Tuesday, August 31, 2010

უპიოუჰ


სამი რამ

ღა

20

ებს 

ჰხათოს ამ ქვეყნად..

დრო

სივრცე

და

საკუთარი თავი....


და განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს სამი რაღაც

ერთმანეთზეა

გადაჯაჭულ-გადმოჯაჭული

ახლართულ-დახლართული

და

ბოლოს

გადმოხლართული....



ჰხათოს შეუძლია 12 საათის განმავობაში

ფეხით გადავიდეს

ჯუთადან როშკაში...

ჰხათოს შეუძლია 12 საათის განმალობაში

თბილისიდან მანქანით ავიდეს სვანეთში...

ჰხათოს შეუძლია 12 საათის განმავლობაში

თვითმფრინავით

საქართველოდან გადაფრინდეს ამერიკაში...

ჰხათოს შეუძლია 12 საათის განმავლობაში

რაკეტით

გასცდეს დედამიწის საზღვვრებს

და

გაიგალაქტიკოს...

ჰხათოს შეუძლია

12 საათის განმავლობაში

უძრავად უჯდეს

და

შეჰყურებდეს სახეში მონიტორს....


ჰხათოს შეუძლია დრო და სივრცე

და

სივრცეს შეუძლია 

დრო და ჰხათო

და

დროს შეუძლია

ჰხათო და სივრცე

როგორც

ერთ

გულ

ერთ

სულ

და

ერთ

სხეულ.....



დამეგიბრდნენ და გაუდგნენ გზას








Sunday, August 29, 2010

ჰდასფას


გაივლის დრო და

გახსოვს?

გეტყვი დღევანდე დღეზე..

შენ შემომხედავ

აგევსება თვალები ცრემლით..

აი, ჰხომ ჰხედავ, რაც გვინდოდა, ყველაფერს შევძელ..

აი, ჰხო ხედავ, გავამართლე იმედი შენი...


გაივლის დრო და

გახსოვს?

გეტყვი დღევანდელ დღეზე

შენ შემომხედავ, აგევსება თვალები ცრემლით...

აი ჰხომ ხედავ, რაც გვინდოდა, ვერაფერს შევძელ..

აი, ჰხო ჰხედავ, გავამტყუნე იმედი შენი..


გაივლის დრო და

უნდა ითქვას

ორიდან 1

გაივლის დრო და

გამოჩნდება ახალი ვინმე...

გაივლის დრო და

სთქუი, რომელს გეტყვი

მეორეს?

პირველს?


კი არა და


რამ გამახსენა ახლა ეს ლექსი....

ჰხმ...

ამ ბოლო დროს სულ წარსულის გახსენებებს ვწერ

ვითომ სიბერის ნიშანია??

რა სისულელეა... : ]


უბრალოდ ყველაფერი ხომ შედარებითია

და

მეც ვადარებ

ვადარებ

ვადარებ

ვიხსენებ

პარალელებს ვავლებ

და

ვიხლართები...


მაშინ 3 წლის ვიყავი..

მშობლებმა ჩემს დებთან ერთად ( ჩემი ძმა ჯერ იდეაშიც არ იყო)

ახალი წლის შეხვედრა მოსკოვში გადაწყვიტეს..

მახსოვს როგორ არ გამჩენია პროტესტის გრძნობა

რატომ მე არ..

ვიკითხე და მითხრეს, რომ მე ბებიასთან და პაპასთან დავრჩებოდი

და

ეს იმდენად გასაგები იყო ჩემთვის, რომ

ახლა ვსკდები გულზე

რატომ არ ავტეხე ბღავილი

და

რატომ არ წავაყვანინე თავი მოსკოვში...


ბოლოსდაბოლოს რუსეთს მაინც ჰხომ ვნახავდი ვაჰხთ...


მაგრამ არა..

და რაც ყველაზე გასაოცარია, ის დღეები,

რაც სახლშიდატოვებულმა ბებიასთან და პაპასთან გავატარე,

ჩემს მეხსიერებას 1-1 ყველაზე ლამაზ მოგონებად შემორჩა...


ჭერს ჯერ კიდევ ატყვია, მაშინ, ვახშმობისას გამსკდარი კაკაოს ჭიქის ლაქები...

ავიხედები ხოლმე

და

ვუღიმი...


ახლაც, ამდენი წლის შემდეგ,

როცა ჩემს ერთ დას უკვე თავისი ოჯახი და თავისი პატარა ბღლუნწუსი ჰყავს,

როცა დედმამიშვილებს ძმა შეგვემატა

და

როცა უკვე 15 წელი ხდება პაპა აღარ მყავს,

მშობლები და და-ძმა ამჯერად ზღუაზე არიან წასულები

და

მე და ბებო

სახლში ისევ მარტო ვართ...


და რაღაც მიხარია

ძალიან

ძალიან მიხარია,

რომ

ჩემმა შედარებებმა

და

პარალელებმა

და

ახლართულ\დახლართულობებმა

ბავშვობაში გადამაგდო

რომ

დღეის შემდეგ უკვე კედლებს შეემატა ახალი ლაქები

ხელიდან გავარდნილი ყავის ჭიქის გამო

რომ

ზოგჯერ

დრო

და

სივრცე

უბრალოდ იძულები ხდება, რომ

დამნებდეს....




Friday, August 27, 2010

ჰდასლდუ ხნ


ეს იყო მაშინ...

20 წლის წინ

ან ცოტა მეტი

ან ცოტა ნაკლები....

ახლობლის სახლში წვეულებასავით რაღაცაზე მიგვიპატიჟეს

ბევრი უცხო ხალხი იყო...

უცხო მაგრამ საჭირო ხალხი..

დამიძახეს, სკამზე დამაყენეს და ლექსი მათქმევინეს

არ მახსოვს რა ლექსი, 

ის კი მახსოვს ერთი სული მქონდა, როდის მოვრჩებოდი : დ

ჰხოდა მერე იმ ბევრ უცხო ხალხთაგან ერთ-ერთი ჩემს მშობლებს გადაეკიდა,

გინდათ თუ არა ფულს მოგცემთ და თქვენს შვილს ჩემს სახელზე რამე უყიდეთო : დ

მერე ისე იყო როგორც არის ხოლმე,

არა, როგორ გეკადრებათ

და

მე თქვენგან ფულს ვერ მივიღებ და რაღაცეები : დ

25 მანეთი იყო

მახსოვს...

ჰხოდა მეორე დღეს დედა წავიდა და ამ 25 მანეთად 

წიგნი მიყიდა

”სვანეთის ცის ქვეშ”

წარწერით

”სახსოვრად პატარა ხათოს უცნობი ზურა ბიძიასგან”....

წიგნი დიდი იყო და ძალიან ბევრლამაზსურათიანი..

ალაგალაგ ამ სურათების ისტორიაც ეწერა, მაგრამ მაგის წამკითხველი ვინ იყო...

ჰხოდა ვუყურებდი სურათებზე გადმობეჭდილ და გაწიგნებულ საჩუქარს

და

მეგონა, რომ ეს ყველაფერი

ეს კოშკები

ეს მთები

ეს ხალხი

უბრალოდ წარსულია

და

უბრალოდ ძალიან შორსაა ჩემგან

და

შეუძლებელია რეალობა იყოს ის, რაც წიგნშია...


ჰხოდა ერთხელაც სვანეთში ნამდვილად მოვხვდი მოვხვდი

ანუ რეალურად მოვხვდი იქ

სადაც

მჯეროდა რომ

რეალურად არ არსებობდა

და მაინც ვერ დავიჯერე რომ ის რაც რეაურად არსებობს ჩემს არარეალურწარმოსახვაში

რეალურია...


მერე მეორედაც მოვხვდი სვანეთში

და

მეორედაც ვერ დავიჯერე,

რომ

შესაძლებელია  ბუნებაში იარსებოს იმან

რამაც

არ შეიძლება

შენს წარმოსახვაში

აწმყო დროის განმარტებით იარსებოს...


და

აი უკვე მესამედაც რომ ვნახე ის

რაც

ჯერ ერთხელ ვნახე

და

მერე მეორედ

და

ახლა უკვე მესამედ

მე

ჰხათომ

უკვე დანამდვილებით ვიცი, რომ

კიდევ ბევრჯერ

მეოთხედ

მეხუთედ

მე20ედ

მე99ედ

უნდა ვნახო

ჩემი ბავშვობის წიგნი 

წიგნის ფარგლებს გარეთ


სვანეთი ღია ცის ქვეშ მართლა არსებობს!

Sunday, August 22, 2010

კ[ვდკვდსკ


დილის 9 საათი

ორშაბათი

აქეთ უშბა

იქით შხარა

უკან კიდევ თეთნულდი



ხელში ყავა


ჰაერი სუფთა

ალაგ ალაგ ცივი...



მანძილი არ ცვლის ადამიანს.........

Thursday, August 19, 2010

გსდგწე


ჩაბარგება

აბარგება

და

წაბარგება

მაგარი რამეა...

ყოველთვის იცი რომ

როცა უკან მობარგდები

ცოტათი მაინც მეტი იქნები...

ანუჰხთ

წაბარგებულს + ახალი თავგადასავლები+ახალი მოგონებები+ახალი ადამიანები+ახალი წარსული + ცოტა ახალი მომავალი = მობარგებას


ჰხო აი ეს ცოტა ახალი მომავალი აუცილებელი რამეა.

ყოველთვის როცა წელიწადის დროებს დაყოფ

შვებულებამდე და შვებულების შემდეგ

რეალური ახალი წელიც მაგ დროს დგება შენს ტვინში..

ანუ იცი რომ

ახალი დაიწყება მას შემდეგ, როცა ჩამოხვალ...

მერე რა რომ ეს ახალი შეიძლება საერთოდ არ დაიწყოს..

მთავარია, გეგონოს...


თუმცა ზოგჯერ წარმოდგენები მხოლოდ იმიტომ კი არ რჩება წარმოდგენებად

რომ

არ რეალურდება,

არამედ იმიტომ რომ

გადაჭარბებულად რეალური ხდება...

აი ისეთი, რასაც ვერც კი წარმოიდგენდი..


შარშანდელმა შეწყვეტილმა შვებულებამ ხათო ასვა დასვა

და

სხვა ცხოვრება

ში

ჩამოსვა...


და ახლა ჰხათო ზის და ფიქრობს კიდევ დარჩეს ცოტა ხანს

ამ ახალ ცხოვრებაში

თუ

მორიგ შვებულებას

მორიგი ახალი ცხოვრება შესთხოვოს : )



ჰმ....



მაგალითად აი ასე

”არქეოლოგი გავხდებოდი” - სთქუა მან და გახდა არქეოლოგი............





პ.ს. 3 წლის წინ სვანეთიდან წამოღებულ ქვებს დავაბრუნებ

მგოოოონი


ოღონდ ჯერ ჩუ

არ გადაიფიქრონ



:ც

Saturday, August 14, 2010

ჰლ/ჰ/ლ


აგვისტო

14 აგვისტო

მზე მზე მზე მზე

სიცხე

ზღვა

შვებულება

შვებულების მოლოდინი...

აგვისტო


ჩემ თავს იმდენი ხანია ვეთამაშები რამდენი ხანიც ჩემი თავია და არა სხვისი


უცებ რაიმე სიტყვას ვეტყვი

და

უნდა სწრაფად ჩამომითვალოს 120აციები..


აი მაგალითად სიტყვა ”მაყვალი”

ეკალი

დილით ადრე ადგომა

სოფელი

პატარა ჩაიდანი

და ჩემი ძმა..


ეს სიტყვები ყველა ინტერნეტზე უფრო უსწრაფესად დასერჩა ჩემმა ტვინმა..

ჰხოდ იქიდან დაივიწყე

რომ

სიტყვა ”აგვისტო”

ყოველგვარი დაფიქრების გარეშე 120ირდებოდა იმ სიტყვებთან რაც დასაწყისში დავწერე...


ჰხოდა შარშან კიდევ წავითამაშე

და

აგვისტომ სხვა სიტყვები ამომიყარა ტვინის ფანჯრებში...


მინდოდა შარშან დამეწერა, მაგრამ ვიფიქრე რომ ჩემს თავში ვირუსია

და

დრო კიდევ ანტივირუსია

და

ყველაფერს თავის ადგილას დაალაგებს...


შარშანაც მეგონა

და

წელსაც მგონია

და

ალბათ მომავალ წელსაც

და

სულსულ ყველა წელს

მეგონება

რომ

ოდესმე ყველაფერი ისევ ისე იქნება

როგორც

იყო

რომ ”აგვისტო”

ისევ ზღვას გამახსენებს

და

რომ აგვისტო

ისევ მზესთან და სიცხესთან 120რდება

და

რომ აგვისტო

სხვა არაფერია თუ არა დასვენება და განტვირთვა

და

რომ აგვისტო

მოლოდინია,

ახლის მოლოდინი...


და რომ ის რაც შარშან წინ იყო,

მხოლოდ პროგრამაში გარღვევაა...

რომ სადღაც ჩემს მეხსიერებაში ფორმულა აირია

და ყოვლად აგვისტოსთვის შეუფრებელ ინფორმაციებს მისერჩავს...

რომ

აგვისტო ყოველთვის მზეა და ნათელია

და

მზეში და ნათელში კი სისხლი არ შეიძლება

და

სიკვდილი არ შეიძლება

და

ომი არ შეიძლება

და

რომ

აგვისტო სიყვარულისთვისაა...


დედამიწაზე სიყვარულისთვის,...............






ძველებურჩვეული აგვისტო სულ ისე მოსწყურდა

როგორც

დაჭრილ ირმების

გუნდს

წყარო

ან

კარა.....





















მანამდე კი

ტვინგოოგლ..

14 აგვისტო

სერჩ


იგოეთთან არიან..

ახალგროში გადასულან...

ამბობენ თბილისისკენ ისევ აპირებენ წამოსვლასო

თვითმფრინავები საეჭვოდ დაფრინავენ დაბლა

მობილურები ისევ არ მუშაობს წესიერად

ანის ვერ ვუკავშირდები

ნეტავ როგორ არის

როგორ არის

ნეტავ როგორ არის....








პუღ ლა მუღ........


Wednesday, August 4, 2010

კც უტმყჯტ


კარგია, რომ მე და შენ სულ მცირე

ორნი მაინც ვარ

ჰხათო...

მომაბეზრებელი იქნებოდა მონოლოგი...

თუმცა ზოგჯერ დიალოგიც მომაბეზრებელია..

განსაკუთრებით მაშინ, როცა შენ მთელი ძალით და ენერგიით ცდილობ დამიმტკიცო

ის

რაზეც არ  გეკამათები

და

გიყურებ მშუიდად..

შენ კი ძარღვები გეჭიმება კისერზე

და

თვალები გიფართოვდება ჩრდილოეთიდან სამხრეთით...

იოგები იძბება და გამოცემენ

ჯერ კიდევ

ვერ აღმოჩენილი აფრიკული საკრავების ხმას....

ამ დროს, მე ვხვდები სა20რად მშუიდი

და

შენი რისხვის გამონაბოლქვი ჩემში ზღვას ვერ აღელვებს..

პირიქით..

პირიქით..

ამ დროს განსაკუთრებით მიხარია, რომ

მე მარტო არ ვარ..

რომ შენ მყავხარ

და

შენ მაინც შეგიძლია ის

რაც მე არ შემიძლია, 

მხოლოდ იმიტომ, რომ

მინდა შენ შეგეძლოს....



ხანდახან მე და შენ მაგრად ჩავკიდებთ ერთმანეთს ხელს

და

ქუჩებში ვსეირნობთ..

შენ გიყვარს თამაში, თითქოს პირველად მიაბიჯებ მშობლიურ ქალაქში

და

მე მოთმინებით გიყვები თითოეული სახლის ისტორიას...

შენ აღფრთოვანებას ვერ მალავ  ჩემი მოგონილი ისტორიებით

და

მე ამაყი ვარ, 

როგორც გულუხვი მასპინძელი,

რომელმაც ყველაფერი გაიღო სტუმრისთვის და ახლა მოთმინებთ ელოდება

როდის დარჩება მარტო თავის კმაყოფილებასთან...


ხანდახან

მე და შენ დიდობანას ვთამაშობთ..

ამ დროს ერთმანეთს თვალებში არ ვუყურებთ,

იმიტომ რომ ვიცით, ერთმანეთს რომ გადავაწყდეთ

თვალები გადაგვიღიმილდება

და

ჩვენი ტყუილი შესამჩნევი გახდება..


ხანდახან

მე და შენ ყავას ვსვამთ

და

ნამცხვრად იმ ისტორიებს ვაყოლებთ

რომელიც მხოლოდ ჩვენ გადაგვხდა თავს

და

რომლის გამხელაც სხცებისთვის აკრძალულია,

მხოლოდ იმიტომ,

რომ

მათ ჩვენზე ადრე დატოვეს ჩვენი სიზმარი...



ხანდახან

მე და შენ

უბრალოდ ვდუმვართ..

სულსულ უბრალოდ

და

მე მაშინ მეშინია 

ძალიან მეშინია, 

რომ

შენ ისევ არ გახდე 

ის

და

მე ისევ არ გავხდე 

მე



ზოგჯერ როგორი კარგია ჩვენი მხოლობითობა ჰხათო...



Monday, August 2, 2010

ჰსქიოსჰ


გამარჯობა აგვისტოვ

აი შენც მოხვედი...

ისე აგვისტო რომ ვიყო, შეიძლება საერთოდ არც მოვსულიყავი არასდროს...

აბა რა წესია

აგვისტო მოდის,

ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხი მიდის..

არა, კი არ მიდის, 

გარბის...

ჰხუხ

სტეხს ისე შენს მოსვლაზე ხალხი რომ გარბის

და

ვისაც გასაქცევი არ აქვს

ქუჩაში აქა იქ თუ გადაირბენს ჩქარი ნაბიჯმანქანებით

და

შეიყუჟება ოთახში, რომ არავინ დაინახოს

შუა აგვისტოში

სახლში

თუნდაც სამსახურში მჯდომარე..

მოლედ გავლა გამოვლა

გაქცევა გამოქცევა

წასვლა წამოსვლა

შეხვედრა არ შეხვედრა სხვა საქმეა

მთავარი ისაა, რომ

თუ მე ჯერ კიდევ ევრ გავაღწიე ამ ნახევარდ აორთქლებული თბილისიდან,

ჩემი ტვინი აღარ დამელოდა

და

დასასვენებლად წავიდა..

ან დასაღლელად 

ზუსტად არ ვიცი..

უბრალოდ თუ ბრალიანად აგვისტოს განერიდა

ჰხოდა დავრჩი ახლა ასთრე

ტვინდასასვენებლადწასული...

მივშტერებივარ მონიტორს

და

ამაოდ ვეძახი:

დაბრუნდი ტვინო, სულ ცოტა ხნით მაინც

აი ეს პოსტი დამაწერინე

და

მერე წადი..

ან ერთი აზრი მაინც დამიტოვე რამე ნორმალური

სანამ დაბრუნდები ჭამა ხომ  მინდა..

ის მაინც მითხარი რაზე ვიფიქრო

სანამ მოხვალ..

მაგრამ თავში ამაოდ ისმის ტელეფონის ზარივით გამკინავი ჩუმი ბზუილი

არავინ მპასუხობს

ტვინი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან..



ჰხეხ 

იმ იმედით, რომ დაისვენებს

იმ იმედით, რომ ახალი ენერგიით დაბრუნდება,

იმ იმედით, რომ ძალებს გააასმაგებს..


დაბრუნდება

დაბრუნდება

მაგრამ

როდ

ის

როდ

მე

როდ

შენ.....


პ.ს. აქა ამბავი იმისა, თუ როგორ გადაიქცა ”:ც” ”:ს” - დ

ჟამსა თიბათვისასა, გარდამავალ ოდენ თვესა მარიამობისასა

დრო იდგა იგი 

შედედებულ რძესავით

და

გადმოვიდა....