Friday, April 15, 2011

ბკჯზბხჯკ


8 ის ნახევარი ხდება....
ანტრეში ვზივარ კუთხეში, ბევრი ნაყინი ვიყიდე და შევექცევი...
კარგია დამღლელი დღის მერე წყნარად ჯდომა
ზიხარ შენთვის მარტო ძალიან ნაცნობი კაფის ძალიან უცხო ხალხის გარემოცვაში
და
ფიქრიც კი გეზარება..
კარგია როცა შენში შენ-ც ჩუმადაა
თუნდაც სხვაში სხვამ იხმაუროს ამ დროს...
მერამდენეღაცა ნაყინის მერამდენეღაცა ბურთულა შემომესანსლა...
ვფიქრობ, რომ ხალხი ჭრელი სულაც არ არის
ხალხი შავთეთრია და შესაბამისად მათი ფიქრები და დამოკიდებულებებიც მხოლოდ ორგვარია
შავი და თეთრი
ერთმანეთზე გადაკიდებულგადაკრიტიკებული

ვფიქრობ რომ ხალხისთვის ბევრი რამე ჯერ კიდევ მიუღებელ გასაოცარია
სულ მარტივი რაღაცეები
აი უკვე მერამდენე მზერას გადავწყდი..
ჯერ კიდევ უკვირს ხალხს რომ კაფეში შეიძლება მარტო იჯდე..
გვერდული მზერები...
რამდენჯერაც მზერამზერაში გავუყარე
გამიღიმა და თავი მიაბრუნა...
არადა რა...
შევჭამ ნაყინს და გავალ
რა პრობლემაა...
ფიქრები ისეთივე აურზაურით და უხასიათოდ იღვიძებენ როგორც თავად მე ვიღვიძებ ჰხოლმე ყოველ დილით...

საათს ვუყურებ
8 ხდება
7 საათზე გამოცდა მაქვს
მაქვს კი არა მქონდა
თვითკმაყოფილება იმის გამო, რომ ისე არ არის როგორც უნდა იყოს...
ანუჰხთ
ყველა წესის და კანონის მიხედვით ახლა გამოცდაზე უნდა ვიჯდე და ვწერდე
მე კი ანტრეში ვზივარ
მუსიკას ვუსმენ
და
ნაყინს შევექცევი...
თვითკმაყოფილება სიოს ჰგავს უდაბნოში
ოდნავ დაბერავს და დაგივლის მთელ სხეულში და მხოლოდ გულთან თუ უგრძნობ რომ ოოოდნავ გაგრილდი და გსიამოვნებს...

ვცდილობ ჩამოვყარო მიზეზები რატომ არ წავედი გამოცდაზე..
რა თქმა უნდა გულის სიღრმეში ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ საკუთარი საქციელი გავამართლო..

ვფიქრობ, რომ მთელი სამი თვის მანძილზე ლექტორი ჯგუფში ყველაზე წარმატებულ სტუდენტად მთვლიდა..
ვფიქრობ რომ, გუშინ საკმარისზე მეტად ვიმეცადინე და პრაქტიკულად კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყველა საკითხი თეორულად იმდენად კარგად ვიცოდი, რამდენადაც პრაქტიკულად
ვფიქრობ, რომ...
რომ
რომ
რომ...
ისევ თავიდან ვიწყებ
ისევ 1 წლის ვარ
ისევ 2
ისევ 3
ისევ თავიდან ვაცნობიერებ რაღაცეებს
თითქოს ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ ჯამში მაინც რაღაც არეულია
როდის მოხდა ჩემში ცვლილება და როდის აირია რაღაცეები
თუ არც არეულად
უბრალოდ დალაგდა....
ვფიქრობ რომ მეც ანგარიშთა გეგმას ვგავარ
როცა რაღაც ისე რომ არ არის, იქაც თავიდან უნდა დაიწყო ძებნა და წვრილმანებში იჩხერკედელაო....
ვფიქრობ რომ მეც დაბალანსებისკენ მივისწრაფი,
მაგრამ
ეს ჩემთვისაც ისეთი უტოპიურ მიუღწეველია, რამდენადაც ჩემი ანგარიშგეგმმისთვის...

ვფიქრობ, რომ სერტიფიკატი არაფერს ნიშნავს, რომ მთავარია ვისწავლე და რომ არ მიყვარს როცა ვიღაც ცდილობს გამომცადოს...
ვფიქრობ რომ, ამას და ასე მხოლოდ მე ვფიქრობ და სადმე ოდესმე ვინმეს ჩემი სერთიფიკატი ან სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი თუ დასჭირდა, ჩემი ეს ფიქრები საბუთად ნამდვილად არ გამოდგება...

ვფიქრობ, რომ სინდისი მქენჯნის
თუმცა არ ვიცი რის გამო
ვერ ვხვდები რა დავაშავე, არადა ვიცი რომ რაღაც დავაშავე
ალბათ მთავარი სულაც არ არის ეს გამოცდა
არც ეს სერტიფიკატი...
მახსენდება დიდი ენერგიით დაწყებული მილიარდი სასწავლოსაგანმანათლებლოსამოღვაწეო ისტოერიები ჩემს ცხოვრებაში
რომლებსაც იგივე ბედი ეწიათ რაც ამ გამოცდას...
ბოლომდე არცერთი არ მისულა..
ყველამ მაშინ დაასრულა სიცოცხლე, სანამ თავად დასრულდებოდა..
ვფიქრობ, რომ
ჩემი თავი ჩემგან დამოუკდიებლად იღებს გადაწყვეტილებებს
და
მე არაფერს მეკითხება,
კიდევ ვფიქრობ, რომ ჩემი ნება რომ იყოს ვიქნებოდი ის და არა მე
ვფიქრობ, რომ ყველაზე აუტანელი მე მერგო
და
ვფიქრობ
რომ
ნაყინი გათავდა...
არა, ამას მიმტანი ფიქრობს
რომლის თვალებიც
მეუბნებიან
მორჩა ნაყინი
ადექი, ჰხომ ხედავ ტყუილად იკავებ ორადგილიან მაგიდას
ვერ ხედავ ჰხალხს დაჯდომა უნდა
ო...

ვფქირობ, რომ უნდა ავდგე და გავიდე...


ვდგები და გავდივარ




8 comments:

Anonymous said...

xumrobis gareSe_ Sg,sg,sg!!!)))

Anonymous said...

xumrobis gareSe_ Sg,sg,sg!!!)))

მე-ხათო said...

:rol:

rezi said...

ძალიან მომეწონა შენი ბლოგი. დავისვენე და ყავაც დავაყოლე. მაგარია :)

მე-ხათო said...

hxaxT,.... gmadloba : ))

Anonymous said...

მე-ხათო
sg- int slengi. gamoiyeneben raime
kargis mowonebis niSnad. momdinareobs sityvidan - "sagol", romelic Tavis mxriv turqulad madlobas niSnavs, mara CvenShi ufro "maladec" (rus.:D ) mniSvnelobiT gamoiyeneba(eboda).
mara ras gixsni, ro gixsni...
sg,sg,sg!!!!!

მე-ხათო said...

hxehxe : )) ar vici ristvis, mara madloba : D

Anonymous said...

:P ))))