Monday, June 18, 2012

:)

ადამიანები არ იცვლებიან!

უბრალოდ, იცვლება აღქმა...
 
1998 წელი
"დახასიათების რვეული"
:)


მე - 13 წლის 
საკუთარი თავის შესახებ :)


15 წლის შემდეგ - შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი. ჩემს უარყოფით თვისებებს რაემატა კიდევ რამდენიმე, დადებითზე ისევ არაფერი შემიძლია ვთქვა... გარეგნულად ისევ მსუქნად მივიჩნევ საკუთარ თავს, ისევ მოკლედ მაქვს თმა და ტუჩები არ გამზრდია  :D. ისევ მიყვარს სიცილი, ანეგდოტები, კვერცხი და.... "ცეცე" სხვა "ცეცეებმა" შეცვალეს, თუმცა ობიექტები იცვლებიან, გრძნობა იგივე რჩება .... : ))

ანუკა - ჩემი უფროსი და - 16 წლის

ვფიქრობ, რომ დღეს რომ ვთხოვო ჩემი დახასიათების დაწერა, სიტყვა-სიტყვით იგივეს გაიმეორებს :) 


თამუნა - ჩემი შუათანა და  -  14 წლის :)

დღემდე სჯერა, რომ გადავლახავ "ამ პერიოდს" და "დავსერიზულდები" :)


გიორგი  -  ჩემი ძმა - 4 წლის

15 წლის შემდეგ ისწავლა წერა და იგივეს, რასაც 4 წლის წინ ჩემი დის ხელით წერდა, უკვე საკუთარი ხელით დაწერს ახლა :))  დღესაც ვაბრაზებ და თვლის რომ ვარ ცუდი "ბავშვი",   გულკეთილი ალბათ აღარ ვარ მის თვალში, მაგრამ მაინც ვუყვარვარ (ნონ) : ))



თამარ კარელიძე- ვასასი -  8 წლის 
ჩემი ფავორიტი ჩანაწერი ამ რვეულში :)))))))))
ყველაზე ყველაზე ყველაზე  უცვლელი დამოკიდებულება ; D
"როცა ვინმე მოვა მათ გადავყვები და ყურადრებნას არ ვაქცევ, მაგრამ ძალიანძალიან ვუყბარვარ" <3

თეონა ( გვარი არ მახსოვს) - ქართულის მასწავლებელი - 27-28-29 წლის

როგორც აღმოჩნდა, ჩემს ცხოვრებაში მაშინაც არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ჩემში რაღაც ისეთებს ხედავ(დნ)ენ, რასაც მე ვერც მაშინ და ვერც ახლა ვერ ვხედავ :) თუმცა გამოგიტყდებით და მაშინაც მსიამოვნებდა და ახლაც მსიამოვნებს ასეთI უტოპიების კითხვა : D

და კიდევ....

15 წლის წინ
ისევე როგორც ახლა
ძალიან მინდოდა შემძლებოდა ხატვა

მაააააააააააააგრამ

ჰხეხ

:))))





პ.ს.  გუშინ ამ რვეულის არსებობის შესახებ ჩემს მეგობრებს მოვუყევი:) გაეცინათ.. შოთიკომ, უი ჰხედავო, მაშინაც კი, 13 წლის ასაკში, როცა ყველას "მეგობრობის დღიური" ჰქონდა  და "რომელი მსახიობი გიყვარს", "რა წიგნს კითხულობ" -ს ეკითხებდონენ ერთმანეთს, მაააშინაც კი როგორი ეგოისტი ყოფილხარ, ხალხს მხოლოდ ერთ შეკითხვას უსვამდი "რას ფიქრობთ ჩემზე" - ო....  ძნელია არ დაეთანხმო... ეგოისტობაც არ ყოფილა გავლადი........ ყოველ შემთხვევაში  15 წლის მანძილზე.............. :)

Friday, June 8, 2012

დჯსჰფასჰფკლადჰნორხდა,ნ

დღეს ჩემი მეგობრის დაბადების დღეა
:)
ჰხო, მეგობრის...
თუ შეიძლება მეგობარი ეწოდოს ადამიანს,
რომელიც
10-15 წელია არ გინახავს...
რომლის ქმარსაც არ იცნობს,
რომლის შვილებიც არასდროს გჭერია ხელში...
არადა დღეს მართლა მისი დაბადების დღეა
მისი - ანუჰხთ მეგობრის...
რამდენი ადამიანი წარმოგიდგებათ თვალწინ, როცა სიტყვა "მეგობარს" გებულობთ?
ერთი?
ორი?
არცერთი?
ვერ გაიხსენეთ?
არა უშავს...
სხვა გაგიხსენებთ...
დღეს ჩემი მეგობრის დაბადების დღეა
და
მე არ ვიცი ნომერი, რომ მივულოცო
არ ვიცი სახლი, რომ მივულოცო
არ მაქვს მისი მაილ, რომ მივულოცო..
დღეს ჩემი მეგობრის დაბადების დღეა და
მახსოვს, რომ დღეს ჩემი მეგობრის დაბადების დღეა...
უბრალოდ, მახსოვს
და
რაღაცნაერად გული მიფრიალებს,
რომ
მისი დაბადების დღეა...







 ჰხვალ ჩემი მეგობრის ქორწილია...
ჰხო,
მეგობრის...





ზოგჯერ ცხოვრება ძალიან იფერებს რომ ცხოვრებაა და ისე იქცევა, თითქოს მართლა ცხოვრება იყოს....


მეღიმილება
ჩემთვის
დრო
და
დრო.....



Monday, June 4, 2012

8

იმ დღეს დავასტატუსე ფეისბუქზე
"სულ მეგონა, რომ 2008 წელს მოვკვდებოდი და არც შევმცდარვარმეთქი..."
არ მიხუმრია, სიმართლე ვთქვი..

7-8 კლასში რომ ხარ და მასწავლებლები ერთ ზედმეტ სიტყვას რომ არ ამბობენ გაკვეთილზე საგნის და წიგნში ისედაც დაწერილის გარდა და ეს ყველაფერი რომ სასტიკად მომაბეზრებელია და უცბაშად, კარი რომ გაიხსნება და ერთ-ერტი რიგითი საგნის ახალი მასწავლებელი რომ შემმოვა კლასში და უცბაშად თემიდან გადაუხვევს, ეგ შეგრძნება ალბათ ყველას გამოგიცდიათ და ალბათ ყველას გახსოვთ არა?არა? კაი :\

ჰხოდა ფიზიკაში კი სამწუხაროდ ბევრი ვერაფერი ვისწავლე, მაგრამ სამაგიეროდ მასწავლებლის გადახვეულ/გადმოხვეულმა ფრაზმებმა ღრმად  დაიმკვიდრა ჩემი ტვინის ხველულებში ადგილი და ჩემს ცხოვრებაში რაღაც-რაღაცეები შეცვალა თავისებურად... უკვალოდ ჰხომ არაფერი იკარგება...

ჰხოდა ერთხელად ამ მასწავლებელმა რიცხვებზე დაგვიწყო ლაპარაკი და ყველა რიცხვის შესახებ ისეთი რაღაცეები გვითხრა რომ,..
თურმე ნუ იტყვით და 3 აღმოსავლეთის სიმბოლო ყოფილა
4 დასავლეთის
და
7 მთლიანობის ანუჰთ აღმოსავლეთს პლუს დასავლეთი
მაგრამ ჯერ სად ხარ
მთავარი წინაა..
8
ჰხო 8
ესაო, ისაო...
აი რვა ჰხომ თითქოს არაფერიო, მაგრამ სინამდვილეში სიკვდილის რიცხვიაო
აი თუ არ გჯერათ სვანურს დააკვირდით, სვანურად რვა სიკვდილიაო თუ რაღაც...
მოკლედ, დღემდე არ ვიცი მაშინ მწარედ გვატყუებდა ეს მასწავლებელი
და
ჩვენს ყურებდაცქვეტილ-თვალებგაფაციციებულები ვუსმენდით
და
გვჯეროდა
და
დღემდე გვჯერა
თუ არა
არ ვიცი, მაგრამ
თუმცა ერთი ცხადია,
ამ დღის მერე, ჩემდა უნებურად დავიჯერე, რომ
2008 წელს მოვკვდებოდი
მერვე თვეს,,,
მერე  მოვიდა 01.01.01 და ყველა ამაზე ლაპარაკობდა ვა რა მაგარი თარიღიაო
და
მე კი ვიჯექი და ველოდი 08,08.08 -ს
02.02.02 რომ მოვიდა, მაშინაც 08.08.08 ს ველოდებოდი
და
მერეც და მერეც და მერეც და მერეც..
და მერე კი მოვიდა 08.08,08 და ომიც დაიწყო
და
მერე ეს ომიც დამთავრდა და მეგონა გადავრჩი,...
მეგონა თქვენც გადარჩით
და
მეგონა მორჩა, ამ დღით დავამთავრეთ კაცობრიობამ სიკვდილი,
მაგრამ თურმე სად ხარ...
თურმე სულ ტყუილად....


გუშინ ვიდექი ერთ-ერთი იმ ბევრ ერთ-ერთ ადამიანს შორის,
რომლებიც ჯამში ბევრ ადამიანს ქმნიდა
და
მეც ჩემ ერთერთურად ველოდებოდი დდტ ს და
გარშემო რომ სივრცეა
და
თავს ზემოთ ცა ღიაა
და
ლუდი კი ცოტაა და ბევრი წვალებით მოსაპოვარი, მაგრამ მაინც ჰხომ არის
და
თუ დაიღლები პირდაპირ შეგიძლია იქვე წამოწვე სადაც დგახარ
და
თუ გინდა იყვირე
და
თუ გინდა იცინე
და
მოკლედ თავისუფლებაა
და
სილაღეა
და
მუსიკაა
თანაც ისეთი... დდტ ური
და
უეცრად, ჯერ ერთმა იყვირა родина, მეორე მეორემ , მერე მესამემ
და
სულ მალე ყველა ყვიროდა родина родина родина родина родина родина
თან ისე
თოთქოს სიმღერას კი არა
შევჩუკისგან საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას მოიტხოვენო
და
უეცრად  მივხვდი, რომ მართალი ვიყავი
როცა ვფიქრობდი
რომ
2008 წელს მოვკვდებოდი
რომ ყველაფერი 2008 წელს დამთავრდებოდა...

ჰხომ ხვდებით რატომაც?
ვერ?
არაუშავს..........