შიში ვიყიდე 

და შემდეგ უკვე მათ საფლავთან მქონდა ცრემლები 
და წუთიწუზე ამოსაყვანი ყველივით თბილი სიტყვებიც, 
მათი კანივით ქორფა ვარდებიც 
და შეძენილი გულგრილობაც 
და მაშინ მითხრა სასაფლაოზე მოხეტიალე ათი წლის ბიჭმა: 
“დილით როდესაც მეძინა დედამ 
მერცხალი ხარო, ასე თქვა ძია, 
მე კი თქვენს გამშრალ თვალებში ვხედავ, 
რომ მეც მოვკვდები ადრე თუ გვიან 
და ვერ მივხვდები საითკენ მიდის 
ეს გზა, რომელსაც სიკვდილი ჰქვია 
და ეს სიცოცხლე, რომელსაც ჭყინტი 
ყველის გემო აქვს და მაწვნის სუნი 
ღამღამობით რომ მაჭმევენ ძალით 
და ჭამის შემდეგ მერევა გული 
და ვარწყევ როგორც ფეხმძიმე ქალი 
მთელს დედის რძეზე ნაყიდ ბავშვობას” 
ჰოო დედათქვენი ახლა შორსაა, 
ცოცხალია და რძისფერ ღრუბლებში დაფარფატებს 
რძისფერი ფრთებით, 
მამათქვენი კი ჩააძაღლეს....... 
ისინი მიხვდნენ და ჩააძაღლეს, 
მიხვდნენ – ჰო, მიხვდნენ თუ ვინც იყო, 
რომ თქვენს მამობას იბრალებდა 
და სააღდგომო ღორივით დაკლეს 
მდინარის პირას, რომელსაც ჰქვია: 
ჩვენთან არს ღმერთი... 

თქვენ კი ზღვისპირას უნდა იცხოვროთ 
და უნდა ჭამოთ თაფლი და თევზი, 
ესაა მამის ბოლო სურვილი, 
ესაა მამის ბოლო ლექსი: 

“სიცოცხლე ჩემი საუკეთესო თვისებაა და გეკითხები, 
ცოცხლებს შორის განა იცნობ ვინმე ისეთს, ამ თვისებაში ეჭვს 
რომ შეიტანს, 
შენი ქმარი ვარ და ყოველდილით ამ სიზმრებისგან დაცლილ 
ზეცას, ამ სიხარულს და ამ ქალაქს ვიწყებ შენიდან. 
და ამ უკვდავი ღმერთითა და მოკვდავი ძმებით 
გულისრევამდე ბედნიერი ვარ, 
ვერ გავრკვეულვარ ღვთის სიძულვილს 
თუ თქვენს სიყვარულს გამოვხატავ, როცა ხეიბარ 
სიტყვებს ვაგროვებ ლოცვისათვის და როცა ღამით 
შენთან წოლის ვითხოვ უფლებას 
და ვისმენ ეჭვი გულის ბნელი სარდაფებიდან 
ნესტიანი ხმით მესაუბრება, 
რათა მეასედ დამარწმუნოს, რომ ყველა ქმარი მოკვდავია 
და სიკვდილიდან რომ ვარ მოსული, 
რაც თავი მახსოვს ცოცხალი ვარ-რა ვუპასუხო – 
შემრთეს ქალი, რომელიც მიყვარს და ის არის სხვისგან ორსული..... 
და ბნელ ოთახში ატუზული, იღლიის ქვეშ ცოლის დაკარგვის 
შიშის ლაქას ვეხები, როგორც ნიშნობის ბეჭედს, 
მაგრამ ის მაინც ყოველღამით სხვასთან მიდის 
და მთვარის შუქზე წმინდანივით მიარხევს ბეჭებს, 
ხოლო მე ისიც აღარ ვიცი, რა უნდა ვიგრძნო, სად მტკიოდეს, 
უბრალოდ ვზივარ, ვეწევი და ვხედავ ფანჯრიდან 
კუპრისფერი ზღვა როგორ რიყავს მეომართა წაშლილ გვამებს, 
მესმის დაჭრილთა 
მიწისფერი ხროტინი და შენ გეკითხები, რისთვის დაჭირდა 
უფალს ამდენი ბედნიერი, ამდენი მოწმე მისი ღრეობის, 
მე ხომ არაფერს, არაფერს არ დავიშურებდი, რომ ერთხელ მაინც, 
ერთხელ მაინც გადავხვეოდი 
მათ, ვისი ხსოვნაც გადააქციეს საფლავის ჯვრებად, 
მარმარილოდ, ანდა გრანიტად, 
რათა სიცოცხლე, როგორც უბნის ბებიაქალი დახმარებოდათ 
გამოძრომაში სიკვდილის თბილი ჭუჭრუტანიდან 
და შეეყვარათ ისე, როგორც მიყვარხარ ახლა, 
ყველაზე შორი, ყველაზე უცხო 
და რაც ამ გრძნობას სიხარული და ცრემლი ახლავს 
ამ გულის გარდა არავინ უწყის. 

სწორედ ამიტომ ვიმეორებ: სიცოცხლე ჩემი საუკეთესო თვისებაა 
და ვიწყებ ისევ შენი შვილიდან. 
ის ღმერთი როა, აშკარაა და მოდის რათა გადაღლილი და 
დამძიმებული, დაკოჟრილი ხელისგულები შემოვავლო 
სიყვარულს, როგორც ანთებულ სანთელს. 
ის ბავშვია და უფროსებმა, როგორც ბავშვური საიდუმლო 
სიცოცხლე ანდეს 

და სიზმრად როცა შენს მუცელზე ყურმიდებული 
ვისმენ მის ყოფნას, ვრწმუნდები რომ ადამიანთა 
ყველა ღიმილი და ყველა ცრემლი 
ამ ცეროდენა მფეთქავ გულში გაერთიანდა. 
რომ შენ იცოცხლებ უსიკვდილოდ, მე კი მომკლავენ 
როგორც მოკლეს ქმრები ჩემამდე და ახლა ნებსით 
თუ უნებლიეთ შუაღამით თავდახრილი ვდგავარ ზღვასთან 
და საკუთარ თავს დავეძებ მკვდრებში, 
რომ მივასვენო მამის სახლში, რომელშიც კედლებს 
ისეთივე გრილი კანი აქვთ, როგორც ადამიანს 
სიცოცხლის შემდეგ. 
რომელშიც სკამებს კუბოს ირგვლივ ალაგებენ და 
ფერად-ფერად 
ყვავილებში მჯდომ ორ წინაპარს, 
მშობელთა კვდომას რომ შეესწრნენ 
და ვერაფრით წარმოედგინათ ჩემი სიკვდილი, 
ალბათ უფრო ამიტომ ჯერათ 
რომ აღარა ვარ და ცივ ნუგეშად იტოვებენ მტვრიან ფარაჯას, 
მაისურს და თიხიან ჩექმებს, 
ჩარჩოში სვამენ ძველ ფოტოებს, ჭერს ღებავენ და 
კედლებზე ქაღალდს აკრავენ, ეგებ 
ოთახის ძვლებმა მათზე უკეთ შეინახონ ჩემი სიცოცხლის 
ნაფლეთები რუხ ბათქაშზე ნესტად რომ რჩება, 
საფლავს ჯებირებს უშენებენ, რომ დავიწყებამ არ დატბოროს 
და ყოველწლიურ სერობებზე სანთელივით უნთებენ ხელფასს 
გარდაცვლილის სულს, შენ კი ცოცხლობ რათა გიყვარდეს 
ყველა, ვინც შენში ჩემი ცოლი ვერ დაინახა, 
ყველა ვინც მომკლა, ან ვერ მომკლა, 
ვინც ვერ დამთმო დავიწყებისთვის და ვინც კინაღამ 
ღმერთად მომნათლა...…” 

თქვენთვის არავის უთხოვია ბუნებრივი სიკვდილით მოკვდითო 
თქვენთვის არავინ გაიმეტა ნაოჭები სიბერე ან ჭაღარა 

როცა სიძულვილს აუდუღარ რძესავით გასმევდნენ 
როცა შიშისპირა ქალაქში გზრდიდნენ 

ისინი იდგნენ თავდახრილნი თქვენს ლოგინთან 
და გიმღეროდნენ ნაზის ხმით 

დაიძინე 
მე გაგზავნი როგორც მგელს ცხვრის ფარაში 
დაიძინე 
მე გასწავლი სხვისი სიკვდილით გახარებას 
და კვლისპირა ქალაქში გზრდიდნენ 

თქვენ კი გინდოდათ ყოფილიყავით 
მამათქვენზე სულ ცოტა უფრო ბედნიერი 

გყოლოდათ ცოლი თეძოების ნაზი რხევით გაძლებასა და 
სიკვდილს რომ გასწავლიდათ 
გესუნთქათ მისი მკერდიდან გადმოღვრილი რძისფერი ღამეები 
მაგრამ სიძვისპირა ქალაქში გზრდიდნენ 

ისინი მუდამ უკითხავად შემოდიოდნენ 
და ბოლთას ცემდნენ თქვენს სიზმრებში 
ღვთისსიყვარულს გირევდნენ პურში ღვარძლივით 
ღვთისკენლოცვებს აშრიალებდნენ ზურგზე ფრთებად 
და ღვთისპირა ქალაქში გზრდიდნენ 
ღვთისპირა ქალაქში” 


2. 
“სადღაც იპოვეს უფროსებმა შავ-თეთრი დროშა 
და გასაფერადებელი ალბომივით 
გვაჩუქეს ბავშვებს” 

ჩვენ კი გავიხსენეთ ისტორიის სახელმძღვანელო 
და სკოლაში დაზეპირებული ლექსები 
და ყოველ შემხვედრს ცხვირწინ ვუფრიალებდით 
სამშობლოს სიყვარულს 
მოკვდავ მეზობელს ნაჭრის ბურთივით ვტენიდით პირში 
ჩვენს უმიზეზო უკვდავებას 
და ნესტიანი სანგრებისაკენ მივათრევდით დასაღვრელ სისხლს 
საგმირო სხეულებით 

მე მახსოვს შენი სისხლი 
მოედანზე როცა მუხლი გადაიტყავე 
სკოლის ექთანმა იოდით მოგბანა ჭრილობა და 
გაოფლილ შუბლთან გიშრისფერი თმა ხელისგულით გადაგიწია 
ეს რა მტირალა ყოფილხარო ჩაგიცინა 
და მამაჩვენს სამსახურში გადაურეკა 
მამამ კინოში წაგვიყვანა და ვნახეთ ფილმი ომზე 
წლების შემდეგ კი ერთმანეთი წავიყვანეთ ომში 
როგორც კინოში 

მე მახსოვს შენი სისხლი 
თბილ ხნულში შავი ღივებივით რომ მოჩანდა 
სისხლიც როგორ გაგშავებია-მეთქი გავიფიქრე 
ვიდრე ზურგზე მოგიკიდებდი უკვე ცივს და სიკვდილგაჟღენთილს 
შენ კი საბოლოო უსასრულო სიზმარს ხედავდი 


“მე მინახავს მწვანე მოლზე შინდისფერი თბილი ლაქები 
ეს არ იყო ჩვენი დროშის ნაგლეჯები 
ეს იყო აბზაცები მეგობრების საბოლოო სიზმრებიდან” 

ვინ დავაჯერო რომ ღმერთი ვარ 
ერთი აბზაციც ვერ შევცვალე შენს სიკვდილში 
ერთი მძიმეც ვერ წავშალე 
ერთი პატარა მწვანე მორჩიც ვერ გადმოვრგე ჩემი გულიდან 
ვინ დავაჯერო რომ ღმერთი ვარ 
ვისაც ღიმილი შევუთვალე ცრემლი მაუწყა 
ვისთვისაც ცრემლი გავიმეტე ყველა მკვდარია 
მე კი უმიზნოდ უნდა ვსუნთქავდე გაზაფხულს წლიდან წლამდე 


ვინ დავაჯერო რომ ღმერთი ვარ 
ყოველ დილით პურს ვყიდულობ მაღაზიაში 
მივირთმევ ვახშამს 
ვიღებ ხელფასს 
და გულს ვინახავ სიყვარულისთვის 
ჩემს შიშველ ზურგთან ბევრი იწვა 
და მკერდიც უკვე სხვისი ვნებებით მაქვს გაჯირჯული 
ოცნებებს კი ისე ვაფურთხე გამვლელები მესალმებიან 
დარბაისელი კაციაო ასე ამბობენ 

“სამშობიარო სადაც დავიბადე 
დაბომბვის დროს დაინგრა 
როგორ აღარ ვიფიქრო სიკვდილზე” 


ვინ დავაჯერო რომ გაქრობის არ მეშინია 
როცა შიშები ქინქლებივით ეხვევიან 
ჩემს ლამპასავით მბჟუტავ სიცოცხლეს 
როცა იმედი საგულედან ხურდა ფულივით ამომაცალეს 
როცა ლექსებს ფესვებივით ვიწვდი მიწისკენ 
მიწისკენ სადაც თქვენ მეგულებით 
და შემორჩენილ სიხარულებს შემოდგომის ფოთლებივით ვაშრიალებ 


3. 
ვის ვუმღერო ჩემი გათოშილი გული 
ვის ავუნთო ჩემი დავიწყებული ლოცვა 
ვისკენ გავახილო ჩემი თვალდათხრილი ქალაქი 

მე უფლება მაქვს ვიყო ერთ-ერთი 
მივითრევდე 
კორპუსების ტეხილ კონტურებს 
ვრითმავდე 
სიკვდილთან მისასვლელ დღეებს
 

გვერდით ოთახში პერანგს აუთოებს დედა 
ხანგრძლივი თვალებით იატაკს ჩაჰყურებს 
მას ყველაფერი დაავიწყდა 
დაავიწყდა რომ მკვდარი ვარ და ყველაფერი მორჩა უკვე 
რომ მამაჩემის ძაძა ვერ მოირგო 
რომ ვეღარცერთი ჩემი ღიმილი ვერ მოინატრა 
ვის მოვუთხრო ჩემი სახლის ჩამქრალი ფანჯრები 

მე უფლება მაქვს ვირბინო შენსკენ 
ქანცგაწყვეტამდე 
სიყვარულამდე ვათეთრო შენსკენნათევი გზები 
დედა 
მიყვარხარ დედა 
რძისფერი კანი და მიწისფერი თვალები რომ გაქვს 
მიყვარხარ დედა 
მამა რომ მოკლეს მეც რომ მომკლეს და შენ მაინც ცოცხალი ხარ 
მიყვარხარ დედა 
ის ქალიც ჩემთან ვინც დაწვება 
ვინც შემიყვარებს და შემდეგ დედა რომ გახდება და 
მიყვარხარ დედა 
ყველა სიმღერა შენსკენ რომ მოდის 
ყველა ლოცვას რომ შენ ლოცულობ 
ყველა ფანჯრიდან შენ რომ ჩანხარ 
მიყვარხარ დედა 

მე უფლება მაქვს ვიყო მკვდარი 
და ვეღარასდროს ვისურვო დაბადება 

მე უფლება მაქვს ვიყო მკვდარი 
და ბნელ ოთახში ძველებურად ყვაოდნენ ქოთნის იები 
მე უფლება მაქვს ვიყო მკვდარი 
ვიდრე მომკლავდნენ 
ვიდრე აქ ვარ 
ვითომ ცოცხლად შენთან ერთად 
შენს საშოში 
მიყვარხარ დედა 

არაფერია უფრო უღრუბლო ვიდრე ჩემი სიყვარული 
უფრო უღრუბლო ვიდრე ჩემი სიყვარული

ჰხუხ

როგორც გრიშას, კაცს, რომელსაც ლიტერატურა ძალიან უყვარდა, ჰქონდა დასაბურძგნი მეთოდი, დაახლოებით ისევე ვკითხულობ ამ ლექსს უკვე 1031347477923074 ედ 

და

მიხარია

:)

ვგრძნობ!

ე.ი. ვარსებობ............



Wednesday, December 24, 2008

საახალწლო გაზეთის ხე

ყურადღება! ყურადღება!

ლაპარაკობს და უჩვენებს

კი არა და

წერს და კითხულობს

www.news.info.ge

თქვენს წინაშეა

მსოფლიოში 

ყვეელაზე

ყვეეეეეეელაზე

ყვეეეეეეეელაზეეე

მაგარი

ნაძვის

არა

და

გაზეთის ხე!

: )))

რეცეპტი:

აიღეთ ბევრიბევრიბევრი

ქართული პრესა

(ჰხო, ეგეთიც არსებობს)

დაუმატეთ

3-4-5 სკოჩი (მმმ..ქართულად რა ჰქვია არ ვიცი)

და ფერადი ფურცლები გემოვნებით...

მიღებული მასა 

გააპრტყელეთ კედელზე

და

მისკოჩ-მოსკოჩეთ!

სულ რაღაც რამდენიმე გაზეთის ფასად თქვენ მიიღებთ 

საახალწლო გაზეთის ხეს!

პლუსები:

ქაღალდის ხე ითავსებს არა მარტო ნაძვის ხის ფუნქციებს, არამედ  ინფორმაციის მიღების წყაროცაა....

უსაქმურობის ჟამს შეგეძლებათ გაეცნოთ პრესას, რომლისგანაც  დამზადებულია ნაძვის ხე

მინუსები: 

კედელზე გაკრული ნაძვის ხის გარშემო ცეკვა შეუძლებელია!

:უსერ:

პ.ს მართალია, ამ ნაძვის კი არა და გაზეთის ხის შექმნის პროცესში მე მხოლოდ ხელის შემშლელის ფუნქცია შევითავსე, მაგრამ  მაინც.......... :ც

და კიდევ

იმისათვის, რომ ნაძუის ხე უფრო გემრიელი გამოგივიდეთ, დესერტად ეს მიირთვით

http://s3.dancingsantacard.com/default.aspx?santa=2338006

დუ მი ლი


მედუმილება...................................

არა,

არ მესიჩუმება

და

არ მემარტოვება,

უბრალოდ

მე

დუმილ

ება

და

მეჩემსბავშვობისოცნებება

რომ

ყველა

ყველა

ყველა

ვინც მიყვარს

ყვეელა

იყოს ჩემთან

და

იყოს დუმილი........

ბევრი დუმილი

ბევრი

http://www.link.ge/file/177963/06---Outsider---Dumili.mp3.html

Friday, December 19, 2008

უკედლობა


აღარცერთი კედელი (აღარ)არსებობს

აღარცერთი.......

ყველა გზა თავისუფალია

ყველა ბილიკი გასუფთავებულია

ყველა სიმაღლე ჩამოდაბლებულია

ყველა უღელტეხილი გაასფალტებულია

 არანაირი წინაღობა

არანაირი მიზიდულობის კანონი

არანაირი ადგილისა და ფესვის ძახილი

არანაირი

აღარანაირი

 

მარჯვნივ წახვალ - მარჯვნივ წახვალ

მარცხნივ წახვალ - მარცხნივ წახვალ

წინ და უკან ერთნაირად შორია!

დედამიწა ჯერ კიდევ მრგვალია

და

თანაც ბრუნვადი

ტრიალებს.... ტრიალებს.....

მაგრამ სადღაც შენგან 129479247 კილომეტრის დაშორებით....

გაუდაბნოება

დაუდაბუროება

რამ შემაკავოს 

ვინ შემაკავოს

რატომ

რისთვის

აღარ..... ვეღარ......

იყო და არა იყო რა იყო 1 და არა 2...1 იყო...1 სულ 1 და სულ 1-1-1-1-1

ჰხოდა ერთ მშვენიერი დღეს, რომელიც სულაც არ იყო მშვენიერი, რადგან  მშვენიერება ისეთივე პირობით ცნებაა, როგორიც იყო 1, ამ 1-მა აიღო გუდა, რომელშიც სულაც არ ჰყავდა გამომწყვდეული ბავშვები, როგორც მე ბავშვობაში მაშინებდნენ...გუდიანი კაცი.... ერთი თავი ჭყინტი ყველი(მმმინდა), შოთის პურები და მარილი....კეთილ გულს გუდაში რა უნდოდა...ჰხოდა 1 გაუდგა გზას....

გაუდგა გზას და განუდგა ხალხს...

1 გროში მაინც დაგეტოვებინაო...უკან მოსასვლელი პირი გქონოდაო...

უძღები იყო უძღები შვილი...

ყველა გზა წინ მიდის!

ყველა გზა, 

რადგან

ყველა გზა

1ია

ხახვის ფურცლებიც კი ვერ დაგაბრუნებენ უკან...

მოვა კუდიანი დედაბერი და....

გაქცევა!

მე ტყუპის ცალი მყავს...

არ იცოდით ხომ?

არაუშავს...ახლა გეცოდინებათ

მე და კითხვა ”რა მინდა აქ” ერთად დავიბადეთ, 1ად გავიზარდეთ, მას შემდეგ ხელიხელჩაკიდულები დავდივართ....ერთ დღესაც ჩემმა ტყუპის ცალმა  დროს მოუხმო....

დრო! მოდი მალე...

დრო! წამიყვანე....

არ მინდა აქ

რა მინდა აქ

რაღა მინდა აქ.....

არცერთი კედელი!

არცერთი!

ვეღარაფერი მაჩერებს

მაგრამ....


”ადამიანებს სჭირდებათ კედლები,
რათა განუწყვეტლივ არ ხედავდნენ ერთმანეთს.
ადამიანებს სჭირდებათ კედლები,
რათა ეძებონ ერთმანეთი, იპოვნონ და დაუცხრონ მერე ერთმანეთს ჟინი.
ადამიანებს სჭირდებათ კედლები,რათა დახატონ სურათები და მერე ამ კედლებზე ჩამოკიდონ.ადამიანებს სჭირდებათ კედლები,
რათა იცნობდნენ სხვათა და საკუთარ სხეულებს,
ადამიანებს სჭირდებათ კედლები,
რათა არ შეზიზღდეთ საბოლოოდ ერთმანეთი.
ადამიანებს სჭირდებათ კედლები,
რათა ხანდახან დაიმალნონ და თავი მოიტყუონ და თავი გაიმართლონ.
ადამიანებს სჭირდებათ კედლები,
რათა უხაროდეთ ტრიალ მინდორზე ყოფნა.
ადამიანებს სჭირდებათ კედლები,
რათა ამ კედლებს ჰქონდეს ფანჯრები, საიდანაც გაიხედავენ და
კარები, საიდანაც შევლენ და გავლენ
ადამიანებს სჭირდებათ კედლები,
რათა ჰქონდეთ თავს ზემოთ ჭერი და ეგონოთ, 
რომ ვერავინ ხედავს, თვით უფალიც კი.
ადამიანებს სჭირდებათ კედლები,
რათა ეგონოთ რომ ღმერთი არსებობს და
რათა დაეჭვდნენ მის არსებობაში.
ადამიანებს სჭირდებათ კედლები,
რათა ააშენენ და მერე დაანგრიონ ისინი
ადამიანებს სჭირდებათ კედლები,
რათა იყვნენ ადამიანები.
ადამიანებს სჭირდებათ კედლები...”

უკედლობა მეკედლება!

 კედელი ,ჭირდება,

კედელი,

რომ უკედლობა გადავლახო

და

უგუდნაბად გავუყვე გზას....

მერე რა რომ ჩემი გზა რომში არ მიდის...

მერე რა...

მერე

რა....

არაფერი


არაფერი მაშინებს!

საშინლად მაშინებს...

ხო, არაფრი...

მართლა!

 მაჟრჟოლებს და ტანში მზარავს არაფერი

სიირაფრევე შემომეპარა სხეულში

ბინა დაიდო

და

მეტასტაზებივით გამიმრავლდა, მოედო  მთელ ორგანიზმს...

თითოეული მოლეკულა, თითოეული უჯრედი

არაფრით მაქვს სავსე

გრძნობები გამიარაფრისფერდა

გული სავსეა არაფრით

გონება არაფრით დაკავებული

ფიქრები არაფრისკენ მიმართული

სურვილები? - მხოლოდ არაფრის სურვილი

მოლოდინი? - არაფრის მოლოდინი

არაფერი მახარებს...ძალიან მახარებს

არაფერი მტკივა...ძალიან, მართლა ძალიან

მაწუხებს, მოსვენებას მიკარგავს არაფერი

არაფერი მინდა...მინდა...არაფერი....

არაფერმა ჩამყლაპა, გამაქრო, გამაარაფრისფერა

არაფერი გამივლის

გამივლის!

აუცილებლად გამივლის....

სულსულსულ

არაფერი

არაფერი!

Thursday, December 18, 2008

დსგდსგდცკჯსაგბცჯკსადჰყბხსყჰდკასყდხზსაყდლიაყ


საკუთარი თავს რომ რამეს მოჰპარავ, ქურდობაში გეთვლება?

სულ მაინტერესებდა,

ბავშვიბიდან

ამ კიტხვაზე პასუხი.......

აი ჯერ კიდევ მაშინ

მეორე დღისთვის გადანახულ შოკოლადებს წინა დღით რომ ვუჭამდი ჩემ ტავს და თან თავს რომ ვიკატუნებდი(ჰეჰე, მოკატუნება რა მაგარი სიტყვაა) თითქოს არ ვიცოდი.....

ჰხოდა ახლაც

შარშანდელ ჩემს პოსტებს გადავაწყდი

და

ეს ლექსი დამიპოსტავს

არ ვიცი ვისია და სად ვნახე და რატომ დავპოსტე და ამას რომ ვპოსტავდი რას ვფიქრიბდი და....

ჰხოდა ახლა ჩემ თავს იმ ლექსს ვპარავ,

მხოლოდ ლექსს,

ემოციებს არა,

სამყოფილი მაქვს ჯერჯერობით

ჰხოდა ასთრე......

მერამდენედ, კედელზე ვაჭედებ ცას 
და ვუბარებ, რომ არსად წავიდეს - 
ვიპოვი - მოვკლავ. 
და მაინც ყოველ დილით 
ცა მეპარება თითებს შორის 
და სადღაც მიდის. 
ეგ არაფერი. 
დავაბრალოთ დაუდგრომლობას, 
მომთაბარე სხეულის ლტოლვას, 
და დავივიწყოთ. 

უკვე მერამდენედ ვკარგავ ჩაის კოვზს 
და აღმოვაჩენ აივანზე, 
გამზადებულს გადასავარდნად. 
ეგ არაფერი. 
მივეჩვიე თვითმკვლელ საგნებს 
და ამ საგნების ჩემდამი მიუჩვევლობას. 

მერამდენედ მიჯიუტდება დრო და 
საკუთარ ნაღრძობ ბუნებას ავლენს, 
საათის ისრებს ატრიალებს უკან და - ტირის. 
ეგ არაფერი. 
მივეჩვიე დაკომპლექსებულ ცნებებს, 
რომლებსაც საკუთარი განსაზღვრება აშინებთ. 

მერამდენედ ვეძებ საკუთარ სხეულზე ხალს 
რომელიც ერთხელ აღმოვაჩინე 
და მას მერე აღარ მინახავს. 
ეგ არაფერი, 
მივეჩვიე საკუთარ სხეულს, 
ბავშვობიდან ამას ვცდილობდი. 

მერამდენედ ვეძებ კარს, 
საიდანაც სიბნელე მოჩანს 
და მერამდენედ ვპოულობ, 
მაგრამ ვერ გამიღია. 
ეგ არაფერი. 
მივეჩვიე, რომ გასაღები ყველაფრის - 
არ მაქვს. 

მერამდენედ გავდივარ სახლიდან მარტო 
ისევ უმიზნოდ სახეტიალოდ. 
ეგ არაფერი. 
მივეჩვიე, რომ ჩემს მიზანს უმიზნოდ თვლიან. 

მერამდენედ ვეძებ შენში მეოთხე განზომილებას 
და მერამდენედ ვპოულობ. 
მიკვირს, რომ დღემდე ვერ მივეჩვიე.

ტრადიციები


”ტრადიცია” ლათინური სიტყვაა და ნიშნავს წარსულის გადმონაშთს.  პირველად სიტყვა ”ტრადიცია” გვხვდება ძველ ბერძნულ ლიტერატურაში, როგორც ჩანს მას ხშირად იყენებდნენ ძველ ჩინეთსა და იაპონიაშიც....

კი არა და

მოგატყუეთ!

ჰხეჰხეჰხე - ჩაიხითხითა ბებერმა კუდიანმა და გზა განაგრძო....

აბა მე რა ვიცი საიდან მოდის სიტყვა ტრადიცია და რას ნიშნავს და პირველად ვინ თქვა და ვის უნდოდა თქმა და ვინ დაასწრო და რავი ვიცი მე, ვახ.... ის კი არ ვარ..ვინ ის? ის რა...

მოკლედ თუ გრძლად მივხვდი!

სულაც არ არის აუცილებელი ტრადიციების მიმდევარი იყო, იმისათვის, რომ ტრადიცების მიმდევარი იყო!

ჰხო, ზუსტად ეგრე....

უფრო კონკრეტულად კი

არსებობს ტრადიციული ტრადიციები და არატრადიციული ტრადიციები. ასევე არსებობს ოჯახური ტრადიციები, სამსახურეობრივი ტრადიციები, მეგობრულსამეგობრო ტრადიციები, ახალი წლის წინა ღამეს აბანოში წასვლები და ა.შ.

ტრადიცია რჯულზე უმტკიცესიაო - ახალი ქართული ანდაზა მომზადებული ჩემ მიერ -რჯულზე და რწმენაზე არ ვიცი, მაგრამ ყავის დალევა რომ ჩემთვის ტრადიციაზე უტრადიციულესია ვისაც ეჭვი ეპარება, მოვიდეს, მნახოს, დაიჯეროს და წავიდეს....

საერთოდაც, ამ საკითხე ბჟუტურეპისტოლური ჟანრის გამოყენება მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც ჩემმა ბიძაშვილთანამშრომელმა ტრადიციულჩვეული სახით გადმოიღო დღევანდელი დღის გაზეთი და ყველას ანუ სამივე თანამშრომელს ჰოროსკოპი წაგვიკითხა. ეს  ტრადიცია ჩემი სამსახურში მისვლამდე დამკვიდრდა, რატომ და რა ვითარებაში არ ვიცი, მაგრამ ერთი რამ ცხადია, არცერთს ანუ სამივე თანამშრომელს ჰოროსკოპის არ გვჯერა...ანდა როგორ უნდა დაიჯერო, როცა ივნისიდან მოყოლებული ჩემი ჰოროსკოპი მატყუებს : სიყვარულში გიმართლებს, გელის საჩუქარიო..ისემც....კხმ...კხმ... ჰხო, დღეს უკვე დღიური ჰოროსკოპის ნაცვლად წლიური წავიკითხე და ისაო.... 2009 წელი ტყუპებისათვის ბავშვების გაჩენის წელიაო...კეკეე, ზეგ კი არა და ჰხო....

კიდევ ერთი სამსახურეობრივი ტრადიცია - სადილის დასაწყისი 13:30 არც მეტი, არც ნაკლები...ერთი წუთით დაგვიანებამ ან ადრე სადილობამ შესაძლოა დამღუპველი შედეგი გამოიღოს... ნუ მართალია ეს დამღუპველი შედეგი თავის თავზე არავის გამოუცდია, მაგრამ....

სამსახურეობრივ ტრადიციაში შედის  უსაქმურობაც... ეს ტრადიცია მგონი საყოველთაოდ აღიარებულია და სხვა პლაგიატმა სამსახურებმაც  აქტიურად მოგვბაძეს... ასეა ხო? კხმ...ტრადიციულად სამუშაო საათი 9 საათზე იწყება, ასევე ტრადიცულად მე სამსახურში ზუსტად ნახევარი საათის დაგვიანებით მივდივარ და ტრადიცულად შენიშვნას ვიღებ.... ტრადიცად იქცა ისიც, რომ 2 საათის შემდეგ ჩემი შრომიუნარიანობა 0ის ტოლია...თუ მოხდა სასწაული და 2 სთ-ს მერეც მემუშაობისურვილება, სასწრაფოდ ვდგები და ოთახში ბოლთას ვცემ, რომ მუშაობის სურვილმა გამიაროს...აბა ტრადიციას ხომ ვერ ვუღალატებ....:ც

ჰხუხ...რა საყვარელი ტრადიციები მქონია.... ეს მხოლოდ სამსახურში და თქვენ სახლში უნდა ნახოთ....:ც

მაგრამ სხვა ტრადიციებზე წერა მერე....

ხო სიტყვა ”მერე” ჩემს ლექსიკონში ქართული ენიდან შემოვიდა და ნიშნავს ”არასოდეს”......

Wednesday, December 17, 2008

წამშალეთ....


წამშალეთ!

წამშალეთ და სხვანაირად დამწერეთ....ცოტა უფრო გასაგები შრიფტით...

ან ფერი შემიცვალეთ!

ხო, თავიდან დამხატეთ და ამდენ საღებავს ნუღარ აურევთ ერთმანეთში....რამდენიმე მკვეთრი ფერი გამოიყენეთ...მეტი არაფერი...

ანდა შემკრიბეთ !

მნიშვნელი  ვიქნები, ანდაც მრციხველი, ჯამი დამანახეთ ჯამი... გააქრეთ ყველანაირი იქსი და იგრეკი...მარტივი ამოცანა...მარტივი შედეგით...

არა? მაშინ თავიდან დამიკარით

ჭრელო პეპელა გაფრინდი ნელა

ჟუჟუნა წვიმა მოვიდა

დელიავ, დელიავ, დელიავ

თავიდან მიმღერეთ..

თავიდან გამომაქანდაკეთ.....

ისე, ჩვეულებრივ....100 მეტრში რომ იგრძნობდოდეს რომ ქანდაკებაა, ღამე რომ მაწვიმდეს და დღისით მზე რომ მწვავდეს...რომ მოვკვდები  თავთან რომ დამიდგან და დააწერონ....რიგითი მოკვდავი...

თავიდან დამბადეთ...

თავიდან გამზარდეთ...

თავიდან მასწავლეთ

რომ

რომ

რომ

რომ

რომ

რომ

თავიდან ჩამადენინეთ შეცდომები - უფრო გამოუსწორებელი, უფრო შემაძრწუნებელი...

თავიდან გამაფრინეთ და თავიდან ჩამომაგდეთ, მერე რა, ისევ თავიდან გავფრინდები

თავიდან დავეცემი და თავიდან წამოვდგები და თავიდან გავივლი, რომ ისევ ტავიდან დავეცე...ოღონდ უფრო მწარედ, ისე მწარედ, რომ მივხვდე ადგომას და გზის გაგრძელებას აზრი არ აქვს....

თავიდან მომკალით

ჯერ მომკალით

და

მერე ისე მომკალით....

თავიდან!

თორემ.....

თორემ....

არც არაფერი...

თოვს....

Monday, December 15, 2008

პირიქით

ძალიან მარტივია
დაჯდები
იფიქრებ
იფიქრებ
იფიქრებ
1
2
3
4
5
6
7
საათს
რატომ არ უნდა გააკეთო ის, რაც არ უნდა გააკეთო
ჩამოთვლი 
12808341247192743974937575732
არგუმენტს
1
ის წინაღმდეგ
ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტ რომ არ უნდა გააკეთო
ამიტომ
ამიტომ
ამიტომ
ამიტომ
ამიტომ
ამიტომ
ამიტომ
და
ამიტომ
და
მერე ძალიან დამშვიდებული
აკეთებ
იმას

რის გაუკეთებლობაშიც 99%-ით დარწმუნებული ხარ.....

მმმ

ყველაფერი პირიქითაა

სულ პირიქით

გამივლის!


გამივლის!!!

გამივლის...გამივლის....გამივლის...გამივლის...

ეს ზამთარიც გამივლის

ეს თოვლის გამივლის

ეს სამსახურიც გამივლის

ეს ყავაც გამივლის

ეს დღეც გამივლის

ეს ღამეც გამივლის

ეს ფიქრიც გამივლის

ეს განწყობაც გამივლის

ეს სურვილიც გამივლის

ეს უსურველობაც გამივლის

ეს სულერთობაც გამივლის

ეს იძულებითი სიმშვიდეც გამივლის

ეს მოსალოდნელი საფრთხეც გამივლის

ეს არაფრის მოლოდინიც გამივლის

ეს ყველაფრის მოლოდინიც გამივლის

ეს აკვიატებული აზრებიც გამივლის

ეს მოგონებებიც გამივლის

სხვა მოგონებებიც გამივლის

კიდევ სხვა მოგონებებიც გამივლის

ბევრი ბევრი ბევრი 

გამივლის

და

შენც გამივლი

და

სხვაც გამივლის

და

ასეთი ჩემი თავიც გამივლის

და

სხვანაირი ჩემი თავიც გამივლის

და

კიდევ სხვანაირი ჩემი თავიც გამივლის

და

სამყაროც გამივლის

და

გალაკტიკაც გამივლის

და

არარსებულის არსებობაც გამივლის

და

არსებულის არარსებობაც გამივლის

და

გავლაც გამივლის

და.......

რა დარჩება

არც არაფერი...

სრულყოფილი მხოლოდ უძრაობაა, რომელიც თავის თავში მოიცავს მოძრაობასაც!

