Monday, December 20, 2010

08080808

სულ1 და იგივეს ვწერ...
იქამდე
სანამ
ყველას ჩემი ბლოგის დანახვისას არ შემოაფიქრდება, რომ
ეს
მაინც ახალს არაფერს დაწერდაო
და
აღარ გაუჩნდება სურვილი ჩემს ბლოგზე შემოჭყეტვის...

ჰხოდა სულ ერთი და იგივეს ვწერ
სულ ვწერ, რომ არავვის ბლოგს არ ვკითხულობ,
არც ჩემსას
მაგრამ არა,
ვტყუი,
იმიტომ, რომ ამ ერთი არა და ორი კვირის წინ
მირამაქსის
ბლოგი შემომეკითხა
და
მერე ერთი-სამი-ხუთი წუთის მანძილზე
ვიჯექი
და
ვფიქრობდი, რომ
აი მე რომ წერა შემეძლოს,
ხომ
დავუკომენტარებდი რამეს
მირას
მეთქი, მაგრამ
სად შემიძლია მე მაგდენი....

ჰხოდა შაბათს კიდევ
როცა მუშაობას მოვრჩი
და
მიყოლებით დავიწყე ერთდროულად გახსნილი
ტრილიონხუთასიათასშვიდასოცდარვა ფანჯრის დახურვა
და
ისის იყო ჩემი მაუსი ჩემივე ბლოგის დახურვაჩაკეცვას ვაპირებდი, რომ
ნაჩქარევად სხვაგან დავაკლიკე
და
შემთხვევით პერწკლის ბლოგი შემომეხსნა..\
ჰხოდა თვალი მოვკარი სათაურს
მეგობრობის 15 წელიო თუ რაღაც მაგდაგვარი...
მერე გამოვრთე კომპიუტერი,
გავიქეცი სათნოქიმიასთან
ჩავჯექი მცხეთისსკენ მიმავალ სამარშუტოში
და
დრო კი თავზესაყრელი მქონდა რომ
მეფიქრა...
მეგობრობის 15 წელი
რაღაცნაერად ამეკვიატა მთელ გაზაზე..
მთელი 15 წელი
ნეტავ ჩვენი რამდენიამეთქი და
მოკლედ
ფიქრმა ხომ ის იცის
აგახტუნებს, დაგახტუნებს
და
ზამბარასავით
ხან სად ხარ ხან სად....
ჰხოდა მე ბავშვობიდან დავიწყებ...


საბავშვო ბაღში დავდიოდი
თურმე...
არ დავიჯერებდი, მაგრამ ამის დამადასტურებელი ფოტომასალა არსებობს...
ჰხოდა, რადგან დავდიოდი
ალბათ
ბავშვბთანაც ვთამაშპბდი
მაგრამ
რადგან არავინ შემორჩა ჩემს მახსოვსობას
ანუჰხთ
ეს ის არ იყო,
რაც უნდა ყოფილიყო : D

5 წლამდე ჩემი ყველაზე საუკეთესო მეგობარი
ჩემი თავი იყო...

გამოვწევდი ფარდას
გავჭიმავდი
და
დავამაგრებდი ხოლმე ბალიშით,
მერე კედელსა და გაჭიმულ ფარდას შორის წარმოქმინლ პირამიდაში შევძვრებოდი
და
იქ იწყებოდა
რაც
იწყებოდა...
პრინცესაც მე ვიყავი
და
დედინაცვალიც
კეთილიც და ბოროტიც,
ლამაზიც და მახინჯიც...
მთელი ზღაპარი მე ვიყავი
ყველა პერსონაჟი...
სულაც არ იყო მოსაბეზრებელი თამაში..
სულაც ვერ ვგრძნობდი მეგობრის ყოლის აუცილებლობას
მე ხომ იმდენი ვიყავი
იმდენი
იმდენი, რომ....


6 წლის, გაგიკვირდებათ და, სკოლაში წავედი : D

უკვე იმდენჯერ მოვყევი ჩემი სკოლაში წასვლის სამზადისისა და 30 აგვისტოს აღმოჩენილი წითელა/წითურა/ ჩუტყვავილასა
და
სკოლაში 1 კვირით გვიან წასვლის
შესახებ, რომ
ახლა გამეორებას აზრი არ აქვს...

პირველივე გაკვეთილზე მასწავლებელმა 4 მოსწავლე გამოიძახა გამოიძახა დაფასთან
ერთი იცინოდა
იცინოდა
იცინოდა
კვდეებოდა სიცილით...
შევხედე და სახლში რომ მივედი ვთქვი, რომ
მე უკვე მყავდა მეგობარი
ეთო,
იმიტომ, რომ მას სიცილი შეეძლო,
თან როგორი გულიანი სიცილი....

1 კლასიდან 9 კლასის ჩათვლით მე ეთოს მეძახდნენ, მას ხათოს
მთეელი ცხრა წელი
უერთმანედოდ გავლილი შაბათ კვირის ასანაზღაურებლად დაწერილი წერილები
ერთი სახლიდან
მეორეში ინაცვლებდა
მთეეელი ცხრა წელი
ერთი შეხედვა კმაროდა,
რომ
მივმხვდარიყავი რას ფიქრობდა,
მთელი ცხრა წელი
ერთი შეხედვა კმაროდა
რომ
მიმხვდარიყო,
რას ვფიქრობდი....


2-3 თვის წინ ქუჩაში გამაჩერა... 4-5 წლის ბავშვით და გაააბერილი მუცლით...
ვერ ვიცანი....


მახსოვს პირველად სასწავლებელში
წასაყვანადა
რომ
მომამზადეს
და
რატომღაც
ჩემთვის ეს პირველი საასწავლებელი
არა პირველ,
არამედ მეათე კლასთან ასოცირდება...

ვისაც ჩემსავით 14 წლის ასაკში
მშობლები და სახლკარი მიუტოვებბია
და
თითქმის სრულიად უცნობ ქალაქი
თითქმის სრულიად მარტო დარჩენილა
ალბათ ხვდება, რას ნიშნავს ასეთი ადამიანისთვის ის მეორე ადამიანი
რომელიც მას თავის უდარდელ ბავშვობას
და
თავის ოჯახს აგონებს...

სოფოც ჩემსავით გადმოსული იყო თბილისში
და
ისიც ჩემსავით, მშობლების გარეშე ცხოვრობდა
და
ისიც ჩემსავით ცდილობდა ამ უცხო თბილისისათვის
დაემტკიცებინა,
რომ
ისიც ჩვეულებრივი ბავშვი იყო,
არაფრით განსხვავებული სხვებისგან...

მოკლედ, ეს ყველაფერი მაშინ საკამრისი აღმოჩნდა ჩვენს დასამეგობრებლად...

მაშინ ამ მეგობრობამ
და
ერთმანეთმა გადაგვარჩინა,
მაშინ
ორივეს
სხვანაირი მომავალი გვქონდა
სუულსუუულსუუულ
სხვანაირი
ვიდრე
ახლანდელი აწმყო...


მე-2 კურსზე ვიყავი, შემთხვევით გავიგე, რომ გათხოვდა...
დიდი ხანია ნანახი არ მყავდა,
ისიც არ ვიცოდი, საერთოდ ვინმე თუ უყვარდა
და
ახლა ისიც არ ვიცი, კიდევ უყვარს თუ არა ის ვინმე...
სადაა
რას შვრება
ალბათ შვილები ჰყავს და ზრდის
ან იქნებ არც...
ნეტავ როგორაა....


მერე უნივესრიტეტი იყო...
უნივერსიტეტის პირველი დღე...
მე-6 კორპუსიდან პირველ კორპუსამდე გგადასასვლელი 20-ოდე ნაბიჯი
და
ასობით უცნობ ადამიანში
მომხდარი
მოულოდნელი დამეგობრება...
ქეთიმ რაღაც იხუმრა
და
მერე
მეც ვიხუმრე
და
მანაც იხუმრა
და
ამ ხუმრობა ხუმრობაში
სანამ პირველ კორპუსამდე მივაღწიეთ
უკვე მეგობრები ვიყავით...

მერე ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მოხდა

ზოგი მოვიდა
ზოგი წავიდა
და
დავრჩით ჩვენ
მე
ქეთი
ნინო
ელი
ანი

დიდი ხუთეული, რომელიც არასდროს არ არის ხუთი

<3

და ახლა
როცა
წარსულს ვიხსენებ
და
წარსული მიმტკიცებს,
რომ
ყველაფერი გავლადია
და ახლა
როცა
მომავალზე ვფიქრობ
და
აწმყო მეუბნება
რომ
ყველაფერის გავლაც
გავლადია
ვუყურებ
ჩემს
10 ლოვან მეგობრებს
და
მიხარია,
რომ
მე ისინი მყვანან
და
მათ მე ვყავარ
და
რომ
ჩვენ
ხუთივე ერთად
მეგობრები ვართ
და
ჩვენგობრები ვართ
და
ყველაფერი, ხომ მეგობრობით იწყება........... : )



Saturday, December 18, 2010

ჰკლჰჰკჯგბ


2010 წელი
18 დეკემბერი

ჰხათო ისევ ცოცხალია.............