Wednesday, August 24, 2011

ალდკჰცხ ალდჯფჰ


რა შუაშია ფოსფორის შუქი
საფლავი ღამით ზოგიერთი ანათებს მხოლოდ

კი არა და

რაღაც ეგეთი...

ანუიჰხთ
რა შუაშია გავლენები...
არადა როგორ არ არის შუაში...
მმმ

უცნაურია უცნაური შეგრძნება
უცნაური ანუჰხთ ვერნაცნობი
ვერნაცნობი ანუჰხთ არახშირი..
მმმ რაც იშვიათია ყველაფერი უცნაურია?
რეავიცი რეავიცი
ავირიე....
არა კი არ ავირიე, უბრალოდ ისა....
სიზმარს რომ ხედავ და რეალობა რომ გგონია და რომ ვერ იღვიძებ და ცდილობ და მაინც ვერ იღვიძებ და ძილბურანში უცნაური შეგრძნება რომ გაქვს მანამ სანამ არ მიხვდები რომ ვერც გაიღვიძებ იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ის სიზმარი რომლიდანაც გამოფხიზლება გინდა რეალობაა და უკვე გაღვიძებულს კიდევ ვერ გააღვიძებ თუ არ ის...
მიყვარს დილაობით წიგნის კითხვა
დილაობით იმიტომ რომ
სანამ გონებას ყავა, გონების მტერი, გააღვიძებს
ყველაფერი სხვანაირია
და
შეგრძნებებიც სხვანაირია
და
ის წიგნიც სხვანაირია რომელსაც კითხულობ....
მაგრამ როცა უკვე საღამოა და
დღის დოზა დიდია შენში
და
ყავის დოზაც დიდია შენში
და
გადაღლილობაც დიდია შენში
და
წიგნი ისევ ისე მოქმედებს შენზე
როგორც დილით ყავისდოზამიუღებელზე
ე.ი. ისა....

არადა მაინც უცნაურია, როცა კითხულობ ნახევრად ფანტასტიკური ჟანრის წიგნს სადაც წიგნის ერთი არარეალური პერსონაჟი წიგნის მეორე ნახევრად რეალური პერსონაჟისგან გამუდმებით ღია ბარათებს ღებულობს და უცბაშაც წიგნში ჩადებულ პატარა ფურცელს მოჰკრავ თვალს და წამის მეასედებში გაიფიქრებ რომ იქნებ იმ ნახევრად რეალურმა მეც მომწერა წერილი და მეც ისეთივე არარეალური ვარ როგორც ის ო
კი არა და
ვინ დამარწმუნებს რომ მეც სხვისი წარმოსახვის ნაყოფი არ ვარ,
სხვის გონებაში მცხოვრები
სხვისი ნააზრევი
სხვისი ფიქრი
ან
უფრო უფიქრობა

Thursday, August 18, 2011

gdfgsdgs

ასეთი ჩვევა მაქვს
როცა რაღაც კონკრეტულის მეშინია,
უნდა დავდგე და გაფართოებული თვალებით ვუყურო დიდხანს
დიდხანს
დიდხანს
სანამ
არ გადამაშინდება....

ბავშვობაში, როგორც ყველა ბავშვს, მეც მეშინოდა სიბნელის....
დარწმუნებული ვიყავი რომ,
საწოლის ქვეშ ღამრამობით ვიღაც იყო შემძვრალი
და
ფარდის იქიდან
ვიღაცის შავი ხელი მოჩანდა...

ვფიქრობდი რომ საბნის თავზე გადაფარვა და დამალვა უარესი იყო
ამიტომაც ვძვრებოდი საწოლის ქვეშ ვინ იცის რამდენჯერ ღამე და
რამდენჯერ ვწევდი ფარდას რომ დავრწმუნებულიყავი არავინ იყო....

ჰხოდა რატომ გამახსენდა...

ბავშვი მოიყვანეს დღეს საავადმყოფოში
6-7 წლის
თავის ტვინის სიმსივნეთი

ვიცოდი რომ არ უნდა გავსულიყავი გარეთ
და
არ უნდა მენახა
მაგრამ რა თქმა უნდა მაშინვე გავედი და მაშინვე ვნახე...

საკაცეზე იწვა და ტიროდა წამიყვანეთო

ახლა ვიცი რომ ამ ბავშვის სახე დიდხანს არ დამავიწყდება
და
როცა დროდადრო შემომახსენდება
გული ისევ ისე დამიმძიმდება
როგორც
ახლა
ამ წუთას...

ვიცი მაგრამ ისიც ვიცი რომ
ცნობისმოყვარეობა
თუ როგორი იყო ეს ბავშვი
უფრო დიდხანს გამყვებოდა
და
უფრო დიდხანს დამტანჯავდა
ვიდრე
არცოდნა....

ამიტომაც ვეძებ კითხვებზე პასუხებს
თუნდაც ეს პასუხები ისა....