Sunday, August 29, 2010

ჰდასფას


გაივლის დრო და

გახსოვს?

გეტყვი დღევანდე დღეზე..

შენ შემომხედავ

აგევსება თვალები ცრემლით..

აი, ჰხომ ჰხედავ, რაც გვინდოდა, ყველაფერს შევძელ..

აი, ჰხო ხედავ, გავამართლე იმედი შენი...


გაივლის დრო და

გახსოვს?

გეტყვი დღევანდელ დღეზე

შენ შემომხედავ, აგევსება თვალები ცრემლით...

აი ჰხომ ხედავ, რაც გვინდოდა, ვერაფერს შევძელ..

აი, ჰხო ჰხედავ, გავამტყუნე იმედი შენი..


გაივლის დრო და

უნდა ითქვას

ორიდან 1

გაივლის დრო და

გამოჩნდება ახალი ვინმე...

გაივლის დრო და

სთქუი, რომელს გეტყვი

მეორეს?

პირველს?


კი არა და


რამ გამახსენა ახლა ეს ლექსი....

ჰხმ...

ამ ბოლო დროს სულ წარსულის გახსენებებს ვწერ

ვითომ სიბერის ნიშანია??

რა სისულელეა... : ]


უბრალოდ ყველაფერი ხომ შედარებითია

და

მეც ვადარებ

ვადარებ

ვადარებ

ვიხსენებ

პარალელებს ვავლებ

და

ვიხლართები...


მაშინ 3 წლის ვიყავი..

მშობლებმა ჩემს დებთან ერთად ( ჩემი ძმა ჯერ იდეაშიც არ იყო)

ახალი წლის შეხვედრა მოსკოვში გადაწყვიტეს..

მახსოვს როგორ არ გამჩენია პროტესტის გრძნობა

რატომ მე არ..

ვიკითხე და მითხრეს, რომ მე ბებიასთან და პაპასთან დავრჩებოდი

და

ეს იმდენად გასაგები იყო ჩემთვის, რომ

ახლა ვსკდები გულზე

რატომ არ ავტეხე ბღავილი

და

რატომ არ წავაყვანინე თავი მოსკოვში...


ბოლოსდაბოლოს რუსეთს მაინც ჰხომ ვნახავდი ვაჰხთ...


მაგრამ არა..

და რაც ყველაზე გასაოცარია, ის დღეები,

რაც სახლშიდატოვებულმა ბებიასთან და პაპასთან გავატარე,

ჩემს მეხსიერებას 1-1 ყველაზე ლამაზ მოგონებად შემორჩა...


ჭერს ჯერ კიდევ ატყვია, მაშინ, ვახშმობისას გამსკდარი კაკაოს ჭიქის ლაქები...

ავიხედები ხოლმე

და

ვუღიმი...


ახლაც, ამდენი წლის შემდეგ,

როცა ჩემს ერთ დას უკვე თავისი ოჯახი და თავისი პატარა ბღლუნწუსი ჰყავს,

როცა დედმამიშვილებს ძმა შეგვემატა

და

როცა უკვე 15 წელი ხდება პაპა აღარ მყავს,

მშობლები და და-ძმა ამჯერად ზღუაზე არიან წასულები

და

მე და ბებო

სახლში ისევ მარტო ვართ...


და რაღაც მიხარია

ძალიან

ძალიან მიხარია,

რომ

ჩემმა შედარებებმა

და

პარალელებმა

და

ახლართულ\დახლართულობებმა

ბავშვობაში გადამაგდო

რომ

დღეის შემდეგ უკვე კედლებს შეემატა ახალი ლაქები

ხელიდან გავარდნილი ყავის ჭიქის გამო

რომ

ზოგჯერ

დრო

და

სივრცე

უბრალოდ იძულები ხდება, რომ

დამნებდეს....




1 comment:

ნასტასია said...

ჰხათო, რო წერ, მიყვარხარ ხოლმე ^^