Sunday, December 30, 2012

ახალი წლის ტრადიციები

ყოველ წელს, ახალ წელს ვხვდები მცხეთაში
ყოველ წელს,  23 საათზე ვიწყებთ მაგიდის გაშლას
ყოველ წელს,  23:55 წუთზე გავრბივარ აივანზე და ვისვრი შუშხუნებს
ყოველ წელს, როცა აივანზე ვდგავარ და შუშხუნას ვისვრი,მოდის მატარებელი, რომელიც ახალ წელს დიდი სიგნალით ხვდება
ყოველ წელს, 00:00 საათზე მავიწყდება რაიმე სურვილის ჩაფიქრება
ყოველ წელს,  00:01 საათზე, იხსნება შამპანური
ყოველ წელს, ახალი წლის პირველი 15 წუთი არის ყველაზე გრძელი პერიოდი მთელი წლის მანძილზე, რადგან რეალურად, არავის გვინდა არც შამპანური, არც საჭმელი, ყველა ნაძვის ხის ქვეშ ვიხედებით და ერთი სული გვაქვს როდის გავხსნით საჩუქრებს
ყოველ წელს, 00:15 საათიდან ვდგებით სათითაოდ მაგიდიდან და ნაძვის ის ქვეშ დაწყობილ, ჩვენს ნაყიდ საჩუქრებს ვიღებთ და ერთმანეთს ვჩნუქნით
ყოველ წელს, საჩუქრებით აღფრთოვანებული ვარ, უფრო მეტად, ვიდრე გასულ წელს
ყოველ წელს, ვრწმუნდები, რომ ახალი წელი ერთადერთი საოჯახო დღესასწაულია და ყოველ წელს მინდა, რომ სულ ასე გაგრძელდეს... სულსულსულ ასე


:)