Tuesday, September 23, 2014

"დიშელი"

ვზივარ და ვიცინი..
ხმამაღლა ვიცინი...  ძალიან ხმამაღლა ვიცინი...
მთეელი გულით და გონებით ვიცინი
არა, კი არ ვიცინი... ვხარხარებ...
აჰაჰჰხაჰჰაჰჰა
აი ასე.... ))

ვიცინი და ვფიქრობ, რა მაცინებს? ნუთუ მართლა რაიმე ნარკოტიკული საშუალება ურევია მაგ კრემებში?
ახლა მაგაზე ვიცინი... რა ნარკოტიკული... ჰხაჰხაჰხაჰ ))))

არა, უნდა დავწყნარდე და თავიდან მოვყვე
იქნებ არც არაფერია სასაცილო )))

მოკლედ ასე იყო ეს ამბავი

კომპანია დიშელის შესახებ პირველად 4-5 თვის წინ გავიგე, მეგობარმა დამილნკა ერთი ფრენდის პოსტი. ვიღაც ჩემთვის უცნობი გოგონა წერდა, მაგ კომპანიას უნდა ვუჩივლოვო, დედაჩემს ძალით ააღებინა კრედიტიო, ფრთხილად იყავით, თქვენც არ მოტყუვდეთო...
ვიფიქრე, კარგი, ფრთხილად ვიქნები... მაგრამ მაინც საოცარია, როგორ შეიძლება მოგატყუონ  ისე, რომ აზრად ვერ მოხვიდე რომ გატყუებენთქო...

მერე კომპანიის სახელიც დამავიწყდა და ეს ამბავიც, მაგრამ დაახლოებით ერთი თვის წინ ზუსტად იგივე ისტორია მოყვა უკვე ჩემმა  ფრენდმა... წერდა, მომატყუესო.. აი მისგან ნამდვილად არ ველოდი, რომ შეიძლება მოტყუებულიყო..
ოო, მაშინ უკვე ძალიან დავინტერესდი ამ კომპანიით.. მართლა საოცარია, როგორ შეიძლება ადამიანს ხელი მოაწერინო დოკუმენტზე დაძალებით... ვინატრე, ნეტავ მეც დამირეკონ, მინდა საკუთარ თავზე გამოვცადო ეს ყველაფერითქო და აი კვირას გაისმა  ჩემს ტელეფონზე ზარი... კომპანია დიშელიდან მირეკავდნენ...

ზუსტად 3 ჯერ დამირეკა ერთი და იგივე გოგონამ და ზუსტად 3 ჯერვე ერთი და იგივე ტექსტი შეუცდომლად, ერთსა და იმავე სიტყვებზე აქცენტით, ერთი და იგივე ტემბრით გამიმეორა... დავეჭვდი, რომ რობოტი რეკავდა და კიდევ უფრო დავინტრიგდი...
ნუ მერე უკვე იმდენი ამბავი მომიყვნენ ამ კომპანიის შესახენ, რომ ზუსტად ვიცოდი არ მოვტყუვდებოდი...
თუმცა, აქ მოტყუება/არ მოტყუება არ იყო მთავარი... მინდოდა საკუთარი თვალით მენახა და საკუთარ თავზე გამომეცადა ეს მორალური ზეწოლა, რაზეც ამდენი ადამიანი ყვება....

ბევრი რომ არ გავაგრძელო, დღეს 7ის ნახევარზე მივადექი კომპანია "დიშელს".. მანამდე კაფეში დავჯექი, გემრიელი ყავა და ბრაუნი შევუკვეთე.... მოკლედ განწყობა შევვიქმენი :D
დიშელი მდებარეობს კინო ამირანის წინ.... მე-4 სართულზე...  გარემო იყო ზუსტად ისეთი როგორსაც მოველოდი.. წყნარი მუსიკა... იასამნისფერი კედლები,.. ბრჭყვიალა მაგიდა თავისზე უფრო ბრჭვიალა და ძალით გაღიმებული რეგისტრატორებით...
არ მეგონა ჩემ გარდა ამდენი ადამიანი თუ იქნებოდა დაბარებული ე.წ. უფასო სეანსზე...

მივაწოდე რეგისტრატორს პირადობა, რომელშიც, იმის მიუხედავად რომ საკმაოდ შელახულია (პირადობა რომ ტაო ბანკის ოპერატორმა შემიჭამა მაგაზე რომ დავბლოგე ოდესღაც? არა? კაი, მერე იყოს) შავით თეთრზე ეწერა : ხათუნა კვახაძე.

მოკლედ, ვსხედვართ მოსაცდელში მე და 3-4 სხვადასხვა ასაკის და რჯულის ადამიანი და ამ დროს გამოდის კბილებამდე გაღიმებული კონსულტანტი გოგონა და ამბობს, " რომელი ბრძანდებით ქალბატონი ნონა?"  ოო... ანუ ჩემ წინ ჯერ სხვა ადამიანს უნდა მოემსახურნონ -  ვიფიქრე მე და გავბრაზდი.. ეგრე ძალიანაც არ მაინტერესებს ეს კომპანია, რომ ამდენ ხანს ველოდოთქო... კონსულტანტი კი არ ჩერდება "რომელი ბრძანდებით ქალბატონი ნონა?? როგორ , არცერთი??  კი მაგრამ ქალბატონი ნონა კვახაძე  არ მობრძანდა??"
ნონა კვახაძეოო... ო ლა ლაა ))))))) წამოვდექი ახარხარებული... კვახაძე ვარ, მაგრამ ნონა ნამდვილად არათქო....  ასე სიცილით შევედი კაბინეტში და რას ვხედავ.. ერთ პატარა ვარდისფურცლებით მოფენილ მოთახში დაფაზე ცარცით წერია " კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ქალბატონო ნონა კვახაძე" )))) აი მანდ უკვე ვეღარ შევიკავე თავი...  მთელი დაგროვილი ემოცია სიცილად წამოვიდა ))) ნონა ნონა ნონა აჰხაჰხჰაჰა... ხათუნა არ მეყოფოდა? ახლა ნონა ))))

ნუ კაი, დავივიწყოთ ნონა ))) და აქ დაიწყო ყველაზე საოცარი... მაუგლიში ის ეპიზოდი ჰხომ გახსოვთ, გველი რომ თვალებით აჯადოვებს მაუგლის... პატარა ლამაზი გოგო იყო ეს კონსულტანტი, აი ისეთი რომ დაჯდები და "ჰხოოდა გოგო რას გიყვებოდი"-ს  სტილში რომ მოგინდება საუბარი და ამ დროს ეგ გოგონა ჩაირთო და არ ჩერდება,... ყვება გადაზეპირებულ ტექსტს.. ზუსტად რომ იცის სად უნდა იყოს მძიმე და სად წერტილი... ვხვდები რომ ვერ ვუსმენ, ვერც ვუყურებ.. ვათვალიერებ ოთახს, ნეტავ კამერა ხომ არ აყენია სადმე? თუ კამერა არ არის და არავინ უსმენს, რა აიძულებს ამ გოგოს ასე ისაუბროს???  ხვდება, რომ არ ვუსმენ და ჩერდება "ქალბატონო ხათუნა, რა ლამაზი თვალები გაქვთ" )))0 ნუ ეს უკვე მეტისმეტია, ვიცინი... ხვდება რომ დამაბრუნა ოთახში გონებით და აგრძელებს ისევ გაზეპირებულ ფრაზას... ოჰ, ღმერთო ჩემო -  ვფიქრობ, ნეტავ სად ჩაუტარეს ამ გოგოს ტრენინგი მომსახურების დარგში... როგორი ხელოვნურია ეს ყველაფერი... აი თურმე რითი ებმევა ამდენი ხალხი, როგორი საწყლები ვართ, როგორ არ ვართ მიჩვეული ნორმალურ მომსახურებას... ისე გვიკვირს, რომ ყველაფერზე ვთანხმდებით  -  მოკლედ, ჩემ ფიქრებში ვარ...

მერე მე ვყვები ჩემს შესახებ. ვეუბნები, რომ ზოგადად ალერგიული ვარ, მაგრამ  ძირითადად მედიკამენტებზე... მიტარებს ანტიალერგიულ სინჯს ყოველი შემთხვევისათვის... ვწყნარდები...

ამავდრულად მიტარებენ სახის კანზე რაღაც გამოკვლევებს სახის კანის ტიპის დასადგენად.. წინასწარ ვარ გაფრთხილებული, რომ საშინელებებს მეტყვიან.. ამიტომ არ ვრეაგირებ მათ კომენტარებზე...

სანამ ამ გამოკვლევას მიტარებდნენ, ჩემი კონსულტანტი გოგონა ოთახში გაპარულა და  "ნონა" -ს ნაცვლად ხათო დაურეწერია ))))  კიდევ ეს მინდოდა?? ისევ ვიცინი )))))

ამ დროს დაიწყო ძირითადი პროცედურა... სახის ნახევარზე მისვამენ N რაოდენობის კრემებს და თითოეულის წასმისას  კონსულტანტი კითხულობს" გრძნობთ შედეგს??" "მოგწონთ"?? " ხომ მშვენიერია?? " ვიცი, რომ ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ დაიწყება მთავარი.,.. იყიდე დეიდა ჩვენი პროდუქცია, შენი ლამაზი თვალების ჭირიმე,... დაღლილი ვარ და ძალიან მეზარება...
კონსულტანტი კი არ ჩერდება: ჩვვენი პროდუქცია დამზადებულია ბრინჯის მტვერზე... ჩვენს პროდუქციაში არ შედის არაფერი ის , რაც სხვაში... შენ გახდები 7 წლით უფრო ახალგაზრდა და აღარასდროს დაბერდები  ... ომგ... რატომღაც შიმშილის თამაშები მახსენდება.. აი ის მკერავდიზაინერი გოგო რომაა...  რამ გაარობოტოა ეს გოგო , ვფიქრობ...

აი ახლა კი შედეგი - მეუბნება -  ჩაიხედე სარკეში, შენი სახის მარჯვენა ნაწილი 10 წლით ახალგაზრდაა, ვიდრე მარცხენა   -  ისეთი აღტაცებით საუბრობს, რომ ერთი სული მაქვს სარკეში ჩავიხედო
მაწვდის სარკეს
ვიხედები
და
ლალააააა
ნანანნანააააააა

 ეს იყო იმ შოკთაგანი, რომლის მსგავსიც არასდროს გამომიცდია!

სარკიდან მიყურებს  რაღაც სახის მაგვარი, რომლის ერთი ნაწილი ისეთი შესიებულია, რომ თვალი არ უჩანს... სახე მთლიანად დაფარული მაქვს დიდი წითელი ლაქებით! მექანიკურად ხელს ვიდებ სახის იმ მონაკვეთზე , რომელზეც ამდენი რაღაც წამისვეს.. ვხვდები, რომ მგრძნობელობა ნული..... მხოლოდ დაბუჟებას ვგრძნობ.. და კიდევ იმას, რომ თვალი თანდათან უფრო  იკარგება ..

და ამ დროს

კონსულტანტის  ბედნიერი ხმა

"გრძნობთ განსხვავებას მარჯვენა და მარცხენა მხარეს შორის? "

ნერწყვს ვყლაპავ, ძალას ვიკრებ და ვამბობ

"კი, ვგრძნობ... ვგრძნობ, რომ საშინელი ალერგია მაქვს და  ვგრძნობ, რომ სასწრაფოდ უნდა დამალევინოთ რაიმე ანტიალერგიული, თორემ გავითიშები...."

ბედნიერი რობოტის სახე თანდათან ადამიანის სახეს ემსგავსება. მეც შევნიშნე და მეგონა მეჩვენებოდაო )) მერე ყვირის და მორბიან ვიღაცეები )))) ყველა ერთად წყლით მბანს სახეს და ყველა ერთად გაჰკივის რაღაცას )))))



ბუნდოვნად ჩამესმის ხმები:
"კარგად ხარ?
"გაგიარა??"

ეს გოგო ყურში მეუბნება, რომ წამოდი საპირფარეშოში ჩამობიანე კარგად სახე წყლით, ეს კრემები არ გინდა, თან იქ კამერა არ დგასო... კამერა? აი თურმე  რატომ იყო ეს გოგო რობოტი...  თავს ძალა დავატანე და მაინც მიმოვიხედე ოთახში კამერის დასანახად... არსაიდან ჩანდა... არც ნიშანი... მდაჰ..... ჩუმად გვითვალთვალებენ , ვიფიქრე,,, ))

ნუ რა თქმა უნდა არავის არაფრის ყიდვა არ შემოუთავაზებია


ჩემი მომზადებული ტექსტი, რომ არა გმადლობთ, რამდენიც არ უნდა მეხვეწოთ, თქვენს პროდუქციას ვერ ვიყიდი,  წყალში ჩამეყარა...


რა უნდა მექნა?
ვიცინე
ძალიან ბევრი ვიცინე
ძალიან ძალიან ძალიან ბევრი ვიცინე ))))

ლიპტში  ქალი მხვდება: მეუბნება, რომ უბედნიერესია... რომ  რა თქმა უნდა ხელი მოაწერა კრედიტს, რომ აწი აღარასდროს დაბერდება...

ვუღიმი )) აბა რა უნდა ვუთხრა ? ))
კი, ქალბატონო, კი... აუცილებლად გაახალგაზრდავდებით ))



 პ.ს. წამოსვლისას აფთიაქში შეევედი და პირველად ვნახე ფარმაცევტი ბიჭი :D
შემომხედა
მიყურა,
მიყურა  და   -
"ანტიალერგიული გინდათ  ალბათ ჰხომო? )))


ყველაზე ძლიერმოქმედი ანტიალერგიული საშუალება მომცა
დალევ თუ არა , გაითიშებიო
ჰხოდა აი ვგრძნობ, რომ ვითიშები
სახე ისევ შესიებული მაქვს..
ნეტავ რომ გავიღვიძებ  როგორ ვიქნები
ფიქრის თავი არ მაქვს,
წამალი მოქმედებას იწყებს
ვიძინებ

დასასრული


))))