Friday, August 27, 2010

ჰდასლდუ ხნ


ეს იყო მაშინ...

20 წლის წინ

ან ცოტა მეტი

ან ცოტა ნაკლები....

ახლობლის სახლში წვეულებასავით რაღაცაზე მიგვიპატიჟეს

ბევრი უცხო ხალხი იყო...

უცხო მაგრამ საჭირო ხალხი..

დამიძახეს, სკამზე დამაყენეს და ლექსი მათქმევინეს

არ მახსოვს რა ლექსი, 

ის კი მახსოვს ერთი სული მქონდა, როდის მოვრჩებოდი : დ

ჰხოდა მერე იმ ბევრ უცხო ხალხთაგან ერთ-ერთი ჩემს მშობლებს გადაეკიდა,

გინდათ თუ არა ფულს მოგცემთ და თქვენს შვილს ჩემს სახელზე რამე უყიდეთო : დ

მერე ისე იყო როგორც არის ხოლმე,

არა, როგორ გეკადრებათ

და

მე თქვენგან ფულს ვერ მივიღებ და რაღაცეები : დ

25 მანეთი იყო

მახსოვს...

ჰხოდა მეორე დღეს დედა წავიდა და ამ 25 მანეთად 

წიგნი მიყიდა

”სვანეთის ცის ქვეშ”

წარწერით

”სახსოვრად პატარა ხათოს უცნობი ზურა ბიძიასგან”....

წიგნი დიდი იყო და ძალიან ბევრლამაზსურათიანი..

ალაგალაგ ამ სურათების ისტორიაც ეწერა, მაგრამ მაგის წამკითხველი ვინ იყო...

ჰხოდა ვუყურებდი სურათებზე გადმობეჭდილ და გაწიგნებულ საჩუქარს

და

მეგონა, რომ ეს ყველაფერი

ეს კოშკები

ეს მთები

ეს ხალხი

უბრალოდ წარსულია

და

უბრალოდ ძალიან შორსაა ჩემგან

და

შეუძლებელია რეალობა იყოს ის, რაც წიგნშია...


ჰხოდა ერთხელაც სვანეთში ნამდვილად მოვხვდი მოვხვდი

ანუ რეალურად მოვხვდი იქ

სადაც

მჯეროდა რომ

რეალურად არ არსებობდა

და მაინც ვერ დავიჯერე რომ ის რაც რეაურად არსებობს ჩემს არარეალურწარმოსახვაში

რეალურია...


მერე მეორედაც მოვხვდი სვანეთში

და

მეორედაც ვერ დავიჯერე,

რომ

შესაძლებელია  ბუნებაში იარსებოს იმან

რამაც

არ შეიძლება

შენს წარმოსახვაში

აწმყო დროის განმარტებით იარსებოს...


და

აი უკვე მესამედაც რომ ვნახე ის

რაც

ჯერ ერთხელ ვნახე

და

მერე მეორედ

და

ახლა უკვე მესამედ

მე

ჰხათომ

უკვე დანამდვილებით ვიცი, რომ

კიდევ ბევრჯერ

მეოთხედ

მეხუთედ

მე20ედ

მე99ედ

უნდა ვნახო

ჩემი ბავშვობის წიგნი 

წიგნის ფარგლებს გარეთ


სვანეთი ღია ცის ქვეშ მართლა არსებობს!

No comments: