Friday, July 31, 2009

ჰხ


რამდენი ხანია ბლოგზე არ შემომიხედავს..

უფრო სწორად, იმის მეოთხედჯერ არ შემომიხედავს, რამდენჯერაც  აქამდე ვიჭყიტებოდი ჰხოლმე..

არამგონია გაუკვირდეს ვინმეს ჩემგან ეს სიტყვები

”ყველაფერი გავლადია, ბლოგიც კი...”

უფრო სწორად ყველაფერი ჩანაცვლებადია

შეუცვლელი რაღაცეები კი არ არსებობს

ჰხოდა ისა...

ზამთარს შეცვლის გაზაფხული

გაზაფხულს ზაფხული

ბლოგს ფაცებოოკ..

გადავმისამართდი ფაცეზე და იმას რასაც ბლოგზე დღეში ერთხელ, ერთ დიდ პოსტად ვწერდი

ახლა იქ ვწერ დღეში 320147120 - ჯერ ორ-სამ სიტყვად 

ჰეჰე

ანუჰხთ რომ მკითხოთ როგორ ხარო, ვიტყვი დაშლილი ვარ მარტივ მამრავლებადთქო : )

არ ვიცი კარგია ეს თუ ცუდი

არც ის ვიცი

რა ჰქვია იმ გრძნობას წელიწადში რამდენჯერმე უკან რომ მიგახედებს

გადაგახედებს

თვალს მოგავლევინებს

და

უცებ გაფიქრებინებს

ვაჰხთ.. შევცვლილვარო : )

არა კი არ შევცვლილვარო, გავზრდილვარო

თორემ

ადამიანები რომ არ იცვლებიან

ეს

ისეთი ცხადია, როგორც ჩემი თმის ფერი :როლ:

პარალელები..

წლევანდელი და შარშანდელი წლების შედარებითი დახასიათება

ჰხეხ

არადა შარშან ამ დროს ამ დღეს ამ წუთს 

აც

დასასვენებლად წასასვლელად ვემზადებოდი

ჰხეჰხე

ბარგი ახლაც ჩალაგებულია

დღეს არა და ხვაალ 

იიიისა......:ც

ჰხოდა პარალელები

რამდენი რამე შეიცვალა შარშანდელთან შედარებით

და

სინამდვილეში, როგორ ყველაფერი ისევ ისეა...

ჰხუხ

7 დღეში 1 წელი გავა აგვისტოს ომიდან

ისა...

ამ ერთი წლის მანძილზე  ერთი სიტყვაც არ/ვერ დამიწერია ამ ომის შესახებ

მეგონა წლისთავზე მაინც

მოვაბამდი

თავს

იმიტომ რომ 

იმიტომ რომ

იმიტო რომ

ეს ომი, ჩემთვის იმ ომზე მნიშვნელოვანი  აღმოჩნდა ვიდრე თავად ომმი იყო

იმიტომ რომ

გარეგანი ომის დროს

ომი ჩემ-შიც მიდიოდა

და

ჩემ -შიც ცვიოდა ბომბები

სულ სხვა ბომბები

და

ისა..

აი, ამ ერთი წლის მერე

თიიითქმის ერთი წლის მერე

მე მხოლოდ იმის თქმა 

იმის დაწერა შემიძლია

რომ

ერთი წლის წინ 

მე

ომი წავაგე ....

ორივე ომი...

ისიც და ისიც....

და

კიდევ ისიც.....

ნუ დაწერ და ნუ გამიოტან დასკვნებს ცხელ გულზე

1 წელი არ ეყო გასაგრილებლად

დავიცდი...

: )

წვიმა მოიტანს, წვიმა წაიღებს................ : )

პ.ს.  ზღუა მელის......

დღეს არა

ხვალ

:)

1 comment:

Anonymous said...

SHEMODI XSHIRRAAD BL0OGZE DA WEREE RA :USER: MOMWONS SHENI NAWEIS KITXVA, XANDAXAN AR VICI RA DAVAKOMANTARO XOLME MAGRAM VKITXULOB DA :MO: