Showing posts with label ნაემოციალუკვეგავლილი. Show all posts
Showing posts with label ნაემოციალუკვეგავლილი. Show all posts

Wednesday, February 11, 2009

კი არა და


რატომ უშვებს ადამიანი შეცდომებს?
იმიტომ რომ მერე უფრო დიდი შეცდომა დაუშვას?
შეცდომა რა არის?
ხელის ჭუჭყია..
თუ ეგ სხვა რამეა
რა მნიშვნელობა აქვს..
ჰხუხ
რამდენ რამეს შევეჩვიე
ბევრს
ბევრს
ბევრს
წარმოუდგენელს
შეუჩვეველს
და
საკუთარ თავს ვერ ვეჩვევი.......
სა20არია
ჯერ კიდევ მაქვს
მო
ლოდი
ნი,
რომ.....
არადა..
ჰხუხ
განსხვავდებიან ჩვენი სიზმრები
ალბათ ასევე განსხვავდება ტორეადორისა
და
ხარის სევდა
ო
რამ გამახსენა..ალბათ სიზმარმა...
მაგასაც შევეჩვიე, რომ ყოველ ღამეს სიზმრები ჩემში ქვებს ყრიან და მამღვრევენ, მამღვრევენ, მამღვრევენ
მერე
მღელ დღეს ვცდილობ დავიწმინდო, დავიწმინდ, დავიწმინდო
და
ისისის არის
უკვე თევზის ჭერაც შეიძლება ჩემში, რომ
ვიძნებ და..ისევ თავიდან....
კარგად შეფუთული ცუდი საჩუქარი
ამომაჩემდა
სიმარტოვეში ყველა სიდიადეს დაეძებს
და
რატომღაც არ ოციან, რომ შეიძლება
სიმარტოვეში მარტო სიმარტოვეც იყოს
მეტტი არაფერი..
მერე მოდის იმედგაცრუება..
გაცრეცილი სახეები
ამასაც შევეჩვიე
მაგრამ
თავო ჩემო
შენ კი
როს
ღა
ჰხა
როს
ღა
ვაჰხთ..........






პ.ს. ამ წუთას მართლა გულით თჲ არა კბილით მაინც მეშურიანება იმ ადამიანებისა, რომლებსაც თავიან პრობლემებზე ჩვეულქართულდალაგებულობით და გასაგებმისაღებპრობლემგადასაჭრელად შეუძლიათ საუბარი.... :)

Friday, December 19, 2008

არაფერი


არაფერი მაშინებს!

საშინლად მაშინებს...

ხო, არაფრი...

მართლა!

 მაჟრჟოლებს და ტანში მზარავს არაფერი

სიირაფრევე შემომეპარა სხეულში

ბინა დაიდო

და

მეტასტაზებივით გამიმრავლდა, მოედო  მთელ ორგანიზმს...

თითოეული მოლეკულა, თითოეული უჯრედი

არაფრით მაქვს სავსე

გრძნობები გამიარაფრისფერდა

გული სავსეა არაფრით

გონება არაფრით დაკავებული

ფიქრები არაფრისკენ მიმართული

სურვილები? - მხოლოდ არაფრის სურვილი

მოლოდინი? - არაფრის მოლოდინი

არაფერი მახარებს...ძალიან მახარებს

არაფერი მტკივა...ძალიან, მართლა ძალიან

მაწუხებს, მოსვენებას მიკარგავს არაფერი

არაფერი მინდა...მინდა...არაფერი....

არაფერმა ჩამყლაპა, გამაქრო, გამაარაფრისფერა

არაფერი გამივლის

გამივლის!

აუცილებლად გამივლის....

სულსულსულ

არაფერი

არაფერი!

Tuesday, December 2, 2008

არაფერი ახალი


ფორიაფ-ბორიაქ-პორიაქ
მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა და მოძრაობა და მოძრაობა და კიდევ მოძრაობა და კიდევ დე კიდევ და კიდევ და კიდევ და...
წაიბორძიკე? წამოდექი ..გაიმართე და ისევ
მოძრაობა და მოძრაობა და მოძრაობა და კიდევ და კიდევ და კიდევ და კიდევ და კიდევ და კიდევ
და
დაეცი?! - წამოდექი და გაიარე!
ან
ამოთხარე
მიწა ამოთხარე
ღრმად
და
ღრმად
და
უფრო ღრმად
და
კიდევ და კიდევ და კიდევ
და
ჩაიმარხე!
თავზეუნამგადავლებულ ფეხქვეშმიწისძვრაგამოვლილ ტანზექარიშხალშემოხვეულს
ვგავარ
და
მზის ამოსვლას ველოდები
თუ აღარც....
არ
ვი
რა
ვი
ნუ
ვი
მომავალი ამტკივდა და ამოვიჭერი.....

Sunday, November 30, 2008

ზზზზზზამთარრრრი


ზამთარი
ამთარი
მთარი
თარი
არი
რი
ი
ი
რი
არი
თარი
მთარი
ამთარი
ზამთარი

29 თებერვალი
არ მახოვს
მაგრამ
ალბათ ვიფიქრე
იმიტომ რომ გუშინაც ვიფიქრე
და
მერე
31 აგვისტიოსაც ვიფიქრე
და
დღეს სახლიდან გამოსვლისასაც ვიფიქრე
რომ
ნეტავ კიდევ თუ.......
აი
თუნდაც ახლა
ნეტავ ამ ნაწერის ბოლომდე დაწერას თუ შევძლებ
ან დღეს
ჩემს სახლში კიდევ თუ დავბრუნდები
ან
იქნებ ის სმს უკანასკნელი იყო
და
ეს შემოდგომა იქნებ...
იქნებ...
აღარასოდეს
ის
შეგრძნება
უფრო ცუდია თუ თვითონ ფაქტი - აღარასოდეს?
დილით მივხვდი
რომ
ხავსი მეგონე და ალბათ ეგ ვერ მაპატიე, რომ ადამიანად არ აღგიქვამდი...
ახლა
ისევ
ზამთარი
მერე გაზაფხული
ზაფხული
შემოდგომა
ზამთარი
და
ისევ გაზაფხული.......
და
ისევ
ხავსები
ხავსები
ხავსები..........
მაინც კარგია
მწუანეა და იმიტომ
:)

Tuesday, November 25, 2008

შემომებოდა

ჩემი ვირტუალური სიკვდილი ჩემს არავირტულაურ სიცოცხლეზე ხანგძლივი აღმოჩნდა...ყველა წესის და კანონის მიხედვით ახლა მე უნდა წარმოვადგენდე ვირტუალურ გვამს, რომელსაც კომიდან გამოსაყვანად კომპიუტერის ჩართვა და დარესტარტება აღარ შველის....რა მოსდის ვირტუალურ გვამს გარდაცვალების შემდეგ? ნუთუ შესაძლებელია ვირტუალური რეინკარნაცია...თუმცა ამ შემთხვევაშიც მნიშვნელი არ უდრის მრიცხველს, რადგან თუ პე მაშინ ქუ...ლოგიკა....
არ მელოგიკება
არც მეფიქრება
არც მე20ნებება
არც მეწინადადება
ვყუჩვარ
და
ვუსმენ
და
ვუყურებ
ზღვა..ზღვა..ზღვა...ზღვა..ზღვა..ზღვა..ზღვა..ზღვა...
1..2..3...4..5..6...7...8...9...10
ამოისუნთქე ხათო
1..2...3...4...5...6...7...8....9....10
ჩაისუნთქე ხათო
გაზაფხუკლს მოსდევს ზაფხული, ზაფხულს შემოდგომა, შემოდგომას ზამთარი
მერე პირიქით...
1შაბათს მოსდევს 3 შაბათი მერე 4შაბათი, მერე 5შაბათი, მერე მერე მერე მერე მერე
თაგვს მოსდევს კატა, კატას ძაღლი, ძაღლს .........
მე თჲ მომდევს ვინმე
ნეტავმც...
მე თუ მივდევ ვინმეს
ნეტავმც...
შემომაფიქრდა:
ყოველმა ადამიანმა რომ იცოდეს ვის წინ და ვის უკან დგას ცხოვრების რიგში, ალბათ შეეცდებოდა თავის წინამდგომზე ეზრუნა, რათა მის რიგს დაეგვიანა..ანუ მთელი კაცობრიობა ერთმანეთზე იზრუნებდა, მაგრამ...
აზრი?
აზრის აზრი მის უაზრობაშია
ო
ისევ ფიქრი...
უნდა დავაფრთხო
ზღვა..ზღვა...ზღვა..ზღვა...ზღვა...ზღვა....
საღებავი თავს მიწვავს
ვგრძნობ..
კარგია
მგრძნობელობა ისევ შემომრჩენია
უკვე ვხედავ ჩემს თავს 10 წუთის შემდეგ, როგორ უმზერს საკუთარ ახლად შეღებილ თავს სარკეში
უკვე აღარ მომწონს ჩემი 10 წუთის შემდგომი თავი
არაუშავს
გამივლის, რადგან მხოლოდ მე და მხოლოდ მე და მხოლოდ მე
თუ
ვიცი, რომ
არაფერი
არაფერი
არაფერი
სულსულსულსუსუსლსულსუსლსულ
არაფერია
ამ ქვეყანაზე გავლადი........

Friday, November 21, 2008

მეორადი განცდები


ჰხომ ვთქვი...
სხვები უკეთ ამბობენ ჩემს სათქმელს...
საკუთარი სიტყვები არ მაქვს
არც ფრაზები
არც აზრები
მხოლოდ მეორადი...


აი თუნდაც

სხვისას ვიტყვი

ჩემი ზომა სხვისი განცდა მოვირგე...მომერგო....





ადგილი, სადაც ახლა ფეხი დაადგით,
ამ სხეულში შესასვლელია.
ვეღარ შეგიშვებთ.
მკაცრი კონტროლი დავაწესე სტუმრებისთვის,
ინფექცია შემომაპარეს.
დოლბანდიდან ვსუნთქავ ამ ქალაქს.

ტერიტორია დაცულია.

მახსოვს.
კარი რომ ღია დავტოვე,
შემომიცვივდნენ გულში ბოშები. დაანთეს ცეცხლი. იყაყანეს. ჭამეს. დალიეს. აიბარგნენ.
გამურული კედლები დამრჩა.

როცა მეგონა ვთვლემდი, მუცელში ამიშენეს სამხედრო ბაზა – აფეთქების
ხმა დღემდე მესმის. აღმოსავლეთი გადამწვარია.
ცივი ომი გრძელდება ტანში – შუბლზე ოფლია.
გულის და ტვინის გამყოფ ხაზზე დგანან ცისფერქუდიანები.
მოვიდნენ და უკითხავად ააშენეს საბავშვო ბაღიც.
სამხარი.
მაკარონის სუპის სუნი მაჯებზე.
წესით, თეთრი – უცებ ჭრელად გადაღებეს საავადმყოფო. დილაობით საკაცეები
ჭრიალებენ ხერხემალზე.

ეს, რაც დარჩა.
რაც გადარჩა, იმ მიწას ვავლებ ახლა მავთულხლართს.
უკანა კარი მერძევისთვის.
უკანა კარი.
მე დროებით შემოხედვას არ ვკრძალავ.
შაბათობით ნეიტრალურ მონაკვეთში ვმართავ მიღებას.
სამშვიდობო დიალოგი. ჩაი ალუბლით.
და გაცილებთ თავაზიანად.
ვიტოვებ მხოლოდ რამდენიმეს.
მკერდის მანსარდაზე გადავინაცვლოთ.
აქ საშიში არაფერია.
აქ ნდობაა.
როცა თავს მადებ......

Monday, November 17, 2008


ისე დამცინა გუშინ ცხოვრებამ
ისე გულით
ისე ლაღად
ისე ხალისიანად
ისე მშობლისღიმილიანად
რომ
სხვა რა დამრჩენოდა
ჯერ გავოცდი
მერე ავჟიტირდი
მერე ჩამოვჟიტირდი
მერე გამეღიმა,
მერე გამეცინა
მერე ავხარხარდი
გადავღიმილხარხარდი
და........


არაფერი ყოფილა ჩემს ღიმილზე ძლიერი......
სულსულსულსულ
არაფერი

Friday, November 14, 2008

წუწუნ


წინადადებები მოდიან და აღარ მიდიან...დროთა განმავლობათი კვდებიან და რეინკარნაციას განიცდიან...ფიქრად ბრუნდებიან...საიდანღაც მოსული წინადადებები მეფიქრება....ძირითადად უდროო დროს...სადროო დრო არც მაქვს პრინციპში მაგრამ მაინც....
ჰხოდა ახლა მივხვდი
როცა მეწუწუნება მაშინ ვწერ
ამიტომ უმრავლესობას ჰგონია, რომ სულ ვწუწუნებ... : ))
ოჰხთ ეს უმრავლესობა - უმცირესობა - უსაშუალესობა...
დრო გამყავს-დასაწერი მაქვს და მეზარვის...
მმმ
ისე ჟურნალისტური სტატიებიც ხომ მხოლოდ წუწუნია...
პროფესია - რეპორტიორი
კი არა და
პროფესია - წუწუნი
არ მიყვარს
არც 1
არც 2
მაგრამ ვიიძულები...