Thursday, December 4, 2008

უკან-მომავალში


ჰხოდა ასე..
იმას რომ წინ და უკან ერთნაირად შორია, ბევრი ლაპარაკი არ უნდა
არც ცოტა ლაპარაკი...
ერთნაირად შორია და მორჩა
წინ წარსულში
თუ
უკან მომავალში
მხოლოდ გემოვნების საკითხია..
ისევე როგორც ყავა შაქრით თუ უშაქროდ..
და
საერთოდაც,
ძალიან ცოტა ფილმი მახსენდება ისეთი, რომელზეც იმდენი მეფიქროს, რამდენიც ამ ფილმზე http://www.gol.ge/index.php?cat=movies&details=33&order=1.1&search=დროის%20მანქანა
პრინციპში ეს არც არის გასაკვირი იმ ადამიანისაგან, ვისთვისაც 24 წლის ასაკშიც კი ყველაზე საშიშ ფილმად ”ცისკარა” რჩება...
გავიარეთ
გამოვირეთ
გავაგრძელეთ....
კი არა და
შემომაფიქრდა:
სამყაროში გასაოცარი ისღა შემორჩა, რომ აღარაფერი აღარ არის გასაოცარი..არც გასაოთხმოცებელი..
ჰხოოდა
რა გასაკვირი იქნება, რომ 100 --1000-10000 წელის შემდეგ მეცნიერებმა დროში მოგზაურობა რეალობად აქციონ
ან ის რატომ იქნება გასაოცარი, რომ ვინმე ნაკლები ფანტაზიის მქონე მომავალმა ადამიანმა მოგზაურობა სწორედ 2008 წელში გადაწყვიტოს და თქვენ წარმოიდგინეთ. სწპრედ საქართველოში და უფრო უფრო ფურო რომ დავკონკრეტდეთ თბილისში...
ჰხოდა იქნებ ახლა დადის ვინმე ჩვენს შორის 1-1-1-1-1-1-1-1-1-1-1-1-1-1
რომელიც
მომავლიდანაა სტუმრად
და...
და საერთოდაც, იქნებ ის ადამიანი მე ვარ
დამიმტკიცეთ რომ არ ვარ
და
გადავდგები
კი არა და
დამიმტკიცებთ?
ვერა....
ჰხოდა იმასაც ვერ ვამტკიცებთ ვინ ვართ და სად ვართ და საიდან ვართ და როგორ ვართ და რატომ ვართ და ნამდვილად ვართ თუ გვესიზმრება ერთმანეთი და ...

"ადამიანი არის არსება, რომელიც იმდენად არსებობს რამდენადაც თავის თავს ქმნის და ამას იგი იმ საშუალებებით აკეთებს, რომლებიც ბუნებაში ასეთი სახით არ მოიპოვება. ადამიანის ადამიანურობის განმსაზღვრელია ის, რომ იგი არაა ბუნებრივი არსება და ამ თვასაზრისით არც მაიმუნისგანაა წარმოშობილი, საერთოდაც, ადამიანი არ წარმოშობილა იმისგან, რაც ბუნებაში ერთგვარ ბიოლოგიურ მანქანადაა მოცემული, ანუ არაა სახეობათა განვითარებიდან"

თუნდაც...

1 comment:

ntvare said...

ადამიანმა თითქმის ყველაფერი შექმნა, რაზეც ფანტასტიკაში (ზღაპრებში) იყო ხოლმე საუბარი. მფრინავი ხალიჩა (თვითმფრინავი), ჟადოსნური სარკე (ვიდეოკამერა) და რავიცი კიდე რამდენი. დროის მანქანასაც შექმნიან ნეტა? მარა ეგრე ყველაფერი აირევა მერე :როლაის: