Thursday, May 24, 2012

HB

ბავშვობაში ყოველ დღეს  ჩერდებოდა მატარებელი ამ სადგურზე
ახლა კი გაივლის რიხინ-რიხინით

თუ რაღაც მაგდაგვარი ლექსი  ჰქონდა დაწერილი მიხეილ ქვლივიძეს
მახსოვს,,,,,
ჰხო დამავიწყდა, ლექსის სათაურია
"დაბადების დღე"..
ანუჰხთ მორალი: ბავშვობაში გვიხაროდა დაბადების დღე და ახლა კიდევ ისაო...
ჰმ
ნურას უკაცრავად,,
მოკლედ,
ჩემს საყვარელ ფრაზას მოვიშველიებ და ზუსტად გადმოვცემ
ჩემს დამოკიდებულებას ამ
დღისადმი

"ბედნიერებაა, რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი!!!"


სამი ისტორია ჩემი დაბდღეების ისტორიიდან:

1) ყოველ  24 მაისს საღამოს , მაშინ როცა დედა სამზარეულოში ფუსფუსებდა და ათასნაირი საჭმლის სურნელი იფრქვეოდა სახლში, მე ვიმიზეზებდი ათას მიზეზს და გავდიოდი სახლიდან, მივდიოდი ერთსა და იმავე გზაზე და ვიწყებდი განვლილი წლის შეჯამებას... რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი 6 წლის ასაკში? რა მოხდა მნიშვნელოვანი ჩემს ცხოვრებაში 7 წლის ასაკში, 8 წლის, 9 წლის, 10 წლის..... ვიწყებდი ფიქრს და მოსაგონარი და მნიშვნელოვანი ამბები თავზე საყრელი იყო და ჩემს თავს პირობას ვაძლევდი, რომ არასდროს დამავიწყდებოდა რით იყო მნიშვნელოვანი 7 წელი ჩემს ცხოვრებაში, რომ ამ წელს მასწავლებელმა კუთხეში დამაყენა და ქართულში საშინაო დავალება ვერ დავწერე კარგად და სუფთა წერისას მინდორში გადავედი და ბლაბლაბლა..და ეს ყველაფერი ისეთი დასამახსოვრებელი იყო, ისეთი მნიშვნელოვანი, ისეთი, ისეთი რომ ამის გარშემო ტრიალდება მთელი სამყარო... მართლაც და როგორია იყო 8 წლის და დაგავიწყდეს როგორ მიიღე ხუთიანი მხოლოდ შენ, მთელს კლასში.... :)
ახლა კი ვზივარ არა და ვწევარ და ვიხსენებ და ვერ ვიხსენებ რით იყო მნიშვნელოვანი ჩემს ცხოვრებაში 27 წელი...

მერე გავიდა დრო და ეს წინა სადაბადებისდღევო რიტუალი, თავისი მსვლელობა-გახსენებებით წარსულს ჩაბარდა.... 12-13 წელი იქნება იმ გზაზე აღარ ვყოფილვარ... არც 24 მაისს და არც წელიწადის სხვა დღეს..... მაგრამ სულ მახსოვს, როგორ ისა....


2)  24 მაისს ვიძინებდი ადრიანად... არა, ვერ ვიძინებდი... ვწვებოდი ადრიანად და ვერ ვიძინებდი... და მარტო იმიტომ არა, რომ ამ მეორე დღეს ჩემი დაბადების დღე იყო.... ჩემს მეზობლად ქალი ცხოვრობდა, ლიანა ... მე რომ 10 წლის ვიყავი, ის 50 წლის იყო... მე რომ 11 წლის ვიყავი, ის 51 წლის და ა.შ. ჰხოდა მაშინ მიკვირდა და ახლა აღარ მიკვირს, მაგრამ ამ ლიანასაც 25 მაისს ჰქონდა დაბადების დღე... და მე ძალიან მჯეროდა, რომ თუ დილით ადრიანად ავდგებოდი და ჯერ მე მივულოცავდი ლიანას დაბადების დღეს, ის წელი ჩემს ცხოვრებაში  ყველაზე ბედნიერი იქნებოდა... ვიღვიძებდი ადრიანად 6 საათზე, 7 საათზე და გავრბოდი ლიანასთან  საგულდაგულოდ მომზადებული საჩუქრით... ეს მართლა ძალიან სანერვიულო საქმე იყო, ვაი და დაესწრო მოლოცვა, მერე?... მერე ეს სადაბადებისდღევო რიტუალიც წარსულს ჩაბარდა, იმ ერთი შეხედვით მარტივი მიზეზის გამო, რომ ლიანა გარდაიცვალა.... და ახლა ვეღარავინ დამასწრებს დაბადების დღის მოლოცვას, მაგრამ....


3)  9 წლის იუბილე მქონდა... ჰხომ არ ეხუმრებით 9 წელს, მთეეეეეელი 9 წლის ვხდებოდი... იმ წელს დაიბადა ჩემი ძმა :) 3 თვის იყო... დედა დარბოდა ბავშვით ხელში დღე და ღამ... ვისღა ეცალა ჩემი დაბდღისთვის...მე კი 9 წლის ვხდებოდი, ხუმრობა ხომ არაა 9 წელი,.... ჰხოდა რას იზამთ მაშინ, როცა გინდათ რომ დიიიიდი დაბადების დღე გქონდეთ და სახლში კიდევ 9 წლის კი ხარ, მაგრამ ხვდები, რომ შენი დაბდღისთვის არავის სცალია....  ყველაფერი ძალიან მარტივად მოგვარდა: მივედი სკოლაში, გამოევდი შუა გაკვეთილზე დაფასთან და მთეეელი 32 მოსწავლე დავპატიჟე დაბადების დღეზე... ვუთხარი, რომ დედამ გემერილი ნამცხვრები გამოაცხო და ყველას მოუთმენლად ელოდება.... მერე გავიქეცი სახლში შეშფოთებული სახით და დედას ვუთხარი, რომ თურმე ჩემს მასწავლებელს მთელი კლასით გამიზნული ჰქონდა დაბადების დღის მოსალოცად ჩემთან სტუმრობა... ისიც ვთქვი, როგორ ვეხვეწეოდი ბავშვებს არ მოხვიდეთ, დედას არ სცალია მეღქი, მაგრააამ......  :)))))))) დაბადების დღემ მშვენივრად ჩაიარა... ბევრი ბავშვებით და ბევრი ნამცხვრებით :)


პ.ს. ზუსტად საათ ნახევარში კიდევ ერთი 25 მაისი მოვა ჩემს ცხოვრებაში... ვცდილობ გავიხსენო რა ხდებოდა ამ დროს 28 წლის წინ, მაგრამ არ მახსოვს.... ვფიქრობ, ნეტავ გარდაცვლილი ადამიანებიც თუ ზეიმობენ თავიანთი გარდაცვალების დღეს....მოკლედ მიტრიალებს თავში მილიარდნაირი აზრი და ფიქრი, მაგრამ ვგრძნობ, რომ 25 მაისის მოახლოებას ისეთივე გულისფანცქალით ველოდები ახლა, როგორც მაშინ, როცა 7 წლის ვხდებოდი და როცა 8 წლის ვხდებოდი და როცა 13 წლის ვხდებოდი და 16 და 20 და 27....

და მიხარია, მიხარია რომ ვარსებობ, თორემ რომ არ ვარსებობდე დედას გეფიცებით, მართლა ნაღველს მივეცემოდი..... 




Monday, May 21, 2012

რა რთული იყო შენი თავი..
ჰხო. შენი თავი და არა ის
ვინც გვერდით დგას და შენს თავს უყურებს
შენს ქცევებს აკვირდება
და
ყოველი მოქმედების ბოლოს ახნა-განმარტებას ითხოვს...
ოო, აი თუ ვერ ახსენი  მერე მტრისას..
ბრაზდება რომელია
აწყდება კლდე-ღრეს არა და კედლებს
და
დაეძებს რას თვითონაც არ იცის...
რა რთულია, იყო შენ კი არა არამედ ის, ვინს
ყოველ წამს გეკითხება მხოლოდ ერთ შეკითხვას
"რატომ?"
რატომ ასე და არა ისე?
რატომ ეს მაინცდამაინც ახლა?
რატომ ის, როცა ყველაფერი ასეა?
რატომ ეს, როცა ყველაფერი ისეა?
რა რთულია, როცა შენ შენ კი არ ხარ
არამდე, ის, რომელიც თვალებში გიყურებს და შენ კიდევ აღარ იცი სად გაექცე მის მზერას
და
სად წახვიდე და სად გადაიკარგო
და
იქნებ ნიჩაბი რომ გქონოდა დიდი ორმო ამოგეთხარა
და
ჩამძვრალიყავი შიგნით, ოღონდ ეს მზერა არ დაგენახა....
ახლა კი რაღა დაგრჩენია
საბანი გაქვს თავზე გადაფარებული და გგონია, რომ ეს დაგიცავს ყველა და ყველაფტისგან,,
გგონია, როგორც მაშინ გეგონა, ბევრი წლის წინ
რომ თუ ომი დაიწყებოდა
თუ სამყარო ყველა მის კლანჭს ერთად გამოაჩენდა
და
გადაყლაპვას დაგიპირებდა
შეძვრებოდი გამოქვაბულში და დაიმალებოდი//
დაემალებოდი ცხოვრებას
და განა არ ასრულდა
100რულდა
და
ახლა ზიხარ გამოქვაბულში და უყურებ ატომური აფეთქების შემდეგ გამუტანტებულ სამყაროს
და
ზოგჯერ გამოქვაბულიდან თუ გაამოხვალ
დილობ შეერწყა და შეეთვისო
მაგრამ ის მეორე
ის სხვა
ის დამკვირვებელი
თითქოს წინა ცხოვრებაში ჩარჩენილა
და
თითქოს იქიდან გიყურებს
ძალიან შორიდან ახლოს
და
ძალიან მკრთალად და მკვეთრად
და
განა რამეს გეკითხხება
განა რამეს გსაყვედურობს
განა რამეს გიშავებს
უბრალოდ იღიმება
იღიმება ისე მკაფიოდ
ისე 1000აზროვნად
ისე სევდიანსიხარულიანად
რომ შენამდე მოსული ღიმილი ყურებში შეკითხვად იქცევა და
გაიძახის
რატომრატომრატომრატომ.....




Tuesday, May 8, 2012

igkjgkj

ბედნიერება ტორტის დიდი ნაჭერივითაა
დღეს ვთქვი
არადა დიდი, ძალიან დიდი ხნის წინ ვიფიქრე...
ბედნიერება ტორტის დიდი ნაჭერივითაა, ძალიან ძალიან ძალიან რომ გინდა
ჭამ და კიდევ გინდა
და
კიდევ და კიდევ
და
შემოგეჭმევა უუუუშველებელ ნაჭერი
და
უცბად მიხვდები როგორ ამსუყდი
როგორ აღარ შეგიძლია ამდენი სიტკბო
როგორ გერევა გული ამხელა ტორტისგან...

ჰხო, ბედნიერება ტორტის დიდ ნაჭერს ჰგავს
და
ამიტომაც ყველაზე ხშირად გულის რევის შეგრძნებას იწვევს...

გულის ამრევი ბედნიერება