Friday, December 12, 2008

ლურჯა ცხენები


დღეს თვალის გახელიდან

ამომაჩემკვიატა

გალაკტიონის 

ყველაზეყველაზეყველაზე

ლექსი

ყველაზე!!!

ჩემ

თვის.....

როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი, 
ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში! 

არ ჩანდა შენაპირი,ვერ ვნახე ვერაფერი, 
ცივ და მიუსაფარი მდუმარების გარეშე. 

მდუმარების გარეშე და სიცივის თარეშში 
სამუდამო მხარეში მხოლოდ სიმწუხარეა! 

ცეცხლი არ კრთის თვალებში, წევხარ ცივ სამარეში, 
წევხარ ცივ სამარეში და არც სულს უხარია. 

შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით 
უსულდგმულო დღეები რბიან, მიიჩქარიან! 

სიზმარიან ჩვენებით - ჩემი ლურჯა ცხენებით 
ჩემთან მოესვენებით! ყველანი აქ არიან! 

იჩქარიან წამები, მე კი არ მენანება: 
ცრემლით არ ინამება სამუდამო ბალიში; 

გაქრა ვნება-წამება, როგორც ღამის ზმანება, 
ვით სულის ხმოვანება ლოცვის სიმხურვალეში. 

ვით ცეცხლის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი

ჩქარი გრგვინვა-გრიალით ჰქრიან ლურჯა ცხენები! 

ყვავილნი არ არიან, არც შვება-სიზმარია! 
ახლა კი სამარეა შენი განსასვენები! 

რომელი სცნობს შენს სახეს, ან ვინ იტყვის, შენს სახელს? 
ვინ გაიგებს შენს ძახილს, ძახილს ვინ დაიჯერებს? 

ვერავინ განუგეშებს საოცრების უბეში, 
სძინავთ ბნელ ხვეულებში გამოუცნობ ქიმერებს! 

მხოლოდ შუქთა კამარა ვერაფერმა დაფარა: 
მშრალ რიცხვების ამარა უდაბნოში ღელდება! 

შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით 
უსულდგმულო დღეები ჩნდება და ქვესკნელდება. 

მხოლოდ ნისლის თარეშში, სამუდამო მხარეში, 
ზევით თუ სამარეში, წყევლით შენაჩვენები, 

როგორც ზღვის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი, 
ჩქარი გრგვინვა-გრიალით ჰქრიან ლურჯა ცხენები!

დღეს, როგორც არა ს დრო ს

ისე.........


Thursday, December 11, 2008

წლიური ანგარიში


ახალ წლამდე რამდენიღაც დღე  დარჩა

რამდენიღაცა კი არა და 20 დღე

არც ისე ბევრი, არც ისე ცოტა

თუმცა საკმარისი იმისთვის, რომ განვლილი წელი შევაჯამო,

ანგარიში დავწერო

და

მერე პარლამენტის კი არა და საკუთარი თავის წინაშე წარვსდგე მოხსენებით...

რიცხვებთან დაკავშირებით ჩემს განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე ერთხელ უკვე დავწერე

არ წაგიკითხავთ ხო? რა კარგია...

რა დავწერე არ მახსოვს, 

მაგრამ

ალბათ სადმე ვახსენე, რომ

ლუწი და კენტი რიცხვები და თარიღები მაინც გარკვეულ ემოციას იწვევენ ჩემში...

კენტი - უარყოფითი

ხოლო

წყვილი - დადებითი

რატომ?

არ ვიცი...არ მიფიქრია, რომ დავფიქრდე რამე პასუხს მოვიფიქრებ ალბათ, მაგრამ მეზარება...ასეა და მორჩა!

შესაბამისად, ყველაფერი ცუდი

სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს ხდება

ყველაფერი კარგი

ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს...

კვირა?

კვირა დასვენების დღეა!

ჰხოდა რა დროს კვირის დღეებია წელიწადს ვაჯამებდი ვაჰხთ...

2008 წელი  2ზე ხომ იყოფა?

იყოფა!

ანუ რა გამოდის?

რა და....

ისა....

ესა

მესა

გადის ესა....

თან 2008 ჩემი წელია

ჩემი რა ვირთხის...

ცუდი რამეა მოლოდინი

თუ არ გამართლდა გული გწყდება, თუ გამართლდა, ფიქრობ,  ეს ისედაც ასე უნდა მომხდარიყოვო.

მაგრამ 2008 ის მოლოდინი მაინც იყო

ჯერ კიდევ 2000 წლიდან...მეგონა, რომ 2008 წელს ყველაფერი ყველაფერი, ყველაფერი შეიცვლებოდა...რატომ მეგონა? არ ვიცი... რიცხვი 8 წერია თარიღში და თან ჩემი წელი იყო...ალბათ მაგიტომ... მოთხოვნა აჭარბებს მიწოდებას... ან არც... იმდენი არ მომითხოვია 2008ისგან, რამდენიც გაიღო, ალბათ...

ალბათ პირველი ემოციაც, რაც ამ წლის გახსენებისას დამებადება  ინფორმაციულემოციურადდატვირთული იქნება...

გამოგონებებითგაჭედილი

სულისგამაოფლიანებელი

უფრო კონკრეტულად კი.....

თუმცა წინ ვისთვის მთეეეეეეეეელი 20 დღე და ვისთვის სუუუუუუულ რაღაც 20 დღე მაქვს

წერტილს არ დავსვამ

გავსამწერტილიანდები

Wednesday, December 10, 2008

მშვიდობით თურქეთო!


ჰხოდა ასე......

ალბათ ასე იყო საჭირო

ალბათ

ალბათ

ალბათ....

ყველაფერი რაღაცის გამო ხდება....გულიც იმიტომ დამწყდა, რომ ვერ მივხვდი ეს რის გამო მოხდა....

ალბათ იმიტომ, რომ....

იმიტომ როომ...

ალბათ თბილისმა ვერ მაპატია, ორიოდე დღის წინ რომ გამოვუცხადე, მეზიზღები და ერთი სული მაქვს როდის მიგატოვებმეთქი.....ისაო, მშობლიურმა ქალაქმა შურის ძიება იცისო...

ალბათ....

ალბათ საქართველო ვერ გადაიტანდა უჩემობას და შეკრა თავისი საზღვრები და  არ გამიშვა... ვუი, ასე ვუყვარვარ ჩემს ქვეყანას და მე კიდევ ისა...

ალბათ კიდევ ის რომ...

ის, რომ....

ალბათ ძალიან ინტერესიანი სიცოცხლე მყავს...ძალიან... აინტერესებს სადამდე გადის ჩემი მოთმინების ზღვარი და...არადა არ იცის, რომ მოთმინება ერთხელ უკვე დავკარგე და ახლა რა დავკარგო, რაც უკვე დაკარგულია.....

და მაინც...

მაინც 

მგონია

რომ

ზღვამ არ მიმიღო.....

ვერ მპატიობს მთაში რომ გავცვალე უკვე 5 წელია....

ეჭვიანი ზღვა...

არადა ყველაფერი რეალურად ძალიან მარტივადაა - ცხოვრებას სურს, რომ გაქცევას გადამაჩვიოს.... შეეჯახე პრობლემას პირისპირ - ნუ შემოუვლი, თორემ ისაო, მანეთს დაწერს ტაქსიო

კი არა და 

 დაეცი? წამოდექი და გაიღიმე

გაიღიმე

და

გაიარე......

სხვა გზა, სხვა ხსნა

ამაზე მეტი

არ

გამაჩნია...........

Tuesday, December 9, 2008

...დან ...მდე


ფიქრთა კონტროლი დაირღვა!

დროთა კავშირი?

რა შუაშია....

დიდი ხანია მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდებს შორის დარღვეულია....

რა საერთო აქვს 9 წლის ყველაზე გათამამებულ ბავშვს ჩემთან, რომელშიც მშობლები ყველა თავიანთი განუხორციელებელმიუღწეველი ოცნებამიზნის განხორციელებას ხედავდნენ....

ან ის გოგო, 15 წლის, მე-9 კლასში ყველაზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით რომ დადიოდა სკოლაში და იმაზე მეტად იპრანჭებოდა, ვიდრე მთელი 10 წლის შემდეგაც კი უფროგანვითარებულწინწასულტექნოლოგიურგათანამედროვებული თინეიჯერები დღეს ახერხებენ....

10კლასში რომ გადავედი, მთელს ჩემი ასაკის ბავშვებს შორის ყველაზე მსუქანი ვიყავი : )) არ გჯერათ? კარგია სურათები რომ არ გინახავთ, თუმცა ის შეგრძნება, რომ....... ჰხო, ამდენი ხნის შემდეგაც მჯერა, რომ......შემომრჩა...უბრალოდ სიზმრის ეფექტს ვახორციელებ რეალობაში წარმატებით... მე ხომ ვიცი რომ მსუქანი ვარ, მერე რა რომ სხვები ევრ ხედავენ : ))

მერე რა იყო.... ჰხო მერე სხვა ეტაპი იყო....დიიიდ ხუჭაჭათმიან გოგოზე..კულულკუწკუწთქმიანი ადამიანები თურმე მართლა განსხვავდებიან სწორთმიანებისაგან...მერე რა რომ თუ ბუნებამც არ უშველა ქიმიითაც შეიძლება დახვევაო....:))

რადიკალები.....
ერთი პოლუსიდან მეორე პოლუსზე გადახტომა წამში 180კმ -ის სიჩქარით....
ერთ დღესაც აკრიჭინდა მაკრატელი კრიჭიკრიჭიკრიჭი.... თავხოტორა დავბრუნდი... ხუჭუჭთმიანი გოგოს ამბავი სალონის დამლაგებელმა ნაგავს გაატანა ჩემს ქიმიურ კულულებთან ერთად....
გადაპარსული თავი უფრო გონიერია...ალბათ თმა ხელს არ უშლის სიცივის დროს და გონებაც ცივაად ინახება....

ექსპერიმენტების ახალი ეპოქა 2006 წლის კოლექციიდან

გავრიჟავდი

ექსპერიმენტი 2007

გავმწვანეთმიან-გავნახევარმელოტდი

ექსპერიმენტი 2008

გავწითელთმიან-გავსათვალიანდი

ექსპერიმენტი 2009

?




ო ლა ლაა....

თავო ჩემო, გარდაგხდა გარდასავალი, აწი უარესს მიელი


კი არა და

კიდევ კარგი პატრონის შეცვლა არ შეგიძლია

თორემ

ალბათ რამდენჯერ დამეკარგებოდი

და

ვივლიდი ახლა თავდაკარგული

: დ






და ამ ყველაფრის მერე გასაკვირია სარკეში ჩახედვისას პირველი 5 წამის განმავლობაში საკუთარ თავს რომ ვერ აღვიქვამ?

მმმმმ

კი არა და

სადამდე?გავლამდე.........

!


სიცოცხლეს ალბათ ფერი არ აქვს,

თორემ ჩემი სიცოცხლე აშკარად წითელი იქნებოდა

სირცხვილისგან............

Thursday, December 4, 2008

უკან-მომავალში


ჰხოდა ასე..
იმას რომ წინ და უკან ერთნაირად შორია, ბევრი ლაპარაკი არ უნდა
არც ცოტა ლაპარაკი...
ერთნაირად შორია და მორჩა
წინ წარსულში
თუ
უკან მომავალში
მხოლოდ გემოვნების საკითხია..
ისევე როგორც ყავა შაქრით თუ უშაქროდ..
და
საერთოდაც,
ძალიან ცოტა ფილმი მახსენდება ისეთი, რომელზეც იმდენი მეფიქროს, რამდენიც ამ ფილმზე http://www.gol.ge/index.php?cat=movies&details=33&order=1.1&search=დროის%20მანქანა
პრინციპში ეს არც არის გასაკვირი იმ ადამიანისაგან, ვისთვისაც 24 წლის ასაკშიც კი ყველაზე საშიშ ფილმად ”ცისკარა” რჩება...
გავიარეთ
გამოვირეთ
გავაგრძელეთ....
კი არა და
შემომაფიქრდა:
სამყაროში გასაოცარი ისღა შემორჩა, რომ აღარაფერი აღარ არის გასაოცარი..არც გასაოთხმოცებელი..
ჰხოოდა
რა გასაკვირი იქნება, რომ 100 --1000-10000 წელის შემდეგ მეცნიერებმა დროში მოგზაურობა რეალობად აქციონ
ან ის რატომ იქნება გასაოცარი, რომ ვინმე ნაკლები ფანტაზიის მქონე მომავალმა ადამიანმა მოგზაურობა სწორედ 2008 წელში გადაწყვიტოს და თქვენ წარმოიდგინეთ. სწპრედ საქართველოში და უფრო უფრო ფურო რომ დავკონკრეტდეთ თბილისში...
ჰხოდა იქნებ ახლა დადის ვინმე ჩვენს შორის 1-1-1-1-1-1-1-1-1-1-1-1-1-1
რომელიც
მომავლიდანაა სტუმრად
და...
და საერთოდაც, იქნებ ის ადამიანი მე ვარ
დამიმტკიცეთ რომ არ ვარ
და
გადავდგები
კი არა და
დამიმტკიცებთ?
ვერა....
ჰხოდა იმასაც ვერ ვამტკიცებთ ვინ ვართ და სად ვართ და საიდან ვართ და როგორ ვართ და რატომ ვართ და ნამდვილად ვართ თუ გვესიზმრება ერთმანეთი და ...

"ადამიანი არის არსება, რომელიც იმდენად არსებობს რამდენადაც თავის თავს ქმნის და ამას იგი იმ საშუალებებით აკეთებს, რომლებიც ბუნებაში ასეთი სახით არ მოიპოვება. ადამიანის ადამიანურობის განმსაზღვრელია ის, რომ იგი არაა ბუნებრივი არსება და ამ თვასაზრისით არც მაიმუნისგანაა წარმოშობილი, საერთოდაც, ადამიანი არ წარმოშობილა იმისგან, რაც ბუნებაში ერთგვარ ბიოლოგიურ მანქანადაა მოცემული, ანუ არაა სახეობათა განვითარებიდან"

თუნდაც...

Wednesday, December 3, 2008

ვაბლოგსახლებ


ბლოგი ვერ გავიბლოგე
კი არა და
ვერ შემოვისახლე...
ისეა
სადმე კარგ ადგილას ანუ იმ ადგილას სადაც შენ გინდა
ბინას რომ იყიდი
გაარემონტებ ისე, როგოროც გინდოდა სულ და სულ და სულ
ავეჯს დადგამ ისეთს, როგორიც გინდოდა სულ და სულ და სულ
კედლებზე ნახატებს ჩამოკიდებ ისეთს, როგორიც გინდოდა სულ და სულ და სულ
ერთ ადგილას კედელს შენ თვითონ მოხატავ ისე, როგორც გინდოდა სულ და სულ და სულ
შეხვალ საცხოვრებლად
და
მაინც რაღაც აკლია...
ჯერ შენი აურით თუ სუნით თუ მოგონებებით არ არის გაჟღენთილი სახლი
და
იმიტომ...
ჰხოდა დადიხარ საკუთარი გემოვნებით საკუთარი სურვილით საკუთარი ნებით გადასულ ახალ სახლში სტუმარივით...
მოკლედ ასთრე ვარ ამ ბლოგში
ჯერჯერჯერჯერჯეჯრჯერჯერჯერჯერობით
ჯერ კედლებს ვათბობ,
ვალაგებ
კი არა და
ვურევ,
ვაჩემფერებ
და
მერე დავიწყებ ცხოვრებას ჩემს მწუნე სახლში....
ფარდებს ჩამოვკიდებ
ჭაღს დავადაბალსინათლებ
ბუხარს ავანთებ
ყავას მოვიდუღებ
მუსიკას ჩავრთავ
სავარძელში ჩავჯდები
და
დავწერ, რომ
ყველაფერი
მაინც
სულ
1
ია
სულსულსულსულსულ
1
რადგან უძრაბა იმდენად სრულყოფილია, რომ თავის თავში მოიცავს თვით მოძრაობასაც....
ბლოგი ვერ გავიბლოგე
კი არა და
ვერ შემოვისახლე...
ისეა
სადმე კარგ ადგილას ანუ იმ ადგილას სადაც შენ გინდა
ბინას რომ იყიდი
გაარემონტებ ისე, როგოროც გინდოდა სულ და სულ და სულ
ავეჯს დადგამ ისეთ, როგორიც გინდა სულ და სულ და სულ
კედლებზე ნახატებს ჩამოკიდებ ისეთს, როგორიც გინდოდა სულ და სულ და სულ
ერთ ადგილას კედელს შენ თვითონ მოხატავ ისე, როგორც გინდოდა სულ და სულ და სულ
შეხვალ საცხოვრებლად
და
მაინც რაღაც აკლია...
ჯერ შენი აურით და სუნით და მოგონებებით არ არის გაჟღენთილი სახლი
და
იმიტომ...
ჰხოდა დადიხარ საკუთარ

Tuesday, December 2, 2008

არაფერი ახალი


ფორიაფ-ბორიაქ-პორიაქ
მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა და მოძრაობა და მოძრაობა და კიდევ მოძრაობა და კიდევ დე კიდევ და კიდევ და კიდევ და...
წაიბორძიკე? წამოდექი ..გაიმართე და ისევ
მოძრაობა და მოძრაობა და მოძრაობა და კიდევ და კიდევ და კიდევ და კიდევ და კიდევ და კიდევ
და
დაეცი?! - წამოდექი და გაიარე!
ან
ამოთხარე
მიწა ამოთხარე
ღრმად
და
ღრმად
და
უფრო ღრმად
და
კიდევ და კიდევ და კიდევ
და
ჩაიმარხე!
თავზეუნამგადავლებულ ფეხქვეშმიწისძვრაგამოვლილ ტანზექარიშხალშემოხვეულს
ვგავარ
და
მზის ამოსვლას ველოდები
თუ აღარც....
არ
ვი
რა
ვი
ნუ
ვი
მომავალი ამტკივდა და ამოვიჭერი.....

Monday, December 1, 2008

"ჩვენ დასასრულის მოწმენი ვართ და ეს ცოდნა თუ შეგრძნება ცხოვრებაში გვიიოებს ნებისმიერ ინიციატივას. ხოლო ფინალის უსასრულობა და უსარგებლობა ოპტიმიზმს გვინერგავს, რადგან უარესი აღარ მოხდება....."


ჟან ბოდრიარი........


ვითომ?

კი არა და

აბა ისაო...
გარდამხდა გარდასავალი
აწი
უარესს
მოველი


მმმ

Sunday, November 30, 2008

ზზზზზზამთარრრრი


ზამთარი
ამთარი
მთარი
თარი
არი
რი


რი
არი
თარი
მთარი
ამთარი
ზამთარი

29 თებერვალი
არ მახოვს
მაგრამ
ალბათ ვიფიქრე
იმიტომ რომ გუშინაც ვიფიქრე
და
მერე
31 აგვისტიოსაც ვიფიქრე
და
დღეს სახლიდან გამოსვლისასაც ვიფიქრე
რომ
ნეტავ კიდევ თუ.......
აი
თუნდაც ახლა
ნეტავ ამ ნაწერის ბოლომდე დაწერას თუ შევძლებ
ან დღეს
ჩემს სახლში კიდევ თუ დავბრუნდები
ან
იქნებ ის სმს უკანასკნელი იყო
და
ეს შემოდგომა იქნებ...
იქნებ...
აღარასოდეს
ის
შეგრძნება
უფრო ცუდია თუ თვითონ ფაქტი - აღარასოდეს?
დილით მივხვდი
რომ
ხავსი მეგონე და ალბათ ეგ ვერ მაპატიე, რომ ადამიანად არ აღგიქვამდი...
ახლა
ისევ
ზამთარი
მერე გაზაფხული
ზაფხული
შემოდგომა
ზამთარი
და
ისევ გაზაფხული.......
და
ისევ
ხავსები
ხავსები
ხავსები..........
მაინც კარგია
მწუანეა და იმიტომ
:)

Thursday, November 27, 2008

დაკარგვის ხელოვნება


სხვისი ნაფიქრალნააზრევ-წარმოთქმულ-ვერთქმულ-წარმოსათმელი რატომ მოსწონს ადამიანს? იმიტომ რომ სხვაში საკუთარ თავს ხედავს? და ყველა ადამიანი ხომ ეგოისტია, თუმცა როგორ გინდა იყო უ ეგო ისტო, როცა სხვა არაფერი გაგაჩნია საკუთარი ტავის გარდა.... კი არა და რაც უფრო ბევრი ”მე” ხარ, მით უფრო ბევრ საერთოს ხედავ სხვებთან ალბათ

აი თუნდაც...
ჩემმა 1-1-1-1--1-1--1-1-1-1- მა
მე-მ
აღმოაჩინა, რომ
ისევე ფიქრობს, როგორც
ვინმე
ელიზაბეთ ბიშოპი...



ფლობდე დაკარგვის ხელოვნებას, - არ მეგულება
რთულ საქმედ, რადგან თავად ფლობა არის შემცველი
დაკარგვის ცნების; ეს არ არის უბედურება.

ყოველდღიურად კარგე რამე, ნელა, უვნებლად -
უბრალოდ - დრო, ან გასაღები; ნუ მიეცემი
წუხილს; ამაზე მარტივი რამ არ მეგულება.

განაგრძე კარგვა უფრო სწრაფად, მოხერხებულად:
ადგილების და სახელების, მათი შემცვლელი
ოცნებებისაც. ეს არ არის უბედურება.

დედის საათი დამეკარგა, ნახე, თუ გნებავს -
ძვირფასი სახლის დაკარგვაც რა მშვიდად შევძელი!
უფრო მარტივი ხელოვნება არ მეგულება.

ორი ქალაქი დამეკარგა და დაბრუნება
არ უწერია ერთ კონტინენტს, ვეღარ შევცქერი
ჩემს ორ მდინარეს. არც ეს არის უბედურება.

შენც რომ დაგკარგო (ეგ ღიმილი, ასე რომ მიყვარს!)
ვერ მოგატყუებ, პირფერივით ვერ მოგექცევი;
უფრო მარტივი ხელოვნება არ მეგულება,
თუმცა... (ამოვთქვამ!) ეს იქნება უბედურება..............

Tuesday, November 25, 2008

შემომებოდა

ჩემი ვირტუალური სიკვდილი ჩემს არავირტულაურ სიცოცხლეზე ხანგძლივი აღმოჩნდა...ყველა წესის და კანონის მიხედვით ახლა მე უნდა წარმოვადგენდე ვირტუალურ გვამს, რომელსაც კომიდან გამოსაყვანად კომპიუტერის ჩართვა და დარესტარტება აღარ შველის....რა მოსდის ვირტუალურ გვამს გარდაცვალების შემდეგ? ნუთუ შესაძლებელია ვირტუალური რეინკარნაცია...თუმცა ამ შემთხვევაშიც მნიშვნელი არ უდრის მრიცხველს, რადგან თუ პე მაშინ ქუ...ლოგიკა....
არ მელოგიკება
არც მეფიქრება
არც მე20ნებება
არც მეწინადადება
ვყუჩვარ
და
ვუსმენ
და
ვუყურებ
ზღვა..ზღვა..ზღვა...ზღვა..ზღვა..ზღვა..ზღვა..ზღვა...
1..2..3...4..5..6...7...8...9...10
ამოისუნთქე ხათო
1..2...3...4...5...6...7...8....9....10
ჩაისუნთქე ხათო
გაზაფხუკლს მოსდევს ზაფხული, ზაფხულს შემოდგომა, შემოდგომას ზამთარი
მერე პირიქით...
1შაბათს მოსდევს 3 შაბათი მერე 4შაბათი, მერე 5შაბათი, მერე მერე მერე მერე მერე
თაგვს მოსდევს კატა, კატას ძაღლი, ძაღლს .........
მე თჲ მომდევს ვინმე
ნეტავმც...
მე თუ მივდევ ვინმეს
ნეტავმც...
შემომაფიქრდა:
ყოველმა ადამიანმა რომ იცოდეს ვის წინ და ვის უკან დგას ცხოვრების რიგში, ალბათ შეეცდებოდა თავის წინამდგომზე ეზრუნა, რათა მის რიგს დაეგვიანა..ანუ მთელი კაცობრიობა ერთმანეთზე იზრუნებდა, მაგრამ...
აზრი?
აზრის აზრი მის უაზრობაშია

ისევ ფიქრი...
უნდა დავაფრთხო
ზღვა..ზღვა...ზღვა..ზღვა...ზღვა...ზღვა....
საღებავი თავს მიწვავს
ვგრძნობ..
კარგია
მგრძნობელობა ისევ შემომრჩენია
უკვე ვხედავ ჩემს თავს 10 წუთის შემდეგ, როგორ უმზერს საკუთარ ახლად შეღებილ თავს სარკეში
უკვე აღარ მომწონს ჩემი 10 წუთის შემდგომი თავი
არაუშავს
გამივლის, რადგან მხოლოდ მე და მხოლოდ მე და მხოლოდ მე
თუ
ვიცი, რომ
არაფერი
არაფერი
არაფერი
სულსულსულსუსუსლსულსუსლსულ
არაფერია
ამ ქვეყანაზე გავლადი........

Friday, November 21, 2008

მეორადი განცდები


ჰხომ ვთქვი...
სხვები უკეთ ამბობენ ჩემს სათქმელს...
საკუთარი სიტყვები არ მაქვს
არც ფრაზები
არც აზრები
მხოლოდ მეორადი...


აი თუნდაც

სხვისას ვიტყვი

ჩემი ზომა სხვისი განცდა მოვირგე...მომერგო....





ადგილი, სადაც ახლა ფეხი დაადგით,
ამ სხეულში შესასვლელია.
ვეღარ შეგიშვებთ.
მკაცრი კონტროლი დავაწესე სტუმრებისთვის,
ინფექცია შემომაპარეს.
დოლბანდიდან ვსუნთქავ ამ ქალაქს.

ტერიტორია დაცულია.

მახსოვს.
კარი რომ ღია დავტოვე,
შემომიცვივდნენ გულში ბოშები. დაანთეს ცეცხლი. იყაყანეს. ჭამეს. დალიეს. აიბარგნენ.
გამურული კედლები დამრჩა.

როცა მეგონა ვთვლემდი, მუცელში ამიშენეს სამხედრო ბაზა – აფეთქების
ხმა დღემდე მესმის. აღმოსავლეთი გადამწვარია.
ცივი ომი გრძელდება ტანში – შუბლზე ოფლია.
გულის და ტვინის გამყოფ ხაზზე დგანან ცისფერქუდიანები.
მოვიდნენ და უკითხავად ააშენეს საბავშვო ბაღიც.
სამხარი.
მაკარონის სუპის სუნი მაჯებზე.
წესით, თეთრი – უცებ ჭრელად გადაღებეს საავადმყოფო. დილაობით საკაცეები
ჭრიალებენ ხერხემალზე.

ეს, რაც დარჩა.
რაც გადარჩა, იმ მიწას ვავლებ ახლა მავთულხლართს.
უკანა კარი მერძევისთვის.
უკანა კარი.
მე დროებით შემოხედვას არ ვკრძალავ.
შაბათობით ნეიტრალურ მონაკვეთში ვმართავ მიღებას.
სამშვიდობო დიალოგი. ჩაი ალუბლით.
და გაცილებთ თავაზიანად.
ვიტოვებ მხოლოდ რამდენიმეს.
მკერდის მანსარდაზე გადავინაცვლოთ.
აქ საშიში არაფერია.
აქ ნდობაა.
როცა თავს მადებ......

Wednesday, November 19, 2008

გავფილმდე მინდა....


სულსულსულსულსულსულსულ
ცოტა ხანს მაცალეთ
სულსულსულსუსლუსლუსულ
ცოტა ხანს
მერე წამოვდგები და გავივლი....
თუ არც დავცემულვარ...არ ვიცი...
რაც უფრო ზევით..უფრო მაგრად

კი არა და
”რეალური ფანტასტიკა”
ასეთი ჟანრი უნდა ჩამოვაყალიბო
და
ჩემს ცხოვრებაზე ფილმი გადავიღო...
მაგარი იქნება
მე მომწონს...
უკვე ვუყურე...
ახლა დაპაუზებული მაქვს და ბევრი საქმე მაქვს..მეზარება გაგრძელება...
მალე გავაგრძელებ
მაინტერესებს როგორ დამთავრდება..
ჰხო და ისა...
ახლა ისეთ სასაცილო ეპიზოდზე ვარ გაჩერებული...
ვითომ სადღაც მოვხვდი
და
გარშემო სულ ბურუსია
აი სულსულსულსულსულსულსუკ
ბურუსი
და
არაფერი ჩანს
მხოლოდ სინაცრისფერისტეთრსირუხე..
და
არ ვიცი ფეხი რომ გადავადგა რა იქნება...
არადა ნაბიჯს რომ ვდგამ მერე იმ ადგილას ჩნდება რაღაცეები..მმმმ
მოკლედ ჯერ დაუწერელდაუმთავრებელი კომპიუტერული თამაშივითაა...
მმმ
მოკლედ გადავიღებ და ნახავთ...
ანუ
არ.....
ანუ ვერ....

Monday, November 17, 2008


ისე დამცინა გუშინ ცხოვრებამ
ისე გულით
ისე ლაღად
ისე ხალისიანად
ისე მშობლისღიმილიანად
რომ
სხვა რა დამრჩენოდა
ჯერ გავოცდი
მერე ავჟიტირდი
მერე ჩამოვჟიტირდი
მერე გამეღიმა,
მერე გამეცინა
მერე ავხარხარდი
გადავღიმილხარხარდი
და........


არაფერი ყოფილა ჩემს ღიმილზე ძლიერი......
სულსულსულსულ
არაფერი

მარტივად...
ყოველვის სხვები აკეთებენ ჩემს გასაკეთებელს...
ყოველთვის...
ან არა
ყველა თავის გასაკეთებელს აკეთებს
და
ჩემი გასაკეთებელი აღარაფერი რჩება
არ ვიცი...
ვმაყურებლობ
ვკითხულობ
ვაფასებს
და
მერე ვიმეორებ
კი არა და
ვიცოდნისდედებ...
ზოგჯერ
ვიცოდნისბებიებ კიდეც.....


პროფესია - დამკვირვებელი............


აი ახლაც
ჩემი სათქმელი გიორგი კეკელიძეს
უთქვამს...
უკვე..
თურმე


ქატო აქაა.
ჩვენ ბოლოდან ვითვლით ნაბიჯებს
და
სადღაც იქით,
სათავესთან ვიტყვით, რომ – იყო
და არა
სევდა, რომლის გამოც ანთხიეს ცრემლი
და არა ლხინი, სადაც მეტი ღვინო ანთხიეს,
არამედ ასე:
აცდენილი გზების იქით მკვდარი მიპოვე,
მერე დამიგდე ყური
ყურზე და ერთმანეთს
ასე ვუსმენდით,
რომ ზამთრის
ჩალით გადახურულ
სახლში ვიწექი
და მხოლოდ ღამით ვცოცხლდებოდი, როცა გეძინა.
რომ გარეთ ერთი ამინდიღა – სოფელი იდგა
და რომ გასრესილ ყვითელ ბაყაყს
სულის ნაცვლად ღრუბლის ფთილა ამოდიოდა
და მზის საკენკით ივსებოდა ეზოში ორმო..
ჰო, ასე იყო, რიგრიგობით ვუთევდით ერთურთს,
სანამ ერთ დილას
ძილმა ჩემგან წაგართვა თავი.

Friday, November 14, 2008

წუწუნ


წინადადებები მოდიან და აღარ მიდიან...დროთა განმავლობათი კვდებიან და რეინკარნაციას განიცდიან...ფიქრად ბრუნდებიან...საიდანღაც მოსული წინადადებები მეფიქრება....ძირითადად უდროო დროს...სადროო დრო არც მაქვს პრინციპში მაგრამ მაინც....
ჰხოდა ახლა მივხვდი
როცა მეწუწუნება მაშინ ვწერ
ამიტომ უმრავლესობას ჰგონია, რომ სულ ვწუწუნებ... : ))
ოჰხთ ეს უმრავლესობა - უმცირესობა - უსაშუალესობა...
დრო გამყავს-დასაწერი მაქვს და მეზარვის...
მმმ
ისე ჟურნალისტური სტატიებიც ხომ მხოლოდ წუწუნია...
პროფესია - რეპორტიორი
კი არა და
პროფესია - წუწუნი
არ მიყვარს
არც 1
არც 2
მაგრამ ვიიძულები...

Thursday, November 13, 2008

Saturday, November 8, 2008

:ც

სერიოზული რაღაცის დაწერა მინდა და მეცინება..........

მმმმ

წავალ 

გავარ-გამოვივლი

და

რომ გამივლის მერე დავწერ......

Saturday, November 1, 2008


შემოსულა შემოდგომა, გიორგიბის თვე-ო ლაა-ლეე....არ მინდა ამ დღეზე ფიქრი..მითუმეტეს ამდენი წლის შემდეგ არც ისე მნიშვნელოვნად მეჩვენება, რომ ფიქრად ღირდეს და არც ისე უმნიშვნელოდ, რომ დავივიწყო..... მაინც გამახსენდა....არ მინდოდა..თუ მინდოდა....მინდოდა დრო არ დამრჩენოდა ამის გასაფიქრებლად...ახალი ფიქრი  მინდოდა....ახალი საფიქრალი....ძველის ახლით გადაფარვა... როგორც ზღვაში მდინარე....ზღვა მინდოდა..ზღვა ემოცია დღეს...1 ნოემბერს...არ..ვერ... მეხსიერებრივი ჩაჭედვა ჩემი ყველაზე დიდი მინუსია ან ყველაზე დიდი პლუსი...პლუს/მინუს...ტანგეს/კოტანგეს.... და როცა მეხსიერებრივს თემატურიც ემატება....ჰხუხ.... ან თეთრი ან შავი.....არადა მწუუანე...კი არა და  გადავუხვიოთ.... მოსახვევები ჩემი სისტი თუ ძლიერი მხარეებია.....თემატურად ამოვიჩემე რიცხვი 8 და მახსოვრობრივად ჩავიჭედე.... რწმენა რწმენაა...რა შუაშია ცრუ... ყრუ... ყალბი... ისიც შემთხვევითი იყო, რომ სწორედ მე-8 კლასში ვიყავი და დღემდე ჩემგან 180 კილომეტრით შორს მდგომი საგნის ფიზიკის მასწავლებელს ვუსმენდი, რომელიც თავის მხრივ, ფიზიკიდან  180 კილომეტრით შორს მდგომ საკითხებზე გვესაუბრებოდა.... ცხოვრებაში მთავარია არა ფიზიკა, არა მათემატიკა, არა ქიმია, არამედ..... რიცხვი 8, ხო  სწორედ 8...ოღონდ ამობრუნებული.... უსასურულობა, რომელიც სვანურად  გამოითქმის, როგორც ”არა”(ნეტავ მართლა?სპყ) და  აღნიშნავს სიკვდილს, რადგან მხოლოდ სიკვდილი თუ შეიძლება იყოს უსასრულო.... ამას ამბობდა, თუ არ ამბობდა...არ მახსოვს....ზღვარი რეალობასა და ი რეალობას შორის უკვე იმდენი ხანია წაიშალა, რომ გახსენება იმისა, რა მოხდა და რა მინდოდა მომხდარიყო, უკვე  ჭირს და ლხინს....

აქედან დაიწყო ”8” იანი ეტაპი.... სახლი ნომრად  ”88” და სამი მანქანა, სამივეს ნომერი  ”888”.... დამთხვევითობა და შემთხვევთობა და სურვილი იმისა, რომ დაუკავშირო რაღაცა რაღაცას ან ვიღაცა ვიღაცას, დაგარწმუნებს იმაშიც, რომ   ცა ცაა და მზე მზეა.... ჰხეხ....

ყოველთვის მეგონა, თუ  2008 წელს არ მოვკვდებოდი, მაშინ... შანსი ჯერ კიდევ მაქვს, იმედი... რეავიცი....  მე-8 კლასდან ველოდი 08.08.08 - იმედია ომის დაწყება მე არ დამბრალდება.... მე-8 თვის გადალახვას კრიზისულ პერიოდად მივიჩნევდი - ცივი ომი დაიწყო.... 

წინათგრძნობა არ შეესაბამება რეალობას -  მაგრამ რეალობაც არ შეესაბამება რეალობას ხშირად....

 ჩემი დაპროგრამებისას განსაკუთრებით დიდი მოცულობის  ”იმედი”  ჩამიტვირთეს...თავის დასაცავად.. დავეყრდნო თავსა ჩემსა რათა არ დავეცე.... ამიტომაც......

ყველაფერი არის ძლიერ კარგად, ყველაფერი ძლიერ ცუდად არის....

და მაინც...

ორი წლის წინ, დეკემბრის თუ იანვრის თუ თებერვლის თვეში

დილის 06:30 სთზე

ნახევრად მძინარე

მანქანაში მჯდომი 

ვფიქრობდი, რომ 

მე აუცილებლად დავწერ

ავტო

ბიოგრაფიას, 

რომლიც 

ჩემს ცხოვრების აღწერას

სწორედ იმ მოსახვევიდან დაიწყებდა

სადაც

იმ დროს, ფიქრის მომენტში, მანქანამ ჩაუხვია................

ჰხუხ