Friday, December 19, 2008

უკედლობა


აღარცერთი კედელი (აღარ)არსებობს

აღარცერთი.......

ყველა გზა თავისუფალია

ყველა ბილიკი გასუფთავებულია

ყველა სიმაღლე ჩამოდაბლებულია

ყველა უღელტეხილი გაასფალტებულია

 არანაირი წინაღობა

არანაირი მიზიდულობის კანონი

არანაირი ადგილისა და ფესვის ძახილი

არანაირი

აღარანაირი

 

მარჯვნივ წახვალ - მარჯვნივ წახვალ

მარცხნივ წახვალ - მარცხნივ წახვალ

წინ და უკან ერთნაირად შორია!

დედამიწა ჯერ კიდევ მრგვალია

და

თანაც ბრუნვადი

ტრიალებს.... ტრიალებს.....

მაგრამ სადღაც შენგან 129479247 კილომეტრის დაშორებით....

გაუდაბნოება

დაუდაბუროება

რამ შემაკავოს 

ვინ შემაკავოს

რატომ

რისთვის

აღარ..... ვეღარ......

იყო და არა იყო რა იყო 1 და არა 2...1 იყო...1 სულ 1 და სულ 1-1-1-1-1

ჰხოდა ერთ მშვენიერი დღეს, რომელიც სულაც არ იყო მშვენიერი, რადგან  მშვენიერება ისეთივე პირობით ცნებაა, როგორიც იყო 1, ამ 1-მა აიღო გუდა, რომელშიც სულაც არ ჰყავდა გამომწყვდეული ბავშვები, როგორც მე ბავშვობაში მაშინებდნენ...გუდიანი კაცი.... ერთი თავი ჭყინტი ყველი(მმმინდა), შოთის პურები და მარილი....კეთილ გულს გუდაში რა უნდოდა...ჰხოდა 1 გაუდგა გზას....

გაუდგა გზას და განუდგა ხალხს...

1 გროში მაინც დაგეტოვებინაო...უკან მოსასვლელი პირი გქონოდაო...

უძღები იყო უძღები შვილი...

ყველა გზა წინ მიდის!

ყველა გზა, 

რადგან

ყველა გზა

1ია

ხახვის ფურცლებიც კი ვერ დაგაბრუნებენ უკან...

მოვა კუდიანი დედაბერი და....

გაქცევა!

მე ტყუპის ცალი მყავს...

არ იცოდით ხომ?

არაუშავს...ახლა გეცოდინებათ

მე და კითხვა ”რა მინდა აქ” ერთად დავიბადეთ, 1ად გავიზარდეთ, მას შემდეგ ხელიხელჩაკიდულები დავდივართ....ერთ დღესაც ჩემმა ტყუპის ცალმა  დროს მოუხმო....

დრო! მოდი მალე...

დრო! წამიყვანე....

არ მინდა აქ

რა მინდა აქ

რაღა მინდა აქ.....

არცერთი კედელი!

არცერთი!

ვეღარაფერი მაჩერებს

მაგრამ....


”ადამიანებს სჭირდებათ კედლები,
რათა განუწყვეტლივ არ ხედავდნენ ერთმანეთს.
ადამიანებს სჭირდებათ კედლები,
რათა ეძებონ ერთმანეთი, იპოვნონ და დაუცხრონ მერე ერთმანეთს ჟინი.
ადამიანებს სჭირდებათ კედლები,რათა დახატონ სურათები და მერე ამ კედლებზე ჩამოკიდონ.ადამიანებს სჭირდებათ კედლები,
რათა იცნობდნენ სხვათა და საკუთარ სხეულებს,
ადამიანებს სჭირდებათ კედლები,
რათა არ შეზიზღდეთ საბოლოოდ ერთმანეთი.
ადამიანებს სჭირდებათ კედლები,
რათა ხანდახან დაიმალნონ და თავი მოიტყუონ და თავი გაიმართლონ.
ადამიანებს სჭირდებათ კედლები,
რათა უხაროდეთ ტრიალ მინდორზე ყოფნა.
ადამიანებს სჭირდებათ კედლები,
რათა ამ კედლებს ჰქონდეს ფანჯრები, საიდანაც გაიხედავენ და
კარები, საიდანაც შევლენ და გავლენ
ადამიანებს სჭირდებათ კედლები,
რათა ჰქონდეთ თავს ზემოთ ჭერი და ეგონოთ, 
რომ ვერავინ ხედავს, თვით უფალიც კი.
ადამიანებს სჭირდებათ კედლები,
რათა ეგონოთ რომ ღმერთი არსებობს და
რათა დაეჭვდნენ მის არსებობაში.
ადამიანებს სჭირდებათ კედლები,
რათა ააშენენ და მერე დაანგრიონ ისინი
ადამიანებს სჭირდებათ კედლები,
რათა იყვნენ ადამიანები.
ადამიანებს სჭირდებათ კედლები...”

უკედლობა მეკედლება!

 კედელი ,ჭირდება,

კედელი,

რომ უკედლობა გადავლახო

და

უგუდნაბად გავუყვე გზას....

მერე რა რომ ჩემი გზა რომში არ მიდის...

მერე რა...

მერე

რა....

1 comment:

Pink Panthere said...

მაგას ქვია უმოძრაობა